სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა ბაქრაძე: ხალხმა უნდა იცოდეს, საიდან მოვიდა ესა თუ ის მღვდელი
ლაშა ბაქრაძე: ხალხმა უნდა იცოდეს, საიდან მოვიდა ესა თუ ის მღვდელი

პუბ­ლი­ცის­ტმა და ის­ტო­რი­კოს­მა ლაშა ბაქ­რა­ძემ ეკ­ლე­სი­ის მიერ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე ისა­უბ­რა. მისი აზ­რით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სის სა­განს ეკ­ლე­სი­ის ფი­ნან­სუ­რი მხა­რეც უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს.

- სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ეკ­ლე­სი­ა­ში უფრო მეტი გამჭვირ­ვა­ლე­ბა იქ­ნე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს იმის შე­სა­ხებ, თუ რა ხდე­ბა ეკ­ლე­სი­ის შიგ­ნით. ბევ­რის­თვის ზო­გი­ერ­თი მღვდელმსა­ხუ­რის ბი­ოგ­რა­ფია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, ხალ­ხმა უნდა იცო­დეს, სა­ი­დან მო­ვი­და ესა თუ ის მღვდე­ლი, რა უს­წავ­ლია, რა გა­ნათ­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი და ა.შ.

- მი­იჩ­ნევთ, რომ მღვდელმსა­ხუ­რებს შო­რის კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე ბევ­რია?

- შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი ჭორი არ­სე­ბობს. პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი, უფრო მეტი გამჭვირ­ვა­ლო­ბა იყოს თუნ­დაც ფი­ნან­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან ამ სა­კი­თხზეც არ­სე­ბობს მით­ქმა-მოთ­ქმა და აჯო­ბებს, თუ ეკ­ლე­სია არ იქ­ნე­ბა ჩა­კე­ტი­ლი სის­ტე­მა, რო­მელ­ზეც სა­ხელ­მწი­ფოს ხელი არ მი­უწ­ვდე­ბა. ეკ­ლე­სია ისე­თი­ვე პი­რო­ბებ­ში უნდა იყოს, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ანუ შე­საძ­ლე­ბე­ლი უნდა გახ­დეს ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა და აგ­რეთ­ვე, იმის გა­გე­ბა, თუ რას წარ­მო­ად­გე­ნენ მა­ღა­ლი რან­გის მღვდელმსა­ხუ­რე­ბი. გე­კი­თხე­ბით, ამა­ში არის რამე გა­საკ­ვი­რი?

- ასე­თი ფაქ­ტე­ბის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბამ, შე­საძ­ლოა, მრევლსა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ცუდი წარ­მოდ­გე­ნა შე­უქ­მნას ზო­გა­დად ეკ­ლე­სი­ა­სა და რე­ლი­გი­ა­ზე. ამ შემ­თხვე­ვა­ში, რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლად მი­გაჩ­ნი­ათ ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა?

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, სი­მარ­თლემ ვინ­მე­ზე ცუდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს? პი­რი­ქით, ეს, ისევ გა­ვი­მე­ო­რებ, პირ­ველ რიგ­ში ეკ­ლე­სი­ის­თვის იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი. ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ი­ღე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას და და­ი­ნა­ხა­ვენ, თუ რა ხდე­ბა ეკ­ლე­სი­ა­ში.

- თქვე­ნი აზ­რით, არ გა­იზ­რდე­ბა ის აგ­რე­სია, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში 17 მა­ი­სის აქ­ცი­ის შემ­დეგ მღვდელმსა­ხუ­რე­ბის მი­მართ გაჩ­ნდა?

- არა, აგ­რე­სი­ას სწო­რედ ის იწ­ვევს, რომ ბევ­რი რამ გა­ურ­კვე­ვე­ლი და ბნე­ლით მო­ცუ­ლია. გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბა ხელს ყო­ველ­თვის უწყობს ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­ჯან­მრთე­ლე­ბას და გა­ჯან­სა­ღე­ბას.

- არ თვლით, რომ უკე­თე­სი შე­იძ­ლე­ბა იყოს, თუ სა­პატ­რი­არ­ქოს მივ­მარ­თავთ და არც ისე სუფ­თა წარ­სუ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა­კენ მო­ვუ­წო­დებთ, მაგ­რამ ყო­ველ­გვა­რი გა­სა­ჯა­რო­ე­ბის გა­რე­შე?

- ყვე­ლა­ფე­რი ხომ არ უნდა დავ­მა­ლოთ? სა­პატ­რი­არ­ქოს, რა თქმა უნდა, თუ აქვს სურ­ვი­ლი, გა­სა­ჯა­რო­ე­ბით უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს ასე­თი მღვდელმსა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ლაშა ბაქრაძე: ხალხმა უნდა იცოდეს, საიდან მოვიდა ესა თუ ის მღვდელი

ლაშა ბაქრაძე: ხალხმა უნდა იცოდეს, საიდან მოვიდა ესა თუ ის მღვდელი

პუბლიცისტმა და ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ ეკლესიის მიერ სასულიერო პირების ბიოგრაფიების გამოქვეყნების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი აზრით, საზოგადოების ინტერესის საგანს ეკლესიის ფინანსური მხარეც უნდა წარმოადგენდეს.

- საერთოდ, ძალიან კარგი იქნება, თუ ეკლესიაში უფრო მეტი გამჭვირვალება იქნება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმის შესახებ, თუ რა ხდება ეკლესიის შიგნით. ბევრისთვის ზოგიერთი მღვდელმსახურის ბიოგრაფია ძალიან საინტერესოა, ხალხმა უნდა იცოდეს, საიდან მოვიდა ესა თუ ის მღვდელი, რა უსწავლია, რა განათლება აქვს მიღებული და ა.შ.

- მიიჩნევთ, რომ მღვდელმსახურებს შორის კრიმინალური წარსულის მქონე ბევრია?

- შესაძლებელია. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ჭორი არსებობს. პირველ რიგში, სწორედ ეკლესიისათვის იქნება ძალიან კარგი, უფრო მეტი გამჭვირვალობა იყოს თუნდაც ფინანსებთან დაკავშირებით, რადგან ამ საკითხზეც არსებობს მითქმა-მოთქმა და აჯობებს, თუ ეკლესია არ იქნება ჩაკეტილი სისტემა, რომელზეც სახელმწიფოს ხელი არ მიუწვდება. ეკლესია ისეთივე პირობებში უნდა იყოს, როგორც ნებისმიერი ორგანიზაცია საქართველოში, ანუ შესაძლებელი უნდა გახდეს ფინანსების შესახებ ინფორმაციის მოძიება და აგრეთვე, იმის გაგება, თუ რას წარმოადგენენ მაღალი რანგის მღვდელმსახურები. გეკითხებით, ამაში არის რამე გასაკვირი?

- ასეთი ფაქტების გამოაშკარავებამ, შესაძლოა, მრევლსა და საზოგადოებას ცუდი წარმოდგენა შეუქმნას ზოგადად ეკლესიასა და რელიგიაზე. ამ შემთხვევაში, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ბიოგრაფიების გამოქვეყნება?

- როგორ შეიძლება, სიმართლემ ვინმეზე ცუდი გავლენა მოახდინოს? პირიქით, ეს, ისევ გავიმეორებ, პირველ რიგში ეკლესიისთვის იქნება ძალიან კარგი. ადამიანები მიიღებენ ინფორმაციას და დაინახავენ, თუ რა ხდება ეკლესიაში.

- თქვენი აზრით, არ გაიზრდება ის აგრესია, რაც საზოგადოებაში 17 მაისის აქციის შემდეგ მღვდელმსახურების მიმართ გაჩნდა?

- არა, აგრესიას სწორედ ის იწვევს, რომ ბევრი რამ გაურკვეველი და ბნელით მოცულია. გამჭვირვალეობა ხელს ყოველთვის უწყობს ამა თუ იმ სიტუაციის გაჯანმრთელებას და გაჯანსაღებას.

- არ თვლით, რომ უკეთესი შეიძლება იყოს, თუ საპატრიარქოს მივმართავთ და არც ისე სუფთა წარსულის მქონე ადამიანებისგან გათავისუფლებისაკენ მოვუწოდებთ, მაგრამ ყოველგვარი გასაჯაროების გარეშე?

- ყველაფერი ხომ არ უნდა დავმალოთ? საპატრიარქოს, რა თქმა უნდა, თუ აქვს სურვილი, გასაჯაროებით უნდა გაათავისუფლოს ეს ადამიანები. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ასეთი მღვდელმსახურების შესახებ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"