პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიქაელ ბოტკოველი - სასულიერო პირთა ბრალეულობის მიზეზი კონკრეტული ქმედება უნდა იყოს
მიქაელ ბოტკოველი - სასულიერო პირთა ბრალეულობის მიზეზი კონკრეტული ქმედება უნდა იყოს

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მდივ­ნის, დე­კა­ნოზ მი­ქა­ელ ბოტ­კო­ვე­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა ბრა­ლე­უ­ლო­ბის მი­ზე­ზი კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბა უნდა იყოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ორი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თვის ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

პატ­რი­არ­ქის მდივ­ნის­თვის ორი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის, სა­მე­ბის ტაძ­რის არ­ქი­მან­დრი­ტის, მამა ან­თი­მოზ (თა­მაზ ) ბი­ჩი­ნაშ­ვილ­სა და წმ. იო­ა­ნე-თორ­ნი­კე ერის­თა­ვის სა­ხე­ლო­ბის დე­და­თა მო­ნას­ტრის იღუ­მე­ნის, მამა იო­თამ ( ირაკ­ლი) ბა­სი­ლა­ი­ას­თვის ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უც­ნო­ბი იყო.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო დღე­ებ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­და­ცე­მულ კად­რებ­ში ხში­რად ამ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს აჩ­ვე­ნებ­დნენ.

"პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­ე­სა­უბ­რე­ბი­ან და ჩვე­ნე­ბას ჩა­მო­არ­თმე­ვენ. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­სია. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რიც მო­ქა­ლა­ქეა. გა­ირ­კვე­ვა, რაში იკ­ვე­თე­ბა მათი ბრა­ლე­უ­ლო­ბა. მარ­ტო ის, რომ მირ­ბოდ­ნენ, ეს ხომ არ არის ბრა­ლე­უ­ლო­ბა. რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბა უნდა იყოს მათი მხრი­დან, თუ შე­გი­ნე­ბა დას­ჯა­დია და ით­ვლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლად, არ ვიცი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მამა ან­თი­მო­ზი ამ­ბობს, რომ ეს მისი ხმა არ არის, რო­დე­საც კადრში ის­მის გი­ნე­ბა. არ ვიცი, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. მამა იო­თამს და­ვი­ნა­ხე, რომ სკა­მი უჭი­რავს ხელ­ში, მაგ­რამ სკა­მის ხელ­ში ჭერა და­ნა­შა­უ­ლი თუა, არ ვიცი. სხვა რა ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნა მან იქ, არ ვიცი", - დას­ძი­ნა მამა მი­ქა­ელ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა შე­საძ­ლოა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვად გა­ა­კე­თონ კო­მენ­ტა­რი.

შსს-ს თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს მე-VII გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 17 მა­ისს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ორ სა­სუ­ლი­ე­რო პირს, სა­მე­ბის ტაძ­რის არ­ქი­მან­დრიტს, მამა ან­თი­მოზ (თა­მაზ ) ბი­ჩი­ნაშ­ვილ­სა და იო­ა­ნე-თორ­ნი­კე ერის­თა­ვის სა­ხე­ლო­ბის დე­და­თა მო­ნას­ტრის იღუ­მენს, მამა იო­თამ ( ირაკ­ლი) ბა­სი­ლა­ი­ას ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს.

გა­მო­ძი­ე­ბა შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის უფ­ლე­ბის ხელ­ყო­ფის, უკა­ნო­ნოდ და ძა­ლა­დო­ბით ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტზე სსკ-ის 161-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში 17 მა­ი­სის ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მიქაელ ბოტკოველი - სასულიერო პირთა ბრალეულობის მიზეზი კონკრეტული ქმედება უნდა იყოს

მიქაელ ბოტკოველი - სასულიერო პირთა ბრალეულობის მიზეზი კონკრეტული ქმედება უნდა იყოს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, სასულიერო პირთა ბრალეულობის მიზეზი კონკრეტული ქმედება უნდა იყოს.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მამა მიქაელ ბოტკოველმა კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ორი სასულიერო პირისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით.

პატრიარქის მდივნისთვის ორი სასულიერო პირის, სამების ტაძრის არქიმანდრიტის, მამა ანთიმოზ (თამაზ ) ბიჩინაშვილსა და წმ. იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენის, მამა იოთამ ( ირაკლი) ბასილაიასთვის ბრალის წაყენების შესახებ ინფორმაცია უცნობი იყო.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში ტელევიზიით გადაცემულ კადრებში ხშირად ამ სასულიერო პირებს აჩვენებდნენ.

"პოლიციის თანამშრომლები გაესაუბრებიან და ჩვენებას ჩამოართმევენ. ეს ჩვეულებრივი პროცესია. სასულიერო პირიც მოქალაქეა. გაირკვევა, რაში იკვეთება მათი ბრალეულობა. მარტო ის, რომ მირბოდნენ, ეს ხომ არ არის ბრალეულობა. რაღაც კონკრეტული ქმედება უნდა იყოს მათი მხრიდან, თუ შეგინება დასჯადია და ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მამა ანთიმოზი ამბობს, რომ ეს მისი ხმა არ არის, როდესაც კადრში ისმის გინება. არ ვიცი, რთული სათქმელია. მამა იოთამს დავინახე, რომ სკამი უჭირავს ხელში, მაგრამ სკამის ხელში ჭერა დანაშაული თუა, არ ვიცი. სხვა რა ქმედება ჩაიდინა მან იქ, არ ვიცი", - დასძინა მამა მიქაელმა.

მისივე განცხადებით, აღნიშნულმა სასულიერო პირებმა შესაძლოა, მოგვიანებით თავად გააკეთონ კომენტარი.

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ ( ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს.

გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"