ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში, ჯილეხით 8 ადამიანი, 2 ქალი და 6 მამაკაცი დაავადდა. ყველა მათგანი საქონლის ხორცთან შეხების შედეგად დაინფიცირდა. ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის, ნუნუ ნოზაძის განცხადებით, ავადმყოფები მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.