პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სავაჭრო ქსელიდან ამოიღეს შაურმა, რომელიც კოლიბაქტერიით იყო დაბინძურებული"
"სავაჭრო ქსელიდან ამოიღეს შაურმა, რომელიც კოლიბაქტერიით იყო დაბინძურებული"

ჭამა სი­ა­მოვ­ნე­ბა­აო, უთ­ქვამთ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ისეთ ამ­ბებს გა­ი­გებ კაცი, ლა­მის ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი გახ­დე ან იმით ინუ­გე­შო თავი, რომ ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ლო­კო­კი­ნებ­სა და ტა­რა­კა­ნებ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ირ­თმე­ვენ: ცნო­ბი­ლია, რომ სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტომ ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში ათა­სო­ბით ვა­და­გა­სუ­ლი კვერ­ცხი აღ­მო­ა­ჩი­ნა, უფრო ადრე კი იყო ე.წ. ცხე­ნის ხორ­ცის სკან­და­ლი, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც შე­ვი­ტყვეთ, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვირ­თმევ­დით ავად­მყო­ფი ან სუ­ლაც მკვდა­რი ცხე­ნე­ბი­სა და სა­ხედ­რე­ბის ხორცს, და მას­ში გვა­რი­ან თან­ხა­საც ვიხ­დი­დით. სა­ი­დუმ­ლო არა­ვის­თვი­საა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ვა­და­გა­სუ­ლი, არა­კე­თილ­სა­ი­მე­დო პრო­დუქ­ცია შე­მო­დის, თუმ­ცა დიდი პა­ტი­ოს­ნე­ბით არც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­წარ­მე­ე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით იმ პრო­დუქ­ტით, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით, გულ­დას­მით უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ, მით უმე­ტეს ახლა, როცა ზა­ფხუ­ლის პა­პა­ნა­ქე­ბა კარს მოგ­ვად­გა. რჩე­ვი­სათ­ვის სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ექ­სპერტს, პრო­ფე­სორ ეთერ არ­ჯე­ვა­ნი­ძეს მივ­მარ­თეთ:

- რო­გო­რია იმ პრო­დუქ­ტის ჩამო­ნათ­ვა­ლი, რო­მე­ლიც საფრ­თხეს უქა­დის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას?

- პირ­ველ რიგ­ში, უნდა და­ვა­სა­ხე­ლოთ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტი, რად­გან ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­ვაჭ­რო ქსე­ლი­დან არა­ერ­თხელ ამო­უ­ღი­ათ კო­ლი­ბაქ­ტე­რი­ე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტი. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი გა­ყი­ნუ­ლი იყო, მაგ­რამ უკვე გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი. სა­ერ­თოდ, კო­ლი­ბაქ­ტე­რი­ის მთა­ვა­რი წყა­რო ჰი­გი­ე­ნის დარ­ღვე­ვა ან უკვე გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­აა, რო­მელ­საც, ერთი შე­ხედ­ვით, არა­ფე­რი ეტყო­ბა. ალ­ბათ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ კო­ლი­ბაქ­ტე­რია ნაწ­ლა­ვის ჩხი­რია, შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა პრო­დუქ­ტი მო­ხარ­შოს და მან მო­წამ­ვლა არ გა­მო­იწ­ვი­ოს, მაგ­რამ არა­ვინ იცის, ბო­ლოს რა ზი­ანს მო­უ­ტანს. და კი­დევ - კო­ლი­ბაქ­ტე­რი­ით მო­წამ­ვლა იწ­ვევს სა­ში­ნელ გა­უ­წყლო­ე­ბას, რომ­ლის გა­მოც ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა და­ი­ღუ­პოს კი­დეც - გა­აჩ­ნია, რო­გო­რი იმუ­ნი­ტე­ტი აქვს მას. არა­ნაკ­ლებ ფრთხი­ლად უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მალე ფუჭ­დე­ბა, თუ ძა­ლი­ან და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე არ ინა­ხა­ვენ. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს არა­ერ­თხელ ამო­უ­ღი­ათ ქსე­ლი­დან ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი, რომ­ლებ­შიც კო­ლი­ბაქ­ტე­რი­ე­ბი აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ. არა­ვინ იცის, სად და­ირ­ღვა წე­სე­ბი - სა­ქონ­ლის დაკ­ვლის, პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბი­სა თუ შე­ნახ­ვის დროს, მაგ­რამ ეს მომ­ხმა­რე­ბელ­მა კი არ უნდა გა­არ­ჩი­ოს, არა­მედ იმან, ვი­საც ევა­ლე­ბა. ერთი ნი­უ­ან­სიც უნდა აღი­ნიშ­ნოს: ხორ­ცპ­რო­დუქტზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს წარ­წე­რა, რის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი - ძრო­ხის ხორ­ცია ეს, ცხე­ნი­სა თუ სა­ხედ­რის - იქ­ნებ მე ლო­კო­კი­ნას ან მო­ლუსკსაც სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვირ­თმევ და სუ­ლაც არ მაბ­რკო­ლებს, რის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი ესა თუ ის ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტი.

ზა­ფხულ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ თევ­ზი და კრე­მი­ა­ნი პრო­დუქ­ტი - ნამ­ცხვა­რი თუ სხვა კრე­მი­ა­ნი ტკბი­ლე­უ­ლი, რად­გან ამ­გვა­რი საკ­ვე­ბი, თუ ის სა­თა­ნა­დოდ არ არის შე­ნა­ხუ­ლი, საფრ­თხეს უქა­დის ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას. ცალ­კე უნდა გა­მოვ­ყოთ ის პრო­დუქ­ტი, რომ­ლებ­საც ქუ­ჩა­ში ამ­ზა­დე­ბენ. ამას წი­ნათ ჩვენ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა სა­ვაჭ­რო ქსე­ლი­დან ამო­ი­ღეს შა­ურ­მა, რო­მე­ლიც ასე­ვე კო­ლი­ბაქ­ტე­რი­ე­ბით იყო და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი. სა­ერ­თოდ, შა­ურ­მის დამ­ზა­დე­ბას აქვს თა­ვი­სი წე­სე­ბი - რა ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე უნდა იწ­ვე­ბო­დეს, რა ტემ­პე­რა­ტუ­რა უნდა იყოს მის გარ­შე­მო და ა.შ. ქუ­ჩა­ში ამ პი­რო­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ცოტა არ იყოს, ძნე­ლია.

- ქალ­ბა­ტო­ნო ეთერ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ჩვენს რა­ცი­ონ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია კვერ­ცხს, არა­და, ბოლო დროს მა­ღა­ზი­ებ­ში ათა­სო­ბით ვა­და­გა­სუ­ლი კვერ­ცხი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

- კვერ­ცხი, დიდი-დიდი, 10-14 დღეს ინარ­ჩუ­ნებს სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს, შე­იძ­ლე­ბა, ქსელ­ში გა­ჩერ­დეს 20 დღე, 30 დღის შემ­დეგ კი მოხ­მა­რე­ბა­ში აღარ უნდა იყოს. ამას­თა­ნა­ვე, მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბაა, რომ პრო­დუქტს აუ­ცი­ლებ­ლად ეწე­როს მწარ­მო­ებ­ლის სა­ხე­ლი.

- რო­გორ უნდა გა­მო­ვიც­ნოთ, კვერ­ცხი ახა­ლია თუ ძვე­ლი?

- ახა­ლი კვერ­ცხის ზე­და­პი­რი ხა­ო­ი­ა­ნია, მას აქვს ფო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც 7-10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თან­და­თან იკ­ლებს და მისი ზე­და­პი­რი პრი­ა­ლა ხდე­ბა. რა სა­გულ­და­გუ­ლო­დაც უნდა შე­ი­ნა­ხო, ერთი თვის შემ­დეგ კვერ­ცხი ძველ­დე­ბა. თუ არ ვი­ცით, რა ხა­რის­ხი­საა ეს კვერ­ცხი, ან რა პი­რო­ბებ­ში ინა­ხე­ბო­და, შე­იძ­ლე­ბა სალ­მო­ნე­ლო­ზიც გა­მო­იწ­ვი­ოს. ამი­ტომ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ შე­ნახ­ვის ვა­დას და იმას, რამ­დე­ნად ჰი­გი­ე­ნუ­რი და და­ცუ­ლია ის პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ პრო­დუქ­ტის შე­სა­ნა­ხად. ეს ეხე­ბა არა მხო­ლოდ კვერ­ცხს, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ პრო­დუქ­ცი­ას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი - მალ­ფუ­ჭე­ბადს.

- მოკ­ლედ, ხომ არ ჯო­ბია, რომ ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი გავ­ხდე?

- ესეც არ არის გა­მო­სა­ვა­ლი, რად­გან კონ­ტროლს ვერ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ბოსტნე­ულ­სა და ხილ­ში შე­მა­ვა­ლი ნიტ­რა­ტე­ბიც. მას დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს გა­ზა­ფხულ­ზე მოყ­ვა­ნი­ლი ბოსტნე­უ­ლი და ხილი - გან­სა­კუთ­რე­ბით, მარ­წყვი. უნდა ვე­რი­დოთ გამ­წვა­ნე­ბულ კარ­ტო­ფილ­საც, რო­მე­ლიც სო­ლა­ნინს შე­ი­ცავს. სხვა­თა შო­რის, ახა­ლი კარ­ტო­ფი­ლი მალე მწვან­დე­ბა და ეს სწო­რედ სო­ლა­ნი­ნის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბის გამო ხდე­ბა. მარ­თა­ლია, სო­ლა­ნი­ნი მო­ხარ­შვის დროს იშ­ლე­ბა, მაგ­რამ მისი მი­ღე­ბა მა­ინც არ არის სა­სურ­ვე­ლი. არ­სე­ბობს ნიტ­რა­ტე­ბის სა­ზო­მი სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­სა­წყოც, მაგ­რამ მან შე­იძ­ლე­ბა ვერ გვაჩ­ვე­ნოს ზუს­ტი შე­მად­გენ­ლო­ბა, ამი­ტომ ეს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად უნდა დად­გინ­დეს. კი­დევ ვი­მე­ო­რებ - ყვე­ლა­ზე მეტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­მა გა­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს შე­ნახ­ვის პი­რო­ბებს და ვა­დებს. ეს ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, რომ­ლის გა­მოც პრო­დუქ­ტი თა­ვის თვი­სე­ბებს ინარ­ჩუ­ნებს.

სტა­ტია: "ყვე­ლა­ზე სა­ში­ში პრო­დუქ­ტი"

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"სავაჭრო ქსელიდან ამოიღეს შაურმა, რომელიც კოლიბაქტერიით იყო დაბინძურებული"

"სავაჭრო ქსელიდან ამოიღეს შაურმა, რომელიც კოლიბაქტერიით იყო დაბინძურებული"

ჭამა სიამოვნებააო, უთქვამთ, მაგრამ საქართველოში ისეთ ამბებს გაიგებ კაცი, ლამის ვეგეტარიანელი გახდე ან იმით ინუგეშო თავი, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ლოკოკინებსა და ტარაკანებსაც სიამოვნებით მიირთმევენ: ცნობილია, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტომ ჩვენს მაღაზიებში ათასობით ვადაგასული კვერცხი აღმოაჩინა, უფრო ადრე კი იყო ე.წ. ცხენის ხორცის სკანდალი, რომლის წყალობითაც შევიტყვეთ, რომ წლების განმავლობაში მივირთმევდით ავადმყოფი ან სულაც მკვდარი ცხენებისა და სახედრების ხორცს, და მასში გვარიან თანხასაც ვიხდიდით. საიდუმლო არავისთვისაა, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებიდან ფალსიფიცირებული, ვადაგასული, არაკეთილსაიმედო პროდუქცია შემოდის, თუმცა დიდი პატიოსნებით არც ადგილობრივი მეწარმეები გამოირჩევიან. ჩვენ დავინტერესდით იმ პროდუქტით, რომლებიც განსაკუთრებული სიფრთხილით, გულდასმით უნდა შევარჩიოთ, მით უმეტეს ახლა, როცა ზაფხულის პაპანაქება კარს მოგვადგა. რჩევისათვის სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტს, პროფესორ ეთერ არჯევანიძეს მივმართეთ:

- როგორია იმ პროდუქტის ჩამო­ნათვალი, რომელიც საფრთხეს უქადის ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას?

- პირველ რიგში, უნდა დავასახელოთ ხორცპროდუქტი, რადგან ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებს სავაჭრო ქსელიდან არაერთხელ ამოუღიათ კოლიბაქტერიებით დაბინძურებული ხორცპროდუქტი. ზოგიერთი მათგანი გაყინული იყო, მაგრამ უკვე გაფუჭებული. საერთოდ, კოლიბაქტერიის მთავარი წყარო ჰიგიენის დარღვევა ან უკვე გაფუჭებული პროდუქციაა, რომელსაც, ერთი შეხედვით, არაფერი ეტყობა. ალბათ მოგეხსენებათ, რომ კოლიბაქტერია ნაწლავის ჩხირია, შეიძლება ადამიანმა პროდუქტი მოხარშოს და მან მოწამვლა არ გამოიწვიოს, მაგრამ არავინ იცის, ბოლოს რა ზიანს მოუტანს. და კიდევ - კოლიბაქტერიით მოწამვლა იწვევს საშინელ გაუწყლოებას, რომლის გამოც ადამიანი შეიძლება დაიღუპოს კიდეც - გააჩნია, როგორი იმუნიტეტი აქვს მას. არანაკლებ ფრთხილად უნდა შევარჩიოთ ნახევარფაბრიკატები, რომლებიც მალე ფუჭდება, თუ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე არ ინახავენ. ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებს არაერთხელ ამოუღიათ ქსელიდან ნახევარფაბრიკატები, რომლებშიც კოლიბაქტერიები აღმოუჩენიათ. არავინ იცის, სად დაირღვა წესები - საქონლის დაკვლის, პროდუქციის წარმოებისა თუ შენახვის დროს, მაგრამ ეს მომხმარებელმა კი არ უნდა გაარჩიოს, არამედ იმან, ვისაც ევალება. ერთი ნიუანსიც უნდა აღინიშნოს: ხორცპროდუქტზე აუცილებლად უნდა იყოს წარწერა, რისგან არის დამზადებული - ძროხის ხორცია ეს, ცხენისა თუ სახედრის - იქნებ მე ლოკოკინას ან მოლუსკსაც სიამოვნებით მივირთმევ და სულაც არ მაბრკოლებს, რისგან არის დამზადებული ესა თუ ის ნახევარფაბრიკატი.

ზაფხულში განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შევარჩიოთ თევზი და კრემიანი პროდუქტი - ნამცხვარი თუ სხვა კრემიანი ტკბილეული, რადგან ამგვარი საკვები, თუ ის სათანადოდ არ არის შენახული, საფრთხეს უქადის ჩვენს ჯანმრთელობას. ცალკე უნდა გამოვყოთ ის პროდუქტი, რომლებსაც ქუჩაში ამზადებენ. ამას წინათ ჩვენმა სპეციალისტებმა სავაჭრო ქსელიდან ამოიღეს შაურმა, რომელიც ასევე კოლიბაქტერიებით იყო დაბინძურებული. საერთოდ, შაურმის დამზადებას აქვს თავისი წესები - რა ტემპერატურაზე უნდა იწვებოდეს, რა ტემპერატურა უნდა იყოს მის გარშემო და ა.შ. ქუჩაში ამ პირობების შენარჩუნება, ცოტა არ იყოს, ძნელია.

- ქალბატონო ეთერ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენს რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კვერცხს, არადა, ბოლო დროს მაღაზიებში ათასობით ვადაგასული კვერცხი აღმოაჩინეს.

- კვერცხი, დიდი-დიდი, 10-14 დღეს ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს, შეიძლება, ქსელში გაჩერდეს 20 დღე, 30 დღის შემდეგ კი მოხმარებაში აღარ უნდა იყოს. ამასთანავე, მომხმარებლის უფლებაა, რომ პროდუქტს აუცილებლად ეწეროს მწარმოებლის სახელი.

- როგორ უნდა გამოვიცნოთ, კვერცხი ახალია თუ ძველი?

- ახალი კვერცხის ზედაპირი ხაოიანია, მას აქვს ფორები, რომლებიც 7-10 დღის განმავლობაში თანდათან იკლებს და მისი ზედაპირი პრიალა ხდება. რა საგულდაგულოდაც უნდა შეინახო, ერთი თვის შემდეგ კვერცხი ძველდება. თუ არ ვიცით, რა ხარისხისაა ეს კვერცხი, ან რა პირობებში ინახებოდა, შეიძლება სალმონელოზიც გამოიწვიოს. ამიტომ, აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ შენახვის ვადას და იმას, რამდენად ჰიგიენური და დაცულია ის პირობები, რომელიც აუცილებელია ამ პროდუქტის შესანახად. ეს ეხება არა მხოლოდ კვერცხს, არამედ ნებისმიერ პროდუქციას, განსაკუთრებით კი - მალფუჭებადს.

- მოკლედ, ხომ არ ჯობია, რომ ვეგეტარიანელი გავხდე?

- ესეც არ არის გამოსავალი, რადგან კონტროლს ვერ ექვემდებარება ბოსტნეულსა და ხილში შემავალი ნიტრატებიც. მას დიდი რაოდენობით შეიძლება შეიცავდეს გაზაფხულზე მოყვანილი ბოსტნეული და ხილი - განსაკუთრებით, მარწყვი. უნდა ვერიდოთ გამწვანებულ კარტოფილსაც, რომელიც სოლანინს შეიცავს. სხვათა შორის, ახალი კარტოფილი მალე მწვანდება და ეს სწორედ სოლანინის მაღალი შემცველობის გამო ხდება. მართალია, სოლანინი მოხარშვის დროს იშლება, მაგრამ მისი მიღება მაინც არ არის სასურველი. არსებობს ნიტრატების საზომი სპეციალური ხელსაწყოც, მაგრამ მან შეიძლება ვერ გვაჩვენოს ზუსტი შემადგენლობა, ამიტომ ეს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად უნდა დადგინდეს. კიდევ ვიმეორებ - ყველაზე მეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მომხმარებელმა გასაკუთრებული ყურადღება მიაქციოს შენახვის პირობებს და ვადებს. ეს ის აუცილებელი პირობაა, რომლის გამოც პროდუქტი თავის თვისებებს ინარჩუნებს.

სტატია: "ყველაზე საშიში პროდუქტი"

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"