სპეცრაზმელების სკანდალური ფოტოები, რომლებიც ბაჩო ახალაიას წამებაში ადანაშაულებენ

სპეცრაზმელების სკანდალური ფოტოები, რომლებიც ბაჩო ახალაიას წამებაში ადანაშაულებენ

ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე იმ სპეცრაზმელების სკანდალურ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც ბაჩო ახალაიას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

"აი, როგორ ერთობოდნენ დაზარალებულები თურქეთში ქალაქ ანტალიაში 5 ვარსკვლავიან სასტუმროში, "რეაბილიტაციის კურსზე" რომელზეც "წამებულ" სპეცრაზმელებს ექიმები და ცოლები ჰყავდათ წაყვანილი, ვინაიდან თურმე დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლოთ :))))))

(ეგ "ოდნოკლასნიკები" დაგღუპავთ თქვენ :))))

ეხლა ბაჩოს სასამართლო პროცესზე იკითხება დაზარალებული მამუკა ჟვანია (შსს სპეცნაზელი), რომელიც ყვება, რომ მას ჰქონდა ნეკნი გაბზარული და ფეხი მოტეხილი. შვიდივე დაზარალებულს ჩაურიცხეს 10 ათასი ლარი და თურქეთში გაუშვეს რეაბილიტაციის კურსზე, კითხვაზე თუ რატომ ჰყავდათ ცოლები წაყვანილი, უპასუხეს, რომ მათ დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდათ და ცოლებს უნდა მიეხედათ მათთვის, ასევე თბილისიდან თან წაყვანილი ჰყავდათ ექიმი და წაღებული ჰქონდათ წამლები. ამ სურათზე, რომელიც არის გადაღებული თურქეთში, "ნეკნგაბზარულ" და "ფეხმოტეხილ" მამუკა ჟვანიას თავისი მეუღლე, რომელიც წაყვანილი ჰყავდა იმისთვის რომ მოეარა დაინვალიდებული ქმრისთვის და დამეთანხმებით, რომ არც თუ ისეთი მსუბუქი წონისაა, ხელში ჰყავს ატაცებული. დანარჩენი თვითონ განსაჯეთ... ", - წერს ნადარეიშვილი.

დღეს დილიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახლაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდების მხარემ პროცესზე შვიდი სპეცრაზმელის საქმეზე მოწმეები წარადგინა. საუბარია შსს სპეცრაზმელებზე, რომლებიც ბაჩო ახალიას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშულებენ. დღეს ამ საქმეზე ოთხი მოწმე უნდა დაიკითხოს. დაცვის მხარემ სხდომაზე სკანდალური ფოტომასალა წარადგინა. ჩვენებებში დაზარალებლები წერდნენ, რომ ბაჩო ახალაიას მიერ მათ წამების შემდეგ ორი თვის განმავლობაში გადაადგილება უჭირდათ, აღენიშნებოდათ მოტეხილობები და ტვინის შერყევა. ფოტოებზე კი, რომელიც დღეს დაცვის მხარემ გაავრცელა დაზარალებულად ცნობილი სპეცრაზმელები, დაცვის მხარის მტკიცებით, წვრთნებიდან შვიდი დღის შემდეგ თურქეთის ხუთ ვარსკლავიან სასტუმროებში არიან გადაღებულები, სადაც მათ ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებათ. ბაჩო ახალაიას ინტერესების დამცველის გოგა ონიანის განცხადებით, სპეცრაზმელებს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა ვანო მერაბიშვილის მოადგილემ აიძულა და სანაცვლოდ ისინი შალვა ჯანაშვილმა თურქეთში დასასვენებლად გაუშვა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს