პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ჩადიოდა მერაბიშვილთან კვარიათის აგარაკზე და რატომ ვარდებოდა ამ დროს სკუტერების ბიზნესი
ვინ ჩადიოდა მერაბიშვილთან კვარიათის აგარაკზე და რატომ ვარდებოდა ამ დროს სკუტერების ბიზნესი

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი კვა­რი­ათ­ში ბიზ­ნეს­მენ ზუ­რაბ ლობ­ჟა­ნი­ძის აგა­რა­კის უკა­ნო­ნოდ მით­ვი­სე­ბაა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2009 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მა­შინ­დელ მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კვა­რი­ათ­ში ზღვის პი­რას მდე­ბა­რე შპს "სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ის" კუთ­ვნი­ლი ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი აგა­რა­კი მო­ე­წო­ნა და 2009 წლის მა­ის­ში თვით­ნე­ბუ­რად და­ი­კა­ვა. მე­რა­ბიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი აგა­რა­კით თით­ქმის ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უსას­ყიდ­ლოდ სარ­გებ­ლობ­და.

"ამ­ბე­ბი.გე" მე­რა­ბიშ­ვი­ლის კვა­რი­ა­თელ მე­ზობ­ლებს და ლობ­ჟა­ნი­ძე­ე­ბის ახ­ლობ­ლებს ესა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც იხ­სე­ნე­ბენ თუ რო­გორ შე­იჭ­რა სპეც­რაზ­მი აგა­რაკ­ზე, სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბის რო­მე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სტუმ­რობ­დნენ მე­რა­ბიშ­ვი­ლე­ბის ოჯახს და რა რა­ო­დე­ნო­ბის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და­უგ­როვ­და ყო­ფილ პრე­მი­ერს აგა­რაკ­ზე ცხოვ­რე­ბის დროს.

ნელი ცი­ვა­ძე, მე­ზო­ბე­ლი: "ლობ­ჟა­ნი­ძე­ე­ბი ძა­ლი­ან კარ­გი მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ, ვე­ლო­დე­ბით რო­დის დაბ­რუნ­დე­ბი­ან. მათ სახ­ლს ღამე და­ე­პატ­რონ­ნენ. აქ ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბო­და ღამე ან გამ­თე­ნი­ი­სას, ამი­ტომ, ბევ­რს ვე­რა­ფერს ვერ ვხე­დავ­დით. იყო მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბა, იყო დაც­ვა, მი­დი­ოდ­ნენ, მო­დი­ოდ­ნენ... ახლა უკვე ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებს გა­და­ა­ბა­რეს აგა­რა­კი. ნათ­ქვა­მია, "დრო­ნი მე­ფო­ბენ და არა მე­ფე­ნიო".

ინ­დი­რა ვა­ნი­ძე, მე­ზო­ბე­ლი: "მას შემ­დეგ, რაც მე­რა­ბიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი გად­მო­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, აგა­რაკს დაც­ვა მი­უ­ჩი­ნეს და ვი­დეო-კა­მე­რე­ბი და­ა­ყე­ნეს. მათი პირ­ვე­ლი მოს­ვლაც ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს... ლობ­ჟა­ნი­ძე­ე­ბი უკვე სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობ­დნენ. აგა­რაკს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი უვ­ლი­და. ღამე 20 კაცი მი­უ­ვარ­და მო­ხუც კაცს, თავს და­ესხნენ, გა­ტე­ხეს კა­რე­ბი და სახ­ლს და­ე­პატ­რო­ნენ. მო­ხუც­მა თქვა, ასე­თი ამ­ბის ატე­ხა რა სა­ჭი­რო იყო, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას არც ვი­ფიქ­რებ­დიო... გა­სულ წელს აგა­რაკ­ზე ძვირ­ფა­სი რე­მონ­ტიც გა­ა­კე­თეს. მე პი­რა­დად, კონ­ფლიქ­ტი მქონ­და, რად­გან სა­ნა­პი­რო­ზე გა­სას­ვლე­ლი გა­და­მი­ღო­ბეს, ზღვას­თან გა­სას­ვლელ ბი­ლი­კი არ და­მი­ტო­ვეს, შემ­დეგ მო­ვაგ­ვა­რეთ სა­კი­თხი, მაგ­რამ, ძა­ლი­ან რთუ­ლად გა­და­ვი­ტა­ნეთ ის პე­რი­ო­დი.

ორი დღის წინ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ, აგა­რა­კის გა­და­ბა­რე­ბის სა­კი­თხზე და რო­გორც მე­ზო­ბელს, მეც და­მი­ძა­ხეს. კონ­დენ­ცი­ო­ნე­რებ­ზე შე­იქ­მნა პრობ­ლე­მა, სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა­აო, ამი­ტომ, მოხ­სნეს და წა­ი­ღეს. და­ნარ­ჩე­ნი გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლია. აუზი ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, სა­უ­ნა აღარ არის.

გარ­და ამი­სა, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა აქვთ. ჩვენ­თან, სო­ფელ­ში არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ენერ­გო­კომ­პა­ნი­ი­დან გა­და­სა­ხა­დებ­ზე რომ მო­ვიდ­ნენ, შუქი გა­უ­თი­შეს. 18 000 ლარი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა აქ­ვთო. 24 სა­ა­თი პრო­ჟექ­ტო­რე­ბი გა­და­ნა­თე­ბუ­ლი იყო და კი იქ­ნე­ბო­და და­ვა­ლი­ა­ნე­ბა. მერე დაც­ვის ბი­ჭებ­მა მთხო­ვეს, შენ­გან გა­და­ვიყ­ვან­თო შუქ­სო, მაგ­რამ უარი ვუ­თხა­რი.

მათ­თან ხმა­უ­რი არას­დროს ყო­ფი­ლა. ოჯა­ხი რომ მო­დი­ო­და, მა­შინ სრუ­ლი სი­წყნა­რე იყო. გარ­და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის, მისი მე­უღ­ლის და სი­დედ­რი­სა, სოსო თო­ფუ­რი­ძე და ახა­ლა­ი­ე­ბი სტუმ­რობ­დნენ აგა­რაკს. ერთხელ მა­გი­და ზღვა­ში ჩად­გეს და ისა­უზ­მეს. ხან­და­ხან კა­ტე­რე­ბით მო­დი­ოდ­ნენ. ზა­ფხუ­ლო­ბით, როცა მე­რა­ბიშ­ვი­ლის ოჯა­ხი აქეთ იყო, სკუ­ტე­რე­ბის ბიზ­ნე­სი ვარ­დე­ბო­და. არ გვქონ­და უფ­ლე­ბა სკუ­ტე­რე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბის".

მალ­ხაზ ფარ­სე­ნა­ძე, ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი: "სამ­მარ­თვე­ლო­დან მო­ვიდ­ნენ და ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებს გად­მოგ­ვა­ბა­რეს აგა­რა­კი. აღ­რი­ცხეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც მათი ნივ­თე­ბი იყო წა­ი­ღეს, ფარ­დე­ბიც კი ჩა­მოხ­სნეს. აღარ დაგ­ვხვდა კონ­დინ­ცი­ო­ნე­რე­ბი, სა­რე­ცხის მან­ქა­ნე­ბი, რაც 2009 წელს ჩა­მოგ­ვარ­თვეს იმის 10%, მათ შო­რის, სა­უ­ნაც გა­ტა­ნი­ლია. ზუ­რაბ ლობ­ჟა­ნი­ძე აპი­რებს და­ვას მა­ნამ, სა­ნამ არ აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბენ ზა­რალს. ელექტრო ენერ­გი­ის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა 13 500 ლა­რის ფარ­გლებ­შია. არის ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის და­ვა­ლი­ა­ნე­ბაც, თუმ­ცა რამ­დე­ნია ჯერ არ ვიცი".

ლობ­ჟა­ნი­ძე­ე­ბის აგა­რა­კის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გა­სარ­კვე­ვად "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას" და­ვუ­კავ­შირ­დით, თუმ­ცა რო­გორც კომ­პა­ნი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნა­ცხა­დეს, ინ­ფორ­მა­ცი­ას მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რებს მი­აწ­ვდიდ­ნენ. ჯერ­ჯე­რო­ბით, უც­ნო­ბია, ვინ გა­და­იხ­დის კვა­რი­ა­თის აგა­რაკ­ზე ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­ვა­ლი­ა­ნე­ბას.

ბიზ­ნეს­მენ ზუ­რაბ ლობ­ჟა­ნი­ძეს პო­ლი­ცია დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ში სდებ­და ბრალს, რის გა­მოც ის ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­დან შვე­ი­ცა­რი­ა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად 2003 წელს წა­ვი­და.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

იხი­ლეთ ვი­დეო

ვინ ჩადიოდა მერაბიშვილთან კვარიათის აგარაკზე და რატომ ვარდებოდა ამ დროს სკუტერების ბიზნესი

ვინ ჩადიოდა მერაბიშვილთან კვარიათის აგარაკზე და რატომ ვარდებოდა ამ დროს სკუტერების ბიზნესი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავების ერთ-ერთი მიზეზი კვარიათში ბიზნესმენ ზურაბ ლობჟანიძის აგარაკის უკანონოდ მითვისებაა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2009 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში ზღვის პირას მდებარე შპს "საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის" კუთვნილი ფეშენებელური აგარაკი მოეწონა და 2009 წლის მაისში თვითნებურად დაიკავა. მერაბიშვილების ოჯახი აგარაკით თითქმის ოთხი წლის განმავლობაში უსასყიდლოდ სარგებლობდა.

"ამბები.გე" მერაბიშვილის კვარიათელ მეზობლებს და ლობჟანიძეების ახლობლებს ესაუბრა, რომლებიც იხსენებენ თუ როგორ შეიჭრა სპეცრაზმი აგარაკზე, სამთავრობო სტრუქტურების რომელი წარმომადგენლები სტუმრობდნენ მერაბიშვილების ოჯახს და რა რაოდენობის ელექტროენერგიის დავალიანება დაუგროვდა ყოფილ პრემიერს აგარაკზე ცხოვრების დროს.

ნელი ცივაძე, მეზობელი: "ლობჟანიძეები ძალიან კარგი მეზობლები იყვნენ, ველოდებით როდის დაბრუნდებიან. მათ სახლს ღამე დაეპატრონნენ. აქ ყველაფერი ხდებოდა ღამე ან გამთენიისას, ამიტომ, ბევრს ვერაფერს ვერ ვხედავდით. იყო მანქანების მოძრაობა, იყო დაცვა, მიდიოდნენ, მოდიოდნენ... ახლა უკვე ოჯახის ახლობლებს გადააბარეს აგარაკი. ნათქვამია, "დრონი მეფობენ და არა მეფენიო".

ინდირა ვანიძე, მეზობელი: ”მას შემდეგ, რაც მერაბიშვილების ოჯახი გადმოვიდა საცხოვრებლად, აგარაკს დაცვა მიუჩინეს და ვიდეო-კამერები დააყენეს. მათი პირველი მოსვლაც ძალიან კარგად მახსოვს... ლობჟანიძეები უკვე საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ. აგარაკს ოჯახის ახლობელი უვლიდა. ღამე 20 კაცი მიუვარდა მოხუც კაცს, თავს დაესხნენ, გატეხეს კარები და სახლს დაეპატრონენ. მოხუცმა თქვა, ასეთი ამბის ატეხა რა საჭირო იყო, წინააღმდეგობის გაწევას არც ვიფიქრებდიო... გასულ წელს აგარაკზე ძვირფასი რემონტიც გააკეთეს. მე პირადად, კონფლიქტი მქონდა, რადგან სანაპიროზე გასასვლელი გადამიღობეს, ზღვასთან გასასვლელ ბილიკი არ დამიტოვეს, შემდეგ მოვაგვარეთ საკითხი, მაგრამ, ძალიან რთულად გადავიტანეთ ის პერიოდი.

ორი დღის წინ, სამართალდამცველები მოვიდნენ, აგარაკის გადაბარების საკითხზე და როგორც მეზობელს, მეც დამიძახეს. კონდენციონერებზე შეიქმნა პრობლემა, სახელმწიფოს საკუთრებააო, ამიტომ, მოხსნეს და წაიღეს. დანარჩენი გაპარტახებულია. აუზი ცუდ მდგომარეობაშია, საუნა აღარ არის.

გარდა ამისა, ელექტროენერგიის დავალიანება აქვთ. ჩვენთან, სოფელში არჩევნების შემდეგ, ენერგოკომპანიიდან გადასახადებზე რომ მოვიდნენ, შუქი გაუთიშეს. 18 000 ლარი დავალიანება აქვთო. 24 საათი პროჟექტორები გადანათებული იყო და კი იქნებოდა დავალიანება. მერე დაცვის ბიჭებმა მთხოვეს, შენგან გადავიყვანთო შუქსო, მაგრამ უარი ვუთხარი.

მათთან ხმაური არასდროს ყოფილა. ოჯახი რომ მოდიოდა, მაშინ სრული სიწყნარე იყო. გარდა ვანო მერაბიშვილის, მისი მეუღლის და სიდედრისა, სოსო თოფურიძე და ახალაიები სტუმრობდნენ აგარაკს. ერთხელ მაგიდა ზღვაში ჩადგეს და ისაუზმეს. ხანდახან კატერებით მოდიოდნენ. ზაფხულობით, როცა მერაბიშვილის ოჯახი აქეთ იყო, სკუტერების ბიზნესი ვარდებოდა. არ გვქონდა უფლება სკუტერების გაქირავების".

მალხაზ ფარსენაძე, ოჯახის ახლობელი: "სამმართველოდან მოვიდნენ და ოჯახის ახლობლებს გადმოგვაბარეს აგარაკი. აღრიცხეს ყველაფერი, რაც მათი ნივთები იყო წაიღეს, ფარდებიც კი ჩამოხსნეს. აღარ დაგვხვდა კონდინციონერები, სარეცხის მანქანები, რაც 2009 წელს ჩამოგვართვეს იმის 10%, მათ შორის, საუნაც გატანილია. ზურაბ ლობჟანიძე აპირებს დავას მანამ, სანამ არ აუნაზღაურებენ ზარალს. ელექტრო ენერგიის დავალიანება 13 500 ლარის ფარგლებშია. არის ბუნებრივი აირის დავალიანებაც, თუმცა რამდენია ჯერ არ ვიცი".

ლობჟანიძეების აგარაკის ელექტროენერგიის დავალიანების გასარკვევად "ენერგო-პრო ჯორჯიას" დავუკავშირდით, თუმცა როგორც კომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს, ინფორმაციას მხოლოდ ოჯახის წევრებს მიაწვდიდნენ. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ გადაიხდის კვარიათის აგარაკზე ვანო მერაბიშვილის ელექტროენერგიის დავალიანებას.

ბიზნესმენ ზურაბ ლობჟანიძეს პოლიცია დოკუმენტების გაყალბებაში სდებდა ბრალს, რის გამოც ის ოჯახთან ერთად საქართველოდან შვეიცარიაში საცხოვრებლად 2003 წელს წავიდა.

ნინო ხოზრევანიძე

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"