სტივ ჯობსს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის მცირე თანხას იმეტებდა ქველმოქმედებისთვის. თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Apple-ს დამაარსებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში ანონიმურად რიცხავდა თანხას სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებში.
ამის შესახებ სტივ ჯობსის მეუღლე ლორენ პაუელმა განაცხადა. "არ მოგვწონდა, რომ ჩვენი სახელები ყურადღების ცენტრში ექცეოდა", - აღნიშნა ლორენმა.
დღეს სტივ ჯობსის ქვრივი აღარ იცავს ანონიმურობას. ლორენი საიმიგრაციო და განათლების რეფორმებითაა დაინტერესებული.
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.