მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურამ შარაძის ქალიშვილმა პოლიტდევნილის სტატუსზე უარი თქვა
გურამ შარაძის ქალიშვილმა პოლიტდევნილის სტატუსზე უარი თქვა

20 მა­ისს თბი­ლის­ში, ვე­რის სა­საფ­ლა­ო­ზე მეც­ნი­ე­რი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, გუ­რამ შა­რა­ძის საფ­ლავ­თან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა მო­ი­ყა­რა თავი. პრო­ფე­სო­რის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გეს და მო­ძღვარ­მა მისი სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ე­ბე­ლი პა­ნაშ­ვი­დიც გა­და­ი­ხა­და. იქვე იყო ბა­ტო­ნი გუ­რა­მის ქვრი­ვი, ქალ­ბა­ტო­ნი სვეტ­ლა­ნა გა­ხა­რია, რო­მე­ლიც სამი უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნის, მე­უღ­ლი­სა და ორი ვა­ჟიშ­ვი­ლის - ლა­შა­სა და გი­ორ­გის საფ­ლა­ვებ­თან თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი იჯდა.

შე­გახ­სე­ნებთ: შა­რა­ძე­ე­ბის ოჯახს პირ­ვე­ლი დიდი ტრა­გე­დია 15 წლის წინ და­ა­ტყდა თავს. მა­შინ, მა­თი­ვე ბი­ნა­ში, უფ­რო­სი ვა­ჟის, ექიმ ლაშა შა­რა­ძის ცხე­და­რი იპო­ვეს. მარ­თა­ლია, ძა­ლო­ვა­ნებ­მა მა­შინ მომ­ხდა­რი თვით­მკვლე­ლო­ბად შე­ა­ფა­სეს, მაგ­რამ დღემ­დე ამ საქ­მის ირ­გვლივ ბევ­რი კი­თხვა პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია. ოჯა­ხი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ლაშა შა­რა­ძე მოკ­ლეს. 6 წლის წინ კი ახა­ლი ტრა­გე­დია მოხ­და - 2007 წლის 20 მა­ისს დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან სახ­ლის­კენ მი­მა­ვალ პრო­ფე­სორს ვე­რა­გუ­ლად ეს­რო­ლეს, რის შე­დე­გა­დაც ის ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა. შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბი მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იხი­ლა.

ეს და­ნა­შა­უ­ლი ძა­ლო­ვა­ნებ­მა მა­შინ­ვე გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს, მკვლე­ლო­ბა­ში ბრა­ლი გი­ორ­გი ბა­რა­თელს წა­უ­ყე­ნეს და სას­ჯე­ლიც გა­მო­უ­ტა­ნეს, მაგ­რამ დღემ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბა იყო. უფრო მეტი კი­თხვა ამ საქ­მის ირ­გვლივ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდა. გი­ორ­გი ბა­რა­თე­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მას გუ­რამ შა­რა­ძე არ მო­უკ­ლავს და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აი­ძუ­ლეს, ეს უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი სა­კუ­თარ თავ­ზე აეღო.

სამ­წუ­ხა­როდ, ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა შა­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ტრა­გე­დია. მა­მის სიკ­ვდილ­მა უდი­დე­სი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა მის უმ­ცროს ვაჟს, გი­ორ­გის. ის ოთახ­ში ჩა­ი­კე­ტა და ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვის დაჰ­კონ­ტაქ­ტე­ბია. ორი წლის თავ­ზე, სა­ში­ნელ დეპ­რე­სი­ა­ში მყო­ფი, გარ­და­იც­ვა­ლა. თურ­მე სიკ­ვდი­ლამ­დე დე­დას მხო­ლოდ ერთ ფრა­ზას ეუბ­ნე­ბო­და: დედა, გი­ორ­გი ბა­რა­თე­ლი ამის გამ­კე­თე­ბე­ლი არ არი­სო!..

პრო­ფე­სო­რის ქა­ლიშ­ვი­ლი, რუ­სუ­დან შა­რა­ძე მკვლე­ლო­ბის საქ­მის გახ­სნა­სა და რე­ა­ლუ­რი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნას ითხოვს. ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მას შვე­ი­ცა­რი­ამ პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მის­ცა და რუ­სუ­და­ნი, მე­უღ­ლე­სა და ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად, სა­ცხოვ­რებ­ლად ამ ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ვი­და. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე მე­ო­თხედ ჩა­მო­ვი­და. ამ­ბობს, რომ მას დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი ახლა აღარ სჭირ­დე­ბა.

20 მა­ისს დი­ლით რუ­სუ­დან შა­რა­ძე ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის მუ­ზე­უმ­ში მი­ვი­და და მა­მის პი­რა­დი არ­ქი­ვი­დან, გი­ორ­გი (ჯორჯ) პა­პაშ­ვი­ლის ხელ­ნა­წე­რე­ბი და სხვა მა­სა­ლე­ბი გა­დას­ცა. სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე კი, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა იმ ად­გი­ლას, სა­დაც 6 წლის წინ სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და და მდუ­მა­რე აქ­ცი­ით, კი­დევ ერთხელ პა­ტი­ვი მი­ა­გეს გუ­რამ შა­რა­ძის ხსოვ­ნას. აკა­დე­მი­კო­სის ქა­ლიშ­ვი­ლი ემიგ­რა­ცი­ის მუ­ზე­უ­მის­თვის მისი და­მა­არ­სებ­ლის, გუ­რამ შა­რა­ძის სა­ხე­ლის მი­ნი­ჭე­ბას ითხოვს.

რუ­სუ­დან შა­რა­ძე:

- გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი ქარ­თვე­ლი-ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი და მო­ქან­და­კე გახ­ლდათ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან და­ფა­სე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლია ამე­რი­კა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბად არის და­ფა­სე­ბუ­ლი. მისი მა­სა­ლე­ბი მა­მას პი­რად არ­ქივ­ში ინა­ხე­ბო­და და ემიგ­რა­ცი­ის მუ­ზე­უმს გა­და­ვე­ცი. ძა­ლი­ან მინ­და, ემიგ­რა­ცი­ის მუ­ზე­უმს მი­ე­ნი­ჭოს მისი და­მა­არ­სებ­ლის - გუ­რამ შა­რა­ძის სა­ხე­ლი. გუ­რამ შა­რა­ძის სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ხე­ლით, ამ სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტის მო­თხოვ­ნით, წე­რი­ლო­ბით მივ­მარ­თე გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­სა და კულ­ტუ­რის მი­ნისტრს, გუ­რამ ოდი­შა­რი­ას... მა­მა­ჩე­მის მკვლე­ლო­ბის საქ­მის ირ­გვლივ კი ბევ­რი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბაა. ვე­ლო­დე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნას.

- ხომ არ შეხ­ვდით ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს?

- როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, მა­შინ­ვე ჩა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლეს, ლაშა ნაც­ვლიშ­ვილს შევ­ხვდი, ასე­ვე - დღე­ვან­დელ ქა­ლა­ქის პრო­კუ­რორს, მაია მწა­რი­აშ­ვილს. ძა­ლი­ან და­ი­მე­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა არ და­წყე­ბუ­ლა. ბა­ტო­ნი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ვერ ხერ­ხდე­ბა მა­მა­ჩე­მის მკვლე­ლო­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა და მეც, რო­გორც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი, ვე­ლო­დე­ბი იმ კო­მი­სი­ის შექ­მნას, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ძი­ებს ამ კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ებს. მინ­და, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ერ­ქვას, კა­ნო­ნის და სა­მარ­თლის გზით ამ ხალ­ხს ეწო­დოს ის, რაც მათ ჰქვი­ათ. მინ­და, დათა ახა­ლა­ია გა­მო­ვი­დეს და თქვას, თუ ვინ შე­უკ­ვე­თა მა­მა­ჩე­მის მკვლე­ლო­ბა.

- დათა ახა­ლა­ი­ას ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ?

- თქვენ გქონ­დათ ამა­ზე სტა­ტია და­წე­რი­ლი. ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მძღო­ლის, ჩიხ­რა­ძის ჩვე­ნე­ბას ვგუ­ლის­ხმობ. მის­თვის დათა ახა­ლა­ი­ას პირ­და­პირ უთ­ქვამს, - ხომ იცი, ვინ­ცა ვარ და რისი გამ­კე­თე­ბე­ლიც ვარ; ახლა არ და­მი­წყო აქ ზღაპ­რე­ბის მო­ყო­ლა, ყვე­ლა­ფე­რი მი­თხა­რი, თო­რემ, რო­გორც დავ­გეგ­მე და მოვ­კა­ლი გუ­რამ შა­რა­ძე, ისე გა­გა­სა­ღებ შენ­ცო... ოქ­რუ­აშ­ვილ­თან არა­სო­დეს არა­ვი­თა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია და არც მისი მძღო­ლის ვი­ნა­ო­ბა ვი­ცო­დი, მას ოფი­ცი­ა­ლუ­რი ჩვე­ნე­ბა აქვს მი­ცე­მუ­ლი. ნამ­დვი­ლად მჯე­რა ჩიხ­რა­ძის მო­ნა­თხრო­ბის. საკ­მა­რის­ზე მეტი მა­სა­ლაა იმის­თვის, რომ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­დან და­ი­წყონ. 19 მა­ისს სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში მეც ვი­ყა­ვი, სა­დაც ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის გა­სა­მარ­თლე­ბა მო­ი­თხო­ვა. ხალ­ხი სა­შინ­ლად ნა­წა­მე­ბია და ისი­ნი გა­მო­ძი­ე­ბას ითხო­ვენ, სხვა­ნა­ი­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მოხ­დეს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს დღე დად­გე­ბა.

- შვე­ი­ცა­რი­ა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი ისევ გაქვთ?

- იქ თავ­შე­საფ­რის სტა­ტუ­სით აღარ ვიქ­ნე­ბი. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უკვე მე­ო­თხედ ჩა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში. შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რე­ბის, მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა მაქვს. იქ ვმუ­შა­ობ და ჯერ­ჯე­რო­ბით იქ ვრჩე­ბი.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გურამ შარაძის ქალიშვილმა პოლიტდევნილის სტატუსზე უარი თქვა

გურამ შარაძის ქალიშვილმა პოლიტდევნილის სტატუსზე უარი თქვა

20 მაისს თბილისში, ვერის სასაფლაოზე მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, გურამ შარაძის საფლავთან ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი. პროფესორის ხსოვნას პატივი მიაგეს და მოძღვარმა მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადა. იქვე იყო ბატონი გურამის ქვრივი, ქალბატონი სვეტლანა გახარია, რომელიც სამი უსაყვარლესი ადამიანის, მეუღლისა და ორი ვაჟიშვილის - ლაშასა და გიორგის საფლავებთან თვალცრემლიანი იჯდა.

შეგახსენებთ: შარაძეების ოჯახს პირველი დიდი ტრაგედია 15 წლის წინ დაატყდა თავს. მაშინ, მათივე ბინაში, უფროსი ვაჟის, ექიმ ლაშა შარაძის ცხედარი იპოვეს. მართალია, ძალოვანებმა მაშინ მომხდარი თვითმკვლელობად შეაფასეს, მაგრამ დღემდე ამ საქმის ირგვლივ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ლაშა შარაძე მოკლეს. 6 წლის წინ კი ახალი ტრაგედია მოხდა - 2007 წლის 20 მაისს დედაქალაქის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე, ბიბლიოთეკიდან სახლისკენ მიმავალ პროფესორს ვერაგულად ესროლეს, რის შედეგადაც ის ადგილზევე დაიღუპა. შემზარავი კადრები მთელმა საქართველომ იხილა.

ეს დანაშაული ძალოვანებმა მაშინვე გახსნილად გამოაცხადეს, მკვლელობაში ბრალი გიორგი ბარათელს წაუყენეს და სასჯელიც გამოუტანეს, მაგრამ დღემდე საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა იყო. უფრო მეტი კითხვა ამ საქმის ირგვლივ არჩევნების შემდეგ გაჩნდა. გიორგი ბარათელი ირწმუნება, რომ მას გურამ შარაძე არ მოუკლავს და სამართალდამცველებმა აიძულეს, ეს უმძიმესი დანაშაული საკუთარ თავზე აეღო.

სამწუხაროდ, ამით არ დასრულებულა შარაძეების ოჯახის ტრაგედია. მამის სიკვდილმა უდიდესი დარტყმა მიაყენა მის უმცროს ვაჟს, გიორგის. ის ოთახში ჩაიკეტა და ორი წლის განმავლობაში არავის დაჰკონტაქტებია. ორი წლის თავზე, საშინელ დეპრესიაში მყოფი, გარდაიცვალა. თურმე სიკვდილამდე დედას მხოლოდ ერთ ფრაზას ეუბნებოდა: დედა, გიორგი ბარათელი ამის გამკეთებელი არ არისო!..

პროფესორის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე მკვლელობის საქმის გახსნასა და რეალური დამნაშავეების გამოვლენას ითხოვს. ძველი ხელისუფლების დროს მას შვეიცარიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა და რუსუდანი, მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, საცხოვრებლად ამ ქვეყანაში გადავიდა. არჩევნების შემდეგ საქართველოში უკვე მეოთხედ ჩამოვიდა. ამბობს, რომ მას დევნილის სტატუსი ახლა აღარ სჭირდება.

20 მაისს დილით რუსუდან შარაძე ქართული ემიგრაციის მუზეუმში მივიდა და მამის პირადი არქივიდან, გიორგი (ჯორჯ) პაპაშვილის ხელნაწერები და სხვა მასალები გადასცა. საღამოს 8 საათზე კი, ოჯახის წევრებთან ერთად, ბევრი ადამიანი შეიკრიბა იმ ადგილას, სადაც 6 წლის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა და მდუმარე აქციით, კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს გურამ შარაძის ხსოვნას. აკადემიკოსის ქალიშვილი ემიგრაციის მუზეუმისთვის მისი დამაარსებლის, გურამ შარაძის სახელის მინიჭებას ითხოვს.

რუსუდან შარაძე:

- გიორგი პაპაშვილი ქართველი-ამერიკელი მწერალი და მოქანდაკე გახლდათ, რომელიც ძალიან დაფასებული და ცნობილია ამერიკაში. სამწუხაროდ, საქართველოში ნაკლებად არის დაფასებული. მისი მასალები მამას პირად არქივში ინახებოდა და ემიგრაციის მუზეუმს გადავეცი. ძალიან მინდა, ემიგრაციის მუზეუმს მიენიჭოს მისი დამაარსებლის - გურამ შარაძის სახელი. გურამ შარაძის საზოგადოების სახელით, ამ საკითხის გადაწყვეტის მოთხოვნით, წერილობით მივმართე განათლების მინისტრს, გიორგი მარგველაშვილსა და კულტურის მინისტრს, გურამ ოდიშარიას... მამაჩემის მკვლელობის საქმის ირგვლივ კი ბევრი ახალი გარემოებაა. ველოდები მნიშვნელოვანი დეტალების გამოვლენას.

- ხომ არ შეხვდით ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებს?

- როცა ხელისუფლება შეიცვალა, მაშინვე ჩამოვედი საქართველოში. მთავარი პროკურორის მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს შევხვდი, ასევე - დღევანდელ ქალაქის პროკურორს, მაია მწარიაშვილს. ძალიან დაიმედებული ვიყავი და ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ამ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა. ბატონი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ არსებული კანონმდებლობით, ვერ ხერხდება მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიების დაწყება და მეც, როგორც ათასობით ადამიანი, ველოდები იმ კომისიის შექმნას, რომელიც გამოიძიებს ამ კატეგორიის საქმეებს. მინდა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, კანონის და სამართლის გზით ამ ხალხს ეწოდოს ის, რაც მათ ჰქვიათ. მინდა, დათა ახალაია გამოვიდეს და თქვას, თუ ვინ შეუკვეთა მამაჩემის მკვლელობა.

- დათა ახალაიას ბრალეულობაში დარწმუნებული ხართ?

- თქვენ გქონდათ ამაზე სტატია დაწერილი. ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლის, ჩიხრაძის ჩვენებას ვგულისხმობ. მისთვის დათა ახალაიას პირდაპირ უთქვამს, - ხომ იცი, ვინცა ვარ და რისი გამკეთებელიც ვარ; ახლა არ დამიწყო აქ ზღაპრების მოყოლა, ყველაფერი მითხარი, თორემ, როგორც დავგეგმე და მოვკალი გურამ შარაძე, ისე გაგასაღებ შენცო... ოქრუაშვილთან არასოდეს არავითარი ურთიერთობა არ მქონია და არც მისი მძღოლის ვინაობა ვიცოდი, მას ოფიციალური ჩვენება აქვს მიცემული. ნამდვილად მჯერა ჩიხრაძის მონათხრობის. საკმარისზე მეტი მასალაა იმისთვის, რომ საქმის გამოძიება თავიდან დაიწყონ. 19 მაისს სპორტის სასახლეში მეც ვიყავი, სადაც ათასობით ადამიანმა სააკაშვილის რეჟიმის გასამართლება მოითხოვა. ხალხი საშინლად ნაწამებია და ისინი გამოძიებას ითხოვენ, სხვანაირად წარმოუდგენელია მოხდეს. დარწმუნებული ვარ, ეს დღე დადგება.

- შვეიცარიაში პოლიტიკური დევნილის სტატუსი ისევ გაქვთ?

- იქ თავშესაფრის სტატუსით აღარ ვიქნები. არჩევნების შემდეგ უკვე მეოთხედ ჩამოვედი საქართველოში. შვეიცარიაში ცხოვრების, მუშაობის უფლება მაქვს. იქ ვმუშაობ და ჯერჯერობით იქ ვრჩები.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ