სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გვანცა ჯაფარიძე - "საქართველოში სამოდელო ბიზნესი უპერსპექტივოა, მოდელებს კაპიკებს უხდიან"
გვანცა ჯაფარიძე - "საქართველოში სამოდელო ბიზნესი უპერსპექტივოა, მოდელებს კაპიკებს უხდიან"

სა­ნამ გვან­ცა ჯა­ფა­რი­ძეს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ახ­ლოს გა­იც­ნობ­და, უამ­რა­ვი გა­ტა­ცე­ბა ჰქონ­და, ძა­ლე­ბი მო­სინ­ჯა ცეკ­ვა­ში, ხატ­ვა­ში, სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში, ასე­ვე სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში, მათ შო­რის "ჯე­ოს­ტარ­სა" და "ახალ ხმა­ში", სა­ი­და­ნაც იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი გა­მო­უშ­ვეს, მაგ­რამ ფარ-ხმა­ლი არ და­ყა­რა და დღეს უკვე "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლეა. მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი ფიქ­რი­სა, პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე გა­ა­კე­თა და არ ნა­ნობს, მოს­წონს ეს პრო­ფე­სია. დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან ამ­ბობს, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ერთხელ იყო. მოს­წონს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი, თავ­მდა­ბა­ლი და იმავდრო­უ­ლად სიმ­პა­თი­უ­რი, ოღონდ არა "კრა­სავ­ჩი­კი" ბი­ჭე­ბი.

- და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე თბი­ლის­ში. ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რო­დი, მაგ­რამ ამ საქ­მის­თვის ხე­ლის სე­რი­ო­ზუ­ლად მო­კი­დე­ბა არ მი­ფიქ­რია, რად­გან სხვა ბევ­რი გა­ტა­ცე­ბა მქონ­და. მე და ჩემი და დე­დამ გაგვზარ­და, მე 3 წლის, ჩემი და კი 6 წლის გახ­ლდათ, როცა მამა ლე­ი­კე­მი­ით გარ­და­იც­ვა­ლა, დე­დამ კი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჩვენ მოგ­ვი­ძღვნა და პი­რა­დი გვერ­დზე გა­და­დო, მას შემ­დეგ ოჯა­ხი აღარ შე­უქ­მნია.

გერ­მა­ნუ­ლი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, ვერ ვი­ტყვი, კარ­გი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი-მეთ­ქი, მაგ­რამ ბოლო წლებ­ში, აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბი­სას სე­რი­ო­ზუ­ლად მოვ­კი­დე ხელი სწავ­ლას და გა­მი­მარ­თლა კი­დეც. სკო­ლა­ში არ­სე­ბობ­და გუნ­დი და იქ ვმღე­რო­დი, ასე­ვე დავ­დი­ო­დი ყვე­ლა­ნა­ირ ცეკ­ვა­ზე, ქარ­თულ­ზე, ლა­თი­ნურ­ზე, მოკ­ლედ ყვე­ლა­ფერს ვე­დე­ბო­დი, კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი არ მქონ­და. ბავ­შვო­ბი­დან ვხა­ტავ, როცა დრო მაქვს, ახ­ლაც ვუბ­რუნ­დე­ბი ამ საქ­მეს, რად­გან მომ­წონს. პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ფიქ­რე, თა­ვი­დან სა­მე­დი­ცი­ნო­ზე მინ­დო­და ჩა­ბა­რე­ბა, მაგ­რამ მერე გული ამიც­რუვ­და, შემ­დეგ სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, სე­რი­ო­ზუ­ლად და­ვი­წყე მომ­ზა­დე­ბა, ხატ­ვა­ზეც დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ბო­ლოს ამა­ზეც უარი ალ­ბათ უპერ­სპექ­ტი­ვო­ბის გამო ვთქვი. ჩემი შემ­დე­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუტს და­ვუ­კავ­ში­რე, მინ­დო­და, მუ­სი­კი­სა და დრა­მის ფა­კულ­ტეტ­ზე ვო­კა­ლის გან­ხრით მეს­წავ­ლა, და­ვი­წყე ვო­კალ­ში მომ­ზა­დე­ბა, თან "ჯე­ოს­ტარ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლიც მქონ­და, გა­ვი­ა­რე კას­ტინ­გი, მაგ­რამ არ ამიყ­ვა­ნეს, ჟი­უ­რიმ ძა­ლი­ან სწო­რად შე­მა­ფა­სა, პა­ტა­რა ხარ და დახ­ვე­წა გჭირ­დე­ბაო. იმ ეტაპ­ზე ეს ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო ჩემ­თვის, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გა­ვე­დი კას­ტინგზე, შე­დეგ­მა კი გული დამ­წყვი­ტა, ისე გან­ვი­ცა­დე, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­რი­ო­ზულ დეპ­რე­სი­ა­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ახლა ვხვდე­ბი, რომ ასე ჯობ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვანს, ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ, ბო­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ძა­ლი­ან მომ­წონს ეს პრო­ფე­სია.

- გარ­და იმ გა­ტა­ცე­ბე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ზე­მოთ ჩა­მოთ­ვა­ლე, ვიცი, რომ აქ­ტი­უ­რად იყა­ვი ჩარ­თუ­ლი სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც.

- კი, ასეა. მო­დე­ლო­ბა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია, რად­გან ბავ­შვო­ბა­ში ჩემი ტანი არ მომ­წონ­და, ზედ­მე­ტად გამ­ხდა­რი გახ­ლდით და და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ხალ­ხის რე­აქ­ცი­ით - ვა­ი­მე, შვი­ლო, რა გამ­ხდა­რი ხარ (იღი­მის). აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თავ­ში აზ­რად არ მომ­სვლია პო­დი­უმ­ზე დგო­მა, თუმ­ცა რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, ჩემი დისა და მისი მე­გობ­რის თხოვ­ნით მი­მიყ­ვა­ნეს სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ამ­სა­ში", ჯიჯი რე­ჯი­ნის­თან და სოფო ჭყო­ნი­ას­თან, სა­დაც ძა­ლი­ან კარ­გად შემ­ხვდნენ და მი­თხრეს, კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი გაქვს და ბევ­რს მი­აღ­წე­ვო, ამან, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩემ­ზე იმოქ­მე­და და ამ საქ­მე­ში ჩაბ­მა გა­დავ­წყვი­ტე. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უ­ბა­რი და­ი­წყო ჩემს საფ­რან­გეთ­სა დ მი­ლან­ში გამ­გზავ­რე­ბა­ზე, მაგ­რამ სა­ა­მი­სოდ სოფო ჭყო­ნი­ამ პი­რო­ბა წა­მი­ყე­ნა, ცხვი­რის ოპე­რა­ცია უნდა გა­ი­კე­თოო. ბავ­შვო­ბა­ში ცხვი­რი გა­ვი­ტე­ხე და კეხი მაქვს, სწო­რედ ამის გამო მთხოვ­და სოფო ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას, რაც ჯი­ჯის არ მო­ე­წო­ნა, ამ­ბობ­და, სა­ო­პე­რა­ციო არა­ფე­რი სჭირს, სა­ხა­სი­ა­თო ცხვი­რი აქ­ვსო. რო­გორც ხე­ლო­ვა­ნი, სხვაგ­ვა­რად უყუ­რებ­და, სო­ფოს კი თა­ვი­სი არ­გუ­მენ­ტი მოჰ­ყავ­და, პო­დი­უმ­სა და ფო­ტო­ებ­ზე ეს ცუ­დად გა­მოჩ­ნდე­ბაო. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ვერ გა­ვი­კე­თე ეს ოპე­რა­ცია, რად­გან საკ­მა­ოდ დიდ თან­ხებს უკავ­შირ­დე­ბო­და. თუ სა­ა­გენ­ტოს უნდა, რომ წა­გიყ­ვა­ნოს უცხო ქვე­ყა­ნა­ში და გა­გა­პი­ა­როს, თა­ვად­ვე უნდა იზ­რუ­ნოს იმის შეც­ვლა­ზე, რაც შენს გა­რეგ­ნო­ბა­ში არ მოს­წონს, მე არ ვი­ყა­ვი ვალ­დე­ბუ­ლი, ეს გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მოკ­ლედ, სა­ზღვარ­გა­რეთ ვერ გა­ვაგ­რძე­ლე საქ­მი­ა­ნო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­ნე­ბებ­სა და რეკ­ლა­მებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ნელ-ნელა ჩა­მოვ­შორ­დი ამ საქ­მეს, რად­გან უპერ­სპექ­ტი­ვოა, მო­დე­ლებს კა­პი­კებს უხ­დი­ან.

- რო­გორც ვი­ცით, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვამ­დე" "ახალ ხმა­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­დი. რო­გორ დაძ­ლიე "ჯე­ოს­ტა­რით" მი­ყე­ნე­ბუ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა და რო­გორ გა­და­წყვი­ტე ისევ კონ­კურ­სში მის­ვლა?

- იმ პე­რი­ოდ­ში უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად ვფიქ­რობ­დი "ჯე­ოს­ტა­რის" ახალ სე­ზონ­ში ბე­დის ცდას, მაგ­რამ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ "ახა­ლი ხმა" ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თვის მარ­თლაც ახა­ლი პრო­ექ­ტი იყო, გა­მიჩ­ნდა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი, წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რე რამ­დე­ნი­მე ტური, მაგ­რამ არ მე­გო­ნა, თუ ბრმა კას­ტინგზე არა­ვინ შე­მოტ­რი­ალ­დე­ბო­და, ეს დიდი შოკი იყო ჩემ­თვის, წი­ნას­წარ ავა­გე ოც­ნე­ბე­ბი, მე­გო­ნა, ჩემი ცხოვ­რე­ბა ამით შე­იც­ვლე­ბო­და, მაგ­რამ... მარ­თლა ძა­ლი­ან დამ­წყდა გული, იმ­დე­ნად, რომ ვთქვი, სიმ­ღე­რას თავს და­ვა­ნე­ბებ-მეთ­ქი, მაგ­რამ მერე მივ­ხვდი, რომ ამით არა­ფე­რი მთავ­რდე­ბა, პი­რი­ქით, ასეთ­მა დაბ­რკო­ლე­ბებ­მა ადა­მი­ა­ნებს სტი­მუ­ლი უნდა მის­ცეს და ასეც მოხ­და, არ გავ­ჩერ­დი, მი­ვე­დი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" და გა­მი­მარ­თლა. სხვა­თა შო­რის, ამ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ "ახა­ლი ხმის" სცე­ნა­რის­ტმა, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მა­ნა­ნა დო­ი­აშ­ვილ­მა შე­მა­ტყო­ბი­ნა, მი­თხრა - იწყე­ბა, წი­ნან­დელ­თან შე­და­რე­ბით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად გადი კას­ტინგზეო. ასეც მო­ვი­ქე­ცი და გა­მი­მარ­თლა. ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში არა­ფე­რი ხდე­ბა, ასე­თი კონ­კურ­სე­ბი კი არა მარ­ტო ახალ­ბე­და მომ­ღერ­ლე­ბის­თვის, არა­მედ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვი­საც ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად და სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის...

- დეჟა გო­მეს­თან მუ­შა­ო­ბა­ზე და მის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მას­ტრეკ­ლა­სის მოს­მე­ნა­ზე ალ­ბათ ნე­ბის­მი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი ოც­ნე­ბობს, მათ შო­რის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბიც კი. რო­გო­რია დეჟა პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში?

- ამ ადა­მი­ან­ზე გაც­ნო­ბის წა­მი­დან და­ვა­ფა­ნა­ტე, ყვე­ლა კონ­კურ­სანტს თან გა­დაგ­ვყვა, თი­თო­ე­ულ­თან იმუ­შა­ვა მა­ნამ, სა­ნამ ის შე­დე­გი არ და­ი­ნა­ხა, რაც თა­ვად სურ­და. გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა პრობ­ლე­მე­ბი, რაც იმ მო­მენ­ტში გვა­წუ­ხებ­და. სა­ო­ცა­რი იყო მას­თან მუ­შა­ო­ბა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

გვანცა ჯაფარიძე - "საქართველოში სამოდელო ბიზნესი უპერსპექტივოა, მოდელებს კაპიკებს უხდიან"

გვანცა ჯაფარიძე - "საქართველოში სამოდელო ბიზნესი უპერსპექტივოა, მოდელებს კაპიკებს უხდიან"

სანამ გვანცა ჯაფარიძეს ფართო საზოგადოება ახლოს გაიცნობდა, უამრავი გატაცება ჰქონდა, ძალები მოსინჯა ცეკვაში, ხატვაში, სამოდელო ბიზნესში, ასევე სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში, მათ შორის "ჯეოსტარსა" და "ახალ ხმაში", საიდანაც იმედგაცრუებული გამოუშვეს, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაყარა და დღეს უკვე "საქართველოს ვარსკვლავის" ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა. მიუხედავად ბევრი ფიქრისა, პროფესიული არჩევანი ჟურნალისტიკაზე გააკეთა და არ ნანობს, მოსწონს ეს პროფესია. დღევანდელი გადმოსახედიდან ამბობს, რომ შეყვარებული ერთხელ იყო. მოსწონს ინტელექტუალი, თავმდაბალი და იმავდროულად სიმპათიური, ოღონდ არა "კრასავჩიკი" ბიჭები.

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ბავშვობიდან ვმღეროდი, მაგრამ ამ საქმისთვის ხელის სერიოზულად მოკიდება არ მიფიქრია, რადგან სხვა ბევრი გატაცება მქონდა. მე და ჩემი და დედამ გაგვზარდა, მე 3 წლის, ჩემი და კი 6 წლის გახლდათ, როცა მამა ლეიკემიით გარდაიცვალა, დედამ კი მთელი ცხოვრება ჩვენ მოგვიძღვნა და პირადი გვერდზე გადადო, მას შემდეგ ოჯახი აღარ შეუქმნია.

გერმანული სკოლა დავამთავრე, ვერ ვიტყვი, კარგი მოსწავლე ვიყავი-მეთქი, მაგრამ ბოლო წლებში, აბიტურიენტობისას სერიოზულად მოვკიდე ხელი სწავლას და გამიმართლა კიდეც. სკოლაში არსებობდა გუნდი და იქ ვმღეროდი, ასევე დავდიოდი ყველანაირ ცეკვაზე, ქართულზე, ლათინურზე, მოკლედ ყველაფერს ვედებოდი, კონკრეტული მიზანი არ მქონდა. ბავშვობიდან ვხატავ, როცა დრო მაქვს, ახლაც ვუბრუნდები ამ საქმეს, რადგან მომწონს. პროფესიის არჩევაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე, თავიდან სამედიცინოზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მერე გული ამიცრუვდა, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე, სერიოზულად დავიწყე მომზადება, ხატვაზეც დავდიოდი, მაგრამ ბოლოს ამაზეც უარი ალბათ უპერსპექტივობის გამო ვთქვი. ჩემი შემდეგი გადაწყვეტილება თეატრალურ ინსტიტუტს დავუკავშირე, მინდოდა, მუსიკისა და დრამის ფაკულტეტზე ვოკალის განხრით მესწავლა, დავიწყე ვოკალში მომზადება, თან "ჯეოსტარში" მონაწილეობის სურვილიც მქონდა, გავიარე კასტინგი, მაგრამ არ ამიყვანეს, ჟიურიმ ძალიან სწორად შემაფასა, პატარა ხარ და დახვეწა გჭირდებაო. იმ ეტაპზე ეს ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის, მოტივირებული გავედი კასტინგზე, შედეგმა კი გული დამწყვიტა, ისე განვიცადე, ერთი თვის განმავლობაში სერიოზულ დეპრესიაში ვიყავი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ასე ჯობდა. რაც შეეხება ჩემს პროფესიულ არჩევანს, ბევრი ფიქრის შემდეგ, ბოლოს ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. ძალიან მომწონს ეს პროფესია.

- გარდა იმ გატაცებებისა, რომლებიც ზემოთ ჩამოთვალე, ვიცი, რომ აქტიურად იყავი ჩართული სამოდელო საქმიანობაშიც.

- კი, ასეა. მოდელობაზე არასდროს მიფიქრია, რადგან ბავშვობაში ჩემი ტანი არ მომწონდა, ზედმეტად გამხდარი გახლდით და დაკომპლექსებული ვიყავი ხალხის რეაქციით - ვაიმე, შვილო, რა გამხდარი ხარ (იღიმის). აქედან გამომდინარე, თავში აზრად არ მომსვლია პოდიუმზე დგომა, თუმცა რომ წამოვიზარდე, ჩემი დისა და მისი მეგობრის თხოვნით მიმიყვანეს სამოდელო სააგენტო "ამსაში", ჯიჯი რეჯინისთან და სოფო ჭყონიასთან, სადაც ძალიან კარგად შემხვდნენ და მითხრეს, კარგი მონაცემები გაქვს და ბევრს მიაღწევო, ამან, რასაკვირველია, ჩემზე იმოქმედა და ამ საქმეში ჩაბმა გადავწყვიტე. დროთა განმავლობაში საუბარი დაიწყო ჩემს საფრანგეთსა დ მილანში გამგზავრებაზე, მაგრამ საამისოდ სოფო ჭყონიამ პირობა წამიყენა, ცხვირის ოპერაცია უნდა გაიკეთოო. ბავშვობაში ცხვირი გავიტეხე და კეხი მაქვს, სწორედ ამის გამო მთხოვდა სოფო ცვლილების შეტანას, რაც ჯიჯის არ მოეწონა, ამბობდა, საოპერაციო არაფერი სჭირს, სახასიათო ცხვირი აქვსო. როგორც ხელოვანი, სხვაგვარად უყურებდა, სოფოს კი თავისი არგუმენტი მოჰყავდა, პოდიუმსა და ფოტოებზე ეს ცუდად გამოჩნდებაო. საბოლოო ჯამში ვერ გავიკეთე ეს ოპერაცია, რადგან საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდებოდა. თუ სააგენტოს უნდა, რომ წაგიყვანოს უცხო ქვეყანაში და გაგაპიაროს, თავადვე უნდა იზრუნოს იმის შეცვლაზე, რაც შენს გარეგნობაში არ მოსწონს, მე არ ვიყავი ვალდებული, ეს გამეკეთებინა, მოკლედ, საზღვარგარეთ ვერ გავაგრძელე საქმიანობა. საქართველოში ჩვენებებსა და რეკლამებში ვმონაწილეობდი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნელ-ნელა ჩამოვშორდი ამ საქმეს, რადგან უპერსპექტივოა, მოდელებს კაპიკებს უხდიან.

- როგორც ვიცით, "საქართველოს ვარსკვლავამდე" "ახალ ხმაში" მონაწილეობდი. როგორ დაძლიე "ჯეოსტარით" მიყენებული იმედგაცრუება და როგორ გადაწყვიტე ისევ კონკურსში მისვლა?

- იმ პერიოდში უკვე სერიოზულად ვფიქრობდი "ჯეოსტარის" ახალ სეზონში ბედის ცდას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ "ახალი ხმა" ქართული რეალობისთვის მართლაც ახალი პროექტი იყო, გამიჩნდა მონაწილეობის სურვილი, წარმატებით გავიარე რამდენიმე ტური, მაგრამ არ მეგონა, თუ ბრმა კასტინგზე არავინ შემოტრიალდებოდა, ეს დიდი შოკი იყო ჩემთვის, წინასწარ ავაგე ოცნებები, მეგონა, ჩემი ცხოვრება ამით შეიცვლებოდა, მაგრამ... მართლა ძალიან დამწყდა გული, იმდენად, რომ ვთქვი, სიმღერას თავს დავანებებ-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამით არაფერი მთავრდება, პირიქით, ასეთმა დაბრკოლებებმა ადამიანებს სტიმული უნდა მისცეს და ასეც მოხდა, არ გავჩერდი, მივედი "საქართველოს ვარსკვლავში" და გამიმართლა. სხვათა შორის, ამ პროექტის შესახებ "ახალი ხმის" სცენარისტმა, ჩემმა მეგობარმა მანანა დოიაშვილმა შემატყობინა, მითხრა - იწყება, წინანდელთან შედარებით უკეთესი იქნება და აუცილებლად გადი კასტინგზეო. ასეც მოვიქეცი და გამიმართლა. ქართულ შოუბიზნესში არაფერი ხდება, ასეთი კონკურსები კი არა მარტო ახალბედა მომღერლებისთვის, არამედ პროფესიონალებისთვისაც ძალიან კარგი საშუალებაა გამოცდილების მისაღებად და საკუთარი თავის რეალიზებისთვის...

- დეჟა გომესთან მუშაობაზე და მის მიერ ჩატარებული მასტრეკლასის მოსმენაზე ალბათ ნებისმიერი მომღერალი ოცნებობს, მათ შორის პროფესიონალებიც კი. როგორია დეჟა პირად ურთიერთობებში?

- ამ ადამიანზე გაცნობის წამიდან დავაფანატე, ყველა კონკურსანტს თან გადაგვყვა, თითოეულთან იმუშავა მანამ, სანამ ის შედეგი არ დაინახა, რაც თავად სურდა. გულთან ახლოს მიიტანა პრობლემები, რაც იმ მომენტში გვაწუხებდა. საოცარი იყო მასთან მუშაობა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება