პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეშმაკნი" - რომანი-გაფრთხილება
"ეშმაკნი" - რომანი-გაფრთხილება

გა­სარ­თო­ბად და სა­ხა­ლი­სოდ მის წიგნს ხელ­ში არა­ვინ აი­ღებს, - "მძი­მე" მწერ­ლად შემ­თხვე­ვით კი არ მი­აჩ­ნი­ათ! ეს ე.წ. "სიმ­ძი­მე" იმით აიხ­სნე­ბა, რომ დოს­ტო­ევ­სკი აშიშ­ვლებს ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გან სამ­ყა­როს, წარ­მოგ­ვი­ჩენს იმ უფსკრულს, რაც ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის სუ­ლის სიღ­რმე­შია და რო­მელ­ში ჩა­ხედ­ვა­საც გა­ვურ­ბი­ვართ. მწე­რა­ლი გვე­უბ­ნე­ბა სი­მარ­თლეს ადა­მი­ან­ზე და ეს სი­მარ­თლე ხში­რად შემ­ზა­რა­ვია.

დოს­ტო­ევ­სკი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში თა­ვად იყო რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი და სა­კუ­თა­რი მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბა ჩა­აქ­სო­ვა რო­მან­ში "ეშ­მაკ­ნი". საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ეს რო­მა­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად, იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ. ქარ­თულ საბ­ჭო­თა ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ: "ეშ­მაკ­ნი" დოს­ტო­ევ­სკის ყვე­ლა­ზე რე­აქ­ცი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია, იგი იმ დრო­ის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი პამ­ფლე­ტია". ის ფაქ­ტი, რომ საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გე­ბი რო­მანს ესო­დენ უარ­ყო­ფი­თად აფა­სებ­დნენ, რო­მა­ნის­ვე სა­სარ­გებ­ლოდ მე­ტყვე­ლებს და გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს აღ­ძრავს.

ფი­ო­დორ მი­ხა­ი­ლო­ვიჩ დოს­ტო­ევ­სკი და­ი­ბა­და 1821 წელს მოს­კოვ­ში. მამა მა­რი­ინ­სკის სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მი გახ­ლდათ. წარ­მო­მავ­ლო­ბით დოს­ტო­ევ­სკთა გვა­რი რტიშ­ჩე­ვე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლოს გან­შტო­ე­ბას წარ­მო­ად­გენ­და, რო­მელ­საც სა­თა­ვე და­უ­დო ას­ლან-ჩე­ლე­ბი-მურ­ზამ, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის მთა­ვარ­მა დმიტ­რი დო­ნელ­მა მო­ნათ­ლა XIV სა­უ­კუ­ნე­ში. მწერ­ლის ერთ-ერთი წი­ნა­პა­რი XV სა­უ­კუ­ნე­ში ლიტ­ვა­ში გა­და­სუ­ლა, სა­დაც მა­მუ­ლად მი­უ­ღია სო­ფე­ლი დოს­ტო­ე­ვო და გვა­რი დოს­ტო­ევ­სკი აქე­დან წარ­მოდ­გე­ბა. მწერ­ლის წი­ნაპ­რებს XVI სა­უ­კუ­ნი­დან პო­ლო­ნუ­რი აზ­ნა­უ­რუ­ლი გერ­ბის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა ჰქო­ნი­ათ (იმ დრო­ის­თვის პო­ლო­ნე­თი და ლიტ­ვა ერთ სა­ხელ­მწი­ფოს შე­ად­გენ­დნენ).

მწერ­ლის მამა სას­ტი­კი კაცი გახ­ლდათ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, იგი სა­კუ­თარ­მა ყმა გლე­ხებ­მა მოკ­ლეს. დედა - მა­რია ნე­ჩა­ე­ვა - მომ­ხიბ­ლა­ვი, მე­ტად კე­თი­ლი ქალი, მდი­და­რი ვაჭ­რის ოჯა­ხი­დან იყო. მო­მა­ვა­ლი მწერ­ლის პი­როვ­ნულ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე მას დიდი გავ­ლე­ნა მო­უხ­დე­ნია. რო­დე­საც ფი­ო­დო­რი 16 წლი­სა შეს­რულ­და, დედა ჭლე­ქის­გან გარ­და­ეც­ვა­ლა. მო­მა­ვა­ლი მწე­რა­ლი და მისი უფ­რო­სი ძმა, მი­ხა­ი­ლი (ოჯახ­ში სულ შვი­დი და-ძმა ყო­ფი­ლა) მა­მამ პან­სი­ონ­ში მი­ა­ბა­რა.

1837 წელს მო­მა­ვა­ლი მწე­რა­ლი შე­იყ­ვა­ნეს პე­ტერ­ბურ­გის "მთა­ვარ სა­ინ­ჟინ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში". სას­წავ­ლებ­ლის დას­რუ­ლე­ბი­დან ერთ წე­ლი­წად­ში დოს­ტო­ევ­სკიმ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი მი­ა­ტო­ვა, გა­და­წყვი­ტა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ლი­ტე­რა­ტო­რი გამ­ხდა­რი­ყო. 1844 წელს თარ­გმნა და გა­მო­აქ­ვეყ­ნა ბალ­ზა­კის "ეჟე­ნი გრან­დე", შემ­დეგ კი და­ბეჭ­და თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი "საბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი", რო­მე­ლიც მკი­თხველ­მა აღ­ტა­ცე­ბით მი­ი­ღო. "ახა­ლი გო­გო­ლი გა­მოჩ­ნდა!" - შეს­ძა­ხა თურ­მე ნეკ­რა­სოვ­მა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

"ეშმაკნი" - რომანი-გაფრთხილება

"ეშმაკნი" - რომანი-გაფრთხილება

გასართობად და სახალისოდ მის წიგნს ხელში არავინ აიღებს, - "მძიმე" მწერლად შემთხვევით კი არ მიაჩნიათ! ეს ე.წ. "სიმძიმე" იმით აიხსნება, რომ დოსტოევსკი აშიშვლებს ადამიანის შინაგან სამყაროს, წარმოგვიჩენს იმ უფსკრულს, რაც ყოველი ჩვენგანის სულის სიღრმეშია და რომელში ჩახედვასაც გავურბივართ. მწერალი გვეუბნება სიმართლეს ადამიანზე და ეს სიმართლე ხშირად შემზარავია.

დოსტოევსკი ახალგაზრდობაში თავად იყო რევოლუციონერი და საკუთარი მწარე გამოცდილება ჩააქსოვა რომანში "ეშმაკნი". საბჭოთა პერიოდში ეს რომანი, ფაქტობრივად, იგნორირებული გახლდათ. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: "ეშმაკნი" დოსტოევსკის ყველაზე რეაქციული ნაწარმოებია, იგი იმ დროის რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული პამფლეტია". ის ფაქტი, რომ საბჭოთა იდეოლოგები რომანს ესოდენ უარყოფითად აფასებდნენ, რომანისვე სასარგებლოდ მეტყველებს და განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს.

ფიოდორ მიხაილოვიჩ დოსტოევსკი დაიბადა 1821 წელს მოსკოვში. მამა მარიინსკის საავადმყოფოს ექიმი გახლდათ. წარმომავლობით დოსტოევსკთა გვარი რტიშჩევების საგვარეულოს განშტოებას წარმოადგენდა, რომელსაც სათავე დაუდო ასლან-ჩელები-მურზამ, რომელიც მოსკოვის მთავარმა დმიტრი დონელმა მონათლა XIV საუკუნეში. მწერლის ერთ-ერთი წინაპარი XV საუკუნეში ლიტვაში გადასულა, სადაც მამულად მიუღია სოფელი დოსტოევო და გვარი დოსტოევსკი აქედან წარმოდგება. მწერლის წინაპრებს XVI საუკუნიდან პოლონური აზნაურული გერბის ტარების უფლება ჰქონიათ (იმ დროისთვის პოლონეთი და ლიტვა ერთ სახელმწიფოს შეადგენდნენ).

მწერლის მამა სასტიკი კაცი გახლდათ. როგორც ცნობილია, იგი საკუთარმა ყმა გლეხებმა მოკლეს. დედა - მარია ნეჩაევა - მომხიბლავი, მეტად კეთილი ქალი, მდიდარი ვაჭრის ოჯახიდან იყო. მომავალი მწერლის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე მას დიდი გავლენა მოუხდენია. როდესაც ფიოდორი 16 წლისა შესრულდა, დედა ჭლექისგან გარდაეცვალა. მომავალი მწერალი და მისი უფროსი ძმა, მიხაილი (ოჯახში სულ შვიდი და-ძმა ყოფილა) მამამ პანსიონში მიაბარა.

1837 წელს მომავალი მწერალი შეიყვანეს პეტერბურგის "მთავარ საინჟინრო სასწავლებელში". სასწავლებლის დასრულებიდან ერთ წელიწადში დოსტოევსკიმ სამხედრო სამსახური მიატოვა, გადაწყვიტა პროფესიონალი ლიტერატორი გამხდარიყო. 1844 წელს თარგმნა და გამოაქვეყნა ბალზაკის "ეჟენი გრანდე", შემდეგ კი დაბეჭდა თავისი პირველი ნაწარმოები "საბრალო ადამიანები", რომელიც მკითხველმა აღტაცებით მიიღო. "ახალი გოგოლი გამოჩნდა!" - შესძახა თურმე ნეკრასოვმა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს