მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკა შალიკაშვილი - ღმერთმა მიმრავლოს თაყვანისმცემლები
მაკა შალიკაშვილი - ღმერთმა მიმრავლოს თაყვანისმცემლები

"მზე­სუმ­ზი­რე­ბის" და­ხურ­ვის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბი მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ი­დან - "მზე" წა­მო­ვი­და და სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­ნაგ­რძნო მუ­შა­ო­ბა. ამ­ბობს, რომ აპო­ლი­ტი­კუ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბებს, უმოქ­მე­დო­ბას უარ­ყო­ფი­თად აფა­სებს. მაკა ჩაც­მი­სა და ცხოვ­რე­ბის სტილ­ზე, გე­მოვ­ნე­ბა­სა და პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა...

- სამ­წუ­ხა­როდ, ამ წუ­თის­თვის მხო­ლოდ ერთ სპექ­ტაკლში ვმო­ნა­წი­ლე­ობ. სა­მა­გი­ე­როდ, "აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში" "დი­ლის ტალ­ღის" რუბ­რი­კას - "ბა­თუ­მუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი" ვუ­ძღვე­ბი, სა­დაც ცნო­ბი­ლი თუ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ბა­თუმ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს გვიყ­ვე­ბი­ან. რუბ­რი­კის ხან­გრძლი­ვო­ბა მხო­ლოდ 2-3 წუ­თია და სულ და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის გრძნო­ბა მე­უფ­ლე­ბა. მინ­და, რეს­პონ­დენტს დიდ­ხანს ვე­სა­უბ­რო, მაგ­რამ ამ ტო­ტა­ლუ­რი უმუ­შევ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში, ჩემ­თვის ეს სამ­სა­ხუ­რი მის­წრე­ბაა და მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ იმის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცეს, რა­საც ვა­კე­თებ. მე კი­დევ არა მი­შავს - სამ­სა­ხუ­რი და "ორი კა­პი­კი" მაქვს, ბევ­რი დარ­ჩა უმუ­შე­ვა­რი. ზოგს მთავ­რო­ბის შეც­ვლა კარ­გად შე­ე­ხო, ზოგს - ცუ­დად; ის, ვინც მღე­რო­და, ვე­ღარ მღე­რის ან პი­რი­ქით - ზოგი ახლა ამ­ღერ­და... იმის ფონ­ზე, რა გა­და­ცე­მე­ბიც დღეს ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში გვაქვს, ვფიქ­რობ, "მზე­სუმ­ზი­რებ­საც" ჰქონ­და არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, მას მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავ­და და რე­ი­ტინ­გიც ჰქონ­და. რა­ტომ დავ­რჩით უმუ­შევ­რე­ბი? ვინ გამ­ცემს ამ კი­თხვა­ზე პა­სუხს? ამ ქვე­ყა­ნა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის შეგ­რძნე­ბა არ არ­სე­ბობს: ყო­ველ წუთს შე­იძ­ლე­ბა და­კარ­გო სა­არ­სე­ბო წყა­რო. ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე ამ ყვე­ლაფ­რით!

- რო­მე­ლი­მე სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მის­ვლა არ გიც­დია?

- არას­დროს, არა­ვის­თვის არა­ფე­რი მი­თხო­ვია. "აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ის" მთა­ვარ­მა პრო­დი­უ­სერ­მა - ზვი­ად ცი­რა­ბი­ძემ კე­თი­ლი ნება გა­მო­ი­ჩი­ნა და სა­მუ­შაო შე­მომ­თა­ვა­ზა, გა­და­მარ­ჩი­ნა. შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! ერთ-ერთი რე­ი­ტინ­გუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ი­და­ნაც მაქვს. ისი­ნი ახა­ლი სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბას აპი­რე­ბენ და ჩემი ბედი ჩა­ნა­სახ­ში­ვე გა­და­წყვე­ტი­ლი იყო - ერთ-ერთ მთა­ვარ როლ­ში ვიქ­ნე­ბი. მი­ხა­რია, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ჩემი პრო­ფე­სი­ით ვი­მუ­შა­ვებ. გარ­და ამი­სა, ივ­ნის­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ-რუ­სულ სე­რი­ალ­ზე და­ვი­წყებთ მუ­შა­ო­ბას, რო­მელ­საც გია კი­ტია და ოთარ შა­მა­თა­ვა იღე­ბენ. მე "ხუ­ლი­გან­კას" როლი მექ­ნე­ბა; ჩემი გმი­რი ისე­თი ნა­გი­ჟა­რია, რომ ბო­ლოს კლა­ვენ. მა­გა­რი რო­ლია და სე­რი­ა­ლის და­წყე­ბას ინ­ტე­რე­სით ვე­ლო­დე­ბი.

- სა­ზა­ფხუ­ლოდ, გარ­დე­რო­ბი თუ გა­ნა­ახ­ლე? ვიცი, რომ შო­პინ­გის მოყ­ვა­რუ­ლი ხარ.

- მე ვარ ადა­მი­ა­ნი, ვი­საც შო­პინ­გი და კარ­გად ჩაც­მა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. ამით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ანუ შო­პო­გო­ლი­კი ვარ (იცი­ნის). შე­საძ­ლოა, მში­ე­რი დავ­რჩე და მა­ინც ვი­ყი­დო ის, რაც მო­მე­წო­ნე­ბა - ეს კარგ ხა­სი­ათ­ზე მა­ყე­ნებს. უკვე იმ­დე­ნი ტან­საც­მე­ლი მაქვს, რომ გა­დავ­წყვი­ტე, ამ ზა­ფხულს აღა­რა­ფე­რი შე­ვი­ძი­ნო.

- რო­გო­რია შენი ჩაც­მის სტი­ლი?

- ბევ­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ სპორ­ტულ-აკა­დე­მი­უ­რი სტი­ლი მაქვს. ჯინ­სი, კედი ძა­ლი­ან მომ­წონს. ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, - გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად იც­ვა­მო. აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­დან ძა­ლი­ან მომ­წონს სა­ა­თი, ქა­მა­რი, სათ­ვა­ლე, სა­ყუ­რე... მად­ლო­ბე­ლი ვარ "მზე­სუმ­ზი­რის" პრო­დი­უ­სე­რე­ბის, რომ­ლე­ბიც ეთერ­ში სპორ­ტუ­ლი ტან­საც­მლი­თა და კე­დით არ მა­ჭა­ჭა­ნებ­დნენ; მკაცრ "დრეს­კოდს" ვი­ცავ­დი, ნაზი და ქა­ლუ­რი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ზოგ­ჯერ, როცა ლა­პა­რა­კი­სას ექ­სტაზ­ში შევ­დი­ო­დი, ემო­ცი­უ­რად და ხე­ლე­ბით ვი­წყებ­დი სა­უ­ბარს, ყურ­ში პრო­დი­უ­სე­რის ხმა მეს­მო­და: - "მაკა, და­ნაზ­დი, ხე­ლე­ბი და­უშ­ვი, და­წყნარ­დი!" გარ­და იმი­სა, რომ ყო­ველ­თვის მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი და კაბა უნდა მცმო­და, მა­ნე­რე­ბი­თაც ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ემო­ცი­ე­ბის მარ­თვა მას­წავ­ლეს. ვა­მა­ყობ, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტი­ლი მაქვს. შე­საძ­ლოა, ჩემი ასა­კის­თვის რა­ღა­ცე­ბი შე­უ­ფე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ჯერ­ჯე­რო­ბით კარგ ფორ­მა­ში ვარ და შე­მიძ­ლია, თავს მოკ­ლე შორ­ტე­ბი­სა და კა­ბე­ბის ჩაც­მის უფ­ლე­ბა მივ­ცე. ძა­ლი­ან მომ­წონს კოკო შა­ნე­ლის სტი­ლი. ბოლო დროს მივ­ხვდი, რომ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ფერი, მა­ინც შა­ვია... წლე­ბის წინ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და, მერე კი, კარ­გი სამ­სა­ხუ­რის წყა­ლო­ბით, სურ­ვი­ლე­ბის ხორ­ცშეს­ხმას ვა­ხერ­ხებ­დი და ისე­თი გავ­ხდი, რო­გო­რიც ყო­ველ­თვის მინ­დო­და რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ფული მა­გა­რი რამ არის და ღმერ­თმა ყვე­ლას მის­ცეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სურ­ვი­ლე­ბი და­იკ­მა­ყო­ფი­ლონ.

- თა­ვის მოვ­ლას ბევრ დროს უთ­მობ?

- გა­რუ­ჯვა და სა­ლო­ნებ­ში სი­ა­რუ­ლი მიყ­ვარს. კოს­მე­ტო­ლო­გი­ურ პრო­ცე­დუ­რებს ჯერ­ჯე­რო­ბით, არ ვი­ტა­რებ, მაგ­რამ მა­გა­რი კოს­მე­ტო­ლო­გი მყავს - დაშა ტა­კი­ძე, რო­მელ­თა­ნაც ტუჩი "გა­ვი­კე­თე" და ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. მოვ­ლი­ლი თმა, რუჯი და "შა­ლუ­რი" ჩაც­მა - ეს არის მთა­ვა­რი სა­ი­მი­სოდ, რომ ამა­ყი, თა­ვა­წე­უ­ლი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვიყო. ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან ცოტა რამ მყოფ­ნის (იცი­ნის). რაც მთა­ვა­რია, გა­და­სა­რე­ვი შვი­ლი მყავს - ჩემი თი­ნა­ნო, რო­მე­ლიც ექ­ვსი წლი­საა, პირ­ველ კლას­შია. ცხოვ­რე­ბას მი­ლა­მა­ზე­ბენ საყ­ვა­რე­ლი მე­გობ­რე­ბი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც თით­ქმის ყო­ველ­დღე ვხვდე­ბი.

- კარ­გი ტატუ გაქვს - პა­ტა­რა ვარ­სკვლა­ვი.

- ჰო, ვარ­სკვლა­ვე­ბი ხელ­ზე და მუ­ცელ­თან ამო­ვის­ვი­რინ­გე. მხარ­ზე დრა­კო­ნის ტატუ მქონ­და, მერე პეპ­ლად გა­და­ვა­კე­თეთ და ახლა არც ერთს ჰგავს, არც - მე­ო­რეს. მო­შო­რე­ბა მინ­და და ვი­საც ამის გა­კე­თე­ბა ნამ­დვი­ლად შე­უძ­ლია, ძა­ლი­ან ვთხოვ, გა­მო­მეხ­მა­უ­როს...

- ეს ტატუ თა­ვის დრო­ზე რა­ტომ გა­ი­კე­თე?

- ფილ­მის­თვის მჭირ­დე­ბო­და და ტა­ტუს ოს­ტატ­მა მო­მა­ტყუა, - სამ­თვი­ა­ნი­აო. ის ტიპი სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ ცხოვ­რობს, ამე­რი­კა­შია გა­დახ­ვე­წი­ლი და ურ­ჩევ­ნია, აქ არც ჩა­მო­ვი­დეს, არ და­მე­ნახ­ვოს!

- სო­ლა­რი­უმ­ში ხში­რად და­დი­ხარ?

- ისე­დაც მუქი კანი მაქვს და ხში­რად არ დავ­დი­ვარ, დო­ზი­რე­ბუ­ლად ვირუ­ჯე­ბი.

- თბი­ლი­სის აუ­ზებს თუ სტუმ­რობ?

- რა თქმა უნდა, ჩემი საყ­ვა­რე­ლი აუზი უკვე გა­იხ­სნა - "ივენ­თი­ზეც" ვი­ყა­ვი და მაგ­რა­დაც "ვიგ­რი­ა­ლე". სა­ერ­თოდ, გარ­თო­ბა მიყ­ვარს, კლუ­ბებ­შიც ხში­რად დავ­დი­ვარ. იქა­უ­რი სი­ტუ­ა­ცია მომ­წონს, რად­გან ბევრ ნაც­ნობ­სა და მე­გო­ბარს ვხვდე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ ერთ-ერთ კლუბ­ში, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი ბარ­მე­ნის ტრი­უ­კებს; პი­რი­დან ცე­ცხლი რომ გა­მო­უშ­ვა, მე წა­მე­კი­და და უცებ ყვე­ლა­ფე­რი "გა­ი­თი­შა", ტან­საც­მლი­ა­ნად, თავ-პი­რი­ან-თმი­ა­ნად და­ვიწ­ვი! მერე დაც­ვა მომ­ვარ­და, "მაქ­რობ­დნენ" და იქი­დან მა­გა­რი "ნა­ცე­მი" გა­მო­ვე­დი.

როცა ცუ­დად ვარ, ძა­ლი­ან ბევ­რს ვცეკ­ვავ. ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი კლუბ­ში "ზმა­ნის" "გა­სა­მა­რი­ა­ჟებ­ლად", სა­ჭო­რა­ოდ და­დის. ტი­პე­ბი სხე­დან, არ ცეკ­ვა­ვენ და აკ­რი­ტი­კე­ბენ, სხვე­ბი რო­გორ ერ­თო­ბი­ან; ადა­მი­ა­ნი რომ მღე­რის, ტაშ­საც არ უკ­რა­ვენ. მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, კომ­პლექ­სე­ბი არ მა­წუ­ხებს და იმის­თვის, რომ გა­ვერ­თო, არც ალ­კოჰო­ლი მჭირ­დე­ბა. კლუბ­ში ყოფ­ნი­სას შე­უ­ჩე­რებ­ლად ვცეკ­ვავ, ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი და ამით უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ. ამ დროს ზოგ-ზო­გი­ერ­თებს მთვრა­ლი ან რა­ი­მეს ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ვგო­ნი­ვარ იმი­ტომ, რომ ვერ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, ადა­მი­ა­ნი ალ­კოჰო­ლის გა­რე­შე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ასე კარ­გად გა­ერ­თოს. კლუბ­ში სპორ­ტუ­ლი "ზმა­ნე­ბით" მივ­დი­ვარ - კედი, შარ­ვა­ლი, ფარ­თხუ­ნა მა­ი­სუ­რით. როცა ცეკ­ვით გულს ვი­ჯე­რებ, ყვე­ლას მად­ლო­ბას ვუხ­დი, შინ მოვ­დი­ვარ, "და­ვეგ­დე­ბი" და ვი­ძი­ნებ.

- კლუბ­ში სპორ­ტუ­ლი ტან­საც­მლის გამო "ფე­ის­კონ­ტრო­ლის­გან" პრობ­ლე­მა არ გექ­მნე­ბა?

- რო­გორ არა! რა­ღაც პე­რი­ო­დი "ფე­ის­კონ­ტრო­ლი" არ­სად მიშ­ვებ­და, მერე ავ­დე­ქი და ისე ჩა­ვიც­ვი, რო­გორც ამას წესი მო­ი­თხოვ­და, მაგ­რამ მა­ინც არ შე­მიშ­ვეს. მი­ზე­ზი რომ ვი­კი­თხე, მი­პა­სუ­ხეს: - არ "ევა­სე­ბი" "ფე­ის­კონ­ტროლს" და არ შე­გიშ­ვებ­თო. დაც­ვას მაგ­რად ვე­ჩხუ­ბე და შე­უ­რა­ცხყო­ფაც მი­ვა­ყე­ნე, მაგ­რამ ბო­ლოს ისე მოხ­და, რომ დავ­მე­გობ­რდით.

- მა­მა­კაც­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას პირ­ველ რიგ­ში, რას აქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას? რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მო­გე­წო­ნოს?

- რთუ­ლი შე­კი­თხვა და­მის­ვი... ბევ­რნა­ი­რი მა­მა­კა­ცი შე­იძ­ლე­ბა მო­მე­წო­ნოს, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ის მი­იქ­ცევს, ვი­საც ნამ­დვი­ლად ვეყ­ვა­რე­ბი, ვინც "და­მა­მუ­ღა­მებს" და მიხ­ვდე­ბა, რო­გო­რი ვარ სი­ნამ­დვი­ლე­ში. და­ნარ­ჩენს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მთა­ვა­რია, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყოს, რომ ჩემ­თან ყოფ­ნა უნდა და მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა, და­ბა­ლი, შავგვრე­მა­ნი, მე­ლო­ტი თუ მსუ­ქა­ნი, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?

- რო­მან­ტი­კუ­ლი ხა­სი­ა­თი თუ გაქვს?

- მაქვს, რო­გორ არ მაქვს, ოღონდ - დო­ზი­რე­ბუ­ლად.

- მოგ­წონს თუ არა, როცა მა­მა­კა­ცი შენ გამო რა­ი­მე სი­გი­ჟეს სჩა­დის?

- იმა­ზე დიდი სი­გი­ჟე რა უნდა იყოს, მაკა შა­ლი­კაშ­ვილ­თან რომ გა­და­წყვეტს ურ­თი­ერ­თო­ბას (იცი­ნის)?!

- სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის მარ­თვას თუ ცდი­ლობ?

- ჩემი მე­გობ­რე­ბი ცდი­ლო­ბენ ამა­ში და­მეხ­მა­რონ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ჩემი ჯაჯო - გია ჯა­ჯა­ნი­ძე მეხ­მა­რე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნი უზო­მოდ მიყ­ვარს, ბევრ კარგ რჩე­ვას მაძ­ლევს და "მა­ლა­გებს" ხოლ­მე.

- ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გყავს?

- ზო­გა­დად, ბევ­რნი არი­ან და ღმერ­თმა მიმ­რავ­ლოს მათი თავი. ისი­ნი თა­ვი­ან­თი ყუ­რა­დღე­ბი­თა და ტკბი­ლი სი­ტყვით მა­ნე­ბივ­რე­ბენ ხოლ­მე და ადა­მი­ანს მეტი რა უნდა? მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბის სტი­მულს მაძ­ლევს.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მაკა შალიკაშვილი - ღმერთმა მიმრავლოს თაყვანისმცემლები

მაკა შალიკაშვილი - ღმერთმა მიმრავლოს თაყვანისმცემლები

"მზესუმზირების" დახურვის შემდეგ მსახიობი მაკა შალიკაშვილი ტელეკომპანიიდან - "მზე" წამოვიდა და სხვა ტელევიზიაში განაგრძნო მუშაობა. ამბობს, რომ აპოლიტიკურობის მიუხედავად, საქართველოში მიმდინარე ცვლილებებს, უმოქმედობას უარყოფითად აფასებს. მაკა ჩაცმისა და ცხოვრების სტილზე, გემოვნებასა და პირად ურთიერთობებზე გვესაუბრება...

- სამწუხაროდ, ამ წუთისთვის მხოლოდ ერთ სპექტაკლში ვმონაწილეობ. სამაგიეროდ, "აჭარის ტელევიზიაში" "დილის ტალღის" რუბრიკას - "ბათუმური ისტორიები" ვუძღვები, სადაც ცნობილი თუ უცნობი ადამიანები ბათუმთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებს გვიყვებიან. რუბრიკის ხანგრძლივობა მხოლოდ 2-3 წუთია და სულ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მეუფლება. მინდა, რესპონდენტს დიდხანს ვესაუბრო, მაგრამ ამ ტოტალური უმუშევრობის პერიოდში, ჩემთვის ეს სამსახური მისწრებაა და მადლობელი ვარ, რომ იმის გაკეთების საშუალება მომცეს, რასაც ვაკეთებ. მე კიდევ არა მიშავს - სამსახური და "ორი კაპიკი" მაქვს, ბევრი დარჩა უმუშევარი. ზოგს მთავრობის შეცვლა კარგად შეეხო, ზოგს - ცუდად; ის, ვინც მღეროდა, ვეღარ მღერის ან პირიქით - ზოგი ახლა ამღერდა... იმის ფონზე, რა გადაცემებიც დღეს ქართულ ტელესივრცეში გვაქვს, ვფიქრობ, "მზესუმზირებსაც" ჰქონდა არსებობის უფლება. ბოლოს და ბოლოს, მას მაყურებელი ჰყავდა და რეიტინგიც ჰქონდა. რატომ დავრჩით უმუშევრები? ვინ გამცემს ამ კითხვაზე პასუხს? ამ ქვეყანაში სტაბილურობის შეგრძნება არ არსებობს: ყოველ წუთს შეიძლება დაკარგო საარსებო წყარო. ძალიან, ძალიან დავიღალე ამ ყველაფრით!

- რომელიმე სხვა ტელევიზიაში მისვლა არ გიცდია?

- არასდროს, არავისთვის არაფერი მითხოვია. "აჭარის ტელევიზიის" მთავარმა პროდიუსერმა - ზვიად ცირაბიძემ კეთილი ნება გამოიჩინა და სამუშაო შემომთავაზა, გადამარჩინა. შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ერთ-ერთი რეიტინგული ტელევიზიიდანაც მაქვს. ისინი ახალი სერიალის გადაღებას აპირებენ და ჩემი ბედი ჩანასახშივე გადაწყვეტილი იყო - ერთ-ერთ მთავარ როლში ვიქნები. მიხარია, რომ ტელევიზიაში ჩემი პროფესიით ვიმუშავებ. გარდა ამისა, ივნისში აზერბაიჯანულ-რუსულ სერიალზე დავიწყებთ მუშაობას, რომელსაც გია კიტია და ოთარ შამათავა იღებენ. მე "ხულიგანკას" როლი მექნება; ჩემი გმირი ისეთი ნაგიჟარია, რომ ბოლოს კლავენ. მაგარი როლია და სერიალის დაწყებას ინტერესით ველოდები.

- საზაფხულოდ, გარდერობი თუ განაახლე? ვიცი, რომ შოპინგის მოყვარული ხარ.

- მე ვარ ადამიანი, ვისაც შოპინგი და კარგად ჩაცმა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ამით დაავადებული ანუ შოპოგოლიკი ვარ (იცინის). შესაძლოა, მშიერი დავრჩე და მაინც ვიყიდო ის, რაც მომეწონება - ეს კარგ ხასიათზე მაყენებს. უკვე იმდენი ტანსაცმელი მაქვს, რომ გადავწყვიტე, ამ ზაფხულს აღარაფერი შევიძინო.

- როგორია შენი ჩაცმის სტილი?

- ბევრი აღნიშნავს, რომ სპორტულ-აკადემიური სტილი მაქვს. ჯინსი, კედი ძალიან მომწონს. ხშირად მეუბნებიან, - გემოვნებიანად იცვამო. აქსესუარებიდან ძალიან მომწონს საათი, ქამარი, სათვალე, საყურე... მადლობელი ვარ "მზესუმზირის" პროდიუსერების, რომლებიც ეთერში სპორტული ტანსაცმლითა და კედით არ მაჭაჭანებდნენ; მკაცრ "დრესკოდს" ვიცავდი, ნაზი და ქალური უნდა ვყოფილიყავი. ზოგჯერ, როცა ლაპარაკისას ექსტაზში შევდიოდი, ემოციურად და ხელებით ვიწყებდი საუბარს, ყურში პროდიუსერის ხმა მესმოდა: - "მაკა, დანაზდი, ხელები დაუშვი, დაწყნარდი!" გარდა იმისა, რომ ყოველთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და კაბა უნდა მცმოდა, მანერებითაც ძალიან დახვეწილი უნდა ვყოფილიყავი. ამ ადამიანებმა ემოციების მართვა მასწავლეს. ვამაყობ, რომ ინდივიდუალური სტილი მაქვს. შესაძლოა, ჩემი ასაკისთვის რაღაცები შეუფერებელია, მაგრამ ვფიქრობ, ჯერჯერობით კარგ ფორმაში ვარ და შემიძლია, თავს მოკლე შორტებისა და კაბების ჩაცმის უფლება მივცე. ძალიან მომწონს კოკო შანელის სტილი. ბოლო დროს მივხვდი, რომ ყველაზე მაგარი ფერი, მაინც შავია... წლების წინ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების საშუალება არ მქონდა, მერე კი, კარგი სამსახურის წყალობით, სურვილების ხორცშესხმას ვახერხებდი და ისეთი გავხდი, როგორიც ყოველთვის მინდოდა რომ ვყოფილიყავი. ფული მაგარი რამ არის და ღმერთმა ყველას მისცეს იმის საშუალება, რომ სურვილები დაიკმაყოფილონ.

- თავის მოვლას ბევრ დროს უთმობ?

- გარუჯვა და სალონებში სიარული მიყვარს. კოსმეტოლოგიურ პროცედურებს ჯერჯერობით, არ ვიტარებ, მაგრამ მაგარი კოსმეტოლოგი მყავს - დაშა ტაკიძე, რომელთანაც ტუჩი "გავიკეთე" და ძალიან ბუნებრივად გამოიყურება. მოვლილი თმა, რუჯი და "შალური" ჩაცმა - ეს არის მთავარი საიმისოდ, რომ ამაყი, თავაწეული და თავდაჯერებული ვიყო. ბედნიერებისთვის ძალიან ცოტა რამ მყოფნის (იცინის). რაც მთავარია, გადასარევი შვილი მყავს - ჩემი თინანო, რომელიც ექვსი წლისაა, პირველ კლასშია. ცხოვრებას მილამაზებენ საყვარელი მეგობრები და ის ადამიანები, რომლებსაც თითქმის ყოველდღე ვხვდები.

- კარგი ტატუ გაქვს - პატარა ვარსკვლავი.

- ჰო, ვარსკვლავები ხელზე და მუცელთან ამოვისვირინგე. მხარზე დრაკონის ტატუ მქონდა, მერე პეპლად გადავაკეთეთ და ახლა არც ერთს ჰგავს, არც - მეორეს. მოშორება მინდა და ვისაც ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია, ძალიან ვთხოვ, გამომეხმაუროს...

- ეს ტატუ თავის დროზე რატომ გაიკეთე?

- ფილმისთვის მჭირდებოდა და ტატუს ოსტატმა მომატყუა, - სამთვიანიაო. ის ტიპი საქართველოში აღარ ცხოვრობს, ამერიკაშია გადახვეწილი და ურჩევნია, აქ არც ჩამოვიდეს, არ დამენახვოს!

- სოლარიუმში ხშირად დადიხარ?

- ისედაც მუქი კანი მაქვს და ხშირად არ დავდივარ, დოზირებულად ვირუჯები.

- თბილისის აუზებს თუ სტუმრობ?

- რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი აუზი უკვე გაიხსნა - "ივენთიზეც" ვიყავი და მაგრადაც "ვიგრიალე". საერთოდ, გართობა მიყვარს, კლუბებშიც ხშირად დავდივარ. იქაური სიტუაცია მომწონს, რადგან ბევრ ნაცნობსა და მეგობარს ვხვდები. დაახლოებით ერთი თვის წინ ერთ-ერთ კლუბში, აღფრთოვანებული ვუყურებდი ბარმენის ტრიუკებს; პირიდან ცეცხლი რომ გამოუშვა, მე წამეკიდა და უცებ ყველაფერი "გაითიშა", ტანსაცმლიანად, თავ-პირიან-თმიანად დავიწვი! მერე დაცვა მომვარდა, "მაქრობდნენ" და იქიდან მაგარი "ნაცემი" გამოვედი.

როცა ცუდად ვარ, ძალიან ბევრს ვცეკვავ. ზოგიერთი ადამიანი კლუბში "ზმანის" "გასამარიაჟებლად", საჭორაოდ დადის. ტიპები სხედან, არ ცეკვავენ და აკრიტიკებენ, სხვები როგორ ერთობიან; ადამიანი რომ მღერის, ტაშსაც არ უკრავენ. მათგან განსხვავებით, კომპლექსები არ მაწუხებს და იმისთვის, რომ გავერთო, არც ალკოჰოლი მჭირდება. კლუბში ყოფნისას შეუჩერებლად ვცეკვავ, ბოლომდე ვიხარჯები და ამით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. ამ დროს ზოგ-ზოგიერთებს მთვრალი ან რაიმეს ზემოქმედების ქვეშ ვგონივარ იმიტომ, რომ ვერ წარმოუდგენიათ, ადამიანი ალკოჰოლის გარეშე როგორ შეიძლება, ასე კარგად გაერთოს. კლუბში სპორტული "ზმანებით" მივდივარ - კედი, შარვალი, ფართხუნა მაისურით. როცა ცეკვით გულს ვიჯერებ, ყველას მადლობას ვუხდი, შინ მოვდივარ, "დავეგდები" და ვიძინებ.

- კლუბში სპორტული ტანსაცმლის გამო "ფეისკონტროლისგან" პრობლემა არ გექმნება?

- როგორ არა! რაღაც პერიოდი "ფეისკონტროლი" არსად მიშვებდა, მერე ავდექი და ისე ჩავიცვი, როგორც ამას წესი მოითხოვდა, მაგრამ მაინც არ შემიშვეს. მიზეზი რომ ვიკითხე, მიპასუხეს: - არ "ევასები" "ფეისკონტროლს" და არ შეგიშვებთო. დაცვას მაგრად ვეჩხუბე და შეურაცხყოფაც მივაყენე, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა, რომ დავმეგობრდით.

- მამაკაცთან ურთიერთობისას პირველ რიგში, რას აქცევ ყურადღებას? როგორი ადამიანი შეიძლება მოგეწონოს?

- რთული შეკითხვა დამისვი... ბევრნაირი მამაკაცი შეიძლება მომეწონოს, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას ის მიიქცევს, ვისაც ნამდვილად ვეყვარები, ვინც "დამამუღამებს" და მიხვდება, როგორი ვარ სინამდვილეში. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, დარწმუნებული იყოს, რომ ჩემთან ყოფნა უნდა და მაღალი იქნება, დაბალი, შავგვრემანი, მელოტი თუ მსუქანი, რა მნიშვნელობა აქვს?

- რომანტიკული ხასიათი თუ გაქვს?

- მაქვს, როგორ არ მაქვს, ოღონდ - დოზირებულად.

- მოგწონს თუ არა, როცა მამაკაცი შენ გამო რაიმე სიგიჟეს სჩადის?

- იმაზე დიდი სიგიჟე რა უნდა იყოს, მაკა შალიკაშვილთან რომ გადაწყვეტს ურთიერთობას (იცინის)?!

- საკუთარი ემოციების მართვას თუ ცდილობ?

- ჩემი მეგობრები ცდილობენ ამაში დამეხმარონ, განსაკუთრებით კი ჩემი ჯაჯო - გია ჯაჯანიძე მეხმარება. ეს ადამიანი უზომოდ მიყვარს, ბევრ კარგ რჩევას მაძლევს და "მალაგებს" ხოლმე.

- ბევრი თაყვანისმცემელი გყავს?

- ზოგადად, ბევრნი არიან და ღმერთმა მიმრავლოს მათი თავი. ისინი თავიანთი ყურადღებითა და ტკბილი სიტყვით მანებივრებენ ხოლმე და ადამიანს მეტი რა უნდა? მათი დამოკიდებულება ცხოვრების სტიმულს მაძლევს.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები