მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუნა შაფათავა: "არ განვიხილავ პოლიტიკოსებს, როგორც მამაკაცებს"
იუნა შაფათავა: "არ განვიხილავ პოლიტიკოსებს, როგორც მამაკაცებს"

სკან­და­ლუ­რი და გუ­ლახ­დი­ლი იუნა შა­ფა­თა­ვა ერთი კვი­რის წინ "მე­ცხრე არხზე" სა­კუ­თა­რი გა­და­ცე­მით გა­მოჩ­ნდა. მისი სტუმ­რე­ბი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და რთუ­ლად გან­ვლილ კა­რი­ე­რულ გზა­ზე სა­უბ­რო­ბენ. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა იუ­ნას დიდი ხნის ოც­ნე­ბა იყო. რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რაც ჩა­წე­რა. ახლა ფიქ­რობს, რომ სა­ოც­ნე­ბო მხო­ლოდ სა­სურ­ვე­ლი მე­ო­რე ნა­ხევ­რის პოვ­ნა­ღა დარ­ჩა.

- იუნა, დიდი ხნის ოც­ნე­ბა აის­რუ­ლე და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­ი­წყე მუ­შა­ო­ბა...

- ორ­მხრი­ვი სურ­ვი­ლი იყო, რომ "მე­ცხრე არხზე" და­მე­წყო მუ­შა­ო­ბა. სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს, არც პრე­ტენ­ზია, რომ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ვარ, მაგ­რამ ძა­ლი­ან მინ­და, ხა­რის­ხი­ა­ნი გა­და­ცე­მა გა­ვა­კე­თო. და­სა­წყი­სის­თვის პა­ტა­რა გა­და­ცე­მა მაქვს, შვიდ­წუ­თი­ა­ნი ქრო­ნო­მეტ­რა­ჟით. "16+ იუნა შა­ფა­თა­ვა", ასე ჰქვია გა­და­ცე­მას, რო­მე­ლიც პა­რას­კე­ვო­ბით "ცხე­ლი შუ­ა­დღის" შემ­დეგ გა­დის. ცოტა პრე­ტენ­ზი­უ­ლია, მაგ­რამ მი­ხა­რია, რომ გა­და­ცე­მა­ში ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი ფი­გუ­რი­რებს. გა­და­ცე­მა­ში მე­ყო­ლე­ბი­ან სტუმ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც რთუ­ლი კა­რი­ე­რუ­ლი გზა გა­ი­ა­რეს.

- იუნა შა­ფა­თა­ვა რა­ტომ­ღაც ღა­მის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნად უფრო აღიქ­მე­ბო­და...

- დიახ, იყო სა­უ­ბა­რი რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტზე. ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩემი გუ­ლახ­დი­ლი ვი­დე­ო­ე­ბიც სწო­რედ ამის ნა­წი­ლია. ახლა აღარ ვა­პი­რებ არაფ­რის გაქ­რო­ბას, რო­გორც შემ­დეგ აკე­თე­ბენ ხოლ­მე და იმიჯს ის­წო­რე­ბენ, ეს ჩემი გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტა­პია, მაგ­რამ დღეს სწო­რედ იმას ვა­კე­თებ, რისი გა­კე­თე­ბაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მინ­დო­და.

- ვინ იქ­ნე­ბი­ან გა­და­ცე­მა­ში შენი სტუმ­რე­ბი?

- პირ­ველ სტუმ­რად დათო ხუ­ჯა­ძე მყავ­და. ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ მისი. ასე­ვე მე­ყო­ლე­ბი­ან "უმა თურ­მა­ნის" მომ­ღერ­ლე­ბი, ან­ჟე­ლი­კა ვა­რუ­მი, ლე­ო­ნიდ აგუ­ტი­ნი, რო­ბერტ სტუ­რუ­ას ვეს­ტუმ­რე. დაგ­ვე­ლო­დეთ მე და გივი სი­ხა­რუ­ლი­ძეს (იცი­ნის). რო­გორც კი მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მას­თან სტუმ­რად წა­ვე­დი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად შემ­ხვდა, ახ­ლაც მაჟ­რი­ა­ლებს. ვიცი, რომ ბევ­რი და­ე­ლო­დე­ბა ამ გა­და­ცე­მას. მე ცა­რი­ე­ლი ხე­ლით მი­ვე­დი და თა­ვად არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კო­ნი­ა­კით გაგ­ვი­მას­პინ­ძლდა, თავ­ბრუ­დახ­ვე­უ­ლი გა­მო­ვე­დი იქი­დან.

- ალ­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ეთე­რი იქ­ნე­ბა, გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე ხომ ყო­ველ­თვის სკან­და­ლუ­რია.

- გივი ჩემ­თვის სკან­და­ლუ­რი არ არის, უბ­რა­ლოდ კო­ლო­რი­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი. უამ­რა­ვი კომ­პლი­მენ­ტი მი­თხრა, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ჩა­წე­რის მე­ო­რე დღეს პა­რიზ­ში გაფ­რინ­და, თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნის ფილმში იღე­ბენ. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან მინ­და თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნის გაც­ნო­ბა და მას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა.

- რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა პირ­ველ გა­და­ცე­მას, ვიცი, რომ ბევ­რი "მტე­რი" გყავს...

- უფრო "კე­თი­ლის მსურ­ვე­ლი" (იღი­მე­ბა). რა­ღაც სხვას ელოდ­ნენ, მაგ­რამ ის "სხვა" შე­იძ­ლე­ბა შემ­დეგ კი­ნო­ში ნა­ხონ. გა­და­ცე­მა­ში სო­ლი­დუ­რად მაც­ვია, რო­გორც "მე­ცხრე არხს" შე­ე­ფე­რე­ბა, ხალ­ხი რა­ტომ უნდა გა­ვა­ღი­ზი­ა­ნო?! თუმ­ცა ჩემ­თვის დე­კოლ­ტე, ვიწ­რო, მოკ­ლე კაბა ქა­ლის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, მით უმე­ტეს, რო­დე­საც შო­უ­ბიზ­ნეს­ში ტრი­ა­ლებ. ხომ ხე­დავთ, დღე­საც რა ფორ­მა­ში ვარ, მაგ­რამ არხზე იმ იმი­ჯით ვმუ­შა­ობ, რაც გა­და­ცე­მა­ში მაქვს.

- იუნა, ყო­ველ­თვის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რად მო­ი­აზ­რე­ბო­დი...

- მე სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მხა­რეს ვარ. თუ "ოც­ნე­ბა" გა­ა­კე­თებს ისეთ რა­მეს, რაც ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ამას ხმა­მაღ­ლა ვი­ტყვი. ცხოვ­რე­ბის ბევრ ეტაპ­ზე მე და ჩემს უმ­ცროს და სო­ფი­კოს, ამის გამო ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბა შეგ­ვხვდა. დავ­კარ­გე ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი, მეჯ­ვა­რე, უთხრეს, ვი­ცით, ვის­თან მე­გობ­რო­ბო. ჩემი ტყუ­პის­ცა­ლი დეა დიდი ხა­ნია "ქარ­თუ ჯგუფ­ში" მუ­შა­ობს. მე უბ­რა­ლოდ დეას და ვარ და მა­შინ ამი­ტომ დავ­კარ­გე სამ­სა­ხუ­რი. ახლა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ჩი­ვი­ან და ამის გა­მოა იძუ­ლე­ბუ­ლი ახა­ლი მთავ­რო­ბა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ძვე­ლი კად­რე­ბი, სა­ბო­ლო­ოდ კი საქ­მე ზა­რალ­დე­ბა.

- მარ­თა­ლია, ხში­რად თავს არი­დებ კონ­კრე­ტულ პო­ლი­ტი­კურ პერ­სო­ნებ­ზე სა­უ­ბარს, მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტის დღე­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დი?

- ამას გე­ტყვით, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი. საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი ლო­ზუნ­გი აწე­რია მის სა­სახ­ლეს, "ბო­როტ­სა სძლია კე­თილ­მან, არ­სე­ბა მისი გრძე­ლია", - ზოგს ალ­ბათ ბო­რო­ტე­ბა და სი­კე­თე თა­ვი­სე­ბუ­რად ეს­მის. ყვე­ლას გარ­კვე­უ­ლი ეტა­პი აქვს და შე­იძ­ლე­ბა, მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი სხვა ამ­პლუ­ა­ში დაგ­ვიბ­რუნ­დეს. სხვა­თა შო­რის, სა­უ­კე­თე­სოდ წა­იყ­ვან­და თოქ­შო­უს, ასე­ვე სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვიწ­ვევ­დი ჩემს გა­და­ცე­მა­ში.

- ახალ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­ზე, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე რას იტყვი?

- თქვენ ის ხუმ­რო­ბა იცით, მე რომ მინ­დო­და, პირ­ვე­ლი ლედი გავმხდა­რი­ყა­ვი?!. ვოც­ნე­ბობ­დი, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი ახალ­გაზ­რდა მო­სუ­ლი­ყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში (იცი­ნის). მარ­გვე­ლაშ­ვილს პი­რა­დად არ ვიც­ნობ, თუმ­ცა ყვე­ლა ძა­ლი­ან აქებს. არ ვარ პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი. არ გან­ვი­ხი­ლავ პო­ლი­ტი­კო­სებს, რო­გორც მა­მა­კა­ცებს, კე­ნე­დი რომ ყო­ფი­ლი­ყო ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი და მე მე­რი­ლინ მონ­რო ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, თავს ავა­რი­დებ­დი მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.

- თუმ­ცა პირ­ვე­ლი ლე­დო­ბა გინ­დო­და...

- (იღი­მე­ბა) დიახ, მინ­დო­და, ვის არ უნდა... მინ­და, ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლოს სი­კე­თის­კენ. პირ­ვე­ლი ლე­დო­ბა ბევრ მოგ­ზა­უ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე ენა ვიცი, მიყ­ვარს ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

იუნა შაფათავა: "არ განვიხილავ პოლიტიკოსებს, როგორც მამაკაცებს"

იუნა შაფათავა: "არ განვიხილავ პოლიტიკოსებს, როგორც მამაკაცებს"

სკანდალური და გულახდილი იუნა შაფათავა ერთი კვირის წინ "მეცხრე არხზე" საკუთარი გადაცემით გამოჩნდა. მისი სტუმრები ცნობილი ადამიანები არიან და რთულად განვლილ კარიერულ გზაზე საუბრობენ. ტელევიზიაში მუშაობა იუნას დიდი ხნის ოცნება იყო. რამდენიმე თვის წინ საკუთარი სიმღერაც ჩაწერა. ახლა ფიქრობს, რომ საოცნებო მხოლოდ სასურველი მეორე ნახევრის პოვნაღა დარჩა.

- იუნა, დიდი ხნის ოცნება აისრულე და ტელევიზიაში დაიწყე მუშაობა...

- ორმხრივი სურვილი იყო, რომ "მეცხრე არხზე" დამეწყო მუშაობა. სატელევიზიო გამოცდილება არ მაქვს, არც პრეტენზია, რომ ყველაზე მაგარი ვარ, მაგრამ ძალიან მინდა, ხარისხიანი გადაცემა გავაკეთო. დასაწყისისთვის პატარა გადაცემა მაქვს, შვიდწუთიანი ქრონომეტრაჟით. "16+ იუნა შაფათავა", ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც პარასკევობით "ცხელი შუადღის" შემდეგ გადის. ცოტა პრეტენზიულია, მაგრამ მიხარია, რომ გადაცემაში ჩემი სახელი და გვარი ფიგურირებს. გადაცემაში მეყოლებიან სტუმრები, რომლებმაც რთული კარიერული გზა გაიარეს.

- იუნა შაფათავა რატომღაც ღამის გადაცემის წამყვანად უფრო აღიქმებოდა...

- დიახ, იყო საუბარი რამდენიმე პროექტზე. ინტერნეტში გავრცელებული ჩემი გულახდილი ვიდეოებიც სწორედ ამის ნაწილია. ახლა აღარ ვაპირებ არაფრის გაქრობას, როგორც შემდეგ აკეთებენ ხოლმე და იმიჯს ისწორებენ, ეს ჩემი განვითარების სხვადასხვა ეტაპია, მაგრამ დღეს სწორედ იმას ვაკეთებ, რისი გაკეთებაც მთელი ცხოვრება მინდოდა.

- ვინ იქნებიან გადაცემაში შენი სტუმრები?

- პირველ სტუმრად დათო ხუჯაძე მყავდა. ძალიან მადლიერი ვარ მისი. ასევე მეყოლებიან "უმა თურმანის" მომღერლები, ანჟელიკა ვარუმი, ლეონიდ აგუტინი, რობერტ სტურუას ვესტუმრე. დაგველოდეთ მე და გივი სიხარულიძეს (იცინის). როგორც კი მომეცა შესაძლებლობა, მასთან სტუმრად წავედი. არაჩვეულებრივად შემხვდა, ახლაც მაჟრიალებს. ვიცი, რომ ბევრი დაელოდება ამ გადაცემას. მე ცარიელი ხელით მივედი და თავად არაჩვეულებრივი კონიაკით გაგვიმასპინძლდა, თავბრუდახვეული გამოვედი იქიდან.

- ალბათ განსაკუთრებული ეთერი იქნება, გივი სიხარულიძე ხომ ყოველთვის სკანდალურია.

- გივი ჩემთვის სკანდალური არ არის, უბრალოდ კოლორიტული პიროვნებაა, ქარიზმატული და დასამახსოვრებელი. უამრავი კომპლიმენტი მითხრა, ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩაწერის მეორე დღეს პარიზში გაფრინდა, თემურ ბაბლუანის ფილმში იღებენ. სხვათა შორის, ძალიან მინდა თემურ ბაბლუანის გაცნობა და მასთან ინტერვიუს ჩაწერა.

- რა გამოხმაურება მოჰყვა პირველ გადაცემას, ვიცი, რომ ბევრი "მტერი" გყავს...

- უფრო "კეთილის მსურველი" (იღიმება). რაღაც სხვას ელოდნენ, მაგრამ ის "სხვა" შეიძლება შემდეგ კინოში ნახონ. გადაცემაში სოლიდურად მაცვია, როგორც "მეცხრე არხს" შეეფერება, ხალხი რატომ უნდა გავაღიზიანო?! თუმცა ჩემთვის დეკოლტე, ვიწრო, მოკლე კაბა ქალის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია, მით უმეტეს, როდესაც შოუბიზნესში ტრიალებ. ხომ ხედავთ, დღესაც რა ფორმაში ვარ, მაგრამ არხზე იმ იმიჯით ვმუშაობ, რაც გადაცემაში მაქვს.

- იუნა, ყოველთვის "ქართული ოცნების" მხარდამჭერად მოიაზრებოდი...

- მე სამართლიანობის მხარეს ვარ. თუ "ოცნება" გააკეთებს ისეთ რამეს, რაც ჩემთვის მიუღებელი იქნება, ამას ხმამაღლა ვიტყვი. ცხოვრების ბევრ ეტაპზე მე და ჩემს უმცროს და სოფიკოს, ამის გამო ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა. დავკარგე ბავშვობის მეგობარი, მეჯვარე, უთხრეს, ვიცით, ვისთან მეგობრობო. ჩემი ტყუპისცალი დეა დიდი ხანია "ქართუ ჯგუფში" მუშაობს. მე უბრალოდ დეას და ვარ და მაშინ ამიტომ დავკარგე სამსახური. ახლა "ნაციონალების" მხარდამჭერები ჩივიან და ამის გამოა იძულებული ახალი მთავრობა, შეინარჩუნონ ძველი კადრები, საბოლოოდ კი საქმე ზარალდება.

- მართალია, ხშირად თავს არიდებ კონკრეტულ პოლიტიკურ პერსონებზე საუბარს, მაგრამ პრეზიდენტის დღევანდელ მდგომარეობას როგორ შეაფასებდი?

- ამას გეტყვით, როგორც დამოუკიდებელი ადამიანი. საკმაოდ ამბიციური ლოზუნგი აწერია მის სასახლეს, "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია", - ზოგს ალბათ ბოროტება და სიკეთე თავისებურად ესმის. ყველას გარკვეული ეტაპი აქვს და შეიძლება, მიშა სააკაშვილი სხვა ამპლუაში დაგვიბრუნდეს. სხვათა შორის, საუკეთესოდ წაიყვანდა თოქშოუს, ასევე სიამოვნებით მოვიწვევდი ჩემს გადაცემაში.

- ახალ საპრეზიდენტო კანდიდატზე, გიორგი მარგველაშვილზე რას იტყვი?

- თქვენ ის ხუმრობა იცით, მე რომ მინდოდა, პირველი ლედი გავმხდარიყავი?!. ვოცნებობდი, რომ თავისუფალი ახალგაზრდა მოსულიყო ხელისუფლებაში (იცინის). მარგველაშვილს პირადად არ ვიცნობ, თუმცა ყველა ძალიან აქებს. არ ვარ პოლიტიკურად აქტიური. არ განვიხილავ პოლიტიკოსებს, როგორც მამაკაცებს, კენედი რომ ყოფილიყო ჩვენი პრეზიდენტი და მე მერილინ მონრო ვყოფილიყავი, თავს ავარიდებდი მასთან ურთიერთობას.

- თუმცა პირველი ლედობა გინდოდა...

- (იღიმება) დიახ, მინდოდა, ვის არ უნდა... მინდა, ბევრი რამ შეიცვალოს სიკეთისკენ. პირველი ლედობა ბევრ მოგზაურობას უკავშირდება. რამდენიმე ენა ვიცი, მიყვარს ხალხთან ურთიერთობა...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"