საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანია - დემონსტრაციაზე სამღვდელოების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომელთა ქცევაც ზღვარს გადავიდა
ირაკლი ალასანია - დემონსტრაციაზე სამღვდელოების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომელთა ქცევაც ზღვარს გადავიდა

სამ­ღვდე­ლო­ე­ბა, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, მი­ნის­ტრი თუ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი - კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნას­წო­რია, -ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ ლატ­ვი­ის რეს­პუბ­ლი­კა­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის სახ­ლში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც თბი­ლის­ში 17 მა­ისს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე კი­თხვა და­უს­ვეს.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ ლატ­ვი­ის სე­ი­მის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან, ვალ­დის ზატ­ლერსთან ერ­თად სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

დის­კუ­სი­ის თე­მე­ბი შე­ე­ხე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის პო­ლი­ტი­კას, ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ებს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბიც გა­აც­ნო.

ევ­რო­კავ­ში­რის სახ­ლში შეხ­ვედ­რა კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­და. დის­კუ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელს თბი­ლის­ში 17 მა­ისს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე და მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ეკ­ლე­სი­ის პო­ზი­ცი­ა­ზე და­უს­ვეს კი­თხვე­ბი.

"პატ­რი­არ­ქი გმობს ძა­ლა­დო­ბას. ამ მოვ­ლე­ნე­ბის დროს პატ­რი­არ­ქი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. ეს სა­კი­თხი სენ­სი­ტი­უ­რია ყვე­ლა­ზე ლი­ბე­რა­ლურ დე­მოკ­რა­ტი­ებ­შიც კი. ამ სა­კი­თხის მი­მართ შე­იძ­ლე­ბა ორი უკი­დუ­რე­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს. თუმ­ცა, როცა საქ­მე ეხე­ბა ძა­ლა­დო­ბას, ეს არა მარ­ტო უნდა დავ­გმოთ, არა­მედ მის­მა ჩამ­დენ­მა პა­სუ­ხიც უნდა აგოს. პატ­რი­არ­ქმა სწო­რედ ეს გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ. ის ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია და არა­ერ­თხელ გა­უ­ერ­თი­ა­ნე­ბია ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ვფიქ­რობ, თა­ვის მხრივ, პატ­რი­არ­ქი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი 96-97% ხომ სწო­რედ ეკ­ლე­სი­ას ენ­დო­ბა, რად­გან მას შე­უძ­ლია, დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე. პატ­რი­არ­ქს მხო­ლოდ პო­ზი­ტი­უ­რი როლი შე­უძ­ლია ითა­მა­შოს ამ პრო­ცე­სებ­ში. რა თქმა უნდა, დე­მონ­სტრა­ცი­ა­ზე სამ­ღვდე­ლო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რო­მელ­თა ქცე­ვაც ზღვარს გა­და­ვი­და და ეს ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­თაც გა­და­ი­ცა. კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნას­წო­რია - სამ­ღვდე­ლო­ე­ბა, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, მი­ნის­ტრი თუ პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრი. კა­ნო­ნი გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლას ეხე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ირაკლი ალასანია - დემონსტრაციაზე სამღვდელოების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომელთა ქცევაც ზღვარს გადავიდა

ირაკლი ალასანია - დემონსტრაციაზე სამღვდელოების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომელთა ქცევაც ზღვარს გადავიდა

სამღვდელოება, რიგითი მოქალაქე, მინისტრი თუ პრემიერ-მინისტრი - კანონის წინაშე ყველა თანასწორია, -ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის სახლში განაცხადა, სადაც თბილისში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე კითხვა დაუსვეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ალასანიამ ლატვიის სეიმის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვალდის ზატლერსთან ერთად საჯარო განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

დისკუსიის თემები შეეხებოდა საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, ნატო-ში ინტეგრაციასა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებს. თავდაცვის მინისტრმა საჯარო განხილვაში მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებიც გააცნო.

ევროკავშირის სახლში შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დისკუსიაში მონაწილეებმა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს თბილისში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე და მასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისა და ეკლესიის პოზიციაზე დაუსვეს კითხვები.

"პატრიარქი გმობს ძალადობას. ამ მოვლენების დროს პატრიარქი საქართველოში არ იმყოფებოდა. ეს საკითხი სენსიტიურია ყველაზე ლიბერალურ დემოკრატიებშიც კი. ამ საკითხის მიმართ შეიძლება ორი უკიდურესი დამოკიდებულება არსებობდეს. თუმცა, როცა საქმე ეხება ძალადობას, ეს არა მარტო უნდა დავგმოთ, არამედ მისმა ჩამდენმა პასუხიც უნდა აგოს. პატრიარქმა სწორედ ეს განაცხადა საქართველოში დაბრუნების შემდეგ. ის ქვეყანაში ძალიან პოპულარულია და არაერთხელ გაუერთიანებია ჩვენი საზოგადოება. ვფიქრობ, თავის მხრივ, პატრიარქი პასუხისმგებლობას გრძნობს ქართველი ხალხის წინაშე. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი 96-97% ხომ სწორედ ეკლესიას ენდობა, რადგან მას შეუძლია, დიდი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე. პატრიარქს მხოლოდ პოზიტიური როლი შეუძლია ითამაშოს ამ პროცესებში. რა თქმა უნდა, დემონსტრაციაზე სამღვდელოების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომელთა ქცევაც ზღვარს გადავიდა და ეს ტელევიზიებითაც გადაიცა. კანონის წინაშე ყველა თანასწორია - სამღვდელოება, რიგითი მოქალაქე, მინისტრი თუ პრემიერ- მინისტრი. კანონი განურჩევლად ყველას ეხება", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, რომლის განცხადებებიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა