სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით გამოიწვია ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის დუეტმა აჟიოტაჟი
რით გამოიწვია ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის დუეტმა აჟიოტაჟი

"ევ­რო­ვი­ზი­ი­დან" დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი და სოფო გე­ლო­ვა­ნი კონ­კურ­სზე მიღ­წე­ულ შე­დეგს - მე­თხუთ­მე­ტე პო­ზი­ცი­ას და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ. მათ­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და იმ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სიმ­პა­თი­აა, რომ­ლებ­მაც წყვილს მე­დი­ის ჯილ­დო არ­გუ­ნეს და სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­ულ­ში მოხ­ვედ­რა­საც უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ, თუმ­ცა, მათ­და გა­საკ­ვი­რად, მოვ­ლე­ნე­ბი სხვაგ­ვა­რად წა­რი­მარ­თა... "ევ­რო­ვი­ზი­ის" წლე­ვან­დელ კონ­კურსს არა მარ­ტო სოფო და ნო­დი­კო, არა­მედ გა­სუ­ლი წლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც აფა­სე­ბენ.

ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი:

- შე­დე­გით ბევ­რად უფრო კმა­ყო­ფი­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, პირ­ველ ად­გილ­ზე ან სა­მე­ულ­ში რომ გავ­სუ­ლი­ყა­ვით, რო­გორც ამას გვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ, მაგ­რამ არა უშავს, ასე­თი რა­ღა­ცე­ბიც ხდე­ბა. მე და სო­ფომ ძალ-ღონე არ და­ვი­შუ­რეთ, რათა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გვე­სა­ხე­ლე­ბი­ნა. მი­ხა­რია, რომ ეს ქარ­თვე­ლებ­მაც და­ი­ნა­ხეს და აღ­ნიშ­ნეს კი­დეც. სა­ერ­თოდ, "ევ­რო­ვი­ზია" ძა­ლი­ან მა­გა­რი კონ­კურ­სია და იქ მოხ­ვედ­რას ყვე­ლა ჩემს კო­ლე­გას ვუ­სურ­ვებ. ის ემო­ცი­ე­ბი თუ გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც იქ მი­ვი­ღე, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვე­ბა! მე­თხუთ­მე­ტე ად­გილ­ზე გას­ვლას არც ჩვენ ვე­ლო­დით, არც - დე­ლე­გა­ცია და შე­დე­გით ყვე­ლა­ნი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­მარ­ცხდა, რად­გა­ნაც ჩვენს გა­მოს­ვლას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და შე­ფა­სე­ბა ჰქონ­და. აკ­რე­დი­ტე­ბულ­მა 5 ათა­სამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტმა ჩვენ მი­მართ უდი­დე­სი სიმ­პა­თია გა­მო­ხა­ტა და ბევ­რი ფა­ნიც შე­ვი­ძი­ნეთ. სა­სი­ა­მოვ­ნო იყო კრი­ტი­კო­სე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბიც, რომ­ლებ­მაც და­წე­რეს, რომ ქარ­თუ­ლი დუ­ე­ტი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­ვედ­რი­ლი­ყო მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე!

- რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სამ­ზა­დი­სი კონ­კურ­სის­თვის?

- მთე­ლი ორი კვი­რა სა­ოც­რად დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი გვქონ­და: ყო­ველ­დღე პრეს­კონ­ფე­რენ­ცია იმარ­თე­ბო­და, ჟურ­ნა­ლის­ტებს დღე­ში რამ­დე­ნი­მე ათე­ულ ინ­ტერ­ვი­უს ვაძ­ლევ­დით, ფო­ტო­სე­სი­ე­ბი გვქონ­და და არა­ერთ გა­მო­ცე­მა­ში იბეჭ­დე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდს, 15 000-კა­ცი­ან აუ­დი­ტო­რი­ა­ში დღე­ში ორ-ორი რე­პე­ტი­ცია გვქონ­და, - ანუ ეს რე­პე­ტი­ცია კი არა, ფაქ­ტობ­რი­ვად, კონ­ცერ­ტი იყო, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ეს­წრე­ბო­და და იმ დღე­ებ­ში რე­პე­ტი­ცი­ა­ზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბიც იყი­დე­ბო­და. ჩვენ­ზე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ზრუ­ნავ­დნენ და მარ­თლაც, რომ თან გა­დაგ­ვყვნენ; მათ­გან სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი და ყუ­რა­დღე­ბა არ მოგ­ვკლე­ბია.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ე­ბის და­კა­ვე­ბას ხში­რად ახერ­ხე­ბენ?

- აზერ­ბა­ი­ჯანს დიდი ფუ­ლა­დი რე­სურ­სი აქვს, რუ­სე­თი კი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ქვე­ყა­ნაა. ჩვენ ბევ­რი ფული რომ გვქო­ნო­და, შე­იძ­ლე­ბო­და, სა­ზღვარ­გა­რეთ გაგ­ვეგ­ზავ­ნა და ამ თან­ხით ჩვე­ნი ემიგ­რან­ტე­ბი დაგ­ვი­მე­სი­ჯებ­დნენ. "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ასეც ხდე­ბა: ვი­საც ბევ­რი ფული აქვს, თა­ვის დი­ას­პო­რებს უგ­ზავ­ნის და ისი­ნიც ამე­სი­ჯე­ბენ. ვერ ვი­ტყვი, რომ ეს ჩა­წყო­ბაა, რად­გან ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა წინა პო­ზი­ცი­ა­ზე მოხ­ვედ­რას ცდი­ლობს... სა­მა­გი­ე­როდ, რაც მო­ვი­პო­ვეთ, წე­სი­ე­რი, პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მით და ყვე­ლა­ნა­ი­რი წე­სე­ბის დაც­ვით შევ­ძე­ლით. გვიკ­ვირ­და კი­დეც, რომ ასე­თი მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­ხარ­ჯით ამ­ხე­ლა აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­ვიწ­ვი­ეთ: ქუ­ჩა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენს სიმ­ღე­რას მღე­როდ­ნენ და სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შებს აფ­რი­ა­ლებ­დნენ. შვე­დეთ­ში გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ნამ­დვი­ლად არ მოგ­ვკლე­ბია.

სოფო გე­ლო­ვა­ნი:

- ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ იმით, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ში" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ღირ­სე­უ­ლად წარ­ვად­გი­ნეთ. იმ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც იქ ვი­ყა­ვით, გა­მო­კი­თხვებ­ში ერთ-ერთ ფა­ვო­რი­ტე­ბად მი­ვიჩ­ნე­ო­დით: ბუკ­მე­კე­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­თა და მო­ნა­წი­ლე­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლას ეგო­ნა, რომ სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­ულ­ში მოვ­ხვდე­ბო­დით. მო­დი­ოდ­ნენ და გა­მარ­ჯვე­ბას გვი­ლო­ცავ­დნენ, რაც ჩვენ­თვის შო­კის მომ­გვრე­ლი იყო. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა თა­ვი­ან­თი პრი­ზი მთა­ვარ კონ­ცერ­ტამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე გად­მოგ­ვცეს... რა თქმა უნდა, უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბა გვინ­დო­და, მაგ­რამ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" პო­ლი­ტი­კაც დიდ როლს თა­მა­შობს. თა­ნაც - ჩემ­თვის, რო­გორც მომ­ღერ­ლის­თვის, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­გან უამ­რა­ვი და­დე­ბი­თი მე­სი­ჯი და შე­ფა­სე­ბა მომ­დის.

- რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ კონ­კურ­სან­ტებ­თან? ვის­თან და­მე­გობ­რდით?

- ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი გვყავ­და. "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა იმ მომ­ღე­რალს უშ­ვებს, ვი­საც თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნალ და ღირ­სე­ულ წარ­მო­მად­გენ­ლად მი­იჩ­ნევს. გული დაგ­ვწყდა, რო­დე­საც ფი­ნალ­ში ის­რა­ე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გო­გო­ნა ვერ მოხ­ვდა. ფი­ნალს ბევ­რი კარ­გი მო­ნა­წი­ლე გა­მო­ე­თი­შა, რაც იმას ადას­ტუ­რებს, რომ "ევ­რო­ვი­ზია" მა­ინც არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი კონ­კურ­სია. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ბუკ­მე­კე­რე­ბის პროგ­ნო­ზი მხო­ლოდ ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მარ­თლდა და და­ი­წე­რა კი­დეც, რომ ფა­ვო­რი­ტებ­ში, სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­ულ­ში მო­ვი­აზ­რე­ბო­დით. დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბის­გან, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი მო­დი­ო­და; გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში უნდა ჩა­მო­ვი­დე­თო. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჩვენ­ზე ზრუ­ნავ­დნენ და მა­თაც, ვინც "ფე­ის­ბუ­კით" "ესე­მე­სებს" გვიგ­ზავ­ნი­და და გვამ­ხნე­ვებ­და, ჩვენ­თვის ეს სტი­მუ­ლის მომ­ცე­მი იყო. "ევ­რო­ვი­ზი­ა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბით დიდი სკო­ლა გა­ვი­ა­რეთ და უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღეთ. სხვა­თა შო­რის, მე და ნო­დი­კოს ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში კონ­ცერ­ტე­ბი გვექ­ნე­ბა, ტურ­ნე­ებს ჩა­ვა­ტა­რებთ.

ანრი ჯო­ხა­ძე:

- ჩემი აზ­რით, მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, ნო­დი­კო და სოფო რო­მელ ად­გილ­ზე გა­ვიდ­ნენ, მთა­ვა­რია, მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ღირ­სე­უ­ლად წარ­დგნენ და ბევრ მათ­განს მო­ა­წო­ნეს თავი...

- "ფე­ის­ბუკ­ზე" თქვე­ნი პოს­ტი ვნა­ხე - "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" და­ნი­ის გა­მარ­ჯვე­ბით დიდი თან­ხა მო­ვი­გეო, - ხუმ­რობ­დით თუ ეს ამ­ბა­ვი სი­მარ­თლეს შე­ე­ფე­რე­ბა?

- კი, სი­მარ­თლეა! ონ­ლა­ინ-ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10 ათა­სი ევრო მო­ვი­გე და ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ! სხვა­თა შო­რის, ქარ­თულ სა­ი­ტებ­ზე ვე­ძებ­დი, რომ ფსო­ნი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი ვნა­ხე, ინ­გლი­სუ­რი ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რი აღ­მო­ვა­ჩი­ნე და გა­მი­მარ­თლა კი­დეც. თან­ხა რამ­დე­ნი­მე დღე­ში გად­მო­მე­რი­ცხე­ბა.

- გი­ლო­ცავთ! რაში და­ხარ­ჯავთ მო­გე­ბულ ფულს? კი­დევ რა­ი­მე ახალ და სა­ინ­ტე­რე­სო კლიპს შე­მოგ­ვთა­ვა­ზებთ?

- ახალ კლი­პებს ამის გა­რე­შეც გთა­ვა­ზობთ - ისე­თი გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ვარ, მგელს ვგა­ვარ. ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ჰიმნზე ვმუ­შა­ობ, რო­მე­ლიც 26 მა­ისს გაჟ­ღერ­დე­ბა.

სოფო ხალ­ვა­ში:

- ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სის შე­ფა­სე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, ვი­ნა­ი­დან მომ­ღერ­ლე­ბის ბედს იქ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ წყვე­ტენ. ნო­დი­კო და სოფო ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­სა და ფი­ნალ­შიც ძა­ლი­ან კარ­გად წარ­დგნენ. და­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გო­გო­ნას სიმ­ღე­რაც მო­მე­წო­ნა, თა­ნა­მედ­რო­ვე ელე­მენ­ტე­ბით იყო გა­კე­თე­ბუ­ლი და ეტყო­ბო­და, რომ თა­ვი­სი მუ­სი­კა­ლუ­რი ხედ­ვა ჰქონ­და ისე­ვე, რო­გორც შარ­შან­დელ გა­მარ­ჯვე­ბულს, რო­მელ­საც ვე­რა­ვის შე­ვა­და­რებ. სხვა­თა შო­რის, მას წელ­საც ფან­ტას­ტი­კუ­რი სა­ფი­ნა­ლო გა­მოს­ვლა ჰქონ­და.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ჩვე­ნი მხრი­დან რა უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ, ხუ­თე­ულ­ში მოხ­ვედ­რი­ლი­ყო?

- რთუ­ლი სა­კი­თხია, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ყო­ველ­თვის რა­ღაც ახა­ლი, სულ სხვა­დას­ხვა სტი­ლის სიმ­ღე­რა იმარ­ჯვებს. მა­გა­ლი­თად, შარ­შან­დელ გა­მარ­ჯვე­ბულს წელს ბევ­რმა მიჰ­ბა­ძა, იგი­ვე ელე­მენ­ტე­ბი გა­ი­მე­ო­რეს, მაგ­რამ ეს უკვე მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი გა­მოდ­გა. ალ­ბათ, უნდა გა­კეთ­დეს რა­ღაც ისე­თი, რაც ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს და ევ­რო­პის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა. ჩვენ­მა დუ­ეტ­მა ყვე­ლა­ფე­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად გა­ა­კე­თა ვო­კა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა­ფე­რი უმაღ­ლეს დო­ნე­ზე გა­მარ­თუ­ლი იყო და მათ ნამ­დვი­ლად მი­სა­ლო­ცად აქვთ საქ­მე. ჩემი აზ­რით, ეს კონ­კურ­სი მა­ინც პო­ლი­ტი­კუ­რია. ბევ­რი ქვე­ყა­ნაა ჩარ­თუ­ლი და რო­დე­საც ხმის მი­ცე­მის შე­დე­გებს ვა­დევ­ნებ თვალს, ჩანს, რომ უმე­ტე­სად მა­ინც მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებს უჭე­რენ მხარს. სოფო და ნო­დი­კო უდა­ვოდ იმ­სა­ხუ­რებ­დნენ ბევ­რად წინა პო­ზი­ცი­ას, თუმ­ცა, მე მა­ინც კმა­ყო­ფი­ლი ვარ და მათ სა­მო­მავ­ლოდ უფრო მეტ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ!

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რით გამოიწვია ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის დუეტმა აჟიოტაჟი

რით გამოიწვია ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის დუეტმა აჟიოტაჟი

"ევროვიზიიდან" დაბრუნებული ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი კონკურსზე მიღწეულ შედეგს - მეთხუთმეტე პოზიციას დადებითად აფასებენ. მათთვის ყველაზე მთავარი გულშემატკივრების დიდი სიყვარული და იმ ჟურნალისტების სიმპათიაა, რომლებმაც წყვილს მედიის ჯილდო არგუნეს და საუკეთესო ხუთეულში მოხვედრასაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, მათდა გასაკვირად, მოვლენები სხვაგვარად წარიმართა... "ევროვიზიის" წლევანდელ კონკურსს არა მარტო სოფო და ნოდიკო, არამედ გასული წლების მონაწილეებიც აფასებენ.

ნოდიკო ტატიშვილი:

- შედეგით ბევრად უფრო კმაყოფილი ვიქნებოდი, პირველ ადგილზე ან სამეულში რომ გავსულიყავით, როგორც ამას გვიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ არა უშავს, ასეთი რაღაცებიც ხდება. მე და სოფომ ძალ-ღონე არ დავიშურეთ, რათა ჩვენი ქვეყანა გვესახელებინა. მიხარია, რომ ეს ქართველებმაც დაინახეს და აღნიშნეს კიდეც. საერთოდ, "ევროვიზია" ძალიან მაგარი კონკურსია და იქ მოხვედრას ყველა ჩემს კოლეგას ვუსურვებ. ის ემოციები თუ გამოცდილება, რაც იქ მივიღე, მთელი ცხოვრება გამყვება! მეთხუთმეტე ადგილზე გასვლას არც ჩვენ ველოდით, არც - დელეგაცია და შედეგით ყველანი გაკვირვებულები ვიყავით. მიუხედავად ამისა, არ ვფიქრობ, რომ საქართველო დამარცხდა, რადგანაც ჩვენს გამოსვლას არაჩვეულებრივი გამოხმაურება და შეფასება ჰქონდა. აკრედიტებულმა 5 ათასამდე ჟურნალისტმა ჩვენ მიმართ უდიდესი სიმპათია გამოხატა და ბევრი ფანიც შევიძინეთ. სასიამოვნო იყო კრიტიკოსების შეფასებებიც, რომლებმაც დაწერეს, რომ ქართული დუეტი აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო მოწინავე პოზიციაზე!

- როგორ მიმდინარეობდა სამზადისი კონკურსისთვის?

- მთელი ორი კვირა საოცრად დატვირთული დღის რეჟიმი გვქონდა: ყოველდღე პრესკონფერენცია იმართებოდა, ჟურნალისტებს დღეში რამდენიმე ათეულ ინტერვიუს ვაძლევდით, ფოტოსესიები გვქონდა და არაერთ გამოცემაში იბეჭდებოდა. რაც შეეხება მოსამზადებელ პერიოდს, 15 000-კაციან აუდიტორიაში დღეში ორ-ორი რეპეტიცია გვქონდა, - ანუ ეს რეპეტიცია კი არა, ფაქტობრივად, კონცერტი იყო, რომელსაც მაყურებელი ესწრებოდა და იმ დღეებში რეპეტიციაზე დასასწრები ბილეთებიც იყიდებოდა. ჩვენზე პროფესიონალები ზრუნავდნენ და მართლაც, რომ თან გადაგვყვნენ; მათგან სითბო, სიყვარული და ყურადღება არ მოგვკლებია.

- როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს იმას, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები "ევროვიზიაზე" მოწინავე პოზიციების დაკავებას ხშირად ახერხებენ?

- აზერბაიჯანს დიდი ფულადი რესურსი აქვს, რუსეთი კი მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანაა. ჩვენ ბევრი ფული რომ გვქონოდა, შეიძლებოდა, საზღვარგარეთ გაგვეგზავნა და ამ თანხით ჩვენი ემიგრანტები დაგვიმესიჯებდნენ. "ევროვიზიაზე" ასეც ხდება: ვისაც ბევრი ფული აქვს, თავის დიასპორებს უგზავნის და ისინიც ამესიჯებენ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩაწყობაა, რადგან ბუნებრივია, ყველა ქვეყანა წინა პოზიციაზე მოხვედრას ცდილობს... სამაგიეროდ, რაც მოვიპოვეთ, წესიერი, პატიოსანი შრომით და ყველანაირი წესების დაცვით შევძელით. გვიკვირდა კიდეც, რომ ასეთი მინიმალური დანახარჯით ამხელა აჟიოტაჟი გამოვიწვიეთ: ქუჩაში აბსოლუტურად უცხო ადამიანები ჩვენს სიმღერას მღეროდნენ და საქართველოს დროშებს აფრიალებდნენ. შვედეთში გულშემატკივარი ნამდვილად არ მოგვკლებია.

სოფო გელოვანი:

- ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები ვართ იმით, რომ "ევროვიზიაში" ვმონაწილეობდით. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარვადგინეთ. იმ დროის განმავლობაში, რაც იქ ვიყავით, გამოკითხვებში ერთ-ერთ ფავორიტებად მივიჩნეოდით: ბუკმეკერებით დაწყებული, ჟურნალისტებითა და მონაწილეებით დამთავრებული, ყველას ეგონა, რომ საუკეთესო ხუთეულში მოვხვდებოდით. მოდიოდნენ და გამარჯვებას გვილოცავდნენ, რაც ჩვენთვის შოკის მომგვრელი იყო. ჟურნალისტებმა თავიანთი პრიზი მთავარ კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე გადმოგვცეს... რა თქმა უნდა, უფრო მეტის გაკეთება გვინდოდა, მაგრამ "ევროვიზიაზე" პოლიტიკაც დიდ როლს თამაშობს. თანაც - ჩემთვის, როგორც მომღერლისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გულშემატკივრებისგან უამრავი დადებითი მესიჯი და შეფასება მომდის.

- როგორი ურთიერთობა გქონდათ კონკურსანტებთან? ვისთან დამეგობრდით?

- ძლიერი კონკურენტები გვყავდა. "ევროვიზიაზე" ფაქტობრივად, ყველა ქვეყანა იმ მომღერალს უშვებს, ვისაც თავისი საქმის პროფესიონალ და ღირსეულ წარმომადგენლად მიიჩნევს. გული დაგვწყდა, როდესაც ფინალში ისრაელის წარმომადგენელი გოგონა ვერ მოხვდა. ფინალს ბევრი კარგი მონაწილე გამოეთიშა, რაც იმას ადასტურებს, რომ "ევროვიზია" მაინც არაპროგნოზირებადი კონკურსია. მინდა აღვნიშნო, რომ ბუკმეკერების პროგნოზი მხოლოდ ჩვენს შემთხვევაში არ გამართლდა და დაიწერა კიდეც, რომ ფავორიტებში, საუკეთესო ხუთეულში მოვიაზრებოდით. დელეგაციის წევრებისგან, ჟურნალისტებისგან დადებითი ემოციები მოდიოდა; გვეუბნებოდნენ: თბილისსა და ბათუმში უნდა ჩამოვიდეთო. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენზე ზრუნავდნენ და მათაც, ვინც "ფეისბუკით" "ესემესებს" გვიგზავნიდა და გვამხნევებდა, ჩვენთვის ეს სტიმულის მომცემი იყო. "ევროვიზიაში" მონაწილეობით დიდი სკოლა გავიარეთ და უდიდესი სიამოვნება მივიღეთ. სხვათა შორის, მე და ნოდიკოს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში კონცერტები გვექნება, ტურნეებს ჩავატარებთ.

ანრი ჯოხაძე:

- ჩემი აზრით, მნიშვნელობა არა აქვს, ნოდიკო და სოფო რომელ ადგილზე გავიდნენ, მთავარია, მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარდგნენ და ბევრ მათგანს მოაწონეს თავი...

- "ფეისბუკზე" თქვენი პოსტი ვნახე - "ევროვიზიაზე" დანიის გამარჯვებით დიდი თანხა მოვიგეო, - ხუმრობდით თუ ეს ამბავი სიმართლეს შეეფერება?

- კი, სიმართლეა! ონლაინ-ტოტალიზატორში დაახლოებით 10 ათასი ევრო მოვიგე და ძალიან გახარებული ვარ! სხვათა შორის, ქართულ საიტებზე ვეძებდი, რომ ფსონი გამეკეთებინა, მაგრამ ვერაფერი ვნახე, ინგლისური ტოტალიზატორი აღმოვაჩინე და გამიმართლა კიდეც. თანხა რამდენიმე დღეში გადმომერიცხება.

- გილოცავთ! რაში დახარჯავთ მოგებულ ფულს? კიდევ რაიმე ახალ და საინტერესო კლიპს შემოგვთავაზებთ?

- ახალ კლიპებს ამის გარეშეც გთავაზობთ - ისეთი გააქტიურებული ვარ, მგელს ვგავარ. ახლა საქართველოს ეროვნულ ჰიმნზე ვმუშაობ, რომელიც 26 მაისს გაჟღერდება.

სოფო ხალვაში:

- ყოველთვის ვამბობდი, რომ "ევროვიზიის" კონკურსის შეფასება ძალიან რთულია, ვინაიდან მომღერლების ბედს იქ პროფესიონალი ადამიანები არ წყვეტენ. ნოდიკო და სოფო ნახევარფინალსა და ფინალშიც ძალიან კარგად წარდგნენ. დანიის წარმომადგენელი გოგონას სიმღერაც მომეწონა, თანამედროვე ელემენტებით იყო გაკეთებული და ეტყობოდა, რომ თავისი მუსიკალური ხედვა ჰქონდა ისევე, როგორც შარშანდელ გამარჯვებულს, რომელსაც ვერავის შევადარებ. სხვათა შორის, მას წელსაც ფანტასტიკური საფინალო გამოსვლა ჰქონდა.

- როგორ ფიქრობთ, ჩვენი მხრიდან რა უნდა გაკეთებულიყო, რომ საქართველო, როგორც უწინასწარმეტყველებდნენ, ხუთეულში მოხვედრილიყო?

- რთული საკითხია, "ევროვიზიაზე" ყოველთვის რაღაც ახალი, სულ სხვადასხვა სტილის სიმღერა იმარჯვებს. მაგალითად, შარშანდელ გამარჯვებულს წელს ბევრმა მიჰბაძა, იგივე ელემენტები გაიმეორეს, მაგრამ ეს უკვე მოძველებული გამოდგა. ალბათ, უნდა გაკეთდეს რაღაც ისეთი, რაც ჯერჯერობით არ არსებობს და ევროპისთვის საინტერესო სიახლე იქნება. ჩვენმა დუეტმა ყველაფერი მაქსიმალურად კარგად გააკეთა ვოკალური თვალსაზრისით, ყველაფერი უმაღლეს დონეზე გამართული იყო და მათ ნამდვილად მისალოცად აქვთ საქმე. ჩემი აზრით, ეს კონკურსი მაინც პოლიტიკურია. ბევრი ქვეყანაა ჩართული და როდესაც ხმის მიცემის შედეგებს ვადევნებ თვალს, ჩანს, რომ უმეტესად მაინც მეზობელ ქვეყნებს უჭერენ მხარს. სოფო და ნოდიკო უდავოდ იმსახურებდნენ ბევრად წინა პოზიციას, თუმცა, მე მაინც კმაყოფილი ვარ და მათ სამომავლოდ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ!

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება