პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შა­ბა­თი, მთვა­რის მე­ხუ­თე დღე და­ი­წყე­ბა 08:56-ზე, მთვა­რე ლომ­შია – ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა, თუ კრე­ა­ტი­უ­ლი ხართ და მიზ­ნის მიღ­წე­ვას ცდი­ლობთ. უნდა და­იც­ვათ თქვე­ნი პრინ­ცი­პე­ბი და აქ­ტი­უ­რად გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი და გრძნო­ბე­ბი. გა­და­ი­ხა­დეთ ვა­ლე­ბი. და­ას­რუ­ლეთ რაც და­ი­წყეთ. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ნე­ბის­მი­ე­რი რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა – ავე­ჯის გა­და­წყო­ბი­დან ბიზ­ნე­სის კონ­ცეფ­ცი­ის შეც­ვლამ­დე. არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი საქ­მე­ე­ბის წარ­მარ­თვა. ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა. არ არის სა­უ­კე­თე­სო დღე შო­რე­უ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის. თუმ­ცა, კარ­გია ტაძ­რე­ბი­სა და მო­ნას­ტრე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი სოზარ სუბარს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი სოზარ სუბარს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის, 24 წლის ლე­ვან კორ­ტა­ვას ოჯა­ხი სო­ზარ სუ­ბა­რის უწყე­ბას და თა­ვად მი­ნისტრს, პა­ტიმ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხი ამ­ტკი­ცებს, რომ პა­ტი­მა­რი ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ აწა­მა და სა­ხალ­ხო დამ­ცველს თხოვ­ნით მი­მარ­თავს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­როს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გარ­დაც­ვლი­ლის მა­მი­დამ, ხა­თუ­ნა კორ­ტა­ვამ გა­ნუ­ცხა­და, მისი ძმის­შვი­ლი სას­ტი­კად ნა­წა­მე­ბია და ოჯა­ხი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ იგი არა პა­ტიმ­რებ­მა, არა­მედ ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ აწა­მა.

"არა­ვი­თა­რი კი­ბი­დან და­გო­რე­ბუ­ლი და პა­ტიმ­რე­ბის ნა­ცე­მი არ არის. იქა­უ­რი რე­ჟი­მის ნა­წა­მე­ბია. სა­მი­ნის­ტრო და მი­ნის­ტრი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ. მოკ­ლეს და ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­ინც ნუ იტყუ­ე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა კორ­ტა­ვამ.

მისი თქმით, გარ­დაც­ვლილს სხე­უ­ლის თით­ქმის ყვე­ლა ნა­წი­ლი და­შა­ვე­ბუ­ლი აქვს.

"სას­ტი­კად ნა­წა­მე­ბია, წყლი­ა­ნი ბოთ­ლე­ბით არის ნა­ცე­მი. რაც ხდე­ბო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დროს, ის ხდე­ბა ახ­ლაც, არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ პროგ­რა­მა­ში ვარ და ექ­სპერ­ტი­ზის სა­შუ­ა­ლე­ბა ოჯახს არ გა­აჩ­ნია. ვთხოვთ სა­ხალ­ხო დამ­ცველს, დაგ­ვეხ­მა­როს. ასე­ვე ყვე­ლამ მინ­და გა­ი­გოს, რომ ცი­ხე­ში არა­ფე­რი არ შეც­ვლი­ლა. დღეს მე ვარ გამ­წა­რე­ბუ­ლი და ჩემ­სა­ვით ხვალ და ზეგ სხვე­ბი გამ­წარ­დე­ბი­ან. მიც­ვა­ლე­ბულს არ დავ­მარ­ხავ მა­ნამ, სა­ნამ სი­მარ­თლეს არ და­ვა­ფიქ­სი­რებ", - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის მა­მი­და.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა სა­მი­ნის­ტრომ #14 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მსჯავ­რდე­ბუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად გუ­შინ ორი სხვა­დას­ხვა ვერ­სია გა­ავ­რცე­ლა. ბოლო გან­ცხა­დე­ბა­ში სა­მი­ნის­ტრო პა­ტი­მარ ლ.კ.-ს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად კი­ბე­ზე და­გო­რე­ბის ნაც­ვლად პა­ტიმ­რებს შო­რის მომ­ხდარ კონ­ფლიქტს ასა­ხე­ლებს. სა­მი­ნის­ტროს პირ­ველ გან­ცხა­დე­ბა­ში პა­ტიმ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად მისი კი­ბე­ზე და­გო­რე­ბა იყო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი სოზარ სუბარს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი სოზარ სუბარს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გარდაცვლილი პატიმრის, 24 წლის ლევან კორტავას ოჯახი სოზარ სუბარის უწყებას და თავად მინისტრს, პატიმრის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

გარდაცვლილის ოჯახი ამტკიცებს, რომ პატიმარი ციხის ადმინისტრაციამ აწამა და სახალხო დამცველს თხოვნით მიმართავს, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებაში დაეხმაროს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის მამიდამ, ხათუნა კორტავამ განუცხადა, მისი ძმისშვილი სასტიკად ნაწამებია და ოჯახი დარწმუნებულია, რომ იგი არა პატიმრებმა, არამედ ციხის ადმინისტრაციამ აწამა.

"არავითარი კიბიდან დაგორებული და პატიმრების ნაცემი არ არის. იქაური რეჟიმის ნაწამებია. სამინისტრო და მინისტრი ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. მოკლეს და ინფორმაციას მაინც ნუ იტყუებიან", - განაცხადა ხათუნა კორტავამ.

მისი თქმით, გარდაცვლილს სხეულის თითქმის ყველა ნაწილი დაშავებული აქვს.

"სასტიკად ნაწამებია, წყლიანი ბოთლებით არის ნაცემი. რაც ხდებოდა "ნაციონალების" დროს, ის ხდება ახლაც, არაფერი შეცვლილა. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ პროგრამაში ვარ და ექსპერტიზის საშუალება ოჯახს არ გააჩნია. ვთხოვთ სახალხო დამცველს, დაგვეხმაროს. ასევე ყველამ მინდა გაიგოს, რომ ციხეში არაფერი არ შეცვლილა. დღეს მე ვარ გამწარებული და ჩემსავით ხვალ და ზეგ სხვები გამწარდებიან. მიცვალებულს არ დავმარხავ მანამ, სანამ სიმართლეს არ დავაფიქსირებ", - აცხადებს გარდაცვლილის მამიდა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გუშინ ორი სხვადასხვა ვერსია გაავრცელა. ბოლო განცხადებაში სამინისტრო პატიმარ ლ.კ.-ს გარდაცვალების მიზეზად კიბეზე დაგორების ნაცვლად პატიმრებს შორის მომხდარ კონფლიქტს ასახელებს. სამინისტროს პირველ განცხადებაში პატიმრის გარდაცვალების მიზეზად მისი კიბეზე დაგორება იყო დასახელებული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ