ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ქუთაისიდან იუწყება, ამის შესახებ დაკავებულებმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადეს. მოსამართლის კითხვას, ხომ არ არის ნასამართლევი, ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა უპასუხეს - "ჯერ არა".
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართიც დაავიწყდა. მოსამართლის შეკითხვაზე მერაბიშვილს დარბაზიდან შეახსენეს პეტრიაშვილის #27. დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სხდომა 17:00 საათზე დაიწყო. სხდომას მოსამართლე დავით ახალბედაშვილი უძღვება.
ასევე იხილეთ: ხელბორკილდადებულ მერაბიშვილს სასამართლო დარბაზში ტაშით შეხვდნენ