პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ თქვა უარი არქიტექტორმა ოლიმპიური სოფლის დაპროექტებაზე
რატომ თქვა უარი არქიტექტორმა ოლიმპიური სოფლის დაპროექტებაზე

ვა­ზი­სუბ­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, თბი­ლი­სის ზღვის სი­ახ­ლო­ვეს, ოლიმ­პი­უ­რი სო­ფე­ლი შენ­დე­ბა. ეს ად­გი­ლი 2015 წლის ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლი­სათ­ვის შე­ირ­ჩა. ჩი­ნურ­მა კომ­პა­ნია "ჰუ­ა­ლინგ ინ­ტერ­ნე­შე­ნალ­მა" 57 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თობ­ზე პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უკვე და­ი­წყო. ამ­ჟა­მად ად­გილ­ზე სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კა და ჩი­ნე­ლი მუ­შა­ხე­ლი მუ­შა­ობს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ პრო­ექ­ტში ბევ­რი დე­ტა­ლია გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი და გრან­დი­ო­ზულ მშე­ნებ­ლო­ბას უფრო შორ­სმი­მა­ვა­ლი მიზ­ნე­ბი აქვს, ვიდ­რე ოლიმ­პი­ა­დის მას­პინ­ძლო­ბაა. ოპო­ზი­ცი­ის ზო­გი­ერ­თი ლი­დე­რი და­სახ­ლე­ბის ჩი­ნურ ქა­ლა­ქად ქცე­ვის საფრ­თხე­ებ­ზე ლა­პა­რა­კობს, რაც ჩი­ნურ­მა კორ­პო­რა­ცი­ამ თა­ვის დრო­ზე ასე გან­მარ­ტა: "ყვე­ლა­ფე­რი მო­გე­ბა­ზეა გათ­ვლი­ლი, სა­ხელ­მწი­ფოს­თან და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, კერ­ძო ინ­ვეს­ტო­რი იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, 2015 წლის ახალ­გაზ­რდუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი­სათ­ვის და­ას­რუ­ლოს მშე­ნებ­ლო­ბა, გა­დას­ცეს სა­ხელ­მწი­ფოს სამი თვის ვა­დით, ოლიმ­პი­ა­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი აქ ყვე­ლა­ფე­რი ღია წე­სით გა­ი­ყი­დე­ბა".

ყვე­ლა­ფე­რი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც 2012 წლის 14 თე­ბერ­ვალს გიგი უგუ­ლა­ვამ გა­მოს­ცა ბრძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნის გა­რე­შე მშე­ნებ­ლო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ბრძა­ნე­ბას იძ­ლე­ვა. სწო­რედ ამ ბრძა­ნე­ბით ისარ­გებ­ლა ჩი­ნურ­მა კორ­პო­რა­ცი­ამ. ოპო­ნენ­ტე­ბის თქმით, ამ ბრძა­ნე­ბის უკან გიგი უგუ­ლა­ვას ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი იკ­ვე­თე­ბა. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს 2012 წლის ივ­ლი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, საკ­რე­ბუ­ლო ჩი­ნურ კომ­პა­ნი­ას 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­გვა­რი გა­და­სა­ხა­დის­გან ათა­ვი­სუფ­ლებს. რა შე­თან­ხმე­ბა და­ი­დო რე­ა­ლუ­რად მა­შინ­დელ მთავ­რო­ბა­სა და ინ­ვეს­ტორს შო­რის და იყო თუ არა რა­ი­მე სა­ხის სი­ტყვი­ე­რი შე­თან­ხმე­ბაც, ეს სა­კი­თხი აქამ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია.

ახალ­გაზ­რდა არ­ქი­ტექ­ტორ­მა შოთა დე­მეტ­რაშ­ვილ­მა თა­ვის დრო­ზე პრინ­ცი­პუ­ლად თქვა უარი ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლის პრო­ექ­ტი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. რამ გა­ნა­პი­რო­ბა მისი უარი და რა საფრ­თხე­ე­ბის შემ­ცვე­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი 100 000-კა­ცი­ა­ნი და­სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა თბი­ლი­სის ზღვის სი­ახ­ლო­ვეს, ამის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- რო­დე­საც ურ­ბა­ნუ­ლი ჯგუ­ფი იქ­მნე­ბო­და, მთხო­ვეს, ამ პრო­ექ­ტში ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი. გა­ვე­ცა­ნი მას და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი ვთქვი. ჩემ­თვის ეს პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, ვი­ნა­ი­დან უც­ბად აღ­მოჩ­ნდა, რომ არ­სე­ბობს ძა­ლი­ან დიდი პრო­ექ­ტი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და. მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­მაჩ­ნია ასე პირ­და­პირ პრო­ექ­ტი­რე­ბა და შე­ნე­ბა, მით უმე­ტეს, ამ­ხე­ლა მშე­ნებ­ლო­ბის. ურ­ბა­ნულ და­გეგ­მა­რე­ბა­ში არ­სე­ბობს იერ­არ­ქია, რო­მელ­შიც პრო­ექ­ტი­რე­ბამ რა­ღაც ეტა­პე­ბი უნდა გა­ი­ა­როს. უპირ­ვე­ლე­სად, უნდა და­ის­ვას კი­თხვა, გვჭირ­დე­ბა კი ამ­ხე­ლა და­სახ­ლე­ბა თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე?

მხო­ლოდ ის ვიცი, რომ ინ­ვეს­ტო­რე­ბი ჩი­ნე­ლე­ბი არი­ან. ეს ად­გი­ლი ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლის­თვის ეფექ­ტუ­რი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის გამო შე­ირ­ჩა. აღ­ნიშ­ნულ სო­ფელ­ში 100 000 კაც­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის და­სახ­ლე­ბაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. სა­კი­თხი ასე უნდა და­ის­ვას - არ­ის თუ არა სა­ჭი­რო ამ­ხე­ლა და­სახ­ლე­ბა და ვის­თვის კეთ­დე­ბა ეს? სა­ინ­ტე­რე­სოა, არის თუ არა პრო­ექ­ტი შე­თან­ხმე­ბუ­ლი მე­რი­ა­ში, ეს თუ ასე არაა, გა­მო­დის, უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბა­სთან გვაქვს საქ­მე. ისიც გა­სარ­კვე­ვია, რა პი­რო­ბე­ბია ჩა­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში, რომე­ლიც არ­ნა­ხულ შე­ღა­ვა­თებს აძ­ლევს ინ­ვეს­ტო­რს. ჩვენ­თან უკვე პრაქ­ტი­კაა ასე­თი, რომ ვი­ღაც გას­ცემს და­ვა­ლე­ბას ისე, რომ არაა შე­თან­ხმე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მის უწყე­ბას­თან. თუ ეს პრო­ექ­ტი კა­ნო­ნი­ე­რია, უნდა იყოს სა­ჯა­რო, პრო­ფე­სი­ულ წრე­ებ­ში გან­ხი­ლუ­ლი და და­ისვ­ას სა­კი­თხი - რა კეთ­დე­ბა, რის­თვი­საა ეს სა­ჭი­რო, რა­ტომ უნდა აშენ­დეს, რა თან­ხე­ბი უნდა და­ი­ხარ­ჯოს და ვინ მი­ი­ღებს მო­გე­ბას... თბი­ლი­სი არაა ის ქა­ლა­ქი, ასე უზარ­მა­ზა­რი, 100 000-კა­ცი­ა­ნი და­სახ­ლე­ბა რომ სჭირ­დე­ბო­დეს.­

- რა საფრ­თხე­ე­ბის შემ­ცვე­ლია თბილ­ისის ზღვის მი­და­მო­ებ­ში ახა­ლი ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბა და რა უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია დე­და­ქა­ლაქ­ზე?

- 100.000-კა­ცი­ა­ნი და­სახ­ლე­ბა საფრ­თხის შემ­ცვე­ლია ტრან­სპორ­ტის, ეკო­ნო­მი­კის, ეკო­ლო­გი­ის და ბევ­რი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. თბი­ლი­სის ზღვა რეკ­რე­ა­ცი­ის ზო­ნაა, იქ წყალ­სა­ცა­ვია და მის სი­ახ­ლო­ვეს და­სახ­ლე­ბა და ცხოვ­რე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. პირ­ველ რიგ­ში, ეს სა­კი­თხია და­სას­მე­ლი. ტრან­სპორ­ტს რაც ეხე­ბა, როცა ამ­ხე­ლა და­სახ­ლე­ბა გაჩ­ნდე­ბა, სა­კი­თხა­ვია, არ­სე­ბუ­ლი ქსე­ლი თუ გა­უძ­ლებს დატ­ვირ­თვას. ბევ­რი ას­პექ­ტია ეკო­ლო­გი­უ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და ბი­ნათმშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი­დან, რაც გა­ურ­კვე­ვე­ლია. ასე პირ­და­პირ ეს მშე­ნებ­ლო­ბა და პრო­ექ­ტი­რე­ბა შეც­დო­მა და და­ნა­შა­უ­ლია.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

რატომ თქვა უარი არქიტექტორმა ოლიმპიური სოფლის დაპროექტებაზე

რატომ თქვა უარი არქიტექტორმა ოლიმპიური სოფლის დაპროექტებაზე

ვაზისუბნის დასახლებაში, თბილისის ზღვის სიახლოვეს, ოლიმპიური სოფელი შენდება. ეს ადგილი 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის შეირჩა. ჩინურმა კომპანია "ჰუალინგ ინტერნეშენალმა" 57 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო. ამჟამად ადგილზე სამშენებლო ტექნიკა და ჩინელი მუშახელი მუშაობს. როგორც ამბობენ, ამ პროექტში ბევრი დეტალია გასაიდუმლოებული და გრანდიოზულ მშენებლობას უფრო შორსმიმავალი მიზნები აქვს, ვიდრე ოლიმპიადის მასპინძლობაა. ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი დასახლების ჩინურ ქალაქად ქცევის საფრთხეებზე ლაპარაკობს, რაც ჩინურმა კორპორაციამ თავის დროზე ასე განმარტა: "ყველაფერი მოგებაზეა გათვლილი, სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კერძო ინვესტორი იღებს ვალდებულებას, 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისათვის დაასრულოს მშენებლობა, გადასცეს სახელმწიფოს სამი თვის ვადით, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი აქ ყველაფერი ღია წესით გაიყიდება".

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2012 წლის 14 თებერვალს გიგი უგულავამ გამოსცა ბრძანება, რომელიც შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე მშენებლობების განხორციელების ბრძანებას იძლევა. სწორედ ამ ბრძანებით ისარგებლა ჩინურმა კორპორაციამ. ოპონენტების თქმით, ამ ბრძანების უკან გიგი უგულავას ბიზნესინტერესები იკვეთება. ისიც ცნობილია, რომ თბილისის საკრებულოს 2012 წლის ივლისის გადაწყვეტილებით, საკრებულო ჩინურ კომპანიას 5 წლის განმავლობაში ყოველგვარი გადასახადისგან ათავისუფლებს. რა შეთანხმება დაიდო რეალურად მაშინდელ მთავრობასა და ინვესტორს შორის და იყო თუ არა რაიმე სახის სიტყვიერი შეთანხმებაც, ეს საკითხი აქამდე გაურკვეველია.

ახალგაზრდა არქიტექტორმა შოთა დემეტრაშვილმა თავის დროზე პრინციპულად თქვა უარი ოლიმპიური სოფლის პროექტირებაში მონაწილეობაზე. რამ განაპირობა მისი უარი და რა საფრთხეების შემცველია აღნიშნული 100 000-კაციანი დასახლების მშენებლობა თბილისის ზღვის სიახლოვეს, ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.

- როდესაც ურბანული ჯგუფი იქმნებოდა, მთხოვეს, ამ პროექტში ჩავრთულიყავი. გავეცანი მას და მონაწილეობაზე უარი ვთქვი. ჩემთვის ეს პრინციპულად მიუღებელი იყო, ვინაიდან უცბად აღმოჩნდა, რომ არსებობს ძალიან დიდი პროექტი, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ასე პირდაპირ პროექტირება და შენება, მით უმეტეს, ამხელა მშენებლობის. ურბანულ დაგეგმარებაში არსებობს იერარქია, რომელშიც პროექტირებამ რაღაც ეტაპები უნდა გაიაროს. უპირველესად, უნდა დაისვას კითხვა, გვჭირდება კი ამხელა დასახლება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე?

მხოლოდ ის ვიცი, რომ ინვესტორები ჩინელები არიან. ეს ადგილი ოლიმპიური სოფლისთვის ეფექტური ადგილმდებარეობის გამო შეირჩა. აღნიშნულ სოფელში 100 000 კაცზე მეტი ადამიანის დასახლებაა გათვალის­წინებული. საკითხი ასე უნდა დაისვას - არ­ის თუ არა საჭირო ამხელა დასახლება და ვისთვის კეთდება ეს? საინტერესოა, არის თუ არა პროექტი შეთანხმებული მერიაში, ეს თუ ასე არაა, გამოდის, უკანონო მშენებლობა­სთან გვაქვს საქმე. ისიც გასარკვევია, რა პირობებია ჩადებული ხელშეკრულებაში, რომე­ლიც არნახულ შეღავათებს აძლევს ინვესტო­რს. ჩვენთან უკვე პრაქტიკაა ასეთი, რომ ვიღაც გასცემს დავალებას ისე, რომ არაა შეთანხმებული შესაბამის უწყებასთან. თუ ეს პროექტი კანონიერია, უნდა იყოს საჯარო, პროფესიულ წრეებში განხილული და დაისვ­ას საკითხი - რა კეთდება, რისთვისაა ეს საჭირო, რატომ უნდა აშენდეს, რა თანხები უნდა დაიხარჯოს და ვინ მიიღებს მოგებას... თბილისი არაა ის ქალაქი, ასე უზარმაზარი, 100 000-კაციანი დასახლება რომ სჭირდებოდეს.­

- რა საფრთხეების შემცველია თბილ­ისის ზღვის მიდამოებში ახალი ქალაქის მშენებლობა და რა უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია დედაქალაქზე?

- 100.000-კაციანი დასახლება საფრთხის შემცველია ტრანსპორტის, ეკონომიკის, ეკოლოგიის და ბევრი სხვა მიმართულებით. თბილისის ზღვა რეკრეაციის ზონაა, იქ წყალსაცავია და მის სიახლოვეს დასახლება და ცხოვრება დაუშვებელია. პირველ რიგში, ეს საკითხია დასასმელი. ტრანსპორტს რაც ეხება, როცა ამხელა დასახლება გაჩნდება, საკითხავია, არსებული ქსელი თუ გაუძლებს დატვირთვას. ბევრი ასპექტია ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური და ბინათმშენებლობის საკითხებიდან, რაც გაურკვეველია. ასე პირდაპირ ეს მშენებლობა და პროექტირება შეცდომა და დანაშაულია.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"