პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა ახვლედიანი - მსახიობობა დღეს ცოტა სასაცილოა, ვინაა მისაბაძი ადამიანი, მე არ ვიცი
კახა ახვლედიანი - მსახიობობა დღეს ცოტა სასაცილოა, ვინაა მისაბაძი ადამიანი, მე არ ვიცი

მსა­ხი­ო­ბი კახა ახვლე­დი­ა­ნი ცოტა ხნის წინ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გახ­და. "მა­ესტრო­ზე" დი­ლის გა­და­ცე­მის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნია. დი­ლით ადრე ად­გო­მა არ მოს­წონს, მაგ­რამ საქ­მეს მა­ინც დიდი მონ­დო­მე­ბით ას­რუ­ლებს. "მა­ესტროს" დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი­ცაა. მათ­ზე ამ­ბო­ბენ, ერ­თმა­ნე­თი მოს­წონ­თო, მაგ­რამ ამ ჭორს ორი­ვე უარ­ყოფს. კა­ხას "მა­ესტრო­ში" შევ­ხვდი. ინ­ტერ­ვი­უს და­წყე­ბამ­დე ნი­ნუ­ცა მო­ვი­და ჩვენ­თან და თქვა, კახა ყვე­ლა­ზე კარ­გი წამ­ყვა­ნია, მაგ­რამ ჩვენ შო­რის არა­ფე­რი ხდე­ბაო. რო­გორც ჩანს, ნი­ნუ­ცა მიხ­ვდა, რომ კა­ხას ამ ჭო­რის შე­სა­ხებ აუ­ცი­ლებ­ლად ვკი­თხავ­დი.

"ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ორო­სან-სა­მო­სა­ნი ბავ­შვი ვი­ყა­ვი"

- დე­დას და მა­მას ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო არ მაქვს. როცა მამა და დედა და­შორ­დნენ, და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი წლის ვიქ­ნე­ბო­დი. ისე გავ­ბრაზ­დი, მა­მას ყვე­ლა ფოტო დავ­ჭე­რი. სამ­წუ­ხა­როდ, მამა 2001 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ფო­ტო­ზე დე­დას­თან ერ­თად ვარ.

- დედა რას საქ­მი­ა­ნობს?

- პე­და­გო­გია.

- მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ გქო­ნია?

- მა­მის გა­რე­შე ვიზ­რდე­ბო­დი. მხო­ლოდ ზა­ფხუ­ლო­ბით ვხვდე­ბო­დი. მამა აფხა­ზეთ­ში ცხოვ­რობ­და და ჩვენ შო­რის მან­ძი­ლიც დიდი იყო. ბავ­შვო­ბა­ში ცხოვ­რე­ბას ხომ სწო­რად ვერ აფა­სებ. ბავ­შვუ­რად მე­წყი­ნა, რომ მამა ჩემ გვერ­დით არ იყო. მერე, რომ გა­ვი­ზარ­დე, ვნა­ხე მამა და ვი­სა­უბ­რეთ. მა­შინ მივ­ხვდი, რა ადა­მი­ა­ნიც იყო და მის მი­მართ წყე­ნა აღარ მქო­ნია. კი­თხვაც კი აღარ გამ­ჩე­ნია, რა­ტომ ან რის­თვის.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლი გყავს?

- მა­მის მხრი­დან მყავს და-ძმა, ისე დე­დი­სერ­თა ვით­ვლე­ბი, მარ­ტო გა­ვი­ზარ­დე. ფო­ტო­ზე რამ­დე­ნი­მე თვის ვიქ­ნე­ბი. იმ პე­რი­ოდ­ში მშობ­ლე­ბი ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ.

- გაქვს დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა?

- ნორ­მა­ლუ­რი და ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. აჩი­კო­სა და ნი­ნოს­თან ერ­თად ბავ­შვო­ბა­ში უფრო ბევრ დროს ვა­ტა­რებ­დი. ფოტო მათ­თან ერ­თად მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი.

- თა­ვა­დუ­რი გვა­რი გაქვს.

- თა­ვად-აზ­ნა­უ­რე­ბი ვართ. ამ თე­მა­ზე სულ ვხუმ­რობ. მე­გობ­რებს ვე­ღა­და­ვე­ბი, თქვენ გლე­ხე­ბი ხართ და მე თა­ვა­დი-მეთ­ქი. ამ თე­მა­ზე მხო­ლოდ ვხუმ­რობ. ჩემ­თვის არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, თა­ვა­დი ვიქ­ნე­ბი თუ გლე­ხი. წარ­მო­შო­ბით ლე­ჩხუ­მი­დან ვარ, მაგ­რამ მე დე­დის მხა­რე­ში, ყაზ­ბეგ­ში ვარ გაზ­რდი­ლი. მი­მაჩ­ნია, რომ მთის კაცი ვარ. ყაზ­ბეგ­ში მო­მი­წია ცხოვ­რე­ბამ და მე­თერ­თმე­ტე კლას­ში იქ ვსწავ­ლობ­დი. ბე­ბია და ბა­ბუა ვლა­დი­კავ­კაზ­ში ცხოვ­რობ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა გა­უ­საძ­ლი­სი რომ გახ­და, დე­დას­თან ერ­თად ვლა­დი­კავ­კაზ­ში წა­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად. ერთი პე­რი­ო­დი რუს­თავ­შიც ვცხოვ­რობ­დი. მე­გობ­რე­ბი ბო­შას მე­ძახ­დნენ. მარ­თლა კარ­გი ცხოვ­რე­ბა გა­ვი­ა­რე. ბევრ კარ­გი ოჯა­ხის შვილს შე­შურ­დე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბა. ბევ­რი სხვა­დას­ხვა ჯი­შის ადა­მი­ა­ნი მი­ნა­ხავს, უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს შევ­ხვედ­რი­ვარ.

- მომ­თა­ბა­რე ცხოვ­რე­ბა ვლა­დი­კავ­კა­ზი­დან და­ი­წყე?

- მომ­თა­ბა­რე ცხოვ­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ვი­წყე. გაგ­რა­ში და­ვი­ბა­დე, მერე თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დი, მერე რუს­თავ­ში, მერე ვლა­დი­კავ­კაზ­ში, ერთი წელი ყაზ­ბეგ­ში ვცხოვ­რობ­დი და ბო­ლოს ჩა­მო­ვე­დი და თბი­ლის­ში დავ­სახ­ლდი. ადრე რომ ამ­ბობ­დნენ, ჩემი მი­სა­მარ­თი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­აო, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ზუს­ტად ასე იყო. ვლა­დი­კავ­კაზ­ში ვსწავ­ლობ­დი მე­ცხრა­მე­ტე ქარ­თულ სკო­ლა­ში. სკო­ლის ად­გი­ლას ადრე ეკ­ლე­სია იყო. ცუდი იყო, რომ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე არა­ფერს ვა­კე­თებ­დით. ზო­გი­ერ­თი კლა­სე­ლი კი სწავ­ლობ­და, მაგ­რამ მე მათ რი­ცხვში ნამ­დვი­ლად არ ვი­ყა­ვი. რუს­თავ­ში რომ ვსწავ­ლობ­დი, დედა იქ რუ­სულს ას­წავ­ლი­და და ცოტა გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის შვი­ლი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ორო­სან-სა­მო­სა­ნი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. პე­რი­ო­დი იყო ასე­თი. უფრო სხვა რა­ღა­ცე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებ­და. მომ­დევ­ნო სუ­რა­თი სკო­ლის ზე­იმ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. ლექსს ვკი­თხუ­ლობ.

- ნა­ნობ, სკო­ლა­ში რომ არ სწავ­ლობ­დი?

- რა თქმა უნდა, ვნა­ნობ. პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ რომ უცხო ენა არ ვის­წავ­ლე. სულ ვი­ცო­დი, რომ უმაღ­ლეს­ში უნდა ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ სწავ­ლა ჩემ­თვის არ იყო მთა­ვა­რი და ცოტა რთუ­ლი იყო პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა. მსა­ხი­ო­ბო­ბა ყო­ველ­თვის მინ­დო­და, მაგ­რამ მა­შინ რომ გეთ­ქვათ ჩემ­თვის, თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­ა­ბა­რეო, უარს ვი­ტყო­დი. ორი ბიძა ინ­ჟი­ნე­რი მყავ­და, მეც "გე­პე­ი­ში" ჩა­ვა­ბა­რე. სამ­რეწ­ვე­ლო-სა­მო­ქა­ლა­ქო მშე­ნებ­ლო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რა­საც ვსწავ­ლობ­დი. გან­სა­კუთ­რე­ბით ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბი არ მი­ზი­დავ­და. გამ­რავ­ლე­ბის ტა­ბუ­ლა ნორ­მა­ლუ­რად ვიცი, მეტი არა­ფე­რი. 21 წლის ვი­ყა­ვი და "გე­პე­ი­ში" სა­ბირ­ჟა­ოდ მივ­დი­ო­დი. გო­გო­ნებს ვეპ­რან­ჭე­ბო­დი, ჭკუ­ა­ზე არ ვი­ყა­ვი. ჩემი მე­გო­ბა­რი ლე­ვან სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი მო­ვი­და და მი­თხრა, სა­ბუ­თებს ვაგ­რო­ვებ, თე­ატ­რა­ლურ­ში უნდა ჩა­ვა­ბა­როო. კარ­გად მახ­სოვს, ზუს­ტად ხუთი წუთი გაშ­ტე­რე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი და ბო­ლოს ვუ­თხა­რი, არ წახ­ვი­დე, მეც მოვ­დი­ვარ-მეთ­ქი. სა­ბუ­თე­ბი გა­მო­ვი­ტა­ნე და თე­ატ­რა­ლურ­ში შე­ვი­ტა­ნე. ერთ კვი­რა­ში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი იწყე­ბო­და და წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ვი­ცო­დი, რომ ლექ­სის წა­კი­თხვას მომ­თხოვ­დნენ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ლექ­სის კი­თხვა ნაკ­ლე­ბად მიყ­ვარს. ლექ­სი მა­შინ მიყ­ვარს, ჩემ­თვის, ჩუ­მად რომ ვკი­თხუ­ლობ. ყვე­ლა­ზე კარ­გად პო­ე­ტი კი­თხუ­ლობს თა­ვის ლექსს, იცის, რა ემო­ცია უნდა მო­ი­ტა­ნოს იმ ლექ­სით და როცა მსა­ხი­ო­ბი ამ ყვე­ლა­ფერს ზედ­მე­ტად აფე­რა­დებს, ცოტა ყალ­ბად მეჩ­ვე­ნე­ბა. ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა საძ­მა­კა­ცომ არც იცო­და, რას ვა­პი­რებ­დი. იმ წელს ლე­ვა­ნი ჩა­იჭ­რა და მე მოვ­ხვდი თე­ატ­რა­ლურ­ში. მერე ლე­ვან­მა მი­თხრა, თარ­სი ხარო.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კახა ახვლედიანი - მსახიობობა დღეს ცოტა სასაცილოა, ვინაა მისაბაძი ადამიანი, მე არ ვიცი

კახა ახვლედიანი - მსახიობობა დღეს ცოტა სასაცილოა, ვინაა მისაბაძი ადამიანი, მე არ ვიცი

მსახიობი კახა ახვლედიანი ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანი გახდა. "მაესტროზე" დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანია. დილით ადრე ადგომა არ მოსწონს, მაგრამ საქმეს მაინც დიდი მონდომებით ასრულებს. "მაესტროს" დილის გადაცემის წამყვანი ნინუცა მაყაშვილიცაა. მათზე ამბობენ, ერთმანეთი მოსწონთო, მაგრამ ამ ჭორს ორივე უარყოფს. კახას "მაესტროში" შევხვდი. ინტერვიუს დაწყებამდე ნინუცა მოვიდა ჩვენთან და თქვა, კახა ყველაზე კარგი წამყვანია, მაგრამ ჩვენ შორის არაფერი ხდებაო. როგორც ჩანს, ნინუცა მიხვდა, რომ კახას ამ ჭორის შესახებ აუცილებლად ვკითხავდი.

"ჩვეულებრივი, ოროსან-სამოსანი ბავშვი ვიყავი"

- დედას და მამას ერთად გადაღებული ფოტო არ მაქვს. როცა მამა და დედა დაშორდნენ, დაახლოებით ხუთი წლის ვიქნებოდი. ისე გავბრაზდი, მამას ყველა ფოტო დავჭერი. სამწუხაროდ, მამა 2001 წელს გარდაიცვალა. ფოტოზე დედასთან ერთად ვარ.

- დედა რას საქმიანობს?

- პედაგოგია.

- მამასთან ურთიერთობა არ გქონია?

- მამის გარეშე ვიზრდებოდი. მხოლოდ ზაფხულობით ვხვდებოდი. მამა აფხაზეთში ცხოვრობდა და ჩვენ შორის მანძილიც დიდი იყო. ბავშვობაში ცხოვრებას ხომ სწორად ვერ აფასებ. ბავშვურად მეწყინა, რომ მამა ჩემ გვერდით არ იყო. მერე, რომ გავიზარდე, ვნახე მამა და ვისაუბრეთ. მაშინ მივხვდი, რა ადამიანიც იყო და მის მიმართ წყენა აღარ მქონია. კითხვაც კი აღარ გამჩენია, რატომ ან რისთვის.

- დედმამიშვილი გყავს?

- მამის მხრიდან მყავს და-ძმა, ისე დედისერთა ვითვლები, მარტო გავიზარდე. ფოტოზე რამდენიმე თვის ვიქნები. იმ პერიოდში მშობლები ერთად ცხოვრობდნენ.

- გაქვს დედმამიშვილებთან ურთიერთობა?

- ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს. აჩიკოსა და ნინოსთან ერთად ბავშვობაში უფრო ბევრ დროს ვატარებდი. ფოტო მათთან ერთად მაქვს გადაღებული.

- თავადური გვარი გაქვს.

- თავად-აზნაურები ვართ. ამ თემაზე სულ ვხუმრობ. მეგობრებს ვეღადავები, თქვენ გლეხები ხართ და მე თავადი-მეთქი. ამ თემაზე მხოლოდ ვხუმრობ. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თავადი ვიქნები თუ გლეხი. წარმოშობით ლეჩხუმიდან ვარ, მაგრამ მე დედის მხარეში, ყაზბეგში ვარ გაზრდილი. მიმაჩნია, რომ მთის კაცი ვარ. ყაზბეგში მომიწია ცხოვრებამ და მეთერთმეტე კლასში იქ ვსწავლობდი. ბებია და ბაბუა ვლადიკავკაზში ცხოვრობდნენ. საქართველოში ცხოვრება გაუსაძლისი რომ გახდა, დედასთან ერთად ვლადიკავკაზში წავედი საცხოვრებლად. ერთი პერიოდი რუსთავშიც ვცხოვრობდი. მეგობრები ბოშას მეძახდნენ. მართლა კარგი ცხოვრება გავიარე. ბევრ კარგი ოჯახის შვილს შეშურდება ჩემი ცხოვრება. ბევრი სხვა­დასხვა ჯიშის ადამიანი მინახავს, უამრავ საინტერესო ადამიანს შევხვედრივარ.

- მომთაბარე ცხოვრება ვლადიკავკაზიდან დაიწყე?

- მომთაბარე ცხოვრება გაცილებით ადრე დავიწყე. გაგრაში დავიბადე, მერე თბილისში ვცხოვრობდი, მერე რუსთავში, მერე ვლადიკავკაზში, ერთი წელი ყაზბეგში ვცხოვრობდი და ბოლოს ჩამოვედი და თბილისში დავსახლდი. ადრე რომ ამბობდნენ, ჩემი მისამართი საბჭოთა კავშირიაო, ჩემს შემთხვევაში ზუსტად ასე იყო. ვლადიკავკაზში ვსწავლობდი მეცხრამეტე ქართულ სკოლაში. სკოლის ადგილას ადრე ეკლესია იყო. ცუდი იყო, რომ გაკვეთილებზე არაფერს ვაკეთებდით. ზოგიერთი კლასელი კი სწავლობდა, მაგრამ მე მათ რიცხვში ნამდვილად არ ვიყავი. რუსთავში რომ ვსწავლობდი, დედა იქ რუსულს ასწავლიდა და ცოტა განებივრებული ვიყავი, როგორც მასწავლებლის შვილი. ჩვეულებრივი ოროსან-სამოსანი ბავშვი ვიყავი. პერიოდი იყო ასეთი. უფრო სხვა რაღაცები მაინტერესებდა. მომდევნო სურათი სკოლის ზეიმზეა გადაღებული. ლექსს ვკითხულობ.

- ნანობ, სკოლაში რომ არ სწავლობდი?

- რა თქმა უნდა, ვნანობ. პირველ რიგში, იმიტომ რომ უცხო ენა არ ვისწავლე. სულ ვიცოდი, რომ უმაღლესში უნდა ჩამებარებინა, მაგრამ სწავლა ჩემთვის არ იყო მთავარი და ცოტა რთული იყო პროფესიის არჩევა. მსახიობობა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ მაშინ რომ გეთქვათ ჩემთვის, თეატრალურში ჩააბარეო, უარს ვიტყოდი. ორი ბიძა ინჟინერი მყავდა, მეც "გეპეიში" ჩავაბარე. სამრეწველო-სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტზე. საერთოდ არ მაინტერესებდა, რასაც ვსწავლობდი. განსაკუთრებით ტექნიკური საგნები არ მიზიდავდა. გამრავლების ტაბულა ნორმალურად ვიცი, მეტი არაფერი. 21 წლის ვიყავი და "გეპეიში" საბირჟაოდ მივდიოდი. გოგონებს ვეპრანჭებოდი, ჭკუაზე არ ვიყავი. ჩემი მეგობარი ლევან სუხიტაშვილი მოვიდა და მითხრა, საბუთებს ვაგროვებ, თეატრალურში უნდა ჩავაბაროო. კარგად მახსოვს, ზუსტად ხუთი წუთი გაშტერებული ვუყურებდი და ბოლოს ვუთხარი, არ წახვიდე, მეც მოვდივარ-მეთქი. საბუთები გამოვიტანე და თეატრალურში შევიტანე. ერთ კვირაში მისაღები გამოცდები იწყებოდა და წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა გამეკეთებინა. ვიცოდი, რომ ლექსის წაკითხვას მომთხოვდნენ. სიმართლე გითხრათ, ლექსის კითხვა ნაკლებად მიყვარს. ლექსი მაშინ მიყვარს, ჩემთვის, ჩუმად რომ ვკითხულობ. ყველაზე კარგად პოეტი კითხულობს თავის ლექსს, იცის, რა ემოცია უნდა მოიტანოს იმ ლექსით და როცა მსახიობი ამ ყველაფერს ზედმეტად აფერადებს, ცოტა ყალბად მეჩვენება. ნახევარზე მეტმა საძმაკაცომ არც იცოდა, რას ვაპირებდი. იმ წელს ლევანი ჩაიჭრა და მე მოვხვდი თეატრალურში. მერე ლევანმა მითხრა, თარსი ხარო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება