”გადადგეს საკრებულოს თავმჯდომარე” - ამ მოთხოვნით ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან "ქართული ოცნების" წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ოლეგ სანდროშვილი, რომელიც "ოცნების" სახელით მოქმედებს, სინამდვილეში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდება. კოალიციის წევრების განცხადებით, ოლეგ სანდროშვილის დამსახურებაა, რომ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ახალციხის მუნიციპალიტეტიდან ხმების დიდი რაოდენობა ვერ მოიპოვა. აქტივისტები ადგილობრივი ხელისუფლების ახალ წარმომადგენლებს უმოქმედობაშიც ადანაშაულებენ, რომლებიც მათი თქმით, საკუთარ კაბინეტებში ხალხის მიღებაზეც კი უარს ამბობენ.