Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინოს "შავი გედი" და 14 წელი პუანტებსა და აბრეშუმის "ლენტებთან" ერთად
ნინოს "შავი გედი" და 14 წელი პუანტებსა და აბრეშუმის "ლენტებთან" ერთად

სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი ბა­ლეტ­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით - "Riga Spring-2013" უკვე IX გა­ზა­ფხუ­ლია, რი­გის " Moscow house"-ში ტარ­დე­ბა და ერთ-ერთი პრეს­ტი­ჟუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გახ­ლავთ. ის ქარ­თვე­ლე­ბის­თვის წელ­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. თბი­ლი­სის ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებ­მა - ნინო სა­მა­დაშ­ვილ­მა და ერიკ ბუ­რომ რი­გი­დან თბი­ლის­ში ორი პირ­ვე­ლი პრე­მია (კლა­სი­კუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე ცეკ­ვის შეს­რუ­ლე­ბის­თვის) და სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი ჩა­მო­ი­ტა­ნეს... ნინო სა­მა­დაშ­ვილს, რო­მელ­ზეც შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვია, თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ შევ­ხვდი.

- ნინო "გე­დე­ბის ტბი­დან" შავი გე­დის გა­სა­ხი­ე­რე­ბა სა­ბა­ლე­ტო სამ­ყა­რო­ში პა­ტი­ვად მი­იჩ­ნე­ვა... არა­და, რო­გორც ვიცი, მხო­ლოდ 20 წლი­სა ხარ...

- დიახ, 20 წლი­სა ვარ და 14 წე­ლი­წა­დია, ვცეკ­ვავ.

- ცეკ­ვავ მსოფ­ლიო დო­ნის ბა­ლე­რი­ნას, ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის თე­ატ­რში...

- დიახ, გა­მი­მარ­თლა, რომ ასე მოხ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ყო­ვე­ლი სა­მუ­შაო დილა ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის გვერ­დით კლა­სი­კის რე­პე­ტი­ცი­ე­ბით და­ვი­წყო. ის ჩვენ­თან, დას­თან ერ­თად, ყო­ველ­დღი­უ­რად ვარ­ჯი­შობს. არ არის სა­ჭი­რო სად­მე წას­ვლა, უცხო ქვე­ყა­ნა­ში გა­და­კარ­გვა, დიდი ხე­ლოვ­ნის მო­სა­ძებ­ნად, ის აქ­ვეა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მის გვერ­დით ისე აღარ ვღე­ლავ, რო­გორც ეს სკო­ლა­ში ყოფ­ნის დროს მე­მარ­თე­ბო­და ანუ სუ­ლის შე­ხუთ­ვამ­დე აღარ ვნერ­ვი­უ­ლობ. ნინო ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ძა­ლი­ან უშუ­ა­ლოა, მაგ­რამ ის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მის გვერ­დით ყოფ­ნას მო­აქვს, არას­დროს მაძ­ლევს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

- შე­გიძ­ლია თქვა, რომ ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი შენი კო­ლე­გაა?

- არა, არა, ამას თა­მამ ფიქ­რშიც ვერ გავ­ბე­დავ. ის ძა­ლი­ან დი­დია!

- ერიკ­ზე რას გვე­ტყვი?

- ერიკ ბურო კა­ნა­დე­ლია, 24 წლის გახ­ლავთ. ჩვენს თე­ატ­რში ის ნი­ნოს სა­ხელ­მა მო­იყ­ვა­ნა. სხვა ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც (ინ­გლი­სი, ია­პო­ნია...) გვყავს ბა­ლე­რო­ნე­ბი, რაც ძა­ლი­ან კარ­გია იმი­ტომ, რომ ჩვენს თე­ატრს ბა­ლე­რო­ნე­ბის პრობ­ლე­მა აღარ აქვს... რი­გა­ში ერიკ­თან ერ­თად წას­ვლა ბოლო მო­მენ­ტში გა­და­წყდა, რად­გან ჩემ­მა პარტნი­ორ­მა ფეხი და­ი­ზი­ა­ნა და ცეკ­ვას ვერ შეძ­ლებ­და. ერი­კი კარ­გი ბი­ჭია. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იო­ლია. თან მშვე­ნივ­რად ცეკ­ვავს. შე­სა­ნიშ­ნა­ვი პარტნი­ო­რო­ბა გა­მი­წია, ეს შე­დეგ­მაც გვაჩ­ვე­ნა.

- ნინო, ბა­ლე­რი­ნო­ბა რო­დის და რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- 6 წლის ვი­ყა­ვი, როცა დე­დამ პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში ბა­ლე­ტის წრე­ზე მი­მიყ­ვა­ნა. ეს არ იყო ჩემი არ­ჩე­ვა­ნი, მაგ­რამ სი­ხა­რუ­ლით წავ­ყე­ვი, რად­გან ცეკ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. დე­დამ ალ­ბათ ჩემი აღ­ნა­გო­ბი­სა და ცეკ­ვის დიდი სიყ­ვა­რუ­ლის გამო მი­ი­ღო ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სა­სახ­ლე­ში ოთხი წელი გა­ვა­ტა­რე, სა­დაც შე­მიყ­ვარ­და სცე­ნაც, პუ­ან­ტე­ბიც და აბ­რე­შუ­მის "ლენ­ტე­ბიც"... იქვე გა­და­წყდა, რომ ბა­ლეტს აღა­რა­სო­დეს ვუ­ღა­ლა­ტებ­დი. 10 წლი­სამ სწავ­ლა ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­ვაგ­რძე­ლე. პირ­ვე­ლი გას­ტრო­ლი იტა­ლი­ა­ში, სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მქონ­და. მა­შინ ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­მა თა­ვის დას­თან ერ­თად მეც წა­მიყ­ვა­ნა. იქ გა­ვი­გე, რის­თვის სწი­რავს მო­ცეკ­ვა­ვე პი­რად ცხოვ­რე­ბას, ამას­თან, ყვე­ლა სხვა ადა­მი­ა­ნურ სურ­ვილს ბა­ლეტს და რომ ბა­ლე­რი­ნას შრო­მის ლო­გი­კუ­რი შე­დე­გი მა­ყუ­რებ­ლის ოვა­ცი­აა... ოვა­ცი­ებს ნი­ნოს უმარ­თავ­დნენ, მე კი ჩვენს დას­თან ერ­თად, სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი და მაჟ­რი­ა­ლებ­და...

- 18 წლი­სა ჩვე­ნი ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი გახ­დი... გა­მო­დის, რომ თი­ნე­ი­ჯე­რო­ბა სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბაზ­ში გა­ა­ტა­რე...

- დიახ, სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბაზ­ში გა­ვა­ტა­რე იმის­თვის, რომ შემ­დეგ სცე­ნა­ზე მე­ცეკ­ვა. ბა­ლე­რი­ნას შრო­მა არას­დროს იწყე­ბა და მთავ­რდე­ბა, ეს მუდ­მი­ვი დახ­ვე­წის, ძი­ე­ბის პრო­ცე­სია და ამას სხვაგ­ვა­რად ვერ შეძ­ლებ, თუ შენს საქ­მე­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ხარ. სწო­რედ ეს სიყ­ვა­რუ­ლი გა­ი­ძუ­ლებს, უარი თქვა მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბარ­ში წას­ვლა­ზე, და­ი­ძი­ნო თა­ვის დრო­ზე, გა­იღ­ვი­ძო ად­რი­ა­ნად, მი­ირ­თვა ის საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც სუ­ლაც არ გიყ­ვარს, მაგ­რამ ძა­ლას გმა­ტებს; მო­იკ­ლო ბევ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი ცდუ­ნე­ბა... არ იფიქ­როთ, რომ ახლა ვწუ­წუ­ნებ იმი­ტომ, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ბო­ლოს ის ერთი დღე გა­და­წო­ნის ხოლ­მე, რო­დე­საც სა­კუ­თარ ნაშ­რომს მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე გა­მო­ი­ტან. ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდა იმ­დე­ნად ხელ­შე­სა­ხე­ბია, რომ მის ფონ­ზე სხვა ყვე­ლა­ფე­რი ფერ­მკრთალ­დე­ბა... რა მო­სა­ტა­ნია, მაგ­რამ ხინ­კალ­სა და ცხელ ხა­ჭა­პურ­ზე გა­მუდ­მე­ბით უარს ამ­ბობ, კი­ნო­ში გო­გო­ნებ­თან ერ­თად სი­ა­რუ­ლი, ჭო­რა­ო­ბა, სი­ცი­ლი ან ამ­ხა­ნა­გის და­ბა­დე­ბის დღე­ზე წას­ვლა...

- მე­ო­რე წე­ლი­წა­დია, დას­ში ცეკ­ვავ და რო­ლე­ბიც საკ­მა­ოდ და­აგ­რო­ვე. "გე­დე­ბის ტბამ­დე" რა იყო?

- თე­ატ­რში ჩემი პირ­ვე­ლი სოლო პარ­ტია "დონ კი­ხოტ­ში" ვა­რი­ა­ცია იყო და ნელ-ნელა მო­მე­მა­ტა რო­ლე­ბი - იურა პო­სო­ხო­ვის ორ დად­გმა­ში სოლო პარ­ტი­ე­ბი შე­ვას­რუ­ლე. ერთი დად­გმა "ანა­რეკ­ლი" გახ­ლავთ და მე­ო­რე "სა­გა­ლო­ბე­ლი" მე­ო­რე რი­გის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ცეკ­ვა­ში. ამის გარ­და ვი­ცეკ­ვე: რატ­მანსკის ბი­ზეს ვა­რი­ა­ცი­ებ­ში, "მაკ­ნა­ტუ­ნა­ში", "ჟი­ზე­ლის" "ვი­ლი­სებ­ში", გოგი ალექ­სი­ძის "ფრთებ­ში", ეშ­ტო­ნის "დღე­სას­წა­ულ­ში", საშა ევ­თი­მო­ვას "სა­ი­დუმ­ლო ბაღ­ში". ამ რო­ლებს კი მოჰ­ყვა "გე­დე­ბის ტბა" და მი­ხა­რია, რომ მან წარ­მა­ტე­ბა მო­მი­ტა­ნა. პა დე დეს შეს­რუ­ლე­ბა რთუ­ლი ილე­თია ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. მას­ში ემო­ცი­უ­რი და ტექ­ნი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი ერ­თად არის თავ­მოყ­რი­ლი. გარ­და იმი­სა, რომ კლა­სი­კურ ჩარ­ჩოს უნდა მო­ერ­გო, შენი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც უნდა შე­მა­ტო.

- და იმის­თვის, რომ ეს გა­მო­ვი­დეს, დღე­ში რამ­დე­ნი სა­ა­თი უნდა იმუ­შაო?

- რაც თე­ატ­რში მი­ვე­დი, დი­ლის 11-დან სა­ღა­მოს 8-9 სა­ა­თამ­დე დარ­ბაზ­ში ვარ.

- ალ­ბათ უკვე გაქვს რჩე­უ­ლი დღე­ე­ბი, რო­მე­ლიც შენს სა­ბა­ლე­ტო კა­რი­ე­რას უკავ­შირ­დე­ბა.

- ჩემი კა­რი­ე­რი­დან უკვე მაქვს თვე და სამი დღე, რო­მე­ლიც თერ­თმეტ წარ­მოდ­გე­ნა­სა და ერთ სოლო კონ­ცერტს მო­ი­ცავს, რო­მელ­საც რო­გორც დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას ისე ვიხ­სე­ნებ... ახლა ია­პო­ნურ გას­ტრო­ლებ­ზე მო­გახ­სე­ნებთ: შარ­შან ზა­ფხულს, ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­მა ია­პო­ნე­ლებს ტო­კი­ო­ში თა­ვი­სი გა­სა­ო­ცა­რი "გე­დე­ბის ტბა" ჩა­უ­ტა­ნა... ია­პო­ნი­ამ ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ეს ხალ­ხის, გა­რე­მოს, ქვეყ­ნის, მათი კულ­ტუ­რი­სა და ნი­ნოს ერ­თობ­ლი­ვი დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო. იმ­დე­ნი სი­ახ­ლით, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით, უცხო ქვეყ­ნის კულ­ტუ­რით, მათი ჩვე­ვე­ბი­თა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და გაბ­რუ­ე­ბუ­ლი აღ­მოვ­ჩნდი. ია­პო­ნე­ლე­ბი სამი სა­ა­თი იც­დიდ­ნენ, რომ ნინო კი­დევ ერთხელ და­ე­ნა­ხათ წარ­მოდ­გე­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, - ორი წუ­თით მა­ინც, სა­ნამ თე­ატ­რი­დან გა­მო­ვი­დო­და და მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­დე­ბო­და. არც ასე­თი ხან­გრძლი­ვი ტაში მი­ნა­ხავს სად­მე და არც იმ­დე­ნი ცრემ­ლი...

- არც ისე­თი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ბი­ლე­თე­ბი, არა?

- დიახ, ბი­ლე­თე­ბი მარ­თლაც ძვი­რი ღირ­და. ფასი 100 ევ­რო­დან იწყე­ბო­და, მაგ­რამ დარ­ბაზ­ში ერთი ად­გი­ლიც არ იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი. ჩვენ­თან ბი­ლე­თის ფასი 5 ლა­რით იწყე­ბა და თუ სპექ­ტაკ­ლი ძა­ლი­ან გა­პი­ა­რე­ბუ­ლი არ არის, მა­ყუ­რე­ბე­ლი დარ­ბაზ­ში თით­ქმის არ არის. იმას არ ვამ­ბობ, რომ ნინო ცა­რი­ელ დარ­ბაზ­ში ცეკ­ვავს, მა­ყუ­რე­ბე­ლი ყო­ველ­თვის ჰყავს, მაგ­რამ იმ­დე­ნი არა, რა­საც იმ­სა­ხუ­რებს... იცით, ნი­ნოს არ სჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ტაში, რომ გა­ი­გოს, რას წარ­მო­ად­გენს. მგო­ნია, რომ თუკი ჩვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი ხე­ლი­დან უშ­ვებს ასეთ ხელ­მი­საწ­ვდომ ბედ­ნი­ე­რე­ბას, ამით მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს იზა­რა­ლებს...

- ნინო, შე­იძ­ლე­ბა, პი­რად სა­კი­თხებ­ზე ვი­სა­უბ­როთ?

- თუ ვინ­მეს აინ­ტე­რე­სებს, კი ბა­ტო­ნო...

- ასეთ ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას, ასე­თი დიდი მიზ­ნე­ბი რომ გაქვს, თუ გი­ოც­ნე­ბია იმა­ზე, რა­ზეც შენი კბი­ლა გო­გო­ნე­ბი ოც­ნე­ბო­ბენ - მა­გა­ლი­თად, პრინცზე, რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან?

- დიახ, მეც ვოც­ნე­ბობ­დი. ახლა აღარ ვოც­ნე­ბობ იმი­ტომ, რომ უკვე სამი წე­ლი­წა­დია, ვი­პო­ვე, თუ თა­ვად მი­პო­ვა... ახლა იმა­ზე ვოც­ნე­ბობ, რომ დრო ვი­პო­ვო მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის. ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა... თა­ვა­დაც ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ ით­ვა­ლის­წი­ნებს ჩემს და­ძა­ბულ გრა­ფიკს... ზოგ­ჯერ დღე ისე გა­ივ­ლის ხოლ­მე, რომ მხო­ლოდ ორი წა­მით თუ ვა­ხერ­ხებ რე­პე­ტი­ცი­ი­დან და­ვე­ლა­პა­რა­კო... სა­ღა­მოს კი ისე­თი დაღ­ლი­ლი ვარ, ჩემ­თან არის, მაგ­რამ ვხვდე­ბი, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ვი­ძი­ნო, დი­ლით რომ ძალა მქონ­დეს... კარ­გი გან­ცდაა, - ყვე­ლა ჩემი პრობ­ლე­მა, სურ­ვი­ლი, ოც­ნე­ბა მი­სი­ცაა... გა­მი­მარ­თლა, თემო სა­ჯა­ი­ას რომ შევ­ხვდი.

- რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლია...

- ესეც მა­ხა­რებს, რომ ის პო­პუ­ლა­რუ­ლია, ნი­ჭი­ე­რი და ასე­თი ერ­თგუ­ლი. დედა და თემო რომ არ იყ­ვნენ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, არ ვიცი, ამ­დენ ძა­ლას სად ვი­პო­ვი­დი?

- წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ მშვე­ნი­ე­რე­ბის გზა­ზე და იმე­დი მაქვს, შენი უფრო დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბის მე­მა­ტი­ა­ნეც გავ­ხდე­ბი.

დეა ცუც­ქი­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ნინოს "შავი გედი" და 14 წელი პუანტებსა და აბრეშუმის "ლენტებთან" ერთად

ნინოს "შავი გედი" და 14 წელი პუანტებსა და აბრეშუმის "ლენტებთან" ერთად

საერთაშორისო კონკურსი ბალეტში, სახელწოდებით - "Riga Spring-2013" უკვე IX გაზაფხულია, რიგის " Moscow house"-ში ტარდება და ერთ-ერთი პრესტიჟული ღონისძიება გახლავთ. ის ქართველებისთვის წელსაც წარმატებული აღმოჩნდა. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მსახიობებმა - ნინო სამადაშვილმა და ერიკ ბურომ რიგიდან თბილისში ორი პირველი პრემია (კლასიკური და თანამედროვე ცეკვის შესრულებისთვის) და სპეციალური პრიზი ჩამოიტანეს... ნინო სამადაშვილს, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამომავალი ვარსკვლავია, თბილისში დაბრუნების შემდეგ შევხვდი.

- ნინო "გედების ტბიდან" შავი გედის გასახიერება საბალეტო სამყაროში პატივად მიიჩნევა... არადა, როგორც ვიცი, მხოლოდ 20 წლისა ხარ...

- დიახ, 20 წლისა ვარ და 14 წელიწადია, ვცეკვავ.

- ცეკვავ მსოფლიო დონის ბალერინას, ნინო ანანიაშვილის თეატრში...

- დიახ, გამიმართლა, რომ ასე მოხდა. წარმოიდგინეთ, მაქვს შესაძლებლობა, ყოველი სამუშაო დილა ნინო ანანიაშვილის გვერდით კლასიკის რეპეტიციებით დავიწყო. ის ჩვენთან, დასთან ერთად, ყოველდღიურად ვარჯიშობს. არ არის საჭირო სადმე წასვლა, უცხო ქვეყანაში გადაკარგვა, დიდი ხელოვნის მოსაძებნად, ის აქვეა. სიმართლე გითხრათ, მის გვერდით ისე აღარ ვღელავ, როგორც ეს სკოლაში ყოფნის დროს მემართებოდა ანუ სულის შეხუთვამდე აღარ ვნერვიულობ. ნინო ჩვენთან ურთიერთობისას ძალიან უშუალოა, მაგრამ ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მის გვერდით ყოფნას მოაქვს, არასდროს მაძლევს მოდუნების საშუალებას.

- შეგიძლია თქვა, რომ ნინო ანანიაშვილი შენი კოლეგაა?

- არა, არა, ამას თამამ ფიქრშიც ვერ გავბედავ. ის ძალიან დიდია!

- ერიკზე რას გვეტყვი?

- ერიკ ბურო კანადელია, 24 წლის გახლავთ. ჩვენს თეატრში ის ნინოს სახელმა მოიყვანა. სხვა ქვეყნებიდანაც (ინგლისი, იაპონია...) გვყავს ბალერონები, რაც ძალიან კარგია იმიტომ, რომ ჩვენს თეატრს ბალერონების პრობლემა აღარ აქვს... რიგაში ერიკთან ერთად წასვლა ბოლო მომენტში გადაწყდა, რადგან ჩემმა პარტნიორმა ფეხი დაიზიანა და ცეკვას ვერ შეძლებდა. ერიკი კარგი ბიჭია. მასთან ურთიერთობა იოლია. თან მშვენივრად ცეკვავს. შესანიშნავი პარტნიორობა გამიწია, ეს შედეგმაც გვაჩვენა.

- ნინო, ბალერინობა როდის და რატომ გადაწყვიტე?

- 6 წლის ვიყავი, როცა დედამ პიონერთა სასახლეში ბალეტის წრეზე მიმიყვანა. ეს არ იყო ჩემი არჩევანი, მაგრამ სიხარულით წავყევი, რადგან ცეკვა ძალიან მიყვარდა. დედამ ალბათ ჩემი აღნაგობისა და ცეკვის დიდი სიყვარულის გამო მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. სასახლეში ოთხი წელი გავატარე, სადაც შემიყვარდა სცენაც, პუანტებიც და აბრეშუმის "ლენტებიც"... იქვე გადაწყდა, რომ ბალეტს აღარასოდეს ვუღალატებდი. 10 წლისამ სწავლა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გავაგრძელე. პირველი გასტროლი იტალიაში, სწავლის პერიოდში მქონდა. მაშინ ნინო ანანიაშვილმა თავის დასთან ერთად მეც წამიყვანა. იქ გავიგე, რისთვის სწირავს მოცეკვავე პირად ცხოვრებას, ამასთან, ყველა სხვა ადამიანურ სურვილს ბალეტს და რომ ბალერინას შრომის ლოგიკური შედეგი მაყურებლის ოვაციაა... ოვაციებს ნინოს უმართავდნენ, მე კი ჩვენს დასთან ერთად, სცენაზე ვიდექი და მაჟრიალებდა...

- 18 წლისა ჩვენი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მსახიობი გახდი... გამოდის, რომ თინეიჯერობა სარეპეტიციო დარბაზში გაატარე...

- დიახ, სარეპეტიციო დარბაზში გავატარე იმისთვის, რომ შემდეგ სცენაზე მეცეკვა. ბალერინას შრომა არასდროს იწყება და მთავრდება, ეს მუდმივი დახვეწის, ძიების პროცესია და ამას სხვაგვარად ვერ შეძლებ, თუ შენს საქმეზე შეყვარებული არ ხარ. სწორედ ეს სიყვარული გაიძულებს, უარი თქვა მეგობრებთან ერთად ბარში წასვლაზე, დაიძინო თავის დროზე, გაიღვიძო ადრიანად, მიირთვა ის საკვები, რომელიც სულაც არ გიყვარს, მაგრამ ძალას გმატებს; მოიკლო ბევრი ადამიანური ცდუნება... არ იფიქროთ, რომ ახლა ვწუწუნებ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ბოლოს ის ერთი დღე გადაწონის ხოლმე, როდესაც საკუთარ ნაშრომს მაყურებლის წინაშე გამოიტან. ბედნიერების განცდა იმდენად ხელშესახებია, რომ მის ფონზე სხვა ყველაფერი ფერმკრთალდება... რა მოსატანია, მაგრამ ხინკალსა და ცხელ ხაჭაპურზე გამუდმებით უარს ამბობ, კინოში გოგონებთან ერთად სიარული, ჭორაობა, სიცილი ან ამხანაგის დაბადების დღეზე წასვლა...

- მეორე წელიწადია, დასში ცეკვავ და როლებიც საკმაოდ დააგროვე. "გედების ტბამდე" რა იყო?

- თეატრში ჩემი პირველი სოლო პარტია "დონ კიხოტში" ვარიაცია იყო და ნელ-ნელა მომემატა როლები - იურა პოსოხოვის ორ დადგმაში სოლო პარტიები შევასრულე. ერთი დადგმა "ანარეკლი" გახლავთ და მეორე "საგალობელი" მეორე რიგის კონკურსის გამარჯვებული თანამედროვე ცეკვაში. ამის გარდა ვიცეკვე: რატმანსკის ბიზეს ვარიაციებში, "მაკნატუნაში", "ჟიზელის" "ვილისებში", გოგი ალექსიძის "ფრთებში", ეშტონის "დღესასწაულში", საშა ევთიმოვას "საიდუმლო ბაღში". ამ როლებს კი მოჰყვა "გედების ტბა" და მიხარია, რომ მან წარმატება მომიტანა. პა დე დეს შესრულება რთული ილეთია ტექნიკური თვალსაზრისით. მასში ემოციური და ტექნიკური სირთულეები ერთად არის თავმოყრილი. გარდა იმისა, რომ კლასიკურ ჩარჩოს უნდა მოერგო, შენი დამოკიდებულებაც უნდა შემატო.

- და იმისთვის, რომ ეს გამოვიდეს, დღეში რამდენი საათი უნდა იმუშაო?

- რაც თეატრში მივედი, დილის 11-დან საღამოს 8-9 საათამდე დარბაზში ვარ.

- ალბათ უკვე გაქვს რჩეული დღეები, რომელიც შენს საბალეტო კარიერას უკავშირდება.

- ჩემი კარიერიდან უკვე მაქვს თვე და სამი დღე, რომელიც თერთმეტ წარმოდგენასა და ერთ სოლო კონცერტს მოიცავს, რომელსაც როგორც დიდ ბედნიერებას ისე ვიხსენებ... ახლა იაპონურ გასტროლებზე მოგახსენებთ: შარშან ზაფხულს, ნინო ანანიაშვილმა იაპონელებს ტოკიოში თავისი გასაოცარი "გედების ტბა" ჩაუტანა... იაპონიამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს ხალხის, გარემოს, ქვეყნის, მათი კულტურისა და ნინოს ერთობლივი დამსახურება იყო. იმდენი სიახლით, შთაბეჭდილებით, უცხო ქვეყნის კულტურით, მათი ჩვევებითა და დამოკიდებულებით გაოგნებული და გაბრუებული აღმოვჩნდი. იაპონელები სამი საათი იცდიდნენ, რომ ნინო კიდევ ერთხელ დაენახათ წარმოდგენის დასრულების შემდეგ, - ორი წუთით მაინც, სანამ თეატრიდან გამოვიდოდა და მანქანაში ჩაჯდებოდა. არც ასეთი ხანგრძლივი ტაში მინახავს სადმე და არც იმდენი ცრემლი...

- არც ისეთი ძვირად ღირებული ბილეთები, არა?

- დიახ, ბილეთები მართლაც ძვირი ღირდა. ფასი 100 ევროდან იწყებოდა, მაგრამ დარბაზში ერთი ადგილიც არ იყო თავისუფალი. ჩვენთან ბილეთის ფასი 5 ლარით იწყება და თუ სპექტაკლი ძალიან გაპიარებული არ არის, მაყურებელი დარბაზში თითქმის არ არის. იმას არ ვამბობ, რომ ნინო ცარიელ დარბაზში ცეკვავს, მაყურებელი ყოველთვის ჰყავს, მაგრამ იმდენი არა, რასაც იმსახურებს... იცით, ნინოს არ სჭირდება დამატებითი ტაში, რომ გაიგოს, რას წარმოადგენს. მგონია, რომ თუკი ჩვენი მაყურებელი ხელიდან უშვებს ასეთ ხელმისაწვდომ ბედნიერებას, ამით მხოლოდ საკუთარ თავს იზარალებს...

- ნინო, შეიძლება, პირად საკითხებზე ვისაუბროთ?

- თუ ვინმეს აინტერესებს, კი ბატონო...

- ასეთ ახალგაზრდა გოგონას, ასეთი დიდი მიზნები რომ გაქვს, თუ გიოცნებია იმაზე, რაზეც შენი კბილა გოგონები ოცნებობენ - მაგალითად, პრინცზე, რეალური ცხოვრებიდან?

- დიახ, მეც ვოცნებობდი. ახლა აღარ ვოცნებობ იმიტომ, რომ უკვე სამი წელიწადია, ვიპოვე, თუ თავად მიპოვა... ახლა იმაზე ვოცნებობ, რომ დრო ვიპოვო მასთან ურთიერთობისთვის. ძალიან მეხმარება... თავადაც ძალიან დაკავებული ადამიანია, მაგრამ ითვალისწინებს ჩემს დაძაბულ გრაფიკს... ზოგჯერ დღე ისე გაივლის ხოლმე, რომ მხოლოდ ორი წამით თუ ვახერხებ რეპეტიციიდან დაველაპარაკო... საღამოს კი ისეთი დაღლილი ვარ, ჩემთან არის, მაგრამ ვხვდები, რომ აუცილებელია დავიძინო, დილით რომ ძალა მქონდეს... კარგი განცდაა, - ყველა ჩემი პრობლემა, სურვილი, ოცნება მისიცაა... გამიმართლა, თემო საჯაიას რომ შევხვდი.

- რომელიც პოპულარული მომღერალია...

- ესეც მახარებს, რომ ის პოპულარულია, ნიჭიერი და ასეთი ერთგული. დედა და თემო რომ არ იყვნენ ჩემს ცხოვრებაში, არ ვიცი, ამდენ ძალას სად ვიპოვიდი?

- წარმატებებს გისურვებ მშვენიერების გზაზე და იმედი მაქვს, შენი უფრო დიდი წარმატებების მემატიანეც გავხდები.

დეა ცუცქირიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება