პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გენერალ თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ კვინიკაძეს, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს
გენერალ თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ კვინიკაძეს, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს

გე­ნე­რალ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ყო­ფილ პო­ლი­ცი­ელ გრი­გოლ კვი­ნი­კა­ძეს, შე­საძ­ლოა, ბრა­ლი 26 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებ­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­უმ­ძიმ­დეს. და­კა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი ორმა ყო­ფილ­მა პა­ტი­მარ­მა ამო­იც­ნო.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა კობა გო­ცი­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, 2011 წლის 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის დროს მისი და­კა­ვე­ბა და პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში გა­დაყ­ვა­ნა მოხ­და, სა­დაც გრი­გოლ კვი­ნი­კა­ძის და­ვა­ლე­ბით მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და.

კერ­ძოდ, კობა გო­ცი­რი­ძის თქმით, ზე­წო­ლის დროს მის­გან აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბას ითხოვ­დნენ. "სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში დღეს გავ­რცელ­და ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და­კა­ვე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია. ამო­ვი­ცა­ნი გრი­გოლ კვი­ნი­კა­ძე, რო­მე­ლიც დიღ­მის სამ­მარ­თვე­ლო­ში მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის გამო ჩემი წა­მე­ბის და­ვა­ლე­ბებს გას­ცემ­და. მის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა უკვე მი­ცე­მუ­ლი მაქვს", - აღ­ნიშ­ნა კობა გო­ცი­რი­ძემ.

მე­ო­რე ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი, ვინც კვი­ნი­კა­ძეს ზე­წო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" თბი­ლი­სის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ივა ჩიღ­ვი­ნა­ძის მძღო­ლი რა­მაზ მეტ­რე­ვე­ლია.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში მას­ზე ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა რამ­დე­ნი­მე პი­რის­გან, მათ შო­რის გრი­გოლ კვი­ნი­კა­ძის­გან ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. "იგი უშუ­ა­ლოდ იყო ჩარ­თუ­ლი ჩემს ცე­მა­ში და მუ­ქა­რა­ში ნიღ­ბი­ა­ნებ­თან ერ­თად, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. ითხოვ­დნენ, აღი­ა­რე­ბას, თით­ქოს აქ­ცი­ის ღა­მეს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე პო­ლი­ცი­ელს და­ვე­ჯა­ხე ავ­ტო­მო­ბი­ლით და მოვ­კა­ლი", - აღ­ნიშ­ნა რა­მაზ მეტ­რე­ველ­მა. მისი თქმით, კვი­ნი­კა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბას პრო­კუ­რა­ტუ­რას ხვალ მის­ცემს.

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გე­ნე­რალ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბი­სა და ჩხრე­კის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ყო­ფი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გუ­შინ და­ა­კა­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის, გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბი­სა და სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: შსს-ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი: გოჩა ბა­ღათ­რიშ­ვი­ლი, გოჩა ჩი­ტა­ია, ზაზა ჭაია, გრი­გოლ კვი­ნი­კა­ძე, ვლა­დი­მერ გამ­რეკ­ლიშ­ვი­ლი და გივი გრავ­ჩენ­კო.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2011 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა თბი­ლის­ში, კოს­ტა­ვას გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ეზო­ში ჩხრე­კი­სა და და­კა­ვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ფუძ­ვლე­ბის არარ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პი­რა­დი ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფით უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს პო­ლი­ცი­ის გე­ნე­რა­ლი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი", - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

გენერალ თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ კვინიკაძეს, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს

გენერალ თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ კვინიკაძეს, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს

გენერალ თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელ გრიგოლ კვინიკაძეს, შესაძლოა, ბრალი 26 მაისის მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაუმძიმდეს. დაკავებული ყოფილი პოლიციელი ორმა ყოფილმა პატიმარმა ამოიცნო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ამნისტიის შედეგად პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა კობა გოცირიძემ განუცხადა, 2011 წლის 26 მაისის აქციის დროს მისი დაკავება და პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაყვანა მოხდა, სადაც გრიგოლ კვინიკაძის დავალებით მასზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.

კერძოდ, კობა გოცირიძის თქმით, ზეწოლის დროს მისგან აღიარებით ჩვენებას ითხოვდნენ. "საინფორმაციო საშუალებებში დღეს გავრცელდა ყოფილი პოლიციელების დაკავებაზე ინფორმაცია. ამოვიცანი გრიგოლ კვინიკაძე, რომელიც დიღმის სამმართველოში მისთვის სასურველი ჩვენების გამო ჩემი წამების დავალებებს გასცემდა. მის წინააღმდეგ ჩვენება უკვე მიცემული მაქვს", - აღნიშნა კობა გოცირიძემ.

მეორე ყოფილი პატიმარი, ვინც კვინიკაძეს ზეწოლაში ადანაშაულებს, "დემოკრატიული მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ივა ჩიღვინაძის მძღოლი რამაზ მეტრეველია.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პოლიციის მთავარ სამმართველოში მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა რამდენიმე პირისგან, მათ შორის გრიგოლ კვინიკაძისგან ხორციელდებოდა. "იგი უშუალოდ იყო ჩართული ჩემს ცემაში და მუქარაში ნიღბიანებთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში. ითხოვდნენ, აღიარებას, თითქოს აქციის ღამეს რუსთაველის გამზირზე პოლიციელს დავეჯახე ავტომობილით და მოვკალი", - აღნიშნა რამაზ მეტრეველმა. მისი თქმით, კვინიკაძის წინააღმდეგ ჩვენებას პროკურატურას ხვალ მისცემს.

მთავარმა პროკურატურამ გენერალ თამაზ თამაზაშვილის დაკავებისა და ჩხრეკის ოპერაციაში მონაწილე ყოფილი სამართალდამცველები გუშინ დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, განზრახ უკანონო დაკავებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულები არიან: შსს-ის ყოფილი თანამშრომლები: გოჩა ბაღათრიშვილი, გოჩა ჩიტაია, ზაზა ჭაია, გრიგოლ კვინიკაძე, ვლადიმერ გამრეკლიშვილი და გივი გრავჩენკო.

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 11 ოქტომბერს ზემოაღნიშნულმა პირებმა თბილისში, კოსტავას გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩხრეკისა და დაკავების კანონიერი საფუძვლების არარსებობის მიუხედავად, ფალსიფიცირებული მტკიცებულების საფუძველზე, პირადი ღირსების შეურაცხყოფით უკანონოდ დააკავეს პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი", - აცხადებენ პროკურატურაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ