პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედაენის ბაღში" და მის გარეთ გამართული ორივე აქცია ინციდენტების გარეშე დასრულდა
"დედაენის ბაღში" და მის გარეთ გამართული ორივე აქცია ინციდენტების გარეშე დასრულდა

დე­და­ე­ნის ბაღ­ში აქ­ცია "არა თე­ოკ­რა­ტი­ას!" ინ­ცი­დენ­ტე­ბის გა­რე­შე დას­რულ­და. არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აქ­ცია დე­და­ე­ნის ბაღ­ში და­ახ­ლო­ე­ბით სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი გაგ­რძელ­და. აქ­ცი­ა­ში რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ისე ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და 17 მა­ისს, ლგბტ-ების წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის დროს მომ­ხდარ ძა­ლა­დო­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. მათი თქმით, ქვყა­ნა­ში შე­იმ­ჩნე­ვა თე­ოკ­რა­ტი­ის ნიშ­ნე­ბი, რაც დე­მოკ­რა­ტი­ას საფრ­თხეს უქ­მნის.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ჰქონ­დათ თე­ოკ­რა­ტი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ში­ნა­არ­სის პლა­კა­ტე­ბი და რამ­დე­ნი­მე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის კა­რი­კა­ტუ­რა. აქ­ცი­ა­ზე არა­ნა­ი­რი ინ­ცი­დენ­ტი არ მომ­ხდა­რა. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ასე­უ­ლო­ბით თა­ნამ­შრო­მე­ლი. მათ გა­და­კე­ტი­ლი ჰქონ­დათ დე­და­ე­ნის ბა­ღის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია და მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბი, ასე­ვე, ბაღ­ში შე­სას­ვლე­ლე­ბი და არ უშ­ვებ­დნენ "ეროვ­ნუ­ლი ფრონ­ტის" წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც ლგბტ პრო­პა­გან­დას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ.

არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა დე­და­ე­ნის ბაღი უკვე და­ტო­ვეს. ასე­ვე, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას ტო­ვე­ბენ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ად­გილ­ზე ამ დრომ­დე რჩე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მო­ად­გი­ლე­ებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც სი­ტუ­ა­ცი­ას პი­რა­დად აკონ­ტრო­ლებ­დნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­და­ე­ნის ბა­ღის გარე პე­რი­მეტრზე პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში გა­მარ­თულ აქ­ცი­ას, ტე­რი­ტო­რია უკვე "ეროვ­ნუ­ლი ფრონ­ტის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც და­ტო­ვეს. რო­გორც აქ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა გი­ორ­გი გა­ბე­და­ვამ გა­ნა­ცხა­და, დღეს მათ და­ა­ფიქ­სი­რეს თა­ვი­სი პრო­ტეს­ტი იმ პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­სა ლგბტ პი­რე­ბი და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ეწე­ვი­ან. "ჩვენ და­ვა­ფიქ­სი­რეთ ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ მშვი­დო­ბი­ა­ნად, ახლა კი ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებთ და­ი­შა­ლონ და მშვი­დო­ბი­ა­ნად წა­ვიდ­ნენ სახ­ლში. ასე­ვე, მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, რომ თუ სად­მე გა­და­ეყ­რე­ბათ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა წი­ნა­აღ­მდე­გაც დღეს ჩვენ აქ­ცია გავ­მარ­თეთ, ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ონ", - აღ­ნიშ­ნა გა­ბე­და­ვამ.

რო­გორც "ეროვ­ნუ­ლი ფრონ­ტის" ლი­დერ­მა ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, დღეს პო­ლი­ცი­ამ და­არ­ღვია მათი უფ­ლე­ბე­ბი, რად­გან ისი­ნი დე­და­ე­ნის ბაღ­ში არ შე­უშ­ვა. "დღეს მოხ­და უპ­რე­ცე­დენ­ტო, სა­მარ­ცხვი­ნო ფაქ­ტი პო­ლი­ცი­ის მხრი­დან. მათ არ მოგ­ვცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა აქ­ცია დე­და­ე­ნის ბაღ­ში და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც არ­ცხვე­ნენ ქვყა­ნას და ისი­ნი არი­ან სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ჩვენ შე­ვიკ­რი­ბე­ბით ყო­ველ­თვის, როცა ისი­ნი რა­ი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბას და­გეგ­მა­ვენ", - აღ­ნიშ­ნა მი­ქე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, "ეროვ­ნუ­ლი ფრონ­ტის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხვალ მივ­ლენ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თა­ნაც, რად­გან, აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ თე­ოკ­რა­ტი­ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ხვალ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თა­ნაც იკ­რი­ბე­ბი­ან. თუმ­ცა, ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძე ჯერ­ჯე­რო­ბით არ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რა მიზ­ნით და რო­მელ სა­ათ­ზე იკ­რი­ბე­ბი­ან აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი, პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან.

იხი­ლეთ:

"არ გვინ­და რე­ლი­გია "ტა­ბუ­რეტ­კას­თან" ასო­ცირ­დე­ბო­დეს" - აქ­ცია თე­ოკ­რა­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ "დე­და­ე­ნის ბაღ­ში"

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი დე­და­ე­ნის ბაღ­ში გა­მარ­თულ აქ­ცი­ებს მან­ქა­ნი­დან აკ­ვირ­დე­ბო­და

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"დედაენის ბაღში" და მის გარეთ გამართული ორივე აქცია ინციდენტების გარეშე დასრულდა

"დედაენის ბაღში" და მის გარეთ გამართული ორივე აქცია ინციდენტების გარეშე დასრულდა

დედაენის ბაღში აქცია "არა თეოკრატიას!" ინციდენტების გარეშე დასრულდა. არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებული აქცია დედაენის ბაღში დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა. აქციაში როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე ცნობილი სახეები მონაწილეობდნენ და 17 მაისს, ლგბტ-ების წინააღმდეგ მიმართული აქციის დროს მომხდარ ძალადობას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ქვყანაში შეიმჩნევა თეოკრატიის ნიშნები, რაც დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.

აქციის მონაწილეებს ჰქონდათ თეოკრატიის საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატები და რამდენიმე სასულიერო პირის კარიკატურა. აქციაზე არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ასეულობით თანამშრომელი. მათ გადაკეტილი ჰქონდათ დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები, ასევე, ბაღში შესასვლელები და არ უშვებდნენ "ეროვნული ფრონტის" წარმომადგენლებს, რომლებიც ლგბტ პროპაგანდას აპროტესტებდნენ.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დედაენის ბაღი უკვე დატოვეს. ასევე, მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე ამ დრომდე რჩება შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოადგილეებთან ერთად, რომლებიც სიტუაციას პირადად აკონტროლებდნენ.

რაც შეეხება დედაენის ბაღის გარე პერიმეტრზე პარალელურ რეჟიმში გამართულ აქციას, ტერიტორია უკვე "ეროვნული ფრონტის" წარმომადგენლებმაც დატოვეს. როგორც აქციის დასრულების შემდეგ უფლებადამცველმა გიორგი გაბედავამ განაცხადა, დღეს მათ დააფიქსირეს თავისი პროტესტი იმ პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელსა ლგბტ პირები და მათი მხარდამჭერები ეწევიან. "ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პროტესტი, ეს ყველაფერი გავაკეთეთ მშვიდობიანად, ახლა კი ყველას მოვუწოდებთ დაიშალონ და მშვიდობიანად წავიდნენ სახლში. ასევე, მოვუწოდებთ ყველას, რომ თუ სადმე გადაეყრებათ ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც დღეს ჩვენ აქცია გავმართეთ, ყურადღება არ მიაქციონ", - აღნიშნა გაბედავამ.

როგორც "ეროვნული ფრონტის" ლიდერმა ევგენი მიქელაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღეს პოლიციამ დაარღვია მათი უფლებები, რადგან ისინი დედაენის ბაღში არ შეუშვა. "დღეს მოხდა უპრეცედენტო, სამარცხვინო ფაქტი პოლიციის მხრიდან. მათ არ მოგვცეს საშუალება, რომ ჩაგვეტარებინა აქცია დედაენის ბაღში და ამის საშუალება მისცეს იმ ადამიანებს, რომლებიც არცხვენენ ქვყანას და ისინი არიან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები. ჩვენ შევიკრიბებით ყოველთვის, როცა ისინი რაიმე ღონისძიებას დაგეგმავენ", - აღნიშნა მიქელაძემ.

მისივე თქმით, "ეროვნული ფრონტის" წარმომადგენლები ხვალ მივლენ პროკურატურასთანაც, რადგან, აქვს ინფორმაცია, რომ თეოკრატიის მოწინააღმდეგეები ხვალ პროკურატურასთანაც იკრიბებიან. თუმცა, ევგენი მიქელაძე ჯერჯერობით არ ფლობს ინფორმაციას, თუ რა მიზნით და რომელ საათზე იკრიბებიან აღნიშნული პირები, პროკურატურასთან.

იხილეთ:

"არ გვინდა რელიგია "ტაბურეტკასთან" ასოცირდებოდეს" - აქცია თეოკრატიის წინააღმდეგ "დედაენის ბაღში"

ირაკლი ღარიბაშვილი დედაენის ბაღში გამართულ აქციებს მანქანიდან აკვირდებოდა

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"