საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოზარ სუბარმა თავისი სიტყვები უკან წაიღოს, თითქოსდა პატიმრებმა მოკლეს ჩემი შვილი"
"სოზარ სუბარმა თავისი სიტყვები უკან წაიღოს, თითქოსდა პატიმრებმა მოკლეს ჩემი შვილი"

24 წლის გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის ლე­ვან კორ­ტა­ვას ოჯა­ხი სო­ზარ სუ­ბა­რის უწყე­ბას პა­ტიმ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და მი­ნის­ტრის­გან სა­ჯა­როდ ბო­დი­შის მოხ­დას ითხოვს. კორ­ტა­ვას ოჯა­ხი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას აპი­რებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს. ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯის სა­კითხს აყე­ნებს დე­პუ­ტა­ტი ეკა ბე­სე­ლია.

ლე­ვან კორ­ტა­ვა რუს­თა­ვის N6 კო­ლო­ნი­ი­დან გე­გუ­თის ცი­ხე­ში 12 მა­ისს გა­და­იყ­ვა­ნეს. 13 მა­ისს კი პა­ტი­მა­რი სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ქუ­თა­ი­სის ცხა­კა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში მოხ­ვდა, სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც გა­ზეთ "პრა­იმ ტა­იმს" კორ­ტა­ვას ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, გე­გუ­თის ცი­ხის პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლებ­საც კორ­ტა­ვას წა­მე­ბას აბ­რა­ლე­ბენ, ბუნ­ტით იმუქ­რე­ბი­ან.

გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვის, მა­ნა­ნა ლორ­ჩოშ­ვი­ლის თქმით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

"პა­ტიმ­რებ­მა დაგ­ვი­რე­კეს და გვი­თხრეს, რომ რა­საც მათ აბ­რა­ლე­ბენ, ეს არ არის სი­მარ­თლე და არ უნდა და­ვი­ჯე­როთ. თუ ამას ჩვენ დაგ­ვაბ­რა­ლე­ბენ, შიმ­ში­ლო­ბას გა­მო­ვა­ცხა­დებთ, ბუნტს და­ვი­წყებთ და აუ­ცი­ლებ­ლად და­ვამ­ტკი­ცებთ სი­მარ­თლე­სო. პა­ტიმ­რე­ბის მხრი­დან ამ ბავ­შვის ცე­მის ფაქ­ტის არც ჩვენ გვჯე­რა. მა­ინც, ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, თვი­თონ ად­მი­ნის­ტრა­ცი­აა დამ­ნა­შა­ვე. ეს ბავ­შვი ერთი დღის გად­მოყ­ვა­ნი­ლია იმ ცი­ხე­ში. ეტყო­ბა შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. ის სხვა­ნა­ი­რი, თავ­მოყ­ვა­რე, სა­მარ­თლი­ა­ნი ბავ­შვი იყო, იუ­კად­რი­სა და ამი­ტო­მაც აწა­მეს და ცე­მეს სა­სიკ­ვდი­ლოდ. ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­კე­თე­ბუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი. მა­ნამ­დე რუს­თა­ვის N6 კო­ლო­ნი­ა­ში იხ­დი­და სას­ჯელს. რო­გორც პა­ტიმ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, 12 მა­ისს გად­მო­უყ­ვა­ნი­ათ და 13-ში ღამე უკვე შეყ­ვა­ნი­ლი იყო ქუ­თა­ი­სის ცხა­კა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში", - გა­ნუ­ცხა­და მა­ნა­ნა ლორ­ჩოშ­ვილ­მა გა­ზეთ "პრა­იმ ტა­იმს".

ლორ­ჩოშ­ვი­ლის თქმით, ლე­ვან კორ­ტა­ვა რამ­დე­ნი­მე წლის წინ ქუ­ჩა­ში ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში პო­ლი­ცი­ის­თვის გა­წე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გამო და­ა­კა­ვეს და ხუ­თწ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით სას­ჯე­ლი ორ წლამ­დე შე­უმ­ცი­რეს. კორ­ტა­ვა ხო­ნის სა­პა­ტიმ­რო­ში იხ­დი­და სა­ჯელს. რო­გორც მა­ნა­ნა ლორ­ჩოშ­ვი­ლი აცხა­დებს, ლე­ვან კორ­ტა­ვას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე ოთხი თვე ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, რო­დე­საც 2008 წლის აგ­ვის­ტოს მოვ­ლე­ნე­ბის დროს 150 პა­ტი­მარს ცი­ხის კარი გა­უ­ღეს და გა­აქ­ცი­ეს, მათ შო­რის იყო ლე­ვან კორ­ტა­ვაც. ამ ფაქ­ტის შემ­დეგ კორ­ტა­ვას 17 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­დეს.

"18 წლის ბავ­შვი შე­ვი­და ცი­ხე­ში და 24 წლის ასაკ­ში სას­ტი­კად ნა­წა­მე­ბი გა­მო­ვას­ვე­ნეთ იქი­დან... სხე­უ­ლის არ­ცერ­თი ნა­წი­ლი არა აქვს მთე­ლი... წა­მე­ბა­ში აქვს სული ამოხ­დი­ლი. კი­სე­რი გა­ტე­ხი­ლი აქვს, ელექტრო­შოკ­შია გა­ტა­რე­ბუ­ლი და ეს პა­ტიმ­რებ­მა გა­ა­კე­თეს? ფე­ხის თი­თი­დან და­წყე­ბუ­ლი, თმის ღე­რამ­დე ყვე­ლა­ფე­რი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს", - აღ­ნიშ­ნა ლორ­ჩოშ­ვილ­მა.

გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის თქმით, ცი­ხე­ებ­ში დღე­საც იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ და პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა ისევ გრძელ­დე­ბა.

"ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დით ცი­ხის ამ­ბე­ბის შემ­დეგ წა­მე­ბა თუ ისევ გაგ­რძელ­დე­ბო­და. ცი­ხე­ებ­ში სა­დის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ, ამ ხალ­ხს ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბა სი­ა­მოვ­ნებთ, ხმა ამო­ი­ღეთ, თო­რემ ისი­ნი ყვე­ლას და­ხო­ცა­ვენ, ისი­ნი იზო­ლი­რე­ბუ­ლი უნდა იყ­ვნენ. წა­მე­ბით არის ეს ბავ­შვი მოკ­ლუ­ლი. ჩვენ არ ვი­ცით უშუ­ა­ლოდ ვინ მი­ი­ღო ამა­ში მო­ნა­წი­ლო­ე­ბა. თა­ვის დრო­ზე, ფო­თის სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო ამ საქ­მე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ადრე ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ უსა­მარ­თლო­ბის ზე­ი­მი იყო, მაგ­რამ დღეს რა­ტომ მე­ორ­დე­ბა იგი­ვე?! ამ ყვე­ლა­ფერ­ში, პირ­ველ რიგ­ში, ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და მის ხელ­მძღვა­ნელს ვა­და­ნა­შა­უ­ლებთ. მო­ვი­თხოვთ, იმ დღის ყვე­ლა მო­რი­გე იქ­ნას სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი", - აცხა­დებს მა­ნა­ნა ლორ­ჩოშ­ვი­ლი.

ლე­ვან კორ­ტა­ვას მამა იმუქ­რე­ბა, რომ ვიდ­რე სი­მარ­თლე არ გა­ირ­კვე­ვა და მკვლე­ლე­ბი არ და­ის­ჯე­ბი­ან, გარ­დაც­ვლილ შვილს არ დაკ­რძა­ლავს.

"და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას მო­ვი­თხოვთ, ჩვენ ამის ფი­ნან­სე­ბი არ გა­გა­ვაჩ­ნია და გვინ­და სა­ხელ­მწი­ფო ამა­ში დაგ­ვეხ­მა­როს. სო­ზარ სუ­ბარ­მა თა­ვი­სი სი­ტყვე­ბი უკან წა­ი­ღოს. თით­ქოს­და პა­ტიმ­რებ­მა მოკ­ლეს ჩემი შვი­ლი. ერთი თვეც რომ გა­ვი­დეს, არ დავ­მარ­ხავთ", - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის მამა, ბად­რი კორ­ტა­ვა.

23 მა­ისს, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ პა­ტიმ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ორი სხვა­დას­ხვა ვერ­სია გა­ავ­რცე­ლა. პირ­ვე­ლი ვერ­სი­ით პა­ტი­მა­რი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კი­ბე­ზე და­გორ­და, მე­ო­რე, შემ­თხვე­ვა­ში კი სა­მი­ნის­ტრო იუ­წყე­ბო­და, რომ პა­ტიმ­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"სოზარ სუბარმა თავისი სიტყვები უკან წაიღოს, თითქოსდა პატიმრებმა მოკლეს ჩემი შვილი"

"სოზარ სუბარმა თავისი სიტყვები უკან წაიღოს, თითქოსდა პატიმრებმა მოკლეს ჩემი შვილი"

24 წლის გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას ოჯახი სოზარ სუბარის უწყებას პატიმრის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მინისტრისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. კორტავას ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობისა და დამნაშავეთა დასჯის საკითხს აყენებს დეპუტატი ეკა ბესელია.

ლევან კორტავა რუსთავის N6 კოლონიიდან გეგუთის ციხეში 12 მაისს გადაიყვანეს. 13 მაისს კი პატიმარი სასიკვდილო დაზიანებებით ქუთაისის ცხაკაიას სახელობის კლინიკაში მოხვდა, სადაც გარდაიცვალა.

როგორც გაზეთ "პრაიმ ტაიმს" კორტავას ოჯახის წევრებმა განუცხადეს, გეგუთის ციხის პატიმრები, რომლებსაც კორტავას წამებას აბრალებენ, ბუნტით იმუქრებიან.

გარდაცვლილის ნათესავის, მანანა ლორჩოშვილის თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტრო არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

"პატიმრებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ რასაც მათ აბრალებენ, ეს არ არის სიმართლე და არ უნდა დავიჯეროთ. თუ ამას ჩვენ დაგვაბრალებენ, შიმშილობას გამოვაცხადებთ, ბუნტს დავიწყებთ და აუცილებლად დავამტკიცებთ სიმართლესო. პატიმრების მხრიდან ამ ბავშვის ცემის ფაქტის არც ჩვენ გვჯერა. მაინც, ყველა სიტუაციაში, თვითონ ადმინისტრაციაა დამნაშავე. ეს ბავშვი ერთი დღის გადმოყვანილია იმ ციხეში. ეტყობა შეურაცხყოფა მიაყენეს. ის სხვანაირი, თავმოყვარე, სამართლიანი ბავშვი იყო, იუკადრისა და ამიტომაც აწამეს და ცემეს სასიკვდილოდ. ციხის ადმინისტრაციის გაკეთებულია ეს ყველაფერი. მანამდე რუსთავის N6 კოლონიაში იხდიდა სასჯელს. როგორც პატიმრები ამბობენ, 12 მაისს გადმოუყვანიათ და 13-ში ღამე უკვე შეყვანილი იყო ქუთაისის ცხაკაიას სახელობის კლინიკაში", - განუცხადა მანანა ლორჩოშვილმა გაზეთ "პრაიმ ტაიმს".

ლორჩოშვილის თქმით, ლევან კორტავა რამდენიმე წლის წინ ქუჩაში ნასვამ მდგომარეობაში პოლიციისთვის გაწეული წინააღმდეგობის გამო დააკავეს და ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. თუმცა მოგვიანებით სასჯელი ორ წლამდე შეუმცირეს. კორტავა ხონის საპატიმროში იხდიდა საჯელს. როგორც მანანა ლორჩოშვილი აცხადებს, ლევან კორტავას გათავისუფლებამდე ოთხი თვე ჰქონდა დარჩენილი, როდესაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს 150 პატიმარს ციხის კარი გაუღეს და გააქციეს, მათ შორის იყო ლევან კორტავაც. ამ ფაქტის შემდეგ კორტავას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

"18 წლის ბავშვი შევიდა ციხეში და 24 წლის ასაკში სასტიკად ნაწამები გამოვასვენეთ იქიდან... სხეულის არცერთი ნაწილი არა აქვს მთელი... წამებაში აქვს სული ამოხდილი. კისერი გატეხილი აქვს, ელექტროშოკშია გატარებული და ეს პატიმრებმა გააკეთეს? ფეხის თითიდან დაწყებული, თმის ღერამდე ყველაფერი დაზიანებული აქვს", - აღნიშნა ლორჩოშვილმა.

გარდაცვლილის ნათესავების თქმით, ციხეებში დღესაც იგივე ადამიანები მუშაობენ და პატიმრების წამება ისევ გრძელდება.

"ვერ წარმოვიდგენდით ციხის ამბების შემდეგ წამება თუ ისევ გაგრძელდებოდა. ციხეებში სადისტები მუშაობენ, ამ ხალხს ადამიანების წამება სიამოვნებთ, ხმა ამოიღეთ, თორემ ისინი ყველას დახოცავენ, ისინი იზოლირებული უნდა იყვნენ. წამებით არის ეს ბავშვი მოკლული. ჩვენ არ ვიცით უშუალოდ ვინ მიიღო ამაში მონაწილოება. თავის დროზე, ფოთის სასამართლომ მიიღო ამ საქმეზე გადაწყვეტილება. ადრე ყველამ ვიცოდით, რომ უსამართლობის ზეიმი იყო, მაგრამ დღეს რატომ მეორდება იგივე?! ამ ყველაფერში, პირველ რიგში, ციხის ადმინისტრაციას და მის ხელმძღვანელს ვადანაშაულებთ. მოვითხოვთ, იმ დღის ყველა მორიგე იქნას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული", - აცხადებს მანანა ლორჩოშვილი.

ლევან კორტავას მამა იმუქრება, რომ ვიდრე სიმართლე არ გაირკვევა და მკვლელები არ დაისჯებიან, გარდაცვლილ შვილს არ დაკრძალავს.

"დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას მოვითხოვთ, ჩვენ ამის ფინანსები არ გაგავაჩნია და გვინდა სახელმწიფო ამაში დაგვეხმაროს. სოზარ სუბარმა თავისი სიტყვები უკან წაიღოს. თითქოსდა პატიმრებმა მოკლეს ჩემი შვილი. ერთი თვეც რომ გავიდეს, არ დავმარხავთ", - აცხადებს გარდაცვლილის მამა, ბადრი კორტავა.

23 მაისს, სასჯელაღსრულების სამინისტრომ პატიმრის გარდაცვალების შესახებ ორი სხვადასხვა ვერსია გაავრცელა. პირველი ვერსიით პატიმარი სამედიცინო დაწესებულებაში კიბეზე დაგორდა, მეორე, შემთხვევაში კი სამინისტრო იუწყებოდა, რომ პატიმრებს შორის დაპირისპირების შედეგად მიიღო დაზიანებები, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ