პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში საზეიმო მიღება გამართა. საზეიმო მიღებას საქართველოს პატრიარქი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ხელოვნებისა და სპორტის მოღვაწეები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას 26 მაისის თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს სიხარულის გაზიარებისთვის.
ღონისძიება ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.