მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა რეაქცია აქვთ ნინო მუმლაძის ოჯახის წევრებს თამამ სცენებზე
რა რეაქცია აქვთ ნინო მუმლაძის ოჯახის წევრებს თამამ სცენებზე

რუბ­რი­კა სტი­ლის სტუ­მა­რია მსა­ხი­ო­ბი ნინო მუმ­ლა­ძე, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­მა სე­რი­ალ "ჩიფ­სე­ბის თა­ო­ბი­დან" გა­იც­ნო. ნინო იქ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნას როლს თა­მა­შობ­და, ამ­ჯე­რად კი პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" სტო­მა­ტო­ლო­გის როლს ას­რუ­ლებს.

- ჩაც­მის რო­გორ სტილს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- მირ­ჩევ­ნია, სა­დად და გე­მოვ­ნე­ბით მეც­ვას. ყვე­ლა ადა­მი­ანს უნდა ჰქონ­დეს თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტი­ლი, მაგ­რამ ვცდი­ლობ, სხვე­ბის­გან რა­დი­კა­ლუ­რად არ გა­მო­ვირ­ჩე­ო­დე. უცხო­ე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი­დან გა­მო­ვარ­ჩევ ჯონ გა­ლი­ა­ნოს - უხეშ ტყავ­სა და ცის­ფე­რი ში­ფო­ნის ნა­ჭერს ისე კარ­გად უხა­მებს ერ­თმა­ნეთს, რომ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვრჩე­ბი. აქვს უც­ნა­უ­რი კო­ლექ­ცია, მაგ­რამ თი­თო­ე­უ­ლი კოს­ტი­უ­მი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შია. სა­მოსს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ძენ, სე­რი­ა­ლის­თვის კი თა­მუ­ნა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი გვაც­მევს.

- სა­მო­სის შერ­ჩე­ვი­სას უფრო მე­ტად რის წარ­მო­ჩე­ნას ცდი­ლობ?

- ვცდი­ლობ, ხაზი გა­ვუს­ვა მკერდს და ვულ­გა­რუ­ლა­დაც არ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე. დე­კოლ­ტი­რე­ბულ სა­მოს­თან ერ­თად მუხ­ლამ­დე კა­ბას ვიც­ვამ. მა­ღა­ზი­ებ­ში მცნო­ბენ, სი­ხა­რუ­ლით მხვდე­ბი­ან და სა­მო­სის არ­ჩე­ვა­ში მეხ­მა­რე­ბი­ან. ტაქ­სის მძღო­ლე­ბი კი ხან­და­ხან მგზავ­რო­ბის სა­ფა­სურს არ მახ­დე­ვი­ნე­ბენ. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­სი­ა­მოვ­ნოა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი რო­გორ შეხ­ვდნენ შენს თა­მამ როლს ახალ სე­რი­ალ­ში?

- ერთი-ორ­ჯერ მქონ­და სე­რი­ალ­ში კოც­ნის სცე­ნა და ერთხე­ლაც ზე­წარ­შე­მოხ­ვე­ულ­მა გა­ვი­ა­რე, ეს არის თა­მა­მი სცე­ნა? სხვებს უფრო თა­მა­მი სცე­ნე­ბი ჰქო­ნი­ათ, მაგ­რამ ხალ­ხს რა­ტომ­ღაც ჩემ­ზე აქვს რე­აქ­ცია. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ხე­ლო­ვა­ნე­ბი არი­ან და ასე­თი რამ არ უკ­ვირთ.

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად რით გა­სა­ჩუქ­რე­ბენ?

- თუ ადა­მი­ა­ნი არ მომ­წონს, მის­გან არც სა­ჩუ­ქარს მი­ვი­ღებ. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, მო­უ­ტა­ნი­ათ ყვა­ვი­ლე­ბი, სუ­ნა­მო, მაგ­რამ თა­ვი­დან­ვე ვახ­ვედ­რებ ადა­მი­ანს, რომ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მსურს და დრო ტყუ­ი­ლად არ და­კარ­გოს.

- რო­გორც ვიცი, ცოტა ხნის წინ ერთ ფეხ­ბურ­თელ­ზე იყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი...

- ნამ­დვი­ლად იყო ერთი ბიჭი, რო­მე­ლიც ჩემს გაც­ნო­ბას თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და. რომ გა­ვი­ცა­ნი, მეც მო­მე­წო­ნა, ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­ყა­ვით და დავ­შორ­დით.

- წო­ნას რო­გორ ინარ­ჩუ­ნებ?

- სამ­წუ­ხა­როდ, არას­პორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და სის­ტე­მა­ტი­უ­რად ვარ­ჯიშს ვერ ვა­ხერ­ხებ. ამი­ტომ ვცდი­ლობ, ჯან­სა­ღად და სწო­რად ვიკ­ვე­ბო. "რეალ ტი­ვი­ზე" დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნად რომ ვმუ­შა­ობ­დი, ძა­ლი­ან მო­ვი­მა­ტე წო­ნა­ში და დი­ე­ტო­ლოგ­მა ელე­ნე გი­ორ­გა­ძემ თა­ვის კლი­ნი­კა­ში მის­ვლა შე­მომ­თა­ვა­ზა. ჩა­ვი­ტა­რე გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და საგ­რძნობ­ლად და­ვი­კე­ლი. ზოგ მა­მა­კაცს კი მოს­წონს მრგვა­ლი ფორ­მე­ბის მქო­ნე ქა­ლე­ბი (იცი­ნის), მაგ­რამ პი­რა­დად მე მინ­და უფრო გამ­ხდა­რი ვიყო.

- რო­გორ მა­კი­აჟს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- სა­ე­თე­რო მა­კი­აჟს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვი­ზა­ჟის­ტე­ბი მი­კე­თე­ბენ. ბავ­შვო­ბი­დან სცე­ნა­ზე ვარ და მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც შე­მიძ­ლია. მა­კი­ა­ჟის და სა­მო­სის შე­სა­ბა­მი­სი აქ­სე­სუ­ა­რე­ბის გა­რე­შე სახ­ლი­დან არ გავ­დი­ვარ. სა­მო­სი და გა­რე­მო ერ­თმა­ნეთს უნდა შე­ე­ხა­მე­ბო­დეს.

- სო­ლა­რი­უმ­ში ხში­რად და­დი­ხარ?

- ღია ფე­რის კანი მაქვს და მი­მაჩ­ნია, რომ ჩემს გა­რეგ­ნო­ბას გა­რუ­ჯვა არც უხ­დე­ბა. თუ ზღვა­ზე ვარ, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვე­ფი­ცხე­ბი მზეს, მაგ­რამ სო­ლა­რი­უმ­ში არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბა ყვე­ლა­ფერს მირ­ჩევ­ნა.

- რას ურ­ჩევ ქარ­თველ ქა­ლებს?

- აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, ყვე­ლა მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩის ჰგავ­დეს. მთა­ვა­რია, ქალ­მა სა­კუ­თარ თავ­ში იპო­ვოს ის მარ­ცვა­ლი, რი­თაც სხვე­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბა. თუ ჩვენ გვეყ­ვა­რე­ბა სა­კუ­თა­რი თავი, სხვებ­საც შე­ვუყ­ვარ­დე­ბით.

ესა­უბ­რა თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა რეაქცია აქვთ ნინო მუმლაძის ოჯახის წევრებს თამამ სცენებზე

რა რეაქცია აქვთ ნინო მუმლაძის ოჯახის წევრებს თამამ სცენებზე

რუბრიკა სტილის სტუმარია მსახიობი ნინო მუმლაძე, რომელიც მაყურებელმა სერიალ "ჩიფსების თაობიდან" გაიცნო. ნინო იქ მოკრძალებული გოგონას როლს თამაშობდა, ამჯერად კი პოპულარულ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" სტომატოლოგის როლს ასრულებს.

- ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას?

- მირჩევნია, სადად და გემოვნებით მეცვას. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი ინდივიდუალური სტილი, მაგრამ ვცდილობ, სხვებისგან რადიკალურად არ გამოვირჩეოდე. უცხოელი დიზაინერებიდან გამოვარჩევ ჯონ გალიანოს - უხეშ ტყავსა და ცისფერი შიფონის ნაჭერს ისე კარგად უხამებს ერთმანეთს, რომ გაოგნებული ვრჩები. აქვს უცნაური კოლექცია, მაგრამ თითოეული კოსტიუმი ხელოვნების ნიმუშია. სამოსს საქართველოში ვიძენ, სერიალისთვის კი თამუნა ხიზანიშვილი გვაცმევს.

- სამოსის შერჩევისას უფრო მეტად რის წარმოჩენას ცდილობ?

- ვცდილობ, ხაზი გავუსვა მკერდს და ვულგარულადაც არ გამოვიყურებოდე. დეკოლტირებულ სამოსთან ერთად მუხლამდე კაბას ვიცვამ. მაღაზიებში მცნობენ, სიხარულით მხვდებიან და სამოსის არჩევაში მეხმარებიან. ტაქსის მძღოლები კი ხანდახან მგზავრობის საფასურს არ მახდევინებენ. ბუნებრივია, სასიამოვნოა ეს ყველაფერი.

- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ შენს თამამ როლს ახალ სერიალში?

- ერთი-ორჯერ მქონდა სერიალში კოცნის სცენა და ერთხელაც ზეწარშემოხვეულმა გავიარე, ეს არის თამამი სცენა? სხვებს უფრო თამამი სცენები ჰქონიათ, მაგრამ ხალხს რატომღაც ჩემზე აქვს რეაქცია. ჩემი ოჯახის წევრები ხელოვანები არიან და ასეთი რამ არ უკვირთ.

- თაყვანისმცემლები ყველაზე ხშირად რით გასაჩუქრებენ?

- თუ ადამიანი არ მომწონს, მისგან არც საჩუქარს მი­ვიღებ. ყოფილა შემთხვევა, მოუტანიათ ყვავილები, სუნამო, მაგრამ თავიდანვე ვახვედრებ ადამიანს, რომ მასთან ურთიერთობა არ მსურს და დრო ტყუილად არ დაკარგოს.

- როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ ერთ ფეხბურთელზე იყავი შეყვარებული...

- ნამდვილად იყო ერთი ბიჭი, რომელიც ჩემს გაცნობას თვეების განმავლობაში ცდილობდა. რომ გავიცანი, მეც მომეწონა, ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ მივხვდი, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები ვიყავით და დავშორდით.

- წონას როგორ ინარჩუნებ?

- სამწუხაროდ, არასპორტული ადამიანი ვარ და სისტემატიურად ვარჯიშს ვერ ვახერხებ. ამიტომ ვცდილობ, ჯანსაღად და სწორად ვიკვებო. "რეალ ტივიზე" დილის გადაცემის წამყვანად რომ ვმუშაობდი, ძალიან მოვიმატე წონაში და დიეტოლოგმა ელენე გიორგაძემ თავის კლინიკაში მისვლა შემომთავაზა. ჩავიტარე გამოკვლევები და საგრძნობლად დავიკელი. ზოგ მამაკაცს კი მოსწონს მრგვალი ფორმების მქონე ქალები (იცინის), მაგრამ პირადად მე მინდა უფრო გამხდარი ვიყო.

- როგორ მაკიაჟს ანიჭებ უპირატესობას?

- საეთერო მაკიაჟს პროფესიონალი ვიზაჟისტები მიკეთებენ. ბავშვობიდან სცენაზე ვარ და მაკიაჟის გაკეთება დამოუკიდებლადაც შემიძლია. მაკიაჟის და სამოსის შესაბამისი აქსესუარების გარეშე სახლიდან არ გავდივარ. სამოსი და გარემო ერთმანეთს უნდა შეეხამებოდეს.

- სოლარიუმში ხშირად დადიხარ?

- ღია ფერის კანი მაქვს და მიმაჩნია, რომ ჩემს გარეგნობას გარუჯვა არც უხდება. თუ ზღვაზე ვარ, სიამოვნებით ვეფიცხები მზეს, მაგრამ სოლარიუმში არასდროს ვყოფილვარ. ჩემი ჯანმრთელობა ყველაფერს მირჩევნა.

- რას ურჩევ ქართველ ქალებს?

- აუცილებელი არ არის, ყველა მონიკა ბელუჩის ჰგავდეს. მთავარია, ქალმა საკუთარ თავში იპოვოს ის მარცვალი, რითაც სხვებისგან განსხვავდება. თუ ჩვენ გვეყვარება საკუთარი თავი, სხვებსაც შევუყვარდებით.

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება