"გუდვილი" ცხელ სეზონზე მომხმარებელს ნაყინის ფართო არჩევანს სთავაზობს. როგორც კომპანიის მენეჯმენტში გადაცემა "რადიო მარკეტს" განუცხადეს, წელს "გუდვილის" კაფე-ბულანჟერიებში 10 სახეობის ნაყინი გაიყიდება. ფასები 1.50 ლარიდან იწყება. როგორც კომპანიაში განმარტეს, ნაყინები "გუდვილის" წარმოებისაა და განსაკუთრებული არომატებით მზადდება. წარმოდგენილია როგორც ქართული, ასევე ევროპული რეცეპტით დამზადებული ნაყინების ხაზი.
"გუდვილს" ამ დროისთვის 5 კაფე-ბულანჟერია აქვს. მათგან 2 თბილისში, "გუდვილის" სუპერმარკეტებში მდებარეობს. რაც შეხება რეგიონებს, ერთი კაფე - გორში, მეორე კი ბათუმში მდებარეობს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.