სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი სტუდენტის გამოგონება ტელეფონის ელემენტს 20 წამში მუხტავს
ამერიკელი სტუდენტის გამოგონება ტელეფონის ელემენტს 20 წამში მუხტავს

კა­ლი­ფორ­ნი­ელ­მა 18 წლის იშა ჰა­რემ სუ­პერ­კონ­დენ­სა­ტო­რი შექ­მნა, რო­მე­ლიც მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ელე­მენტს 20 წამ­ში სრუ­ლად მუხ­ტავს. გო­გო­ნამ ფე­ნიქ­სის (არი­ზო­ნას შტა­ტი) სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო გა­მო­ფე­ნა­ზე ამ უნი­კა­ლუ­რი გა­მო­გო­ნე­ბის­თვის 50 000 დოლ­რის ოდე­ნო­ბის ჯილ­დო მი­ი­ღო.

"მაქ­სი­მა­ლუ­რად მცი­რე დრო­ში მას დიდი ენერ­გო­მუხ­ტის მი­ღე­ბა და ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი შე­ნახ­ვა შე­უძ­ლია. ეს პა­ტა­რა მო­წყო­ბი­ლო­ბა 10 000 ციკ­ლონ გა­და­მუხ­ტვას უძ­ლებს, რო­დე­საც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბი მხო­ლოდ 1000 ციკ­ლონ­ზეა გათ­ვლი­ლი", - აცხა­დებს პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი.

რო­გორც სკო­ლის მოს­წავ­ლე ამ­ბობს, მო­წყო­ბი­ლო­ბის შექ­მნა მას იმ გა­რე­მო­ე­ბამ შთა­ა­გო­ნა, რომ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ელე­მენ­ტი ყო­ველ­თვის შე­უ­ფე­რე­ბელ მო­მენ­ტში უჯ­დე­ბა. მო­წყო­ბი­ლო­ბის შექ­მნი­სას ჰა­რემ სი­ნათ­ლის გა­მომ­ყო­ფი დი­ო­დის (LED) ძალა გა­მო­ი­ყე­ნა. გო­გო­ნა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მის ნა­მუ­შე­ვარს დიდი პერ­სპექ­ტი­ვა აქვს. მისი თქმით, ეს გა­მო­გო­ნე­ბა ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში შე­იძ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნონ.

"სუ­პერ­კონ­დენ­სა­ტო­რის წყა­ლო­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბი და­მო­კი­დე­ბულ­ნი აღარ იქ­ნე­ბი­ან რო­ზეტ­თან სი­ახ­ლოვ­ზე. მო­წყო­ბი­ლო­ბით სარ­გებ­ლო­ბა იმ­დე­ნად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია, რომ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე შე­იძ­ლე­ბა. ეს კი ჩვე­უ­ლებ­რივ აკუ­მუ­ლა­ტო­რებ­თან შე­და­რე­ბით, სუ­პერ­კონ­დენ­სა­ტო­რის უდა­ვო უპი­რა­ტე­სო­ბაა", - აცხა­დებს სკო­ლის მოს­წავ­ლე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია FedPost.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ამერიკელი სტუდენტის გამოგონება ტელეფონის ელემენტს 20 წამში მუხტავს

ამერიკელი სტუდენტის გამოგონება ტელეფონის ელემენტს 20 წამში მუხტავს

კალიფორნიელმა 18 წლის იშა ჰარემ სუპერკონდენსატორი შექმნა, რომელიც მობილური ტელეფონის ელემენტს 20 წამში სრულად მუხტავს. გოგონამ ფენიქსის (არიზონას შტატი) საერთაშორისო სამეცნიერო გამოფენაზე ამ უნიკალური გამოგონებისთვის 50 000 დოლრის ოდენობის ჯილდო მიიღო.

"მაქსიმალურად მცირე დროში მას დიდი ენერგომუხტის მიღება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მისი შენახვა შეუძლია. ეს პატარა მოწყობილობა 10 000 ციკლონ გადამუხტვას უძლებს, როდესაც ჩვეულებრივი აკუმულატორები მხოლოდ 1000 ციკლონზეა გათვლილი", - აცხადებს პროექტის ავტორი.

როგორც სკოლის მოსწავლე ამბობს, მოწყობილობის შექმნა მას იმ გარემოებამ შთააგონა, რომ მობილური ტელეფონის ელემენტი ყოველთვის შეუფერებელ მომენტში უჯდება. მოწყობილობის შექმნისას ჰარემ სინათლის გამომყოფი დიოდის (LED) ძალა გამოიყენა. გოგონა დარწმუნებულია, რომ მის ნამუშევარს დიდი პერსპექტივა აქვს. მისი თქმით, ეს გამოგონება ცხოვრების სხვადასხვა სფეროში შეიძლება წარმატებით გამოიყენონ.

"სუპერკონდენსატორის წყალობით, ადამიანები დამოკიდებულნი აღარ იქნებიან როზეტთან სიახლოვზე. მოწყობილობით სარგებლობა იმდენად მოსახერხებელია, რომ მისი გამოყენება ნებისმიერ ადგილზე შეიძლება. ეს კი ჩვეულებრივ აკუმულატორებთან შედარებით, სუპერკონდენსატორის უდავო უპირატესობაა", - აცხადებს სკოლის მოსწავლე.

მომზადებულია FedPost.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"