სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვალერი ხაბურძანია - შენისთანა მინისტრები სად ზიხართ ახლა, ბატონო ვანო?
ვალერი ხაბურძანია - შენისთანა მინისტრები სად ზიხართ ახლა, ბატონო ვანო?

"2003 წელს სო­ხუმ­სა და ცხინ­ვალ­ში შე­საძ­ლო შეჭ­რა­ზე ჩემი პა­სუ­ხი რომ მი­ი­ღო ვა­ნომ გა­და­ი­ხარ­ხა­რა და მი­თხრა, შე­ნის­თა­ნა მი­ნის­ტრე­ბი რომ ჰყავ­და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს, იმი­ტომ ვარ ახლა მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიო და შე­ნის­თა­ნა მი­ნის­ტრე­ბი სად ზი­ხართ ახლა ბა­ტო­ნო ვანო?..." - ეს სი­ტყვე­ბი ფე­ის­ბუქ­ში ყო­ფილ­მა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, ვა­ლე­რი ხა­ბუ­რძა­ნი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა... ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე იგი მოს­კო­ვი­დან გვე­სა­უბ­რა...

- ბა­ტო­ნო ვა­ლე­რი, რო­გორ ფიქ­რობთ, მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ა­პა­ტიმ­რე­ბის დრო გან­გებ ხომ არ შე­ირ­ჩა, 17 მა­ი­სის პრო­ვო­კა­ცი­ის­თვის შური რომ ეძი­ათ ან ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ე­ტა­ნათ?

- და­ა­პა­ტიმ­რეს მა­შინ, როცა ეს პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რად მომ­ზად­და. რაც შე­ე­ხე­ბა და­კავ­ში­რე­ბას, თუნ­დაც ასე იყოს, მთა­ვა­რია, კა­ნო­ნი­ე­რად და­ა­კა­ვეს (დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ). და­ნარ­ჩე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტაქ­ტი­კის ამ­ბა­ვია.

- იქ­ნებ უფრო ვრცლად გვი­ამ­ბოთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ თქვენს გან­ცხა­დე­ბა­ზე?

- 2003 წლის დე­კემ­ბე­რი იყო, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი იყო, მე ჯერ კი­დევ მი­ნის­ტრი. მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, საქ­მე მაქ­ვსო. გა­და­ვე­დი და და­მი­წყო სა­უ­ბა­რი გე­ო­პო­ლი­ტი­კა­ზე, გე­ოს­ტრა­ტე­გი­ა­ზე... გა­მიკ­ვირ­და მის­გან, მერე უცებ მკი­თხა, კარ­გად ჩაც­მულ-და­ხუ­რუ­ლი ჯარი რომ გვყავ­დეს და ცხინ­ვალ­ში ან სო­ხუმ­ში შევ­ვარ­დეთ რა იქ­ნე­ბაო? მე ვუ­თხა­რი, თბი­ლისს და­ბომ­ბა­ვენ-თქო და მა­გა­ზე ახარ­ხარ­და, არ გე­წყი­ნოს და შე­ნა­ი­რი მი­ნის­ტრე­ბი რომ ყავ­და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს, იმი­ტომ ვზი­ვარ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ახ­ლაო.

- პი­რა­დად თქვენ რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობთ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ზე?

- რაც მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გირ­გვლი­ა­ნი, სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბი, მათ შო­რის მოს­მე­ნე­ბი, ბიზ­ნეს­მენ­თა და­ტე­რო­რე­ბა, სა­კუთ­რე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა, 2008 წლის ომი და ა. შ...

- ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნად გა­მო­ცხა­დე­ბა უკი­დუ­რე­სი კრე­ტი­ნო­ბა­აო, პრე­ზი­დენ­ტი და სხვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს უკ­რა­ი­ნი­ზა­ცი­აა...

- ამ სი­ტუ­ა­ცი­ის უკი­დუ­რეს კრე­ტი­ნო­ბად მო­ნათ­ვლა თა­ვად მომ­ნათ­ვლე­ლის პო­ლი­ტი­კურ კრე­ტი­ნო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. რომ აცხა­დე­ბენ, მსოფ­ლიო მხარს აღარ დაგ­ვი­ჭერ­სო, აქამ­დე ხომ მხრე­ბი გვტკი­ო­და მო­ძა­ლე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რით?!.. იმის გამო, რომ ვი­ღაც ევ­როს­ტრუქ­ტუ­რე­ბი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს, თვა­ლე­ბი არ უნდა და­ვი­თხა­როთ... ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ფე­რი ვთქვი, თუმ­ცა ერთს და მნიშ­ვნე­ლო­ვანს მა­ინც და­ვა­მა­ტებ: ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი­დევ სამი ვაჟ­კა­ცი ჩა­მო­ას­ვე­ნეს ავ­ღა­ნე­თი­დან. რა გვინ­და ხალ­ხო ავ­ღა­ნეთ­ში, არ გვე­ყო წინა სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში სა­ჯი­შე ვაჟ­კა­ცე­ბი რომ ჩაგ­ვე­ხო­ცა, არაა საკ­მა­რი­სი 21-ში უკვე დაღ­ვრი­ლი სის­ხლი? დროა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ხმა აღი­მაღ­ლოს და და­ვი­წყოთ მოძ­რა­ო­ბა ავ­ღა­ნე­თი­დან ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის გა­მოყ­ვა­ნა­ზე.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ვალერი ხაბურძანია - შენისთანა მინისტრები სად ზიხართ ახლა, ბატონო ვანო?

ვალერი ხაბურძანია - შენისთანა მინისტრები სად ზიხართ ახლა, ბატონო ვანო?

"2003 წელს სოხუმსა და ცხინვალში შესაძლო შეჭრაზე ჩემი პასუხი რომ მიიღო ვანომ გადაიხარხარა და მითხრა, შენისთანა მინისტრები რომ ჰყავდა ედუარდ შევარდნაძეს, იმიტომ ვარ ახლა მე ხელისუფლებაშიო და შენისთანა მინისტრები სად ზიხართ ახლა ბატონო ვანო?..." - ეს სიტყვები ფეისბუქში ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, ვალერი ხაბურძანიამ გამოაქვეყნა... ამ და სხვა საკითხებზე იგი მოსკოვიდან გვესაუბრა...

- ბატონო ვალერი, როგორ ფიქრობთ, მერაბიშვილის დააპატიმრების დრო განგებ ხომ არ შეირჩა, 17 მაისის პროვოკაციისთვის შური რომ ეძიათ ან ხალხის ყურადღება გადაეტანათ?

- დააპატიმრეს მაშინ, როცა ეს პროცესუალურად მომზადდა. რაც შეეხება დაკავშირებას, თუნდაც ასე იყოს, მთავარია, კანონიერად დააკავეს (დარწმუნებული ვარ). დანარჩენი ხელისუფლების ტაქტიკის ამბავია.

- იქნებ უფრო ვრცლად გვიამბოთ სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ თქვენს განცხადებაზე?

- 2003 წლის დეკემბერი იყო, ვანო მერაბიშვილი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, მე ჯერ კიდევ მინისტრი. მერაბიშვილმა დამირეკა და მითხრა, საქმე მაქვსო. გადავედი და დამიწყო საუბარი გეოპოლიტიკაზე, გეოსტრატეგიაზე... გამიკვირდა მისგან, მერე უცებ მკითხა, კარგად ჩაცმულ-დახურული ჯარი რომ გვყავდეს და ცხინვალში ან სოხუმში შევვარდეთ რა იქნებაო? მე ვუთხარი, თბილისს დაბომბავენ-თქო და მაგაზე ახარხარდა, არ გეწყინოს და შენაირი მინისტრები რომ ყავდა ედუარდ შევარდნაძეს, იმიტომ ვზივარ ამ თანამდებობაზე ახლაო.

- პირადად თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ვანო მერაბიშვილის დანაშაულებებზე?

- რაც მთელ საზოგადოებას, გირგვლიანი, სისტემური დანაშაულები, მათ შორის მოსმენები, ბიზნესმენთა დატერორება, საკუთრების ჩამორთმევა, 2008 წლის ომი და ა. შ...

- ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, მერაბიშვილის დაპატიმრების სამართლიანობის აღდგენად გამოცხადება უკიდურესი კრეტინობააო, პრეზიდენტი და სხვები ამბობენ, რომ ეს საქართველოს უკრაინიზაციაა...

- ამ სიტუაციის უკიდურეს კრეტინობად მონათვლა თავად მომნათვლელის პოლიტიკურ კრეტინობაზე მიანიშნებს. რომ აცხადებენ, მსოფლიო მხარს აღარ დაგვიჭერსო, აქამდე ხომ მხრები გვტკიოდა მოძალებული მხარდაჭერით?!.. იმის გამო, რომ ვიღაც ევროსტრუქტურებიდან ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებას გააკეთებს, თვალები არ უნდა დავითხაროთ... ამ ეტაპზე ყველაფერი ვთქვი, თუმცა ერთს და მნიშვნელოვანს მაინც დავამატებ: ამ რამდენიმე დღის წინ კიდევ სამი ვაჟკაცი ჩამოასვენეს ავღანეთიდან. რა გვინდა ხალხო ავღანეთში, არ გვეყო წინა საუკუნის 80-იან წლებში საჯიშე ვაჟკაცები რომ ჩაგვეხოცა, არაა საკმარისი 21-ში უკვე დაღვრილი სისხლი? დროა საზოგადოებამ ხმა აღიმაღლოს და დავიწყოთ მოძრაობა ავღანეთიდან ქართული სამხედროების გამოყვანაზე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"