პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა 1500 კილომეტრი იფრინა
მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა 1500 კილომეტრი იფრინა

შვე­ი­ცა­რი­ის პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი სკო­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ შექ­მნილ­მა და მზის ენერ­გი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე თვითმფრი­ნავ­მა მო­რი­გი რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა. 1541 კმ-იანი გა­დაფ­რე­ნა Solar Impulse-მა ამე­რი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ფე­ნიქ­სი­დან და­ლას­ში შე­ას­რუ­ლა.

ფრე­ნის მაქ­სი­მა­ლურ­მა სი­მაღ­ლემ 8200 მ, სა­შუ­ა­ლო სიჩ­ქა­რემ კი - 84 კმ/სთ შე­ად­გი­ნა. პი­ლო­ტი პროგ­რა­მა Solar Impulse-ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ან­დრე ბორ­შბერ­გი იყო.

ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი თვითმფრი­ნა­ვის შექ­მნის პრო­ექ­ტი შვე­ი­ცა­რი­ელ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა და მი­ლი­ო­ნერ­მა ბერტრან პი­კარ­მა და­ა­ფი­ნან­სა. ჰა­ერ­ში საფ­რე­ნად ის მხო­ლოდ მზის ენერ­გი­ას მო­იხ­მარს.

Solar Impulse-ს ფრთე­ბი მზის ელე­მენ­ტე­ბით არის და­ფა­რუ­ლი. საფ­რე­ნი აპა­რა­ტის სიგ­რძე 21,8 მ, ფრთის გა­ქა­ნი კი - 63,4 მ-ია. აპა­რატს ოთხი ძრა­ვა აქვს და ის მხო­ლოდ 1588 კგ-ს იწო­ნის. ჰა­ერ­ში ის პირ­ვე­ლად 2009 წლის 3 დე­კემ­ბერს აფ­რინ­და.

პირ­ვე­ლი რე­კორ­დი უჩ­ვე­უ­ლო თვითმფრი­ნავ­მა 2010 წლის 7-8 ივ­ლისს და­ამ­ყა­რა, რო­დე­საც მი­წა­ზე აფ­რე­ნი­დან 26 სა­ა­თის შემ­დეგ და­ეშ­ვა. ფრე­ნის მაქ­სი­მა­ლურ­მა სი­მაღ­ლემ 8700 მ შე­ად­გი­ნა, რაც მზის ელე­მენ­ტე­ბი­ა­ნი აპა­რა­ტე­ბის­თვის რე­კორ­დია. მის ფრთებ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი 12 ათა­სი მზის ელე­მენ­ტი მი­ღე­ბუ­ლი ენერ­გი­ის ნა­წილს აკუ­მუ­ლა­ტო­რებს გა­დას­ცემს. ეს ენერ­გია ღა­მით საფ­რე­ნად სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია. თე­ო­რი­უ­ლად Solar Impulse-ს ჰა­ერ­ში ყოფ­ნა შე­უ­ზღუ­და­ვად შე­უძ­ლია.

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში პი­კა­რი ჯერ ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი ფრე­ნის, შემ­დგომ კი დე­და­მი­წის გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რო­ბა­საც გეგ­მავს. ამის­თვის ის მე­ო­რე Solar Impulse-ს აშე­ნებს. მისი ფრთის გა­ქა­ნი 80 მ-ია, რაც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი სამ­გზავ­რო ლა­ი­ნერ A380-ის ანა­ლო­გი­ურ პა­რა­მეტრს აღე­მა­ტე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ lenta.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა 1500 კილომეტრი იფრინა

მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა 1500 კილომეტრი იფრინა

შვეიცარიის პოლიტექნიკური სკოლის სპეციალისტების მიერ შექმნილმა და მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა მორიგი რეკორდი დაამყარა. 1541 კმ-იანი გადაფრენა Solar Impulse-მა ამერიკის ტერიტორიაზე, ფენიქსიდან დალასში შეასრულა.

ფრენის მაქსიმალურმა სიმაღლემ 8200 მ, საშუალო სიჩქარემ კი - 84 კმ/სთ შეადგინა. პილოტი პროგრამა Solar Impulse-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანდრე ბორშბერგი იყო.

ექსპერიმენტული თვითმფრინავის შექმნის პროექტი შვეიცარიელმა ბიზნესმენმა და მილიონერმა ბერტრან პიკარმა დააფინანსა. ჰაერში საფრენად ის მხოლოდ მზის ენერგიას მოიხმარს.

Solar Impulse-ს ფრთები მზის ელემენტებით არის დაფარული. საფრენი აპარატის სიგრძე 21,8 მ, ფრთის გაქანი კი - 63,4 მ-ია. აპარატს ოთხი ძრავა აქვს და ის მხოლოდ 1588 კგ-ს იწონის. ჰაერში ის პირველად 2009 წლის 3 დეკემბერს აფრინდა.

პირველი რეკორდი უჩვეულო თვითმფრინავმა 2010 წლის 7-8 ივლისს დაამყარა, როდესაც მიწაზე აფრენიდან 26 საათის შემდეგ დაეშვა. ფრენის მაქსიმალურმა სიმაღლემ 8700 მ შეადგინა, რაც მზის ელემენტებიანი აპარატებისთვის რეკორდია. მის ფრთებზე განლაგებული 12 ათასი მზის ელემენტი მიღებული ენერგიის ნაწილს აკუმულატორებს გადასცემს. ეს ენერგია ღამით საფრენად სავსებით საკმარისია. თეორიულად Solar Impulse-ს ჰაერში ყოფნა შეუზღუდავად შეუძლია.

უახლოეს მომავალში პიკარი ჯერ ტრანსატლანტიკური ფრენის, შემდგომ კი დედამიწის გარშემო მოგზაურობასაც გეგმავს. ამისთვის ის მეორე Solar Impulse-ს აშენებს. მისი ფრთის გაქანი 80 მ-ია, რაც მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო ლაინერ A380-ის ანალოგიურ პარამეტრს აღემატება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე