პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირება და არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია
ვანო მერაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირება და არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია

და­კა­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან ვანო მე­რა­ბიშ­ვილს საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად და­რე­გის­ტრი­რე­ბა და არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია. კონ­სტი­ტუ­ცი­ის 28-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, არ­ჩევ­ნებ­სა და რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ იმ მო­ქა­ლა­ქეს არ აქვს, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ ქმე­დუ­უ­ნა­როდ ცნო ან სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით სას­ჯე­ლის აღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის იუ­რის­ტმა, ლელა ტა­ლი­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, ვი­ნა­ი­დან ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ გა­ნა­ჩე­ნი ჯერ არ დამ­დგა­რა, მას პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად და­რე­გის­ტრი­რე­ბის პრობ­ლე­მა არ ექ­ნე­ბა.

"კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პირს მხო­ლოდ ორი გა­რე­მო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ შე­უძ­ლია – თუ მის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი არ­სე­ბობს და იმ­ყო­ფე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­რე­ბუ­ლე­ბა­ში. ვი­ნა­ი­დან, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში არის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რომ მის მი­მართ გა­ნა­ჩე­ნი ჯერ დამ­დგა­რი არაა, მისი კან­დი­და­ტად და­რე­გის­ტრი­რე­ბა პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა. ამას­თან, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არის კი­დევ ერთი გა­მო­ნაკ­ლი­სი _ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ იმ პი­რებ­საც, რო­მელ­თა მი­მარ­თაც გა­ნა­ჩე­ნი დამ­დგა­რია და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, თუმ­ცა მათ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი აქვთ ჩა­დე­ნი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ლელა ტა­ლი­ურ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კონ­სტი­ტუ­ცი­ის აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რით ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ 2008 წელს ერთხელ უკვე იხელ­მძღვა­ნე­ლა, როცა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად ბიზ­ნეს­მე­ნი ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი და­ა­რე­გის­ტრი­რა.

"ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მი­მართ მა­შინ დევ­ნა იყო და­წყე­ბუ­ლი, თუმ­ცა ის კან­დი­და­ტად და­რე­გის­ტრირ­და, რად­გან გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი არ არ­სე­ბობ­და და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სებ­ლე­ბა­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნა საია-ს იუ­რის­ტმა.

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გუ­შინ და­ა­კა­ვეს. მას გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 164 პრი­მა, 182-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით და 332-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ვანო მერაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირება და არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია

ვანო მერაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირება და არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია

დაკავების მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირება და არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია. კონსტიტუციის 28-ე მუხლის თანახმად, არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ მოქალაქეს არ აქვს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ლელა ტალიურმა განაცხადა, ვინაიდან ვანო მერაბიშვილის მიმართ განაჩენი ჯერ არ დამდგარა, მას პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების პრობლემა არ ექნება.

"კონსტიტუციის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა პირს მხოლოდ ორი გარემოების შემთხვევაში არ შეუძლია – თუ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არსებობს და იმყოფება სასჯელაღსრულების დაწერებულებაში. ვინაიდან, ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში არის მოცემულობა, რომ მის მიმართ განაჩენი ჯერ დამდგარი არაა, მისი კანდიდატად დარეგისტრირება პრობლემა არ იქნება. ამასთან, კანონმდებლობით არის კიდევ ერთი გამონაკლისი _ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ იმ პირებსაც, რომელთა მიმართაც განაჩენი დამდგარია და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან, თუმცა მათ ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი", - განაცხადა ლელა ტალიურმა.

მისივე განმარტებით, კონსტიტუციის აღნიშნული ჩანაწერით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2008 წელს ერთხელ უკვე იხელმძღვანელა, როცა პრეზიდენტობის კანდიდატად ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი დაარეგისტრირა.

"ბადრი პატარკაციშვილის მიმართ მაშინ დევნა იყო დაწყებული, თუმცა ის კანდიდატად დარეგისტრირდა, რადგან გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობდა და სასჯელაღსრულების დაწესებლებაში არ იმყოფებოდა", - აღნიშნა საია-ს იურისტმა.

ვანო მერაბიშვილი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164 პრიმა, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა