ბრედ პიტის და ჯენიფერ ენისტონის ქორწინება დიდი ხნის წინ დასრულდა, თუმცა ისინი კარგ მეგობრებად რჩებიან. ამჯერად მათ ურთიერთობაზე ბრედ პიტის ვიზაჟისტმა ჯინ ბლექმა ისაუბრა, რომელიც მსახიობთან 1990-იან წლებში მუშაობდა.
"ბრედი მზად იყო ჯენიფერს გაშორდებოდა მაშინვე, როგორც კი ანჯელინა დაინახა. ენისტონზე ვერაფერ ცუდს ვერ ვიტყვი. მე ამ ყველაფერს შევესწარი, ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი და ვიცი, რომ ჯენი და ბრედი დღემდე კარგი მეგობრები არიან. ბრედი მასზე ზრუნავს", - განაცხადა ჯინმა.
განქორწინების მიზეზად ბლექი ჯოლის პიროვნულ სიძლიერეს მიიჩნევს.
"ანჯელინაში მან ძლიერი პიროვნება დაინახა, რომელიც ცხოვრებისგან მაქსიმუმს იღებდა. ეს დამაინტრიგებელი იყო. მე ვგრძნობდი, რომ ბრედი და ანჯელინა ძალიან ჰგავდნენ ამით ერთმანეთს და ბრედს უბრალოდ გახსნა სჭირდებოდა", - განაცხადა ვიზაჟისტმა.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ბრედმა აღნიშნა, რომ 10 წლის წინ მისი ცხოვრება ცარიელი იყო და დროს უაზროდ ხარჯავდა. დამნაშავეა თუ არა ამაში მისი ყოფილი მეუღლე, უცნობია.
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.