პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა
პროკურატურამ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა

ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა მო­ი­თხო­ვა. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის მი­მალ­ვის საფრ­თხის არ­სე­ბო­ბა­ზე ისა­უბ­რეს და მათ მიერ მოწ­მე­ებ­ზე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გა­მო­რი­ცხეს. მათი თქმით, ვანო მე­რა­ბიშ­ვილს შე­უძ­ლია თა­ვი­სუფ­ლად მო­ახ­დი­ნოს მოწ­მე­ებ­ზე ზე­გავ­ლე­ნა, გარ­და ამი­სა, მას აქვს კარ­გი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა გა­მო­ი­ყე­ნოს მოწ­მე­ებ­ზე ზე­გავ­ლე­ნი­სათ­ვის ან ქვეყ­ნის და­სა­ტო­ვებ­ლად.

ამ კონ­ტექ­სტში პრო­კუ­რო­რებ­მა ხაზი გა­უს­ვეს იმას, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ, თაკო სა­ლა­ყა­ი­ამ ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. სწო­რედ ამ ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა - პა­ტიმ­რო­ბა მო­ი­თხო­ვა.

ბრალ­დე­ბის მხა­რემ პა­ტიმ­რო­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის­თვი­საც. პრო­კუ­რო­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ არ­სე­ბობს მისი მხრი­დან მი­მალ­ვის, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ალ­ბა­თო­ბა. პრო­კუ­რო­რებ­მა ხაზი გა­უს­ვეს, რომ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილს აქვს სა­ზღვარ­გა­რეთ კონ­ტაქ­ტე­ბი და შე­საძ­ლოა მან და­ტო­ვოს ქვე­ყა­ნა. მა­თი­ვე თქმით, მან შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა და­ტო­ვოს ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­სა­ლოდ­ნე­ლი სას­ჯე­ლის ში­შით.

დაც­ვის მხა­რის ად­ვო­კა­ტე­ბი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის მხრი­დან მი­მალ­ვი­სა და სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის საფრ­თხეს გა­მო­რი­ცხა­ვენ. რო­გორც ად­ვო­კა­ტებ­მა გან­მარ­ტეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფარ­გლებ­ში, ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლობ­და გა­მო­ძი­ე­ბას­თან და მათი მხრი­დან მი­მალ­ვა ან მოწ­მე­ებ­ზე ზე­წო­ლა გა­მო­რი­ცხუ­ლია.

ად­ვო­კა­ტებ­მა ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ და­ა­ყე­ნეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რომ მათ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის არც ერთი სახე არ გა­ნე­სა­ზღვროთ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი ად­ვო­კა­ტე­ბი მო­ი­თხო­ვენ, რომ მათი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბი თავ­დე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ამ წუ­თებ­შიც გრძელ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

პროკურატურამ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა

პროკურატურამ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პროკურატურამ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა. სასამართლო პროცესზე პროკურატურის წარმომადგენლებმა ეჭვმიტანილების მიმალვის საფრთხის არსებობაზე ისაუბრეს და მათ მიერ მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ გამორიცხეს. მათი თქმით, ვანო მერაბიშვილს შეუძლია თავისუფლად მოახდინოს მოწმეებზე ზეგავლენა, გარდა ამისა, მას აქვს კარგი ფინანსური მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს მოწმეებზე ზეგავლენისათვის ან ქვეყნის დასატოვებლად.

ამ კონტექსტში პროკურორებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ მერაბიშვილის მეუღლემ, თაკო სალაყაიამ ქვეყანა დატოვა. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით პროკურატურამ ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა მოითხოვა.

ბრალდების მხარემ პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა ზურაბ ჭიაბერაშვილისთვისაც. პროკურორებმა აღნიშნეს, რომ არსებობს მისი მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და აქედან გამომდინარე, ახალი დანაშაულის ჩადენის ალბათობა. პროკურორებმა ხაზი გაუსვეს, რომ ჭიაბერაშვილს აქვს საზღვარგარეთ კონტაქტები და შესაძლოა მან დატოვოს ქვეყანა. მათივე თქმით, მან შეიძლება ქვეყანა დატოვოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი სასჯელის შიშით.

დაცვის მხარის ადვოკატები ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხრიდან მიმალვისა და სამართალწარმოებისთვის ხელის შეშლის საფრთხეს გამორიცხავენ. როგორც ადვოკატებმა განმარტეს, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ორივე ბრალდებული თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მათი მხრიდან მიმალვა ან მოწმეებზე ზეწოლა გამორიცხულია.

ადვოკატებმა ორივე ბრალდებულის მიმართ დააყენეს შუამდგომლობა, რომ მათ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ განესაზღვროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ადვოკატები მოითხოვენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები თავდებით გაათავისუფლონ.

სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ