პოლიტიკა
სამართალი

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრანდოების, ჰემინგუეების, ტრუსარდებისა და ონასისების ოჯახური წყევლა
ბრანდოების, ჰემინგუეების, ტრუსარდებისა და ონასისების ოჯახური წყევლა

არ­სე­ბობს ოჯა­ხე­ბი, რომ­ლებ­შიც ერთი უბე­დუ­რე­ბა მე­ო­რეს ცვლის და ამას და­სას­რუ­ლი არ უჩანს. ხში­რად ასეთ კლა­ნებ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი და­წყევ­ლეს... ამ­ჯე­რად ბრან­დო­ე­ბის, ჰე­მინ­გუ­ე­ე­ბის, ტრუ­სარ­დე­ბი­სა და ონა­სი­სე­ბის ოჯა­ხე­ბის სა­ბე­დის­წე­რო ამ­ბებს მო­გი­თხრობთ.

ბრან­დო­ე­ბის კლა­ნი

წყევ­ლა: უბე­დუ­რე­ბა

ვინ და­წყევ­ლა: უც­ნო­ბია

მი­ზე­ზი: ალ­კოჰო­ლი

"მე ირ­ლან­დი­ე­ლი ალ­კოჰო­ლი­კე­ბის გვარს მი­ვე­კუთ­ვნე­ბი. მა­მა­ჩე­მის სის­ხლი ალ­კოჰო­ლის, ტეს­ტოს­ტე­რო­ნი­სა და ად­რე­ნა­ლი­ნის­გან შედ­გე­ბო­და. ვგიჟ­დე­ბო­დი დე­და­ჩემ­ზე. მან ჩვენს გაზ­რდას ლო­თო­ბა ამ­ჯო­ბი­ნა", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გე­ნი­ა­ლურ­მა მსა­ხი­ობ­მა მარ­ლონ ბრან­დომ. ალ­კოჰო­ლი - ბრან­დოს გვა­რის სა­ო­ჯა­ხო წყევ­ლა იყო: მარ­ლო­ნის დედა ლო­თო­ბით მოკ­ვდა, მის­მა პირ­ველ­მა ცოლ­მა, ნარ­კო­მან­მა ანა კაფ­შიმ, ვაჟ კრის­ტი­ანს თა­ვი­სი ცუდი ზნე მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­დას­ცა.

ბრან­დო ხელ­თათ­მა­ნი­ვით იც­ვლი­და ქა­ლებს, უპი­რა­ტე­სო­ბას შავ­კა­ნი­ა­ნებს ანი­ჭებ­და. 1963 წელს მსა­ხი­ობ­მა პო­ლი­ნე­ზი­ა­ში 20 მი­ლი­ონ დო­ლა­რად კუნ­ძუ­ლი ტე­რი­ა­როა იყი­და, სახ­ლი აა­შე­ნა და ჰა­რე­მი მო­ა­წყო - უამ­რა­ვი მო­სამ­სა­ხუ­რე-საყ­ვა­რე­ლი შე­ა­სახ­ლა. საყ­ვარ­ლე­ბი მის­გან გა­მუდ­მე­ბით აჩენ­დნენ ბავ­შვებს: ოფი­ცი­ა­ლუ­რად ბრან­დომ რვა შვი­ლი აღი­ა­რა, მაგ­რამ მათი რი­ცხვი გა­ცი­ლე­ბით მეტი იყო.

ამ­ბობ­დნენ, რომ მარ­ლო­ნის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი მი­სი­ვე ქა­ლიშ­ვი­ლი იყო, რო­მე­ლიც მე­სა­მე ცოლ­მა გა­უ­ჩი­ნა - მზე­თუ­ნა­ხა­ვი ტა­რი­ტუ შე­ე­ნი. ამას­თან, ჭო­რა­ობ­დნენ, რომ მარ­ლო­ნი მისი ბავ­შვის მა­მაც იყო.

1990 წელს გო­გო­ნამ ნარ­კო­ტი­კე­ბის ძლი­ე­რი დოზა მი­ი­ღო, სა­ჭეს მი­უჯ­და, სა­ში­ნელ ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და სახე და­ი­სა­ხიჩ­რა. ბრან­დოს არ და­უ­ნა­ნია ფული მისი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის.

1990 წელს შე­ე­ნი საქმროს­თან, გავ­ლე­ნი­ა­ნი ტა­ი­ტე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ვაჟ დაგ დრო­ლეს­თან ერ­თად ლოს-ან­ჯე­ლეს­ში მო­რიგ ოპე­რა­ცი­ა­ზე ჩა­ვი­და. სწო­რედ მა­შინ ბრან­დოს ლოს-ან­ჯე­ლე­სის სახ­ლში უბე­დუ­რე­ბა მოხ­და: მსა­ხი­ო­ბის უფ­როს­მა ვაჟ­მა კრის­ტი­ან­მა დის მიჯ­ნურს ზურ­გში ორი ტყვია ეს­რო­ლა. მკვლელს 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს, მან ცი­ხე­ში მხო­ლოდ 6 წელი გა­ა­ტა­რა. შე­ენ­მა სა­სა­მარ­თლოს მის­ცა ჩვე­ნე­ბა და და­გის სიკ­ვდილ­ში მამა და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. თქვა, რომ მარ­ლონ­მა გა­ა­ქე­ზა შვი­ლი მის მო­საკ­ლა­ვად.

გო­გო­ნას ჩვე­ნე­ბა სი­მარ­თლედ არ ჩათ­ვა­ლეს, შე­ე­ნი გი­ჟად მი­იჩ­ნი­ეს და ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს. ხუთი წლის შემ­დეგ შე­ენ­მა აბა­ზა­ნა­ში თავი ჩა­მო­იხ­რჩო. მისი უკა­ნას­კნე­ლი სი­ტყვე­ბი იყო: "მინ­და დაგს შე­ვუ­ერ­თდე!".

ქა­ლიშ­ვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბის ამ­ბავ­მა ბრან­დო­ზე გა­მა­ნად­გუ­რებ­ლად იმოქ­მე­და, ღრმა დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და და რამ­დე­ნი­მე თვე არა­ვის ელა­პა­რა­კე­ბო­და. შე­ე­ნის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ მსა­ხი­ობ­მა კი­დევ ცხრა წელი იცო­ცხლა. მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი ძლი­ერ ავად­მყო­ფობ­და: გა­სუქ­და, და­ე­მარ­თა შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი და მხედ­ვე­ლო­ბი­სა და ღვიძ­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­უჩ­ნდა.

ჰე­მინ­გუ­ე­ე­ბის კლა­ნი

წყევ­ლა: თვით­მკვლე­ლო­ბა

ვინ და­წყევ­ლა: უც­ნობ­მა

მი­ზე­ზი: დეპ­რე­სია

უც­ნო­ბია, რო­დის და რა­ტომ და­ი­წყო ჰე­მინ­გუ­ე­ე­ბის გვა­რის წყევ­ლა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე თავ­გა­მო­დე­ბუ­ლი სკეპ­ტი­კო­სიც კი ვერ იტყვის, რომ უჩ­ვე­უ­ლო არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. ამ კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი გვა­რის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დეპ­რე­სი­ი­თა და თვით­მკვლე­ლო­ბის სურ­ვი­ლით იტან­ჯე­ბო­და. გა­მო­ჩე­ნი­ლი მწერ­ლის მა­მამ, დოქ­ტორ კლა­რენს ედ­მონტ ჰე­მინ­გუ­ე­იმ, თავი 1928 წელს მო­იკ­ლა - დი­ა­ბე­ტის ფონ­ზე გან­გრე­ნა და­ე­წყო.

თა­ვად რო­მან "რა­ტომ რე­კენ ზა­რე­ბის" ავ­ტორ­მა, ნო­ბე­ლი­ან­ტმა, რო­მელ­მაც დი­დე­ბა და უამ­რა­ვი ქო­ნე­ბა მო­იხ­ვე­ჭა, ვერ შეძ­ლო დეპ­რე­სი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბა. 1961 წელს 62 წლის ასაკ­ში შუბ­ლში ტყვია და­ი­ხა­ლა. მის­მა დამ ურ­სუ­ლამ და ძმამ ლეს­ტერ­მა იგი­ვე მო­ი­მოქ­მე­დეს: კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბულ­მა ურ­სუ­ლამ წამ­ლე­ბის სა­სიკ­ვდი­ლო დოზა მი­ი­ღო, ლეს­ტერ­მა თავი მო­იკ­ლა იმის გამო, რომ დი­ა­ბე­ტის ფონ­ზე გან­გრე­ნა გა­ნუ­ვი­თარ­და და ფეხი მოჰ­კვე­თეს.

ერ­ნესტ ჰე­მინ­გუ­ე­ის სა­მი­ვე ვაჟს ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და. ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი გრე­გო­რი, რო­მე­ლიც სქე­სის შეც­ვლის შემ­დეგ გლო­რია გახ­და, ნარ­კო­მა­ნი იყო, 69 წლის ასაკ­ში უხამ­სი საქ­ცი­ე­ლის­თვის და­ა­პა­ტიმ­რეს და ცი­ხე­ში გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. ჰე­მინ­გუ­ე­ის ერთ-ერთი შვი­ლიშ­ვი­ლი, ჯო­ა­ნი, ალ­კოჰო­ლიზ­მის­გან მოკ­ვდა, მე­ო­რემ - მარ­გომ, ცნო­ბილ­მა მო­დელ­მა და უნი­ჭო მსა­ხი­ობ­მა, ბარ­ბი­ტუ­რა­ტე­ბის დიდი დოზა მი­ი­ღო. მარ­გოს სიკ­ვდილ­მა ისე იმოქ­მე­და მის დაზე, 22 წლის ნი­ჭი­ერ მსა­ხი­ობ მე­რი­ელ­ზე, რო­მე­ლიც "ოს­კარ­სა" და "ოქ­როს გლო­ბუს­ზე" იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი, რომ მუ­შა­ო­ბა ვე­ღარ შეძ­ლო და ჰო­ლი­ვუდს თავი და­ა­ნე­ბა. "ჰო­ლი­ვუდ­მა გა­მო­მაგ­დო. ვფიქ­რობ, თა­ვად ღმერ­თმა გა­და­წყვი­ტა ჩემი ბედი", - გა­ნა­ცხა­და გო­გო­ნამ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მე­რი­ე­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცო­ლად გაჰ­ყვა რე­ჟი­სორ-დო­კუ­მენ­ტა­ლისტ სტი­ვენ კრის­მანს. წყვილს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ეყო­ლა - დრი და ლენ­გლი. რო­დე­საც ცო­ცხლად დარ­ჩე­ნილ მწერ­ლის ერ­თა­დერთ შვი­ლიშ­ვილს ჰკი­თხეს, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა სა­ში­ნე­ლი წყევ­ლა და­ეძ­ლია, მან უპა­სუ­ხა: "ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს რა­ღაც გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა, იგი დეპ­რე­სი­ის დროს ჩნდე­ბა. მეც იგი­ვე გენი მაქვს, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რო­დე­საც სა­კუ­თარ თავ­სა და ახ­ლობ­ლებ­თან ჰარ­მო­ნი­ა­ში ცხოვ­რობ, შე­გიძ­ლია ამ ტრა­გი­კუ­ლი ჯაჭ­ვის გა­წყვე­ტა, სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო დაც­ვაა".

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბრანდოების, ჰემინგუეების, ტრუსარდებისა და ონასისების ოჯახური წყევლა

ბრანდოების, ჰემინგუეების, ტრუსარდებისა და ონასისების ოჯახური წყევლა

არსებობს ოჯახები, რომლებშიც ერთი უბედურება მეორეს ცვლის და ამას დასასრული არ უჩანს. ხშირად ასეთ კლანებზე ამბობენ, რომ ისინი დაწყევლეს... ამჯერად ბრანდოების, ჰემინგუეების, ტრუსარდებისა და ონასისების ოჯახების საბედისწერო ამბებს მოგითხრობთ.

ბრანდოების კლანი

წყევლა: უბედურება

ვინ დაწყევლა: უცნობია

მიზეზი: ალკოჰოლი

"მე ირლანდიელი ალკოჰოლიკების გვარს მივეკუთვნები. მამაჩემის სისხლი ალკოჰოლის, ტესტოსტერონისა და ადრენალინისგან შედგებოდა. ვგიჟდებოდი დედაჩემზე. მან ჩვენს გაზრდას ლოთობა ამჯობინა", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში გენიალურმა მსახიობმა მარლონ ბრანდომ. ალკოჰოლი - ბრანდოს გვარის საოჯახო წყევლა იყო: მარლონის დედა ლოთობით მოკვდა, მისმა პირველმა ცოლმა, ნარკომანმა ანა კაფშიმ, ვაჟ კრისტიანს თავისი ცუდი ზნე მემკვიდრეობით გადასცა.

ბრანდო ხელთათმანივით იც­ვლიდა ქალებს, უპირატესობას შავკანიანებს ანიჭებდა. 1963 წელს მსახიობმა პოლინეზიაში 20 მილიონ დოლარად კუნძული ტერიაროა იყიდა, სახლი ააშენა და ჰარემი მოაწყო - უამრავი მოსამსახურე-საყვარელი შეასახლა. საყვარლები მისგან გამუდმებით აჩენდნენ ბავშვებს: ოფიციალურად ბრანდომ რვა შვილი აღიარა, მაგრამ მათი რიცხვი გაცილებით მეტი იყო.

ამბობდნენ, რომ მარლონის ერთ-ერთი საყვარელი მისივე ქალიშვილი იყო, რომელიც მესამე ცოლმა გაუჩინა - მზეთუნახავი ტარიტუ შეენი. ამასთან, ჭორაობდნენ, რომ მარლონი მისი ბავშვის მამაც იყო.

1990 წელს გოგონამ ნარკოტიკების ძლიერი დოზა მიიღო, საჭეს მიუჯდა, საშინელ ავარიაში მოყვა და სახე დაისახიჩრა. ბრანდოს არ დაუნანია ფული მისი პლასტიკური ოპერაციებისთვის.

1990 წელს შეენი საქმროსთან, გავლენიანი ტაიტელი ბიზნესმენის ვაჟ დაგ დროლესთან ერთად ლოს-ანჯელესში მორიგ ოპერაციაზე ჩავიდა. სწორედ მაშინ ბრანდოს ლოს-ანჯელესის სახლში უბედურება მოხდა: მსახიობის უფროსმა ვაჟმა კრისტიანმა დის მიჯნურს ზურგში ორი ტყვია ესროლა. მკვლელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მან ციხეში მხოლოდ 6 წელი გაატარა. შეენმა სასამართლოს მისცა ჩვენება და დაგის სიკვდილში მამა დაადანაშაულა. თქვა, რომ მარლონმა გააქეზა შვილი მის მოსაკლავად.

გოგონას ჩვენება სიმართლედ არ ჩათვალეს, შეენი გიჟად მიიჩნიეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ხუთი წლის შემდეგ შეენმა აბაზანაში თავი ჩამოიხრჩო. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: "მინდა დაგს შევუერთდე!".

ქალიშვილის თვითმკვლელობის ამბავმა ბრანდოზე გამანადგურებლად იმოქმედა, ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და რამდენიმე თვე არავის ელაპარაკებოდა. შეენის სიკვდილის შემდეგ მსახიობმა კიდევ ცხრა წელი იცოცხლა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი ძლიერ ავადმყოფობდა: გასუქდა, დაემართა შაქრიანი დიაბეტი და მხედველობისა და ღვიძლის სერიოზული პრობლემები გაუჩნდა.

ჰემინგუეების კლანი

წყევლა: თვითმკვლელობა

ვინ დაწყევლა: უცნობმა

მიზეზი: დეპრესია

უცნობია, როდის და რატომ დაიწყო ჰემინგუეების გვარის წყევლა, მაგრამ ყველაზე თავგამოდებული სკეპტიკოსიც კი ვერ იტყვის, რომ უჩვეულო არაფერი მომხდარა. ამ კეთილშობილური გვარის ყველა წარმომადგენელი დეპრესიითა და თვითმკვლელობის სურვილით იტანჯებოდა. გამოჩენილი მწერლის მამამ, დოქტორ კლარენს ედმონტ ჰემინგუეიმ, თავი 1928 წელს მოიკლა - დიაბეტის ფონზე განგრენა დაეწყო.

თავად რომან "რატომ რეკენ ზარების" ავტორმა, ნობელიანტმა, რომელმაც დიდება და უამრავი ქონება მოიხვეჭა, ვერ შეძლო დეპრესიასთან გამკლავება. 1961 წელს 62 წლის ასაკში შუბლში ტყვია დაიხალა. მისმა დამ ურსულამ და ძმამ ლესტერმა იგივე მოიმოქმედეს: კიბოთი დაავადებულმა ურსულამ წამლების სასიკვდილო დოზა მიიღო, ლესტერმა თავი მოიკლა იმის გამო, რომ დიაბეტის ფონზე განგრენა განუვითარდა და ფეხი მოჰკვეთეს.

ერნესტ ჰემინგუეის სამივე ვაჟს ფსიქიკური აშლილობის პრობლემა ჰქონდა. ყველაზე უმცროსი გრეგორი, რომელიც სქესის შეცვლის შემდეგ გლორია გახდა, ნარკომანი იყო, 69 წლის ასაკში უხამსი საქციელისთვის დააპატიმრეს და ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა. ჰემინგუეის ერთ-ერთი შვილიშვილი, ჯოანი, ალკოჰოლიზმისგან მოკვდა, მეორემ - მარგომ, ცნობილმა მოდელმა და უნიჭო მსახიობმა, ბარბიტურატების დიდი დოზა მიიღო. მარგოს სიკვდილმა ისე იმოქმედა მის დაზე, 22 წლის ნიჭიერ მსახიობ მერიელზე, რომელიც "ოსკარსა" და "ოქროს გლობუსზე" იყო ნომინირებული, რომ მუშაობა ვეღარ შეძლო და ჰოლივუდს თავი დაანება. "ჰოლივუდმა გამომაგდო. ვფიქრობ, თავად ღმერთმა გადაწყვიტა ჩემი ბედი", - განაცხადა გოგონამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

მერიელი მოგვიანებით ცოლად გაჰყვა რეჟისორ-დოკუმენტალისტ სტივენ კრისმანს. წყვილს ორი ქალიშვილი ეყოლა - დრი და ლენგლი. როდესაც ცოცხლად დარჩენილ მწერლის ერთადერთ შვილიშვილს ჰკითხეს, როგორ მოახერხა საშინელი წყევლა დაეძლია, მან უპასუხა: "ნამდვილად არსებობს რაღაც გენეტიკური განწყობა, იგი დეპრესიის დროს ჩნდება. მეც იგივე გენი მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როდესაც საკუთარ თავსა და ახლობლებთან ჰარმონიაში ცხოვრობ, შეგიძლია ამ ტრაგიკული ჯაჭვის გაწყვეტა, სიყვარული ყველაზე საუკეთესო დაცვაა".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს