პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - "მყავს მეგობარი ქალბატონი. ჩემი და მაკა ჩიჩუას შვილები ერთად გაიზარდნენ"
გიორგი მარგველაშვილი - "მყავს მეგობარი ქალბატონი. ჩემი და მაკა ჩიჩუას შვილები ერთად გაიზარდნენ"

"პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა არ არის არც სა­მეც­ნი­ე­რო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩე­ვა და არც სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი, სა­დაც ინ­დი­ვი­დი სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბით გა­მო­დის. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი და ამას და­მა­ტე­ბუ­ლი ის პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც მხარს გი­ჭერს. და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი­დან არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა არ არის იმ ენერ­გე­ტი­კის მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც გა­და­ლა­ხავს ჩემს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ენერ­გე­ტი­კას", - ასე შე­ა­ფა­სა კონ­კუ­რენ­ტე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა, რო­მელ­თა­ნაც სა­უ­ბა­რი ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბის თე­მით და­ვი­წყეთ:

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აცხა­დებს, ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მზაკ­ვრუ­ლად ჩა­მო­ი­ცი­ლაო...

- ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ფან­დი იმის­თვის, რომ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­ზე რე­ა­გი­რე­ბა აღ­ქმუ­ლი იყოს რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა. ამის მომსწრე ვი­ყა­ვით ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან გა­მარ­თუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დროს, რო­დე­საც ეგ­ზალ­ტი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი შეც­ვივ­დნენ ხალ­ხის მა­სა­ში და მერე ამას პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა და­ერ­ქვა. რა­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში აკე­თებ­და მხო­ლოდ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იმას ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლას - მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ აკე­თებს, მაგ­რამ ეს აღ­ქმუ­ლია რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა. ასე­თი ქმე­დე­ბით "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" ინარ­ჩუ­ნებს აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას მე­დი­ა­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში.

აქ ჩანს მათი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბაც: მას აქვს გან­ცდა, რომ ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი ელი­ტაა. მარ­თლაც გულ­წრფე­ლად ამ­ბო­ბენ, რო­გორ ბე­დავთ ჩვენ­ზე იმ კა­ნო­ნე­ბის გა­ტა­რე­ბას, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის კი არა, ხალ­ხის­თვის დავ­წე­რე­თო. კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის არსი მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ფე­ო­და­ლის, გრა­ფის, მე­ფის თუ მისი ოჯა­ხის მი­მართ იგი­ვე კა­ნო­ნი ტარ­დე­ბა, რაც გლე­ხის მი­მართ. მა­ნამ­დე კა­ნო­ნე­ბი სხვა­ნა­ი­რად იწე­რე­ბო­და. ხა­მუ­რა­ბის კა­ნო­ნებ­ში დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლია კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვდა­ვი­სა და მა­ღა­ლი ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლის მი­მართ. ან­გლო­საქ­სურ კულ­ტუ­რა­ში რე­ვო­ლუ­ცია ის იყო, რომ კლა­სე­ბის დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია მო­ის­პო. მე­ფე­საც კი, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ღმერ­თია, კა­ნო­ნი ზღუ­დავს... არ­სად არ წე­რია, რომ ყო­ფი­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის­გან.

- სა­ა­კაშ­ვილ­მა მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა ტი­მო­შენ­კოს და­კა­ვე­ბას შე­ა­და­რა და აღ­ნიშ­ნა, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის და­პა­ტიმ­რე­ბამ და­ა­ზა­რა­ლა ევ­რო­პას­თან უკ­რა­ი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა და ჩვენც ეს გვე­ლო­დე­ბაო.

- პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა იმ ტი­პის სპე­კუ­ლა­ცი­აა, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად მი­მარ­თავს ეს ჯგუ­ფი. კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა და მისი პი­რუთ­ვნე­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ქვეყ­ნის ინ­ტეგ­რა­ცი­ას ევ­რო­პა­ში. რო­დე­საც და­ფუძნ­დე­ბა გამჭვირ­ვა­ლე, კა­ნონ­ზე მიბ­მუ­ლი სა­მარ­თა­ლი, გაქ­რე­ბა ილუ­ზია, რომ არ­სე­ბობს დო­მი­ნან­ტი კლა­სი, რო­მელ­საც რა­ღაც ისე­თი ეპა­ტი­ე­ბა, რაც არ ეპა­ტი­ე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ მოკ­ვდავს.

- გა­გაკ­რი­ტი­კეს იმის გამო, რომ 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებ­ზე მკა­ფიო პო­ზი­ცია არ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეთ.

- 17 მა­ისს მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე­ვე მკა­ფი­ოდ და­ვა­ფიქ­სი­რე, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლამ ითა­მა­შოს ადეკ­ვა­ტუ­რი როლი და ეს როლი უნდა იყოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლებ­ში. ყვე­ლა სო­ცი­ა­ლურ ჯგუფს აქვს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ეს ეხე­ბა, რო­გორც ლგბტ-ს უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ ჯგუ­ფებს, ისე კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პო­ზი­ცი­ის დამ­ცველ ჯგუფ­საც, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტავ­და არა მარ­ტო სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას, არა­მედ მე­ო­რე ჯგუ­ფის მი­უ­ღებ­ლო­ბა­საც. ორი­ვე ჯგუ­ფის მიერ პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა იყო კა­ნო­ნი­ე­რი და სა­ხელ­მწი­ფოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბიც იყო სწო­რი, რომ ეს ორი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფი და­ა­შო­რი­შო­რა, მათ მის­ვლას ერ­თმა­ნეთ­თან შე­საძ­ლოა სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყო­ლო­და. თუმც ჩვენ ვნა­ხეთ პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნის გარ­ღვე­ვა. ეს რა მიზ­ნი­თაც უნდა მომ­ხდა­რი­ყო (ძა­ლა­დო­ბის, დი­ა­ლო­გის თუ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის დარ­წმუ­ნე­ბის), იყო კა­ნონ­დარ­ღვე­ვა. ვნა­ხეთ აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნაც. რო­გორც კი სა­ხელ­მწი­ფო წეს­რი­გი და­ირ­ღვა, ეს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი წეს­რი­გის დამ­რღვე­ვე­ბი გახ­დნენ.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოპო­ნენ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ამ აქ­ცი­ამ თავი მოგვჭრა ევ­რო­პა­ში...

- მა­შინ, რო­დე­საც ევ­რო­პა­ში კო­ცო­ნებს ან­თებ­დნენ, ჩვენ­თან ეს პრო­ცე­სი არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. აქ ასე­ვე არ ყო­ფი­ლა ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნა. ჩვე­ნი მეფე მე­ჩეთ­შიც შე­დი­ო­და, რო­დე­საც ევ­რო­პა­ში ინ­კვი­ზი­ცია იყო. ჩვენ­თან 26 სა­უ­კუ­ნე ებ­რა­ე­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, რო­დე­საც ევ­რო­პა­ში დარ­ბე­ვე­ბი იყო. ევ­რო­პე­ლი ფეხ­ბურ­თის ფა­ნე­ბი ისეთ რა­მეს აკე­თე­ბენ, რომ­ლის მსგავ­სი ჩვენ­თან არ მომ­ხდა­რა. ძა­ლა­დო­ბა და აგ­რე­სია და­დე­ბი­თად არ არის აღ­ქმუ­ლი არც ევ­რო­პა­ში და არც სა­ქარ­თვე­ლო­ში და არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი მყი­სი­ე­რი ის­ტე­რი­ის რე­ჟიმ­ში. არა მგო­ნია, მომ­ხდარ­მა ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცია შეც­ვა­ლოს ქვეყ­ნის შიგ­ნით ან გა­რეთ. ეს პრო­ცე­სი დამ­შვიდ­დე­ბა, ქარ­თვე­ლე­ბი მეტს ვი­ტყვით ჩვენ შე­სა­ხებ.

- სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში შეკ­რე­ბა გა­ი­მარ­თა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მო­თხოვ­ნით. ბევ­რს გული სწყდე­ბა, რომ პრო­ცე­სი ნელა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- რო­გორც კი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­წყო პო­ლი­ტი­კუ­რი და არა სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა, მი­ვი­და 7 ნო­ემ­ბრამ­დე, 26 მა­ი­სამ­დე, გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს... რო­გორც კი პრო­კუ­რა­ტუ­რას, სა­სა­მარ­თლოს, შს სა­მი­ნის­ტროს ამუ­შა­ვებ არა სა­მარ­თლებ­რივ, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი ლო­ი­ა­ლუ­რო­ბის რე­ჟიმ­ში, ხდე­ბი მძე­ვა­ლი ამ სტრუქ­ტუ­რე­ბი­სა და იმ პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რე­ბი­სა, ვინც ამ პრო­ცესს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. მერე ისი­ნი ხდე­ბი­ან კას­ტა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფე­რი უნდა აპა­ტიო. თუ ადა­მი­ა­ნი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­რე­შე და­ა­ჭე­რი­ნე, ხდე­ბი არა სა­ხელ­მწი­ფო, არა­მედ დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მე­ლიც მერე სა­კუ­თარ წევ­რებს ვე­ღარ მი­ად­გე­ბა. გა­სა­გე­ბია სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმედ­გაც­რუ­ე­ბა, მაგ­რამ არაფ­რის­დი­დე­ბით არ შევ­წი­რავ­დი დრო­ე­ბით იმედ­გაც­რუ­ე­ბას სა­ხელ­მწი­ფოს იდე­ას. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა თუ გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ამით ავი­ცი­ლებთ იმ ნაღ­მებს, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში აგ­ვი­ფეთ­ქდე­ბა. რო­დე­საც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­რე­შე იწყე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო მთავ­რდე­ბა. "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" იყო არა მმარ­თვე­ლი პარ­ტია, არა­მედ სექ­ტა. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც ხალ­ხის ნე­ბას ემ­თხვე­ო­და, მან არა­სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ვი­დეო

გიორგი მარგველაშვილი - "მყავს მეგობარი ქალბატონი. ჩემი და მაკა ჩიჩუას შვილები ერთად გაიზარდნენ"

გიორგი მარგველაშვილი - "მყავს მეგობარი ქალბატონი. ჩემი და მაკა ჩიჩუას შვილები ერთად გაიზარდნენ"

"პოლიტიკური თანამდებობის დაკავება არ არის არც სამეცნიერო თანამდებობაზე არჩევა და არც სილამაზის კონკურსი, სადაც ინდივიდი საკუთარი უნარებით გამოდის. ეს არის პოლიტიკური კონტექსტი და ამას დამატებული ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მხარს გიჭერს. დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატებიდან არც ერთი პოლიტიკური ფიგურა არ არის იმ ენერგეტიკის მატარებელი, რომელიც გადალახავს ჩემს, "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის ენერგეტიკას", - ასე შეაფასა კონკურენტები "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელთანაც საუბარი ყოფილი თანამდებობის პირების დაპატიმრების თემით დავიწყეთ:

- "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი უნდა ყოფილიყო და "ქართულმა ოცნებამ" მზაკვრულად ჩამოიცილაო...

- ეს არის პოლიტიკური ფანდი იმისთვის, რომ სამართალდარღვევაზე რეაგირება აღქმული იყოს როგორც პოლიტიკური დევნა. ამის მომსწრე ვიყავით ბიბლიოთეკასთან გამართული მოვლენების დროს, როდესაც ეგზალტირებული თანამდებობის პირები შეცვივდნენ ხალხის მასაში და მერე ამას პოლიტიკური დევნა დაერქვა. რასაც წინა ხელისუფლება კანონის ფარგლებში აკეთებდა მხოლოდ ჩვეულებრივი მოქალაქეების შემთხვევაში, იმას ჩვენი ხელისუფლება ყველას - მოქალაქეების, საკუთარი თავისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ აკეთებს, მაგრამ ეს აღქმულია როგორც პოლიტიკური დევნა. ასეთი ქმედებით "ნაცმოძრაობა" ინარჩუნებს აქტუალურობას მედიაში და საერთაშორისო თანამეგობრობაში.

აქ ჩანს მათი მსოფლმხედველობაც: მას აქვს განცდა, რომ ხელშეუხებელი ელიტაა. მართლაც გულწრფელად ამბობენ, როგორ ბედავთ ჩვენზე იმ კანონების გატარებას, რომელიც ჩვენთვის კი არა, ხალხისთვის დავწერეთო. კანონის უზენაესობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფეოდალის, გრაფის, მეფის თუ მისი ოჯახის მიმართ იგივე კანონი ტარდება, რაც გლეხის მიმართ. მანამდე კანონები სხვანაირად იწერებოდა. ხამურაბის კანონებში დიფერენცირებულია კანონის აღსრულება ჩვეულებრივი მოკვდავისა და მაღალი ფენის წარმომადგენლის მიმართ. ანგლოსაქსურ კულტურაში რევოლუცია ის იყო, რომ კლასების დიფერენციაცია მოისპო. მეფესაც კი, რომლის ერთადერთი მაკონტროლებელი ღმერთია, კანონი ზღუდავს... არსად არ წერია, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები თავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი დევნისგან.

- სააკაშვილმა მერაბიშვილის დაკავება ტიმოშენკოს დაკავებას შეადარა და აღნიშნა, ყოფილი პრემიერის დაპატიმრებამ დააზარალა ევროპასთან უკრაინის ურთიერთობა და ჩვენც ეს გველოდებაო.

- პრეზიდენტის განცხადება იმ ტიპის სპეკულაციაა, რომელსაც მუდმივად მიმართავს ეს ჯგუფი. კანონის უზენაესობა დასავლური კულტურის ფუნდამენტური ღირებულებაა და მისი პირუთვნელი განხორციელება უზრუნველყოფს ქვეყნის ინტეგრაციას ევროპაში. როდესაც დაფუძნდება გამჭვირვალე, კანონზე მიბმული სამართალი, გაქრება ილუზია, რომ არსებობს დომინანტი კლასი, რომელსაც რაღაც ისეთი ეპატიება, რაც არ ეპატიება ჩვეულებრივ მოკვდავს.

- გაგაკრიტიკეს იმის გამო, რომ 17 მაისის მოვლენებზე მკაფიო პოზიცია არ ჩამოაყალიბეთ.

- 17 მაისს მთავრობის სხდომაზევე მკაფიოდ დავაფიქსირე, რომ აუცილებელია ყველამ ითამაშოს ადეკვატური როლი და ეს როლი უნდა იყოს კონსტიტუციის ფარგლებში. ყველა სოციალურ ჯგუფს აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს ეხება, როგორც ლგბტ-ს უფლებების დამცველ ჯგუფებს, ისე კონსერვატიული პოზიციის დამცველ ჯგუფსაც, რომელიც გამოხატავდა არა მარტო საკუთარ პოზიციას, არამედ მეორე ჯგუფის მიუღებლობასაც. ორივე ჯგუფის მიერ პოზიციის გამოხატვა იყო კანონიერი და სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომებიც იყო სწორი, რომ ეს ორი დაპირისპირებული ჯგუფი დააშორიშორა, მათ მისვლას ერთმანეთთან შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყოლოდა. თუმც ჩვენ ვნახეთ პოლიციის კორდონის გარღვევა. ეს რა მიზნითაც უნდა მომხდარიყო (ძალადობის, დიალოგის თუ მოწინააღმდეგის დარწმუნების), იყო კანონდარღვევა. ვნახეთ აგრესიის გამოვლენაც. როგორც კი სახელმწიფო წესრიგი დაირღვა, ეს მოქალაქეები წესრიგის დამრღვევები გახდნენ.

- ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ აქციამ თავი მოგვჭრა ევროპაში...

- მაშინ, როდესაც ევროპაში კოცონებს ანთებდნენ, ჩვენთან ეს პროცესი არ მიმდინარეობდა. აქ ასევე არ ყოფილა ეთნიკური ნიშნით დევნა. ჩვენი მეფე მეჩეთშიც შედიოდა, როდესაც ევროპაში ინკვიზიცია იყო. ჩვენთან 26 საუკუნე ებრაელები ცხოვრობდნენ, როდესაც ევროპაში დარბევები იყო. ევროპელი ფეხბურთის ფანები ისეთ რამეს აკეთებენ, რომლის მსგავსი ჩვენთან არ მომხდარა. ძალადობა და აგრესია დადებითად არ არის აღქმული არც ევროპაში და არც საქართველოში და არ შეიძლება ასეთი შეფასებები მყისიერი ისტერიის რეჟიმში. არა მგონია, მომხდარმა ჩვენი ისტორიული ორიენტაცია შეცვალოს ქვეყნის შიგნით ან გარეთ. ეს პროცესი დამშვიდდება, ქართველები მეტს ვიტყვით ჩვენ შესახებ.

- სპორტის სასახლეში შეკრება გაიმართა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. ბევრს გული სწყდება, რომ პროცესი ნელა მიმდინარეობს.

- როგორც კი წინა ხელისუფლებამ დაიწყო პოლიტიკური და არა სამართლებრივი სამართლიანობის აღდგენა, მივიდა 7 ნოემბრამდე, 26 მაისამდე, გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულები საგანგებო რეჟიმში იხდიდნენ სასჯელს... როგორც კი პროკურატურას, სასამართლოს, შს სამინისტროს ამუშავებ არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკური ლოიალურობის რეჟიმში, ხდები მძევალი ამ სტრუქტურებისა და იმ პოლიტიკური პირებისა, ვინც ამ პროცესს ახორციელებენ. მერე ისინი ხდებიან კასტა, რომელსაც ყველაფერი უნდა აპატიო. თუ ადამიანი სამართლებრივი პროცედურების გარეშე დააჭერინე, ხდები არა სახელმწიფო, არამედ დაჯგუფება, რომელიც მერე საკუთარ წევრებს ვეღარ მიადგება. გასაგებია საზოგადოების იმედგაცრუება, მაგრამ არაფრისდიდებით არ შევწირავდი დროებით იმედგაცრუებას სახელმწიფოს იდეას. სამართლიანობის აღდგენა თუ გაჭიანურდება, პოლიტიკურად მომგებიანი არ იქნება, მაგრამ ამით ავიცილებთ იმ ნაღმებს, რომელიც მომავალში აგვიფეთქდება. როდესაც სამართლიანობის აღდგენა სამართლებრივი პროცედურების გარეშე იწყება, სახელმწიფო მთავრდება. "ნაცმოძრაობა" იყო არა მმართველი პარტია, არამედ სექტა. სამართლიანობა, რომელიც ხალხის ნებას ემთხვეოდა, მან არასამართლებრივად განახორციელა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია