მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეიძლება აღმოჩნდე ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებზე
როგორ შეიძლება აღმოჩნდე ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებზე

ფიქ­რობთ, რომ მა­დო­ნა­სა და ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის ცოტა ხნის წი­ნან­დე­ლი კა­მა­თი და წა­მი­ე­რი შე­რი­გე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ შემ­თხვე­ვი­თო­ბაა? ხოლო შარ­ლიზ ტე­რო­ნის სურ­ვი­ლი, ჯინ­სე­ბის კო­ლექ­ცია გა­მო­უშ­ვას - მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აღ­ტკი­ნე­ბა? სუ­ლაც არა. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე სა­ეჭ­ვო, მაგ­რამ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რულ მე­თოდს, რომ­ლი­თაც ვარ­სკვლა­ვე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ, რომ ხში­რად აღ­მოჩ­ნდნენ მსოფ­ლი­ოს ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის გა­რე­კა­ნებ­ზე.

სა­კუ­თა­რი მო­დის ხაზი აა­მოქ­მე­დეთ - კეტი ჰოლმსი და მა­დო­ნა სუ­ლაც არ მი­იჩ­ნე­ვი­ან გე­მოვ­ნე­ბის ეტა­ლო­ნე­ბად, მაგ­რამ ეს არ უშ­ლის მათ ხელს, მო­დის ბიზ­ნეს­ში წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვონ. თუ ბოლო რამ­დე­ნი­მე ფილ­მი გა­ქი­რა­ვე­ბა­ში ჩა­ვარ­და, თუ ჯილ­დო­ე­ბი­დან მხო­ლოდ "ოქ­როს ჟო­ლოს" გაძ­ლე­ვენ, სა­ჭი­როა, დრო­ე­ბით შე­იც­ვა­ლოთ სპე­ცი­ა­ლო­ბა და ტან­საც­მლის კო­ლექ­ცია შექ­მნათ. ამა­ყად რომ იწო­დე­ბო­დე დი­ზა­ი­ნე­რად, სულ არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, სა­ა­თო­ბით იჯდე სპე­ცი­ა­ლურ კო­ლე­ჯში ან ხატ­ვის ნიჭი გქონ­დეს. მა­გა­ლი­თად, კორტნი ლავი ორი ათწლე­უ­ლი ლი­დე­რობ­და ყვე­ლა­ზე უგე­მოვ­ნოდ ჩაც­მუ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის რე­ი­ტინ­გში, მაგ­რამ კი მუ­შა­ობს ამ სფე­რო­ში მშვე­ნივ­რად. კეტი ჰოლმსს კი შარ­შან ჰქონ­და დე­ბი­უ­ტი ნიუ-იორ­კის მო­დის კვი­რე­ულ­ზე. ჯას­ტინ ბი­ბე­რი კა­ცია, მაგ­რამ ფრჩხი­ლე­ბის ლა­ქის კო­ლექ­ცია გა­მო­უშ­ვა, კეიტ მოს­მა კი ეს-ესაა წარ­მო­ად­გი­ნა სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნის კო­ლო­ფი სუ­შის­თვის. ამა­ვე მე­თოდს აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ ჯე­სი­კა სიმპსო­ნი, დები ოლ­სე­ნე­ბი და სხვე­ბი.

ჩხუ­ბი ატე­ხეთ - ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ის­ეთი მგრძნო­ბი­ა­რე­ე­ბი არი­ან, რომ ნერ­ვე­ბი მალე უმტყუ­ნებთ ხოლ­მე. ამ გა­მარ­თლე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბულთ შე­უძ­ლი­ათ თა­მა­მად გა­ვიდ­ნენ იე­რიშ­ზე მე­ტო­ქე­ებ­თან. მა­გა­ლი­თად, პა­პა­რა­ცებ­თან. აი, შონ პენი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ომე­ბის ნამ­დვი­ლი ვე­ტე­რა­ნია. პირ­ვე­ლად შო­რე­ულ 1986 წელს მო­სინ­ჯა ეს მე­თო­დი და დღემ­დე აგ­რძე­ლებს. ცოტა ხნის წინ კი მისი 19 წლის ვაჟი ჰო­პე­რიც თავს და­ეს­ხა ფო­ტოგ­რაფს.

ამა­ვე მე­თოდს მი­მარ­თა­ვენ ავ­რილ ლა­ვი­ნი, ბრიტ­ნი სპირ­სი, შაია ლა­ბა­ფი, ჯას­ტინ ბი­ბე­რი.

გა­და­ი­ღეთ სა­ში­ნაო პორ­ნო - ჯეი ლო იმის­თვის იბ­რძო­და, რომ მისი სა­ში­ნაო პორ­ნო გა­ქი­რა­ვე­ბა­ში არ გა­სუ­ლი­ყო, პე­რის ჰილ­ტონ­მა კი პი­რი­ქით, ამ გუ­ლახ­დი­ლი ჩა­ნა­წე­რით კა­რი­ე­რა გა­ი­კე­თა. ეკ­რა­ნის ვარ­სკვლა­ვი რომ გახ­დე, სულ არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მე­რილ სტრი­პის ნიჭი გქონ­დეს. პრაქ­ტი­კა ამ­ტკი­ცებს: ოცწუ­თი­ა­ნი კუს­ტა­რუ­ლი წარ­მო­ე­ბის კინო და არა­ო­რაზ­რო­ვა­ნი ში­ნა­არ­სი ბევ­რს უკ­ვა­ლავს გზას. საკ­მა­რი­სია მხო­ლოდ სიმ­პა­თი­უ­რი ინ­ტე­რი­ე­რის შერ­ჩე­ვა და დარ­წმუ­ნე­ბა, რომ პარტნი­ო­რი სრულ­წლო­ვა­ნია, თო­რემ სკან­და­ლუ­რი პო­პუ­ლა­რო­ბის ნაც­ვლად შე­იძ­ლე­ბა ცი­ხე­ში ამო­ყო თავი (კა­ნიე უეს­ტმა, მა­გა­ლი­თად, უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი რომ თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნა, გო­გო­ნას სთხო­ვა, კა­მე­რის წინ წარ­მო­ეთ­ქვა თა­ვი­სი ასა­კი). მერე კი ტექ­ნი­კის საქ­მეა - მთა­ვა­რია მეტი ვნე­ბი­ა­ნი ამო­ოხვრა და ნაკ­ლე­ბი მკა­ფიო კად­რი. "კა­მა­სუტ­რის" ეკ­რა­ნი­ზე­ბას ხომ არა­ვინ ითხოვს, ხუ­თწუ­თი­ა­ნი პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის ბუნ­დო­ვა­ნი მი­ნიშ­ნე­ბე­ბიც საკ­მა­რი­სია. ჰო­ლი­ვუდ­ში ამის შე­სა­ხებ შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცი­ან. ლა­მის არ დარ­ჩა ვარ­სკვლა­ვი, რო­მელ­საც სად­მე გა­და­მა­ლუ­ლი არ აქვს სექ­სკა­სე­ტა. პე­რის ჰილ­ტონ­მა და კიმ კარ­და­ში­ან­მა სწო­რედ ამ­გვა­რი გუ­ლახ­დი­ლი ვი­დე­ო­ე­ბით გა­ით­ქვეს სა­ხე­ლი. იგი­ვე მე­თო­დი მო­უ­სინ­ჯავთ კო­ლინ ფა­რელს, ლე­ი­ტონ მის­ტერ­სა და სხვებს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ შეიძლება აღმოჩნდე ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებზე

როგორ შეიძლება აღმოჩნდე ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებზე

ფიქრობთ, რომ მადონასა და ანჯელინა ჯოლის ცოტა ხნის წინანდელი კამათი და წამიერი შერიგება მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობაა? ხოლო შარლიზ ტერონის სურვილი, ჯინსების კოლექცია გამოუშვას - მოულოდნელი შემოქმედებითი აღტკინება? სულაც არა. გთავაზობთ რამდენიმე საეჭვო, მაგრამ ძალიან პოპულარულ მეთოდს, რომლითაც ვარსკვლავები სარგებლობენ, რომ ხშირად აღმოჩნდნენ მსოფლიოს ჟურნალ-გაზეთების გარეკანებზე.

საკუთარი მოდის ხაზი აამოქმედეთ - კეტი ჰოლმსი და მადონა სულაც არ მიიჩნევიან გემოვნების ეტალონებად, მაგრამ ეს არ უშლის მათ ხელს, მოდის ბიზნესში წარმატება მოიპოვონ. თუ ბოლო რამდენიმე ფილმი გაქირავებაში ჩავარდა, თუ ჯილდოებიდან მხოლოდ "ოქროს ჟოლოს" გაძლევენ, საჭიროა, დროებით შეიცვალოთ სპეციალობა და ტანსაცმლის კოლექცია შექმნათ. ამაყად რომ იწოდებოდე დიზაინერად, სულ არ არის აუცილებელი, საათობით იჯდე სპეციალურ კოლეჯში ან ხატვის ნიჭი გქონდეს. მაგალითად, კორტნი ლავი ორი ათწლეული ლიდერობდა ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავების რეიტინგში, მაგრამ კი მუშაობს ამ სფეროში მშვენივრად. კეტი ჰოლმსს კი შარშან ჰქონდა დებიუტი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე. ჯასტინ ბიბერი კაცია, მაგრამ ფრჩხილების ლაქის კოლექცია გამოუშვა, კეიტ მოსმა კი ეს-ესაა წარმოადგინა საკუთარი დიზაინის კოლოფი სუშისთვის. ამავე მეთოდს აქტიურად იყენებენ ჯესიკა სიმპსონი, დები ოლსენები და სხვები.

ჩხუბი ატეხეთ - ნიჭიერი ადამიანები ის­ეთი მგრძნობიარეები არიან, რომ ნერვები მალე უმტყუნებთ ხოლმე. ამ გამართლებით შეიარაღებულთ შეუძლიათ თამამად გავიდნენ იერიშზე მეტოქეებთან. მაგალითად, პაპარაცებთან. აი, შონ პენი ჟურნალისტებთან ომების ნამდვილი ვეტერანია. პირველად შორეულ 1986 წელს მოსინჯა ეს მეთოდი და დღემდე აგრძელებს. ცოტა ხნის წინ კი მისი 19 წლის ვაჟი ჰოპერიც თავს დაესხა ფოტოგრაფს.

ამავე მეთოდს მიმართავენ ავრილ ლავინი, ბრიტნი სპირსი, შაია ლაბაფი, ჯასტინ ბიბერი.

გადაიღეთ საშინაო პორნო - ჯეი ლო იმისთვის იბრძოდა, რომ მისი საშინაო პორნო გაქირავებაში არ გასულიყო, პერის ჰილტონმა კი პირიქით, ამ გულახდილი ჩანაწერით კარიერა გაიკეთა. ეკრანის ვარსკვლავი რომ გახდე, სულ არ არის აუცილებელი, მერილ სტრიპის ნიჭი გქონდეს. პრაქტიკა ამტკიცებს: ოცწუთიანი კუსტარული წარმოების კინო და არაორაზროვანი შინაარსი ბევრს უკვალავს გზას. საკმარისია მხოლოდ სიმპათიური ინტერიერის შერჩევა და დარწმუნება, რომ პარტნიორი სრულწლოვანია, თორემ სკანდალური პოპულარობის ნაცვლად შეიძლება ციხეში ამოყო თავი (კანიე უესტმა, მაგალითად, უსიამოვნებები რომ თავიდან აეცილებინა, გოგონას სთხოვა, კამერის წინ წარმოეთქვა თავისი ასაკი). მერე კი ტექნიკის საქმეა - მთავარია მეტი ვნებიანი ამოოხვრა და ნაკლები მკაფიო კადრი. "კამასუტრის" ეკრანიზებას ხომ არავინ ითხოვს, ხუთწუთიანი პოპულარობისთვის ბუნდოვანი მინიშნებებიც საკმარისია. ჰოლივუდში ამის შესახებ შესანიშნავად იციან. ლამის არ დარჩა ვარსკვლავი, რომელსაც სადმე გადამალული არ აქვს სექსკასეტა. პერის ჰილტონმა და კიმ კარდაშიანმა სწორედ ამგვარი გულახდილი ვიდეოებით გაითქვეს სახელი. იგივე მეთოდი მოუსინჯავთ კოლინ ფარელს, ლეიტონ მისტერსა და სხვებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება