სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მედეა კუჭუხიძე - "მე ხომ პროფესიონალი ვარ და პროფესიონალები არ სჭირდებათ"
მედეა კუჭუხიძე - "მე ხომ პროფესიონალი ვარ და პროფესიონალები არ სჭირდებათ"

რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ რე­ჟი­სო­რი მე­დეა კუ­ჭუ­ხი­ძე სპექ­ტაკლს დგამს. ამ­ჯე­რად ის ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლურ სა­ბავ­შვო თე­ატ­რში მსა­ხი­ო­ბებ­თან გა­დის რე­პე­ტი­ცი­ებს. ჰოფ­მა­ნის "პა­ტარ­ძლის ამორ­ჩე­ვა" მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე თე­ატ­რა­ლუ­რი სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ...

- თე­ატ­რა­ლურ ოჯახ­ში არ დავ­ბა­დე­ბულ­ვარ. ჩემ­მა ბავ­შვო­ბამ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში გა­ი­ა­რა და მა­შინ წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და თე­ატრზე. ეგ კი არა, სა­თა­მა­შო­ე­ბიც არ გვქონ­და. დღემ­დე მაქვს შე­მორ­ჩე­ნი­ლი ის უკ­მა­რი­სო­ბის შეგ­რძნე­ბა და ლა­მაზ სა­თა­მა­შოს რომ და­ვი­ნა­ხავ, სულ მინ­და, ვი­ყი­დო, თუმ­ცა ირ­გვლივ პა­ტა­რა არა­ვინ მყავს (იღი­მის).

ომი რომ დამ­თავ­რდა, მერე უკვე დავ­ყავ­დით თო­ჯი­ნე­ბის, ოპე­რი­სა და მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რებ­ში. სკო­ლა­ში სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში დრამ­წრე­ში არ მივ­ლია, იქ მხო­ლოდ მა­თე­მა­ტი­კი­სა და ქი­მი­ის წრე­ზე დავ­დი­ო­დი. ერთი სი­ტყვით, იმ დო­ზით "მი­ვი­ღე" თე­ატ­რი, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა, თუმ­ცა ძა­ლი­ან ბევ­რს ვკი­თხუ­ლობ­დი და ფაქ­ტობ­რი­ვად, მოს­წავ­ლე­ო­ბის დროს მსოფ­ლიო დრა­მა­ტურ­გია და თე­ო­რი­უ­ლი ნაშ­რო­მე­ბის დიდი ნა­წი­ლი უკვე წა­კი­თხუ­ლი მქონ­და. მინ­დო­და, მსა­ხი­ო­ბი გავმხდა­რი­ყა­ვი, რად­გან ვფიქ­რობ, თე­ატ­რი უწი­ნა­რე­სად მსა­ხი­ობს ეკუთ­ვნის. სკო­ლა მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე და თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მი­ვე­დი, მაგ­რამ სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე არ მი­მი­ღეს. წა­მო­ვე­დი და სა­ბუ­თე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე შე­ვი­ტა­ნე, თუმ­ცა თე­ატრზე ისევ ვფიქ­რობ­დი და იქაც კი სა­კურ­სო თე­მად ბერ­ძნუ­ლი თე­ატ­რი ავირ­ჩიე.

სა­ერ­თოდ, მე მჯე­რა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა. სწო­რედ ასე შევ­ხვდი რე­ჟი­სორ მე­რაბ ჯა­ლი­აშ­ვილს. იმ პე­რი­ოდ­ში ტე­ლე­ვი­ზია ახა­ლი და­არ­სე­ბუ­ლი იყო და თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი­დან, ახალ­დამ­თავ­რე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა მუ­შა­ო­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­ი­წყო. მა­შინ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სა­რე­ჟი­სო­რო­ზე ხუთ წელი­წად­ში ერთხელ იყო მი­ღე­ბა. მე­რაბს სა­ერ­თო ნაც­ნო­ბე­ბის წრე­ში ვხვდე­ბო­დი. შე­მო­მიჩ­ნდა და მირ­ჩევ­და, სა­რე­ჟი­სო­რო­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. მეც უნი­ვერ­სი­ტეტს თავი და­ვა­ნე­ბე და თე­ატ­რა­ლურ­ში სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. გა­მოც­და­ზე სამ­სა­ხი­ო­ბო უნარ-ჩვე­ვებ­საც ამოწ­მებ­დნენ. კო­მი­სი­ა­ში ის­ხდნენ გე­ნი­ო­სე­ბი: აკა­კი ხო­რა­ვა, აკა­კი ვა­სა­ძე, ჯგუფს ვასო ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი იყ­ვან­და. ჩემს ეტი­უდს აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი მოჰ­ყვა. ხო­რა­ვამ და­ი­ძა­ხა, გი­ლო­ცავთ, ხალ­ხო, მე­ო­რე მაკო სა­ფა­რო­ვა და­ი­ბა­დაო.

- რა ეტი­უ­დი შე­ას­რუ­ლეთ?

- იმ დღეს დი­მიტ­რი ალექ­სი­ძემ ყვე­ლას ტრა­გი­კუ­ლი ხა­სი­ა­თის ეტი­უ­დე­ბი მოგ­ვცა. და­ვა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ვი­თომ მე­გო­ბარ­მა ავად­მყო­ფი ბავ­შვი და­მი­ტო­ვა. სა­ნამ ის დაბ­რუნ­დე­ბა, მე აღ­მო­ვა­ჩენ, რომ ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. მა­ლი­კო მრევ­ლიშ­ვილ­მა ქოლ­გა მო­მა­წო­და, გა­ვახ­ვი­ეთ, ვი­თომ ბავ­შვი იყო. იმ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა ცო­ცხა­ლი მყავ­და, ასე ვთქვათ, სიკ­ვდი­ლი ახ­ლოს არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ეს გან­ცდა მა­ინც გად­მო­ვე­ცი. ერთი სი­ტყვით, ჩემ­მა ეტი­უდ­მა და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო. მა­შინ, დღე­ვან­დე­ლი დღის­გან გან­სხვა­ვე­ბით, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ას­წავ­ლიდ­ნენ. მა­გა­ლი­თად, ჩვე­ნი მე­ტყვე­ლე­ბის პე­და­გო­გი სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ვასო ყუ­ში­ტაშ­ვილს, ჯერ ის იყო ჩვე­ნი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი და შემ­დეგ მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი.

- იმ პე­რი­ოდ­ში მსა­ხი­ო­ბებ­სა და რე­ჟი­სო­რებს თე­ატ­რებ­ში ანა­წი­ლებ­დნენ. თქვენ სად მოხ­ვდით?

- იმ ად­გი­ლას, სა­დაც ახლა მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რია, სან­კულ­ტუ­რის თე­ატ­რი, ანუ სა­ნი­ტა­რუ­ლი თე­ატ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. ის არა კულ­ტუ­რის, არა­მედ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. სპექ­ტაკ­ლე­ბი ამა­ვე თე­მა­ზე იდ­გმე­ბო­და და და­წყე­ბის წინ, დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ექი­მე­ბი, ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობ­დნენ.

ვასო ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი დიდი პი­როვ­ნე­ბა იყო. ქარ­თვე­ლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ერთ-ერთი ცუდი თვი­სე­ბა უმა­დუ­რო­ბაა. ამ ადა­მი­ან­საც ასე მო­ექ­ცნენ. ამ დიდ­მა რე­ჟი­სორ­მა ფრანგ რე­ჟი­სორ შარლ დი­უ­ლენ­თან ერ­თად პა­რიზ­ში და­ა­არ­სა თე­ატ­რი "ატე­ლიე". ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც რუ­სე­თის სა­ზღვრებს გა­რეთ პირ­ველ­მა გა­ი­ტა­ნა ჩე­ხო­ვის პი­ე­სე­ბი და დად­გა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. მან მრა­ვა­ლი წელი გა­ა­ტა­რა სა­ზღვარ­გა­რეთ და სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დაბ­რუნ­და, არა მხო­ლოდ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში, არა­მედ ყვე­ლა ქა­ლა­ქის თე­ატ­რში იმუ­შა­ვა, მათ შო­რის ზუგ­დი­დის თე­ატ­რში. ერთხელ შემ­ხვდა და მი­თხრა, სან­კულ­ტუ­რის თე­ატ­რში სპექ­ტაკლს ვდგა­მო. მალე ამა­ვე თე­ატ­რში დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ნეს ყო­ფი­ლი მსა­ხი­ო­ბი ვახ­ტანგ ჯან­ხუ­ტაშ­ვი­ლი. მან მიშა თუ­მა­ნიშ­ვილს სპექ­ტაკ­ლის დად­გმა სთხო­ვა. მიშა მა­შინ თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის ზე­ნი­ტში იყო, არ ეცა­ლა და შეს­თა­ვა­ზა, თე­ატ­რში მე მე­მუ­შა­ვა. მა­შინ მე­ო­თხე კურ­სზე ვი­ყა­ვი და ჩემი წი­ნა­სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლი სან­კულ­ტუ­რის თე­ატ­რში დავ­დგი, ამას იქვე მოჰ­ყვა სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლიც. იმა­ვე პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ობ­მა ლილი იო­სე­ლი­ა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი მი­ა­ტო­ვა და სან­კულ­ტუ­რის თე­ატ­რში მო­ვიდ­ნენ. სპექ­ტაკ­ლი მათ­თან ერ­თა­დაც დავ­დგი. მა­შინ შედ­გა ჩემი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცეს­თან.

ერთ დღეს და­მი­ბა­რა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა თენ­გიზ ბუ­ა­ჩი­ძემ და მკი­თხა, სა­ქარ­თვე­ლო თუ გიყ­ვარ­სო? რა­საკ­ვირ­ვე­ლია, და­ვე­თან­ხმე. ჰოდა, ახლა შენს სამ­შობ­ლოს ყვე­ლა­ზე მე­ტად სო­ხუმ­ში სჭირ­დე­ბი და სა­მუ­შა­ოდ სო­ხუ­მის თე­ატ­რში უნდა წახ­ვი­დეო. უარი ვერ ვუ­თხა­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ტა­რა ბავ­შვი მყავ­და, სო­ხუმ­ში მა­ინც წა­ვე­დი. იქ დიდ­ხანს არ დავ­რჩე­ნილ­ვარ. ხრუშ­ჩოვ­მა თე­ატ­რებს დო­ტა­ცი­ე­ბი მო­უხ­სნა და ისი­ნი მხო­ლოდ შე­მო­სა­ვალ­ზე დარ­ჩნენ. სო­ხუ­მი სა­ოც­რად არა­თე­ატ­რა­ლუ­რი ქა­ლა­ქი იყო. ალ­ბათ ეს ბევ­რის­თვის ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ, ისე ვშიმ­ში­ლობ­დით, თით­ქმის ყვე­ლა და­ა­ვად­და. ეს სი­ტუ­ა­ცია მხო­ლოდ სო­ხუმ­ში არ ხდე­ბო­და, სხვა თე­ატ­რებ­შიც ბევ­რი გახ­და ავად. ამის შემ­დეგ თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის რექ­ტორ­მა ილია თა­ვა­ძემ სო­ხუ­მი­დან თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში გად­მო­მიყ­ვა­ნა. მა­შინ რექ­ტო­რე­ბა­დაც, გან­სხვა­ვე­ბით დღე­ვან­დე­ლი დღის­გან, ჭკვი­ან და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს ნიშ­ნავ­დნენ. იმ დროს გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე გახ­ლდათ. 1964 წელს მან თე­ატ­რში "ანა ფრან­კის დღი­უ­რის" და­სად­გმე­ლად მი­მიწ­ვია, რო­მელ­შიც არი­ად­ნა შენ­გე­ლა­ია მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამ სპექ­ტაკლს დიდი წარ­მა­ტე­ბა ხვდა წი­ლად. ერთ სპექ­ტაკლს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი და­ეს­წრნენ, ქალ­ბა­ტონ­მა ვე­რი­კომ და­მავ­ლო ხელი და თქვა, ძლივს ვნა­ხე რე­ჟი­სო­რი, რო­მე­ლიც კა­რელ ჩა­პე­კის "დე­დას" და­მიდ­გამ­სო. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ჩემი პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი სწო­რედ ეს იყო. იქ თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე გა­ვა­ტა­რე, მაგ­რამ დღე­ვან­დელ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მე არ ვჭირ­დე­ბი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მედეა კუჭუხიძე - "მე ხომ პროფესიონალი ვარ და პროფესიონალები არ სჭირდებათ"

მედეა კუჭუხიძე - "მე ხომ პროფესიონალი ვარ და პროფესიონალები არ სჭირდებათ"

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ რეჟისორი მედეა კუჭუხიძე სპექტაკლს დგამს. ამჯერად ის ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალურ საბავშვო თეატრში მსახიობებთან გადის რეპეტიციებს. ჰოფმანის "პატარძლის ამორჩევა" მაყურებლის წინაშე თეატრალური სეზონის ბოლომდე უნდა წარმოადგინონ...

- თეატრალურ ოჯახში არ დავბადებულვარ. ჩემმა ბავშვობამ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაიარა და მაშინ წარმოდგენა არ მქონდა თეატრზე. ეგ კი არა, სათამაშოებიც არ გვქონდა. დღემდე მაქვს შემორჩენილი ის უკმარისობის შეგრძნება და ლამაზ სათამაშოს რომ დავინახავ, სულ მინდა, ვიყიდო, თუმცა ირგვლივ პატარა არავინ მყავს (იღიმის).

ომი რომ დამთავრდა, მერე უკვე დავყავდით თოჯინების, ოპერისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში. სკოლაში სწავლის პარალელურად, პიონერთა სასახლეში დრამწრეში არ მივლია, იქ მხოლოდ მათემატიკისა და ქიმიის წრეზე დავდიოდი. ერთი სიტყვით, იმ დოზით "მივიღე" თეატრი, როგორც ჩვეულებრივმა მაყურებელმა, თუმცა ძალიან ბევრს ვკითხულობდი და ფაქტობრივად, მოსწავლეობის დროს მსოფლიო დრამატურგია და თეორიული ნაშრომების დიდი ნაწილი უკვე წაკითხული მქონდა. მინდოდა, მსახიობი გავმხდარიყავი, რადგან ვფიქრობ, თეატრი უწინარესად მსახიობს ეკუთვნის. სკოლა მედალზე დავამთავრე და თეატრალურ ინსტიტუტში მივედი, მაგრამ სამსახიობო ფაკულტეტზე არ მიმიღეს. წამოვედი და საბუთები უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე შევიტანე, თუმცა თეატრზე ისევ ვფიქრობდი და იქაც კი საკურსო თემად ბერძნული თეატრი ავირჩიე.

საერთოდ, მე მჯერა, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. სწორედ ასე შევხვდი რეჟისორ მერაბ ჯა­ლიაშვილს. იმ პერიოდში ტელევიზია ახალი დაარსებული იყო და თეატრალური ინსტიტუტიდან, ახალდამთავრებული რეჟისორების დიდმა ნაწილმა მუშაობა ტელევიზიაში დაიწყო. მაშინ თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისოროზე ხუთ წელი­წადში ერთხელ იყო მიღება. მერაბს საერთო ნაცნობების წრეში ვხვდებოდი. შემომიჩნდა და მირჩევდა, სარეჟისოროზე ჩამებარებინა. მეც უნივერსიტეტს თავი დავანებე და თეატრალურში სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარე. გამოცდაზე სამსახიობო უნარ-ჩვევებსაც ამოწმებდნენ. კომისიაში ისხდნენ გენიოსები: აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ჯგუფს ვასო ყუშიტაშვილი იყვანდა. ჩემს ეტიუდს აპლოდისმენტები მოჰყვა. ხორავამ დაიძახა, გილოცავთ, ხალხო, მეორე მაკო საფაროვა დაიბადაო.

- რა ეტიუდი შეასრულეთ?

- იმ დღეს დიმიტრი ალექსიძემ ყველას ტრაგიკული ხასიათის ეტიუდები მოგვცა. დავალების მიხედვით, ვითომ მეგობარმა ავადმყოფი ბავშვი დამიტოვა. სანამ ის დაბრუნდება, მე აღმოვაჩენ, რომ ბავშვი გარდაიცვალა. მალიკო მრევლიშვილმა ქოლგა მომაწოდა, გავახვიეთ, ვითომ ბავშვი იყო. იმ პერიოდში ყველა ცოცხალი მყავდა, ასე ვთქვათ, სიკვდილი ახლოს არ მინახავს, მაგრამ ეს განცდა მაინც გადმოვეცი. ერთი სიტყვით, ჩემმა ეტიუდმა დადებითი შეფასება მიიღო. მაშინ, დღევანდელი დღისგან განსხვავებით, თეატრალურ ინსტიტუტში საუკეთესო სპეციალისტები ასწავლიდნენ. მაგალითად, ჩვენი მეტყველების პედაგოგი სერგო ზაქარიაძე იყო. რაც შეეხება ვასო ყუშიტაშვილს, ჯერ ის იყო ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი და შემდეგ მიხეილ თუმანიშვილი.

- იმ პერიოდში მსახიობებსა და რეჟისორებს თეატრებში ანაწილებდნენ. თქვენ სად მოხვდით?

- იმ ადგილას, სადაც ახლა მოზარდ მაყურებელთა თეატრია, სანკულტურის თეატრი, ანუ სანიტარული თეატრი ფუნქციონირებდა. ის არა კულტურის, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა. სპექტაკლები ამავე თემაზე იდგმებოდა და დაწყების წინ, დარგის სპეციალისტები, ექიმები, ლექციებს კითხულობდნენ.

ვასო ყუშიტაშვილი დიდი პიროვნება იყო. ქართველებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ცუდი თვისება უმადურობაა. ამ ადამიანსაც ასე მოექცნენ. ამ დიდმა რეჟისორმა ფრანგ რეჟისორ შარლ დიულენთან ერთად პარიზში დააარსა თეატრი "ატელიე". ეს არის ადამიანი, რომელმაც რუსეთის საზღვრებს გარეთ პირველმა გაიტანა ჩეხოვის პიესები და დადგა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან მრავალი წელი გაატარა საზღვარგარეთ და საქართველოში რომ დაბრუნდა, არა მხოლოდ მარჯანიშვილის თეატრში, არამედ ყველა ქალაქის თეატრში იმუშავა, მათ შორის ზუგდიდის თეატრში. ერთხელ შემხვდა და მითხრა, სანკულტურის თეატრში სპექტაკლს ვდგამო. მალე ამავე თეატრში დირექტორად დანიშნეს ყოფილი მსახიობი ვახტანგ ჯანხუტაშვილი. მან მიშა თუმანიშვილს სპექტაკლის დადგმა სთხოვა. მიშა მაშინ თავისი წარმატებული კარიერის ზენიტში იყო, არ ეცალა და შესთავაზა, თეატრში მე მემუშავა. მაშინ მეოთხე კურსზე ვიყავი და ჩემი წინასადიპლომო სპექტაკლი სანკულტურის თეატრში დავდგი, ამას იქვე მოჰყვა სადიპლომო სპექტაკლიც. იმავე პერიოდში რამდენიმე მსახიობმა ლილი იოსელიანის ხელმძღვანელობით მარჯანიშვილის თეატრი მიატოვა და სანკულტურის თეატრში მოვიდნენ. სპექტაკლი მათთან ერთადაც დავდგი. მაშინ შედგა ჩემი პირველი შეხვედრა ოთარ მეღვინეთუხუცესთან.

ერთ დღეს დამიბარა კულტურის მინისტრმა თენგიზ ბუაჩიძემ და მკითხა, საქართველო თუ გიყვარსო? რასაკვირველია, დავეთანხმე. ჰოდა, ახლა შენს სამშობლოს ყველაზე მეტად სოხუმში სჭირდები და სამუშაოდ სოხუმის თეატრში უნდა წახვიდეო. უარი ვერ ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბავშვი მყავდა, სოხუმში მაინც წავედი. იქ დიდხანს არ დავრჩენილვარ. ხრუშჩოვმა თეატრებს დოტაციები მოუხსნა და ისინი მხოლოდ შემოსავალზე დარჩნენ. სოხუმი საოცრად არათეატრალური ქალაქი იყო. ალბათ ეს ბევრისთვის ძნელი დასაჯერებელი იქნება, მაგრამ, ისე ვშიმშილობდით, თითქმის ყველა დაავადდა. ეს სიტუაცია მხოლოდ სოხუმში არ ხდებოდა, სხვა თეატრებშიც ბევრი გახდა ავად. ამის შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის რექტორმა ილია თავაძემ სოხუმიდან თეატრალურ ინსტიტუტში გადმომიყვანა. მაშინ რექტორებადაც, განსხვავებით დღევანდელი დღისგან, ჭკვიან და საინტერესო ადამიანებს ნიშნავდნენ. იმ დროს გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე გახლდათ. 1964 წელს მან თეატრში "ანა ფრანკის დღიურის" დასადგმელად მიმიწვია, რომელშიც არიადნა შენგელაია მონაწილეობდა. ამ სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად. ერთ სპექტაკლს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები დაესწრნენ, ქალბატონმა ვერიკომ დამავლო ხელი და თქვა, ძლივს ვნახე რეჟისორი, რომელიც კარელ ჩაპეკის "დედას" დამიდგამსო. მარჯანიშვილის თეატრში ჩემი პირველი სპექტაკლი სწორედ ეს იყო. იქ თითქმის ნახევარი საუკუნე გავატარე, მაგრამ დღევანდელ ხელმძღვანელობას მე არ ვჭირდები.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება