საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი სამხედროები ყირგიზეთს ტოვებენ
ამერიკელი სამხედროები ყირგიზეთს ტოვებენ

ყირ­გი­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზის გაყ­ვა­ნის პრო­ცე­დუ­რა და­ი­წყო. მთავ­რო­ბამ შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენტს უკვე გა­და­უგ­ზავ­ნა. გეგ­მით ამე­რი­კელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ყირ­გი­ზე­თის ტე­რი­ტო­რია 2014 წლის 11 ივ­ლი­სამ­დე უნდა და­ტო­ვონ.

ყირ­გი­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ყოფ­ნის სა­კი­თხი ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რი გან­სჯის სა­გა­ნია. 2006 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ბა­ზის ყოფ­ნა -არ ყოფ­ნა­ზე და მისი იჯა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტში ცხა­რე დე­ბა­ტე­ბი არა­ერ­თხელ გა­მარ­თუ­ლა.

სამ­თავ­რო­ბო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ამე­რი­კე­ლე­ბი ყირ­გი­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 2001 წლი­დან იმ­ყო­ფე­ბი­ან. თავ­და­პირ­ვე­ლად მა­ნა­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რია ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი კო­ა­ლი­ცი­ის ერთ–ერთ ძი­რი­თად ბა­ზად ით­ვლე­ბო­და. დღეს მა­ნა­სი ამე­რი­კის სატ­რან­ზი­ტო გა­და­ზიდ­ვე­ბის ცენ­ტრად ით­ვლე­ბა. შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ქვეყ­ნის სატ­რას­პორ­ტო დე­რეფ­ნის მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის, ყო­ველ­წლი­უ­რად თა­ვად ბა­ზის იჯა­რის სა­ფა­სუ­რის გარ­და, ვა­შინგტო­ნი ყირ­გი­ზეთს 60 მი­ლი­ონ დო­ლარს ური­ცხავს.

დღეს ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბი ბა­ზი­რე­ბენ, რომ­ლებ­საც ავ­ღა­ნეთ­ში მყო­ფი სამ­ხედ­რო კონ­ტი­გენ­ტის­თვის რე­გუ­ლა­რუ­ლად სხვა­დას­ხვა სა­ხის ტვირ­თე­ბი ჩა­აქვთ.

გარ­კვე­ულ­წი­ლად ყირ­გი­ზე­თი­დან ამე­რი­კე­ლე­ბის გას­ვლის მომ­ხრე რუ­სე­თია, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი სა­ზღვრე­ბის სი­ახ­ლო­ვეს ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ყოფ­ნა ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბით, ჯერ კი­დევ 2010 წლის აპ­რილ­ში, რუ­სე­თის მთავ­რო­ბა ყირ­გი­ზე­თის პრე­ზი­დენტს, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ამე­რი­კუ­ლი ბა­ზის გაყ­ვა­ნის სა­ნაც­ვლოდ 1,7 მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ან კრე­დიტს სთა­ვა­ზობ­და.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ warfiles.ru-ის მი­ხედ­ვით.

ამერიკელი სამხედროები ყირგიზეთს ტოვებენ

ამერიკელი სამხედროები ყირგიზეთს ტოვებენ

ყირგიზეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიიდან ამერიკული სამხედრო ბაზის გაყვანის პროცედურა დაიწყო. მთავრობამ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. გეგმით ამერიკელმა სამხედროებმა ყირგიზეთის ტერიტორია 2014 წლის 11 ივლისამდე უნდა დატოვონ.

ყირგიზეთის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროების ყოფნის საკითხი ბოლო წლების განმავლობაში აქტიური განსჯის საგანია. 2006 წლიდან მოყოლებული, ბაზის ყოფნა -არ ყოფნაზე და მისი იჯარის ღირებულებაზე ქვეყნის პარლამენტში ცხარე დებატები არაერთხელ გამართულა.

სამთავრობო შეთანხმების საფუძველზე ამერიკელები ყირგიზეთის ტერიტორიაზე 2001 წლიდან იმყოფებიან. თავდაპირველად მანასის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია ანტიტერორისტული კოალიციის ერთ–ერთ ძირითად ბაზად ითვლებოდა. დღეს მანასი ამერიკის სატრანზიტო გადაზიდვების ცენტრად ითვლება. შეთანხმების საფუძველზე, ქვეყნის სატრასპორტო დერეფნის მიზნით გამოყენებისთვის, ყოველწლიურად თავად ბაზის იჯარის საფასურის გარდა, ვაშინგტონი ყირგიზეთს 60 მილიონ დოლარს ურიცხავს.

დღეს ბაზის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავები ბაზირებენ, რომლებსაც ავღანეთში მყოფი სამხედრო კონტიგენტისთვის რეგულარულად სხვადასხვა სახის ტვირთები ჩააქვთ.

გარკვეულწილად ყირგიზეთიდან ამერიკელების გასვლის მომხრე რუსეთია, რომელსაც საკუთარი საზღვრების სიახლოვეს ამერიკული სამხედროების ყოფნა ძალიან აღიზიანებს. ოფიციალური ცნობებით, ჯერ კიდევ 2010 წლის აპრილში, რუსეთის მთავრობა ყირგიზეთის პრეზიდენტს, ქვეყნის ტერიტორიიდან ამერიკული ბაზის გაყვანის სანაცვლოდ 1,7 მილიარდ დოლარიან კრედიტს სთავაზობდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ warfiles.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა