საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
17 მაისს მომხდარი ძალადობის გამო დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნას 12 000 მოქალაქე შეუერთდა
17 მაისს მომხდარი ძალადობის გამო დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნას 12 000 მოქალაქე შეუერთდა

17 მა­ისს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯის მო­თხოვ­ნით გან­ცხა­დე­ბა­ზე ხელი ამ დრო­ის­თვის 12 000 მო­ქა­ლა­ქემ მო­ა­წე­რა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა პუბ­ლი­ცის­ტმა ლაშა ბაქ­რა­ძემ ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ა­კე­თა.

მისი თქმით, გან­ცხა­დე­ბა­ზე ხე­ლის მო­წე­რა, ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ ინ­ტერ­ნე­ტით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ხე­ლის­მომ­წერ­თა მო­საზ­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა სრუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა იზი­ა­რებს.

"ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ნა­დი­რო­ბენ ქუ­ჩა­ში, ხვალ ინა­დი­რე­ბენ ჩვენ­ზე, ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა თვალ­ში არ მო­უ­ვიდ­ნენ. შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს სრუ­ლი ანარ­ქია, მაგ­რამ ისი­ნი უნდა მიხ­ვდნენ, რომ არ არი­ან უმ­რავ­ლე­სო­ბა და ვერც გახ­დე­ბი­ან. ხში­რად ამ ბრბოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გა­მო­დით უნდა დაგ­თვა­ლოთ, ჩვენ მო­ვახ­დი­ნეთ მათი ამ სურ­ვი­ლის რე­ა­ლი­ზე­ბა და და­ვით­ვა­ლეთ. აი აქ არის სა­ხე­ლე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რო­მელ­თაც არ ეში­ნი­ათ და კი­დევ უფრო ბევ­რი იქ­ნე­ბა ასე­თი ადა­მი­ა­ნი. დიდ ნა­წილს ხელი არ მო­უწ­ვდე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ზე, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი გლე­ხე­ბი და მუ­შე­ბი, ვფიქ­რობ, ისე­ვე გუ­ლის­რე­ვით უყუ­რე­ბენ იმას რაც ხდე­ბო­და, რო­გორც ქარ­თვე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის ნა­წი­ლი, ვი­საც ხელი მი­უწ­ვდე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ზე. ისი­ნი არა­სო­დეს იქ­ნე­ბი­ან უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, ვინც არ უნდა იდ­გეს მათ ზურგს უკან. მთე­ლი რუ­სე­თის აგენ­ტუ­რაც რომ იდ­გეს", - გა­ნა­ცხა­და ლაშა ბაქ­რა­ძემ.

მან დღეს­ვე ჟურ­ნა­ლის­ტებს ხელ­მომ­წერ­თა სია წარ­მო­უდ­გი­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბა 2013 წლის 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებ­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა. გან­ცხა­დე­ბა­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პრე­ზი­დენტს, პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრსა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს მი­მარ­თა­ვენ და მო­ი­თხო­ვენ ადეკ­ვა­ტუ­რად და დრო­უ­ლად შე­ფას­დეს 17 მა­ისს მომ­ხდა­რი ფაქ­ტე­ბი.

"უმოქ­მე­დო­ბა, შე­საძ­ლოა, მე­ტის­მე­ტად ძვი­რად და­უჯ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას, რად­გან მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამ­ჟა­მად ვდგა­ვართ რე­ლი­გი­უ­რი ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მი­სა და თე­ოკ­რა­ტი­უ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის წი­ნა­შე. ამის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა ერ­თა­დერ­თი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი გზით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ყვე­ლა მო­ძა­ლა­დე და ძა­ლა­დო­ბის წამ­ქე­ზე­ბე­ლი კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად უნდა და­ი­სა­ჯოს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

17 მაისს მომხდარი ძალადობის გამო დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნას 12 000 მოქალაქე შეუერთდა

17 მაისს მომხდარი ძალადობის გამო დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნას 12 000 მოქალაქე შეუერთდა

17 მაისს განხორციელებულ ძალადობაზე დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით განცხადებაზე ხელი ამ დროისთვის 12 000 მოქალაქემ მოაწერა. ამის შესახებ განცხადება პუბლიცისტმა ლაშა ბაქრაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით, განცხადებაზე ხელის მოწერა, ჯერჯერობით, მხოლოდ ინტერნეტით არის შესაძლებელი, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ხელისმომწერთა მოსაზრებას საქართველოს მოქალაქეთა სრული უმრავლესობა იზიარებს.

"ის ადამიანები, რომლებიც ნადირობენ ქუჩაში, ხვალ ინადირებენ ჩვენზე, ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება თვალში არ მოუვიდნენ. შეიძლება დაიწყოს სრული ანარქია, მაგრამ ისინი უნდა მიხვდნენ, რომ არ არიან უმრავლესობა და ვერც გახდებიან. ხშირად ამ ბრბოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ გამოდით უნდა დაგთვალოთ, ჩვენ მოვახდინეთ მათი ამ სურვილის რეალიზება და დავითვალეთ. აი აქ არის სახელები იმ ადამიანების, რომელთაც არ ეშინიათ და კიდევ უფრო ბევრი იქნება ასეთი ადამიანი. დიდ ნაწილს ხელი არ მოუწვდება ინტერნეტზე, თუმცა ქართველი გლეხები და მუშები, ვფიქრობ, ისევე გულისრევით უყურებენ იმას რაც ხდებოდა, როგორც ქართველი ინტელიგენციის ნაწილი, ვისაც ხელი მიუწვდება ინტერნეტზე. ისინი არასოდეს იქნებიან უმრავლესობაში, ვინც არ უნდა იდგეს მათ ზურგს უკან. მთელი რუსეთის აგენტურაც რომ იდგეს", - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

მან დღესვე ჟურნალისტებს ხელმომწერთა სია წარმოუდგინა. საქართველოს მოქალაქეების განცხადება 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. განცხადებაში მოქალაქეები პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ და მოითხოვენ ადეკვატურად და დროულად შეფასდეს 17 მაისს მომხდარი ფაქტები.

"უმოქმედობა, შესაძლოა, მეტისმეტად ძვირად დაუჯდეს საქართველოს დემოკრატულ სახელმწიფოებრიობას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამჟამად ვდგავართ რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და თეოკრატიული სერიოზული საფრთხის წინაშე. ამის თავიდან აცილება ერთადერთი ცივილიზებული გზით არის შესაძლებელი. ყველა მოძალადე და ძალადობის წამქეზებელი კანონის მოთხოვნის შესაბამისად უნდა დაისაჯოს", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა