საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეშტონ კატჩერმა მილა კუნისის მშობლები გაიცნო
ეშტონ კატჩერმა მილა კუნისის მშობლები გაიცნო

ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბი ეშ­ტონ კატ­ჩე­რი პა­პა­რა­ცებ­მა იმ დროს გა­და­ი­ღეს, რო­დე­საც ლონ­დო­ნის ქუ­ჩებ­ში მილა კუ­ნის­სა და მის მშობ­ლებ­თან ერ­თად სე­ირ­ნობ­და. ოთხი­ვე ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. სა­ღა­მოს ყვე­ლა­ნი ერ­თად თე­ატრ "ვიქ­ტო­რი­ას სა­სახ­ლე­ში" მუ­ზიკლ "ბილი ელი­ო­ტის" სა­ნა­ხა­ვად გა­ე­მარ­თნენ.

მომ­დევ­ნო დღეს მილა და ეშ­ტო­ნი ჩრდი­ლო­ეთ ლონ­დონ­ში კვლავ სე­ირ­ნო­ბი­სას ნა­ხეს, თუმ­ცა აჯე­რად ისი­ნი მარ­ტო­ნი იყ­ვნენ. "ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ჩან­დნენ, - ცი­ტი­რებს Us Weekly ერთ-ერთ თვითმხილ­ველს, - შე­სა­ნი­შან­ვი ამინ­დი იყო, წყვი­ლი ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი სე­ირ­ნობ­და. ლა­პა­რა­კობ­დნენ და იცი­ნოდ­ნენ".

კვი­რას მსა­ხი­ო­ბე­ბი კვლავ კუ­ნი­სის მშობ­ლებს შეხ­ვდნენ და იმ რეს­ტო­რან­ში გა­ე­მარ­თნენ, სა­დაც ცოტა ხნის წინ ეშ­ტონ­მა და მი­ლამ პრინ­ცე­სა ბე­ატ­რის­სა და მის შეყ­ვა­რე­ბულ დე­ვიდ კლარკთან ერ­თად ისა­დი­ლეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კუ­ნი­სი უკვე იც­ნობს კატ­ჩე­რის მშობ­ლებს. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ აი­ო­ვას შტა­ტის ქა­ლაქ სი­დარ-რა­პიდსში წყვი­ლი კატ­ჩე­რის მშობ­ლებ­თან ერ­თად ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივ რეს­ტო­რან­ში ნა­ხეს.

მილა კუ­ნისს ამ­ჟა­მად ენდი და ლანა ვა­ჩოვ­სკე­ბი ფან­ტას­ტი­კურ ბო­ე­ვიკ­ში "იუ­პი­ტე­რის გან­თი­ა­დი" იღე­ბენ. მსა­ხი­ობს პარტნი­ო­რო­ბას ჩა­ნინგ ტა­ტუ­მი უწევს. ფილ­მის პრე­მი­ე­რა მო­მა­ვა­ლი წლის ივ­ლი­სის­თვის არის და­გეგ­მი­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Us Weekly-ს მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ეშტონ კატჩერმა მილა კუნისის მშობლები გაიცნო

ეშტონ კატჩერმა მილა კუნისის მშობლები გაიცნო

ჰოლივუდის მსახიობი ეშტონ კატჩერი პაპარაცებმა იმ დროს გადაიღეს, როდესაც ლონდონის ქუჩებში მილა კუნისსა და მის მშობლებთან ერთად სეირნობდა. ოთხივე ძალიან მხიარულად გამოიყურებოდა. საღამოს ყველანი ერთად თეატრ "ვიქტორიას სასახლეში" მუზიკლ "ბილი ელიოტის" სანახავად გაემართნენ.

მომდევნო დღეს მილა და ეშტონი ჩრდილოეთ ლონდონში კვლავ სეირნობისას ნახეს, თუმცა აჯერად ისინი მარტონი იყვნენ. "ძალიან ბედნიერები ჩანდნენ, - ციტირებს Us Weekly ერთ-ერთ თვითმხილველს, - შესანიშანვი ამინდი იყო, წყვილი ხელიხელჩაკიდებული სეირნობდა. ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ".

კვირას მსახიობები კვლავ კუნისის მშობლებს შეხვდნენ და იმ რესტორანში გაემართნენ, სადაც ცოტა ხნის წინ ეშტონმა და მილამ პრინცესა ბეატრისსა და მის შეყვარებულ დევიდ კლარკთან ერთად ისადილეს.

აღსანიშნავია, რომ კუნისი უკვე იცნობს კატჩერის მშობლებს. რამდენიმე კვირის წინ აიოვას შტატის ქალაქ სიდარ-რაპიდსში წყვილი კატჩერის მშობლებთან ერთად ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანში ნახეს.

მილა კუნისს ამჟამად ენდი და ლანა ვაჩოვსკები ფანტასტიკურ ბოევიკში "იუპიტერის განთიადი" იღებენ. მსახიობს პარტნიორობას ჩანინგ ტატუმი უწევს. ფილმის პრემიერა მომავალი წლის ივლისისთვის არის დაგეგმილი.

მომზადებულია Us Weekly-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება