პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი - "ძალიან ცუდი ტენდენცია მკვიდრდება, რასაც ბიძინა იტყვის, ის უნდა შევისმინოთ ყველამ"
ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი - "ძალიან ცუდი ტენდენცია მკვიდრდება, რასაც ბიძინა იტყვის, ის უნდა შევისმინოთ ყველამ"

ამ­ბობს, რომ ამ ეტაპ­ზე უმუ­შე­ვა­რია, რად­გან მუდ­მი­ვად სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ზე სა­უბ­რობს. ამ თე­მა­ზე მო­ლა­პა­რა­კე ადა­მი­ა­ნი კი თბი­ლად ვერ იქ­ნე­ბა. "მი­თხა­რით, ერთი საქ­მე მა­ინც, რო­მე­ლიც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გახ­სნა, ან სა­კუთ­რე­ბა და­უბ­რუ­ნა ადა­მი­ანს, ვერ და­მი­სა­ხე­ლებთ, რად­გან არ მომ­ხდა­რა", - აღ­ნიშ­ნა "სა­ხალ­ხო კრე­ბის" წევ­რმა ლაშა ამი­რე­ჯიბ­მა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია...

- ჩემ­თვის არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა გარ­და იმი­სა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ცხოვ­რე­ბა ნა­წი­ლობ­რივ დას­რულ­და და ნა­წი­ლობ­რივ დარ­ჩა. ხალ­ხის­თვის, უბ­რა­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, არც პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლა, თუმ­ცა იმე­დი მაქვს, თან­და­თან და­ლაგ­დე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იმი­ტომ ავირ­ჩი­ეთ, რომ იმე­დი გვქონ­და და გვაქვს, რომ ხალ­ხი­სა და ქვეყ­ნის­თვის ბევრ სა­სი­კე­თო რა­ღა­ცას გა­ა­კე­თებს.

- გა­რე­მოც­ვა­სა და თა­ნა­გუნ­დე­ლებ­ზე ალ­ბათ ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი...

- გა­რე­მოც­ვა მარ­თლაც ბევ­რს ნიშ­ნავს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვა თა­ვი­დან­ვე არ იყო ისე­თი, რო­გო­რიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო. მის გვერ­დით ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მი­შას­თან ერ­თად მო­ვიდ­ნენ. ასე­თია კო­ა­ლი­ცი­ა­ში 95%, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" გა­უ­ნა­წყენ­დნენ, რა­ღა­ცის თუ ვი­ღა­ცის გამო ბევრ სა­კი­თხზე ვერ შე­თან­ხმდნენ და მათ­გან წა­მო­ვიდ­ნენ. მერე უკვე, რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­და, მას ჩა­ებ­ნენ.

- ვის გუ­ლის­ხმობთ?

- ძა­ლი­ან ბევ­რს, ზვი­ად ძი­ძი­გურს, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძეს, თინა ხი­და­შელს, და­ვით უსუ­ფაშ­ვილს... 95% ვთქვი და ძა­ლი­ან ბევ­რის ჩა­მოთ­ვლა დამ­ჭირ­დე­ბა. ეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც თა­ვის დრო­ზე მი­შას­თან იყ­ვნენ ჩაბ­მუ­ლი.

- ფაქ­ტობ­რი­ვად, კო­ა­ლი­ცი­ის წამ­ყვა­ნი ძალა და­ა­სა­ხე­ლეთ...

- კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ ასეა და არ ვთქვა? "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" ვინ არი­ან, ყვე­ლამ ვი­ცით, მგო­ნი, მაგ­რამ მათ­გან რა სი­კე­თეს უნდა ვე­ლო­დოთ, არ ვიცი. თუმ­ცა მათ გვერ­დით არი­ან წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბიც, მა­გა­ლი­თად, ვიქ­ტორ დო­ლი­ძე, მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე, ზაზა გოგ­სა­ძე, რო­მელ­თაც "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნი­ათ... დღეს არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­რა­თი ასე­თია, - მღვრიე წყალ­ში, სა­დაც თევზს ეძე­ბენ, რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია ძლი­ერ­დე­ბა. ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა კი ქვე­ყა­ნას კარ­გს არა­ფერს მო­უ­ტანს, რად­გან მეც და ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც კარ­გად იცის მათ მიერ გან­ვლი­ლი გზა. თუმ­ცა მხო­ლოდ ისი­ნი არ წარ­მო­ად­გე­ნენ კო­ა­ლი­ცი­ის პრობ­ლე­მას, იქ არის კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც, რბი­ლად რომ ვთქვათ, არ­ცთუ კარ­გი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლო­ბენ.

- გია ხუ­ხაშ­ვილს გუ­ლის­ხმობთ?

- უფრო სწო­რად, მის ფე­ნო­მენს... რო­დე­საც ამ ადა­მი­ან­ზე ვლა­პა­რა­კობ, მინ­და, რომ ბიზ­ნე­სი ისევ არ მო­ექ­ცეს მარ­წუ­ხებ­ში, რო­გორც ეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დის დროს იყო. ბიზ­ნესს არ უნდა კონ­ტრო­ლი და რე­კე­ტი, ბიზ­ნეს­მა უნდა იმუ­შა­ოს, გა­და­ი­ხა­დოს გა­და­სა­ხა­დე­ბი და პირ­ნა­თე­ლი იყოს სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯეტ­თან. ვი­ღა­ცე­ბი ებ­რძვი­ან და მსხვი­ლი ბიზ­ნე­სის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ცდი­ლო­ბენ. არა­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის იდეა იყო, ბიზ­ნე­სი თა­ვი­სუ­ფა­ლი ყო­ფი­ლი­ყო... არ მინ­და, ისევ ძვე­ლი დრო დაბ­რუნ­დეს, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია და­ვით კირ­ვა­ლი­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი - სურ­სა­თის ხა­რის­ხი­სა და უვ­ნებ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სულ პრო­დუქტს აკონ­ტრო­ლებ­და. რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან სე­რო­ზუ­ლად მუ­შა­ობ­დნენ და რო­გორც კი ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ტი შე­მო­ვი­დო­და, მა­შინ­ვე ანად­გუ­რებ­დნენ. ამას არ აკე­თებ­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ანუ ადა­მი­ა­ნებს ვა­და­გა­სულ პრო­დუქტს აჭ­მევ­დნენ, ეს ეხე­ბო­და კვერ­ცხს, ხორცს, ფარშს, თევზს... და­ვით კირ­ვა­ლი­ძის სა­ა­გენ­ტომ, რო­მელ­საც ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი, ჩე­კუ­რიშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ამ ყვე­ლაფ­რის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრა, რაც ვი­ღა­ცებს არ მო­ე­წო­ნათ. თა­ვის დრო­ზე კე­ზე­რაშ­ვი­ლის ჯგუფ­მა უვარ­გი­სი, ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­მო­ტა­ნით ძა­ლი­ან დიდი ფული იშო­ვა. ახა­ლი არ არის, რომ იმ­პორ­ტით შე­მო­სუ­ლი პრო­დუქ­ტის სის­ტე­მა­ში ძა­ლი­ან დიდი ფული იყო, ამი­ტო­მაც მო­ი­შო­რეს დათო კირ­ვა­ლი­ძე და გა­მო­დის, რომ მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით უხა­რის­ხო პრო­დუქ­ტის შე­მო­ტა­ნას გზა გა­უხ­სნეს. მე ვიცი, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში იყ­ვნენ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ძა­ლი­ან კარ­გად იცოდ­ნენ, რომ ამ ომის უკან ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი და გია ხუ­ხაშ­ვი­ლი იდ­გნენ და მათ ეს ჯგუ­ფი ებ­რძო­და. ახლა ამ ადა­მი­ა­ნებს უნ­დათ, მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი მი­ნის­ტრი და­ი­ნიშ­ნოს, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს აღარ გა­ა­კონ­ტრო­ლებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ისევ უვარ­გი­სი პრო­დუქ­ტით "მო­ა­მა­რა­გე­ბენ".

- თქვე­ნი გვა­რი გი­ორ­გი ფა­რე­სიშ­ვი­ლის ამ­ბებ­ზეც და­სა­ხელ­და...

- დიახ, მკი­თხეს, მას შენ ხომ არ მარ­თავ­დიო, ფა­რე­სიშ­ვი­ლი უკვე დიდი ბი­ჭია და მას არა­ვი­სი მი­თი­თე­ბა არ სჭირ­დე­ბა, თა­ვად იცის თა­ვი­სი საქ­მე. მას რა­ღაც გარ­კვე­უ­ლი წყე­ნა ახ­სოვ­და გელა ხვე­დე­ლი­ძის­გან, ეს ჩემი საქ­მე არ არის და ამით არც და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ.. იცით, ვერ და­ვი­ჯე­რებ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი სუ­ლერ­თი იყოს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ვი­თა­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ არ მი­დის. მაგ­რამ რას ვი­ზამთ, ვინც მას­თან ერ­თად ვახ­შმობს, ის აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი - "ძალიან ცუდი ტენდენცია მკვიდრდება, რასაც ბიძინა იტყვის, ის უნდა შევისმინოთ ყველამ"

ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი - "ძალიან ცუდი ტენდენცია მკვიდრდება, რასაც ბიძინა იტყვის, ის უნდა შევისმინოთ ყველამ"

ამბობს, რომ ამ ეტაპზე უმუშევარია, რადგან მუდმივად სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობს. ამ თემაზე მოლაპარაკე ადამიანი კი თბილად ვერ იქნება. "მითხარით, ერთი საქმე მაინც, რომელიც ამ ხელისუფლებამ გახსნა, ან საკუთრება დაუბრუნა ადამიანს, ვერ დამისახელებთ, რადგან არ მომხდარა", - აღნიშნა "სახალხო კრების" წევრმა ლაშა ამირეჯიბმა, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში ძალიან რთული სიტუაცია...

-  ჩემთვის არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯოჯოხეთური ცხოვრება ნაწილობრივ დასრულდა და ნაწილობრივ დარჩა. ხალხისთვის, უბრალო საზოგადოებისთვის არაფერი შეცვლილა, არც პოლიტპატიმრების მდგომარეობა გაუმჯობესებულა, თუმცა იმედი მაქვს, თანდათან დალაგდება. ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი იმიტომ ავირჩიეთ, რომ იმედი გვქონდა და გვაქვს, რომ ხალხისა და ქვეყნისთვის ბევრ სასიკეთო რაღაცას გააკეთებს.

-  გარემოცვასა და თანაგუნდელებზე ალბათ ბევრი რამ არის დამოკიდებული...

-  გარემოცვა მართლაც ბევრს ნიშნავს. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა თავიდანვე არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. მის გვერდით ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც ხელისუფლებაში მიშასთან ერთად მოვიდნენ. ასეთია კოალიციაში 95%, რომლებიც შემდეგ "ნაციონალებს" გაუნაწყენდნენ, რაღაცის თუ ვიღაცის გამო ბევრ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ და მათგან წამოვიდნენ. მერე უკვე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში წავიდა, მას ჩაებნენ.

-  ვის გულისხმობთ?

-  ძალიან ბევრს, ზვიად ძიძიგურს, დავით საგანელიძეს, თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს... 95% ვთქვი და ძალიან ბევრის ჩამოთვლა დამჭირდება. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავის დროზე მიშასთან იყვნენ ჩაბმული.

-  ფაქტობრივად, კოალიციის წამყვანი ძალა დაასახელეთ...

-  კი ბატონო, მაგრამ ასეა და არ ვთქვა? "რესპუბლიკელები" ვინ არიან, ყველამ ვიცით, მგონი, მაგრამ მათგან რა სიკეთეს უნდა ველოდოთ, არ ვიცი. თუმცა მათ გვერდით არიან წესიერი ადამიანებიც, მაგალითად, ვიქტორ დოლიძე, მანანა კობახიძე, ზაზა გოგსაძე, რომელთაც "ნაციონალებთან" არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ... დღეს არსებული პოლიტიკური სურათი ასეთია, - მღვრიე წყალში, სადაც თევზს ეძებენ, რესპუბლიკური პარტია ძლიერდება. ამ პოლიტიკური ძალის გაძლიერება კი ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს, რადგან მეც და ქართველმა საზოგადოებამაც კარგად იცის მათ მიერ განვლილი გზა. თუმცა მხოლოდ ისინი არ წარმოადგენენ კოალიციის პრობლემას, იქ არის კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ კარგი ავტორიტეტით სარგებლობენ.

-  გია ხუხაშვილს გულისხმობთ?

-  უფრო სწორად, მის ფენომენს... როდესაც ამ ადამიანზე ვლაპარაკობ, მინდა, რომ ბიზნესი ისევ არ მოექცეს მარწუხებში, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის გუნდის დროს იყო. ბიზნესს არ უნდა კონტროლი და რეკეტი, ბიზნესმა უნდა იმუშაოს, გადაიხადოს გადასახადები და პირნათელი იყოს საქართველოს ბიუჯეტთან. ვიღაცები ებრძვიან და მსხვილი ბიზნესის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. არადა, ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო, ბიზნესი თავისუფალი ყოფილიყო... არ მინდა, ისევ ძველი დრო დაბრუნდეს, თუმცა აღსანიშნავია დავით კირვალიძის გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი - სურსათის ხარისხისა და უვნებლობის სააგენტო საქართველოში შემოსულ პროდუქტს აკონტროლებდა. რაც მთავარია, ძალიან სეროზულად მუშაობდნენ და როგორც კი ვადაგასული პროდუქტი შემოვიდოდა, მაშინვე ანადგურებდნენ. ამას არ აკეთებდა წინა ხელისუფლება. ანუ ადამიანებს ვადაგასულ პროდუქტს აჭმევდნენ, ეს ეხებოდა კვერცხს, ხორცს, ფარშს, თევზს... დავით კირვალიძის სააგენტომ, რომელსაც ძალიან პატიოსანი ადამიანი, ჩეკურიშვილი ხელმძღვანელობს, ამ ყველაფრის წინააღმდეგ გაილაშქრა, რაც ვიღაცებს არ მოეწონათ. თავის დროზე კეზერაშვილის ჯგუფმა უვარგისი, ვადაგასული პროდუქტის შემოტანით ძალიან დიდი ფული იშოვა. ახალი არ არის, რომ იმპორტით შემოსული პროდუქტის სისტემაში ძალიან დიდი ფული იყო, ამიტომაც მოიშორეს დათო კირვალიძე და გამოდის, რომ მისი გათავისუფლებით უხარისხო პროდუქტის შემოტანას გზა გაუხსნეს. მე ვიცი, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებმაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ ომის უკან ლაშა ნაცვლიშვილი და გია ხუხაშვილი იდგნენ და მათ ეს ჯგუფი ებრძოდა. ახლა ამ ადამიანებს უნდათ, მათთვის სასურველი მინისტრი დაინიშნოს, რომელიც ამ ყველაფერს აღარ გააკონტროლებს და საზოგადოებას ისევ უვარგისი პროდუქტით "მოამარაგებენ".

-  თქვენი გვარი გიორგი ფარესიშვილის ამბებზეც დასახელდა...

-  დიახ, მკითხეს, მას შენ ხომ არ მართავდიო, ფარესიშვილი უკვე დიდი ბიჭია და მას არავისი მითითება არ სჭირდება, თავად იცის თავისი საქმე. მას რაღაც გარკვეული წყენა ახსოვდა გელა ხვედელიძისგან, ეს ჩემი საქმე არ არის და ამით არც დავინტერესებულვარ.. იცით, ვერ დავიჯერებ, პრემიერ-მინისტრისთვის ეს ყველაფერი სულერთი იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ვითარება უკეთესობისკენ არ მიდის. მაგრამ რას ვიზამთ, ვინც მასთან ერთად ვახშმობს, ის აწვდის ინფორმაციასაც.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია