21 მაისს 26 წლის მსახიობ ნადია მიხალკოვასა და რუსეთში მოღვაწე ქართველ რეჟისორ რეზო გიგინეიშვილს ვაჟი შეეძინათ. მშობლებმა ახალშობილს ვანიჩკა დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ პატარა ვანო თავისი უფროსი დის დაბადების დღეს გაჩნდა, მათ შორის სხვაობა 2 წელია.
ახალშობილი ვანოსა და 2 წლის ნინოს გარდა, რეზოს პირველი ქორწინებიდან 6 წლის ქალიშვილი მაშაც ჰყავს. რეჟისორს იგი მომღერალ ანასტასია კოჩეტკოვასთან შეეძინა.
მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.