მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მსხვერპლის გაღება შეუძლია მსახიობს პოპულარობისთვის
რა მსხვერპლის გაღება შეუძლია მსახიობს პოპულარობისთვის

ის გო­გო­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი გახ­ლავთ და მათ­გან წე­რი­ლებ­საც ხში­რად იღებს. უყ­ვარს ჭამა. ვერ იტანს ქვე­წარ­მავ­ლებს. ოც­ნე­ბობს ლეკვზე... "დე­ტექ­ტო­რის" შე­კი­თხვებს სე­რი­ა­ლის - "შუა ქა­ლაქ­ში" პა­ტა­რა მსა­ხი­ო­ბი, ფრთხი­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი რატი გო­გა­ტიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს.

- ვთქვათ, სცე­ნა­რის ნაც­ვლად, სე­რი­ა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სას­წავ­ლად ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლი მოგ­ცეს...

- ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­დე­ბა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, სწავ­ლა და­მე­ზა­რე­ბა, მაგ­რამ მა­ინც ვის­წავ­ლი.

- სცე­ნა­რის სწავ­ლა არ გე­ზა­რე­ბა?

- არა. სხვა­თა შო­რის, სცე­ნარს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გვაძ­ლე­ვენ და იქვე ვსწავ­ლობ.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად, რისი საგ­ნის სწავ­ლა არ მოგ­წონს?

- ჭად­რა­კის სწავ­ლის პრო­ცე­სი არ მომ­წონს. ასეთ დროს ხომ ძი­რი­თა­დად, თე­ო­რი­ას გვას­წავ­ლი­ან, თა­მაშს კი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წუთს ვუთ­მობთ.

- უჩინ­მა­ჩი­ნი რომ იყო, რას მო­ი­მოქ­მე­დებ­დი?

- რეს­ტორ­ნებს და­ვივ­ლი­დი და სტუმ­რებს შეკ­ვე­თილ კერ­ძებს შე­ვუ­ჭამ­დი (იცი­ნის).

- ჭამა ძა­ლი­ან გიყ­ვარს თუ უბ­რა­ლოდ, ხალ­ხის რე­აქ­ცია უფრო მე­ტად გა­ინ­ტე­რე­სებს, როცა მათი თეფ­შე­ბი­დან საკ­ვე­ბი გაქ­რე­ბა?

- მსუ­ნა­გი ვარ, მაგ­რამ ხალ­ხის რე­აქ­ცი­აც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა (იცი­ნის).

- ვთქვათ, სე­რი­ა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დი­ე­ტის დაც­ვას გთხო­ვენ...

- და­ვი­ცავ!

- ვთქვათ, და­ვით გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი გი­ბა­რებს და გე­უბ­ნე­ბა, რომ შენ­მა პა­ტა­რა და­ი­კომ მთე­ლი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი სას­ტი­კად სცე­მა და არ სურთ, ასე­თი სა­ში­ში გო­გო­ნას ძმას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა...

- რა გა­ე­წყო­ბა? შინ წა­მო­ვალ, მერე კი და­ი­კოს დავ­სჯი.

- გა­მო­რი­ცხავ, რომ შე­იძ­ლე­ბა, და­ვით გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ხუმ­რობ­დეს?

- უჰ, რას ამ­ბობთ? თქვენ ჩემს დას არ იც­ნობთ (იცი­ნის)! ძა­ლი­ან ცელ­ქია. ამას წი­ნათ ღო­ბე­ზე ძვრე­ბო­და და ფეხი და­ი­შა­ვა, ახლა ნა­კე­რი ადევს.

- რძე სი­ნამ­დვი­ლე­შიც არ გიყ­ვარს?

- რძის პრო­დუქ­ტე­ბი მიყ­ვარს, მაგ­რამ რძის და­ლე­ვა - არა.

- ვთქვათ, რძის სა­რეკ­ლა­მო სა­ხედ აგირ­ჩი­ეს და კლიპ­ში გა­და­სა­ღე­ბად მი­გიწ­ვი­ეს. გა­და­ღე­ბი­სას კი რძის და­ლე­ვაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- დავ­თან­ხმდე­ბი. რძეს ნა­ძა­ლა­დე­ვად დავ­ლევ, სა­მა­გი­ე­როდ - პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხდე­ბი.

- პო­პუ­ლა­რო­ბა გაკ­ლია?

- არა, მაგ­რამ კი­დევ უფრო მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი...

- ბევ­რი დუბ­ლის გა­და­ღე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რი რძის და­ლე­ვა რომ დაგ­ჭირ­დეს?

- არა უშავს, დავ­ლევ.

- ვთქვათ, სე­რი­ალ­ში პა­ა­ტას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა - ნო­დარ გურ­გე­ნაშ­ვილ­მა და­ბა­დე­ბის დღე­ზე თხა გა­ჩუ­ქა...

- თხას სო­ფელ­ში წა­ვიყ­ვან, მო­ვუვ­ლი. მერე თხის რძეს გავ­ყი­დი (იცი­ნის).

- ნო­დარ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- ვმე­გობ­რობთ. მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, თხა რომ მა­ჩუ­ქოს, გა­მო­რი­ცხუ­ლია!

- შან­სი რომ გქონ­დეს, 1 დღით რო­მელ არ­სე­ბად გა­და­იქ­ცე­ო­დი?

- ძაღ­ლად ან ჩი­ტად: ძაღ­ლის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი სამ­ყა­როც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა და ფრე­ნაც.

- ვთქვათ, გა­მოც­და­ზე შეგ­ხვდა ასე­თი სა­კი­თხი: "ქალ­თა სა­ხე­ე­ბი სე­რი­ალ­ში - "შუა ქა­ლაქ­ში"...

- გა­მი­ხარ­დე­ბა. იქვე მო­ვი­ფიქ­რებ რა­მეს და გა­მომ­ცდელს გა­ვაკ­ვირ­ვებ (იცი­ნის).

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა მსხვერპლის გაღება შეუძლია მსახიობს პოპულარობისთვის

რა მსხვერპლის გაღება შეუძლია მსახიობს პოპულარობისთვის

ის გოგონების ყურადღებით განებივრებული გახლავთ და მათგან წერილებსაც ხშირად იღებს. უყვარს ჭამა. ვერ იტანს ქვეწარმავლებს. ოცნებობს ლეკვზე... "დეტექტორის" შეკითხვებს სერიალის - "შუა ქალაქში" პატარა მსახიობი, ფრთხილი და დაკვირვებული რატი გოგატიშვილი პასუხობს.

- ვთქვათ, სცენარის ნაცვლად, სერიალის წარმომადგენლებმა სასწავლად ისტორიის გაკვეთილი მოგცეს...

- ძალიან გამიკვირდება. სიმართლე გითხრათ, სწავლა დამეზარება, მაგრამ მაინც ვისწავლი.

- სცენარის სწავლა არ გეზარება?

- არა. სხვათა შორის, სცენარს გადასაღებ მოედანზე გვაძლევენ და იქვე ვსწავლობ.

- ყველაზე მეტად, რისი საგნის სწავლა არ მოგწონს?

- ჭადრაკის სწავლის პროცესი არ მომწონს. ასეთ დროს ხომ ძირითადად, თეორიას გვასწავლიან, თამაშს კი მხოლოდ რამდენიმე წუთს ვუთმობთ.

- უჩინმაჩინი რომ იყო, რას მოიმოქმედებდი?

- რესტორნებს დავივლიდი და სტუმრებს შეკვეთილ კერძებს შევუჭამდი (იცინის).

- ჭამა ძალიან გიყვარს თუ უბრალოდ, ხალხის რეაქცია უფრო მეტად გაინტერესებს, როცა მათი თეფშებიდან საკვები გაქრება?

- მსუნაგი ვარ, მაგრამ ხალხის რეაქციაც საინტერესო იქნება (იცინის).

- ვთქვათ, სერიალის წარმომადგენლები დიეტის დაცვას გთხოვენ...

- დავიცავ!

- ვთქვათ, დავით გოგიჩაიშვილი გიბარებს და გეუბნება, რომ შენმა პატარა დაიკომ მთელი გადამღები ჯგუფი სასტიკად სცემა და არ სურთ, ასეთი საშიში გოგონას ძმასთან თანამშრომლობა...

- რა გაეწყობა? შინ წამოვალ, მერე კი დაიკოს დავსჯი.

- გამორიცხავ, რომ შეიძლება, დავით გოგიჩაიშვილი ხუმრობდეს?

- უჰ, რას ამბობთ? თქვენ ჩემს დას არ იცნობთ (იცინის)! ძალიან ცელქია. ამას წინათ ღობეზე ძვრებოდა და ფეხი დაიშავა, ახლა ნაკერი ადევს.

- რძე სინამდვილეშიც არ გიყვარს?

- რძის პროდუქტები მიყვარს, მაგრამ რძის დალევა - არა.

- ვთქვათ, რძის სარეკლამო სახედ აგირჩიეს და კლიპში გადასაღებად მიგიწვიეს. გადაღებისას კი რძის დალევაც აუცილებელია.

- დავთანხმდები. რძეს ნაძალადევად დავლევ, სამაგიეროდ - პოპულარული გავხდები.

- პოპულარობა გაკლია?

- არა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად პოპულარული ვიქნები...

- ბევრი დუბლის გადაღება და შესაბამისად, ბევრი რძის დალევა რომ დაგჭირდეს?

- არა უშავს, დავლევ.

- ვთქვათ, სერიალში პაატას როლის შემსრულებელმა - ნოდარ გურგენაშვილმა დაბადების დღეზე თხა გაჩუქა...

- თხას სოფელში წავიყვან, მოვუვლი. მერე თხის რძეს გავყიდი (იცინის).

- ნოდართან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ვმეგობრობთ. მხიარული ადამიანია, მაგრამ რეალურად, თხა რომ მაჩუქოს, გამორიცხულია!

- შანსი რომ გქონდეს, 1 დღით რომელ არსებად გადაიქცეოდი?

- ძაღლად ან ჩიტად: ძაღლის თვალით დანახული სამყაროც საინტერესო იქნება და ფრენაც.

- ვთქვათ, გამოცდაზე შეგხვდა ასეთი საკითხი: "ქალთა სახეები სერიალში - "შუა ქალაქში"...

- გამიხარდება. იქვე მოვიფიქრებ რამეს და გამომცდელს გავაკვირვებ (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება