გუშინ უკრაინული წარმოშობის ჰილივუდის ვარსკვლავი მილა იოვოვიჩი კანში ერთ-ერთი ფილმის პრემიერაზე მივიდა. მილამ კაბის არჩევისას საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო.
მსახიობი პრემიერაზე გრძელი კაბით გამოჩნდა, რომელსაც მკერდი მოშიშვლებული ქონდა. ამ სამოსის ტარებას სითამამე სჭირდება და ის აუცილებლად მოუხდებოდა ნებისმიერ სავსე მკერდის მქონე ვარსკვლავს, ოღონდ არა მილას. იოვოვიჩის ისედაც პატარა მკერდი, კაბის წყალობით საერთოდ "გაქრა".
კაბის ზედა ნაწილმა - თასმებზე დამაგრებულმა ტოპმა, კიდევ უფრო გაუსვა ხაზი მილას სიგამხდრეს.
კრიტიკოსებმა მილას მაკიაჟიც არ დაინდეს - "მძიმე" და მკვერთი მაკიაჟი და მუქი ფერის თვალის ჩრდილები იოვოვიჩის თვალებს უფრო აპატარავებდა და მსახიობს საშიშ იერს სძენდა.
მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.