პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ სოკორი - "2012 წელს საქართველოში რეჟიმის შეცვლას ობამას ადმინისტრაციამაც შეუწყო ხელი"
ვლადიმერ სოკორი - "2012 წელს საქართველოში რეჟიმის შეცვლას ობამას ადმინისტრაციამაც შეუწყო ხელი"

მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის რღვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში, - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ვლა­დი­მერ სო­კო­რის სტა­ტი­ას ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია Jamestown Foundation. რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა ამ­წვა­ვებს რეპ­რე­სი­ე­ბის დო­ნე­სა და მუ­ქა­რას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პრო­და­სავ­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ - 21 მა­ისს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა ბო­ლოა რეპ­რე­სი­ე­ბის იმ სე­რი­ი­დან, რომ­ლის გა­ტა­რე­ბაც ივა­ნიშ­ვილ­მა მა­ნამ­დე და­ი­მუქ­რა და რა­საც ეტა­პობ­რი­ვად ახორ­ცი­ე­ლებს.

"ვა­შინგტო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე თა­ვის წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იზი­ა­რებს, თუმ­ცა გა­უ­ბე­და­ვად და დაგ­ვი­ა­ნე­ბით პა­სუ­ხობს, თუ სა­ერ­თო­დაც უპა­სუ­ხა. 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ჟი­მის შეც­ვლას ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­მაც შე­უ­წყო ხელი, თუმ­ცა მალე უარი თქვა თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გებ­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში სტრა­ტე­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბი­თა და რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის "გა­დატ­ვირ­თვის" და გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვის სურ­ვი­ლით, ამე­რი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ჟი­მის ღირ­სე­უ­ლად შეც­ვლის­კენ ის­წრაფ­ვო­და", - აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

ამ პრო­ცე­სის პა­რა­მეტ­რე­ბად, - წერს ვლა­დი­მერ სო­კო­რი, - ვა­შინგტო­ნი "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თან­მიმ­დევ­რულ გა­და­ცე­მა­სა" და "კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ას" გან­სა­ზღვრავ­და ახა­ლი მთავ­რო­ბის მიერ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბას­თან, პრე­ზი­დენ­ტის, რო­მელ­საც 2013 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი ჩა­ა­ნაც­ვლებს.

"2012 წლის ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, ვა­შინგტო­ნის პო­ლი­ტი­კა თა­ვი­სი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ყვე­ლა ეტაპ­ზე ჩა­ვარ­და. ივა­ნიშ­ვი­ლის გუნ­დი და­ში­ნე­ბის პო­ლი­ტი­კას უფრო მი­მარ­თავს, ვიდ­რე კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ას; ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ბა­რე­ბა ყვე­ლა­ფე­რია, გარ­და თან­მიმ­დევ­რუ­ლი­სა. სა­ერ­თო ჯამ­ში კი, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა ბევ­რი ას­პექ­ტით არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა", - წერს ვლა­დი­მერ სო­კო­რი.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი პე­რი­ო­დუ­ლად იმუქ­რე­ბა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ი­კი­თხე­ბა ან "მო­ე­ლის სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბას", სა­ვა­რა­უ­დოდ, ოქ­ტომ­ბერ­ში მისი საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ. დრო­დად­რო ივა­ნიშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" სა­ხალ­ხოდ ახა­სი­ა­თებს "კრი­მი­ნა­ლე­ბად" და "მა­ტყუ­ა­რე­ბად".

ვლა­დი­მერ სო­კო­რი ასე­ვე წერს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლი­დან მოკ­ლე დრო­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" 20-ზე მეტი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­ა­კა­ვეს სხვა­დას­ხვა ბრალ­დე­ბით, თუმ­ცა უმ­რავ­ლე­სო­ბა მათ­გა­ნი არა­საკ­მა­რი­სი სამ­ხი­ლე­ბის გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მთავ­რო­ბა მათ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს და­ნიშ­ნულ მო­სა­მარ­თლე­ებს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და და აცხა­დებ­და, რომ შე­ის­წავ­ლი­და მათი და­ნიშ­ვნის საქ­მე­ებს.

"სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის გვერ­დის ავ­ლით, სა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ 190 პა­ტი­მარს "პო­ლიტ­პა­ტიმ­რის" სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა და ცი­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მათ შო­რის იყო ისი­ნიც, ვინც რუ­სე­თის ჯა­შუ­შო­ბის­თვის იყ­ვნენ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი. "პო­ლიტ­პა­ტიმ­რის" სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლდა გი­ორ­გი გა­ბე­და­ვაც, რო­მე­ლიც 17 მა­ისს, თბი­ლის­ში ჰო­მო­ფო­ბი­ის წი­ნა­აღ­მდეგ კონ­ტრაქ­ცი­ის მთა­ვა­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო", - წერს ვლა­დი­მერ სო­კო­რი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აცხა­დებს, რომ უკა­ნას­კნე­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ივა­ნიშ­ვი­ლის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭერ­მა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით იძუ­ლე­ბით და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი იყ­ვნენ და რომ­ლე­ბიც 2010 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­ნიშნ­ნენ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე.

"2010 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­დეგ, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა ყვე­ლა­ზე სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნე­ბად აღი­ა­რეს. ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დე­გი არ­ჩევ­ნე­ბი 2014 წელს უნდა ჩა­ტარ­დეს. თუმ­ცა, რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა დი­დად არ ნაღ­ვლობს ახა­ლი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. ისი­ნი უბ­რა­ლოდ შე­იჭრ­ნენ შე­ნო­ბებ­ში და საკ­რე­ბუ­ლო­ებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და­ნიშ­ნეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სავ­ლე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა ვერ მო­ახ­დი­ნეს. ისი­ნი ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს, თუმ­ცა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის ძა­ლა­დობ­რივ შეც­ვლა­ზე თვა­ლი და­ხუ­ჭეს", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ მთე­ლი ამ მოვ­ლე­ნე­ბის გარ­შე­მო ამე­რი­კა უხერ­ხულ სა­ჯა­რო დუ­მილს ინარ­ჩუ­ნებს.

"მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბამ აი­ძუ­ლა ვა­შინგტო­ნი, რო­გორ­ღაც პა­სუ­ხი გა­ე­ცა მომ­ხდარ­ზე, თუმ­ცა ეს პა­სუ­ხი და­ბა­ლი რან­გის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის­გან მო­ვი­და და ისი­ნი და­ბე­ჯი­თე­ბით ცდი­ლობ­დნენ, თავი აე­რი­დე­ბი­ნათ ისე­თი სი­ტყვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის, რო­გო­რი­ცაა "შეშ­ფო­თე­ბა" და "შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი". აშშ-ის პო­ლი­ტი­კა მარ­ცხდე­ბა და ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის და­პა­ტიმ­რე­ბით, შე­საძ­ლოა, შე­უქ­ცე­ვა­დი მარ­ცხის წერ­ტილს უახ­ლოვ­დე­ბა", - წერს "ჯე­იმსთა­უ­ნის" ანა­ლი­ტი­კო­სი ვლა­დი­მერ სო­კო­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ვლადიმერ სოკორი - "2012 წელს საქართველოში რეჟიმის შეცვლას ობამას ადმინისტრაციამაც შეუწყო ხელი"

ვლადიმერ სოკორი - "2012 წელს საქართველოში რეჟიმის შეცვლას ობამას ადმინისტრაციამაც შეუწყო ხელი"

მერაბიშვილის დაპატიმრება და კანონის უზენაესობის რღვევა საქართველოში, - ამ სათაურით აქვეყნებს ვლადიმერ სოკორის სტატიას ამერიკული ორგანიზაცია Jamestown Foundation. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ამწვავებს რეპრესიების დონესა და მუქარას "ნაციონალური მოძრაობის" პროდასავლური ოპოზიციის წინააღმდეგ - 21 მაისს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ვანო მერაბიშვილის დაკავება ბოლოა რეპრესიების იმ სერიიდან, რომლის გატარებაც ივანიშვილმა მანამდე დაიმუქრა და რასაც ეტაპობრივად ახორციელებს.

"ვაშინგტონის ადმინისტრაცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე თავის წილ პასუხისმგებლობას იზიარებს, თუმცა გაუბედავად და დაგვიანებით პასუხობს, თუ საერთოდაც უპასუხა. 2012 წელს საქართველოში რეჟიმის შეცვლას ობამას ადმინისტრაციამაც შეუწყო ხელი, თუმცა მალე უარი თქვა თავისი პოლიტიკის შედეგებზე. საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტრატეგიის ნაკლებობითა და რუსეთთან ურთიერთობის "გადატვირთვის" და გეოპოლიტიკური დაბრკოლებების გადალახვის სურვილით, ამერიკა საქართველოში რეჟიმის ღირსეულად შეცვლისკენ ისწრაფვოდა", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ამ პროცესის პარამეტრებად, - წერს ვლადიმერ სოკორი, - ვაშინგტონი "ხელისუფლების თანმიმდევრულ გადაცემასა" და "კოჰაბიტაციას" განსაზღვრავდა ახალი მთავრობის მიერ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობასთან, პრეზიდენტის, რომელსაც 2013 წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრის საპრეზიდენტო კანდიდატი ჩაანაცვლებს.

"2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, ვაშინგტონის პოლიტიკა თავისი კრიტერიუმებით ყველა ეტაპზე ჩავარდა. ივანიშვილის გუნდი დაშინების პოლიტიკას უფრო მიმართავს, ვიდრე კოჰაბიტაციას; ხელისუფლების გადაბარება ყველაფერია, გარდა თანმიმდევრულისა. საერთო ჯამში კი, კანონის უზენაესობა ბევრი ასპექტით არ ხორციელდება", - წერს ვლადიმერ სოკორი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრი პერიოდულად იმუქრება, რომ სააკაშვილი დაიკითხება ან "მოელის სააკაშვილის დაპატიმრებას", სავარაუდოდ, ოქტომბერში მისი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ. დროდადრო ივანიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" სახალხოდ ახასიათებს "კრიმინალებად" და "მატყუარებად".

ვლადიმერ სოკორი ასევე წერს, რომ ხელისუფლების შეცვლიდან მოკლე დროში "ნაციონალური მოძრაობის" 20-ზე მეტი მაღალჩინოსანი დააკავეს სხვადასხვა ბრალდებით, თუმცა უმრავლესობა მათგანი არასაკმარისი სამხილების გამო გაათავისუფლეს. მთავრობა მათ გათავისუფლებაში სააკაშვილის მმართველობის დროს დანიშნულ მოსამართლეებს ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ შეისწავლიდა მათი დანიშვნის საქმეებს.

"სასამართლო სისტემის გვერდის ავლით, სადაც ეს შესაძლებელი იყო, საპარლამენტო უმრავლესობამ 190 პატიმარს "პოლიტპატიმრის" სტატუსი მიანიჭა და ციხიდან გაათავისუფლა. მათ შორის იყო ისინიც, ვინც რუსეთის ჯაშუშობისთვის იყვნენ გასამართლებული. "პოლიტპატიმრის" სტატუსით გათავისუფლდა გიორგი გაბედავაც, რომელიც 17 მაისს, თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ კონტრაქციის მთავარი ორგანიზატორი იყო", - წერს ვლადიმერ სოკორი.

სტატიის ავტორი ასევე აცხადებს, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში ივანიშვილის "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა ქვეყნის მასშტაბით იძულებით დაატოვებინეს თანამდებობები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ და რომლებიც 2010 წლის არჩევნების შემდეგ დაინიშნნენ თანამდებობებზე.

"2010 წელს საქართველოში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყველაზე სამართლიან არჩევნებად აღიარეს. ადგილობრივი თვითმმართველობის შემდეგი არჩევნები 2014 წელს უნდა ჩატარდეს. თუმცა, რეგიონის მოსახლეობა დიდად არ ნაღვლობს ახალი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას. ისინი უბრალოდ შეიჭრნენ შენობებში და საკრებულოებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დანიშნეს. საქართველოში დასავლეთის წარმომადგენლებმა ამაზე რეაგირება ვერ მოახდინეს. ისინი ყურადღებით აკვირდებოდნენ საპარლამენტო არჩევნებს, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ძალადობრივ შეცვლაზე თვალი დახუჭეს", - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მთელი ამ მოვლენების გარშემო ამერიკა უხერხულ საჯარო დუმილს ინარჩუნებს.

"მერაბიშვილის დაპატიმრებამ აიძულა ვაშინგტონი, როგორღაც პასუხი გაეცა მომხდარზე, თუმცა ეს პასუხი დაბალი რანგის ჩინოვნიკებისგან მოვიდა და ისინი დაბეჯითებით ცდილობდნენ, თავი აერიდებინათ ისეთი სიტყვების გამოყენებისთვის, როგორიცაა "შეშფოთება" და "შერჩევითი სამართალი". აშშ-ის პოლიტიკა მარცხდება და ივანიშვილის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებით, შესაძლოა, შეუქცევადი მარცხის წერტილს უახლოვდება", - წერს "ჯეიმსთაუნის" ანალიტიკოსი ვლადიმერ სოკორი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა