პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრედ პიტი: "ყოველთვის მინდოდა, რომ სახლში ქაოსი ყოფილიყო"
ბრედ პიტი: "ყოველთვის მინდოდა, რომ სახლში ქაოსი ყოფილიყო"

ბრე­დი ჟურ­ნალ Esquire-ის ახა­ლი ნომ­რის მთვა­რი გმი­რი გახ­და. მსა­ხი­ობ­მა ჟურ­ნა­ლის ფო­ტო­სე­სი­ა­შიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­მო­ცე­მას ვრცე­ლი ინ­ტერ­ვი­უც მის­ცა.

"ძა­ლი­ან ცოტა მე­გო­ბა­რი მყავს, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ახლო მე­გო­ბა­რი და ჩემი ოჯა­ხი, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამა­ზე ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. რო­დე­საც რა­ღა­ცა­ში წინ მი­ვი­წევ, მა­შინ­ვე მინ­და სხვა რა­მე­ზე გა­და­ვერ­თო. მა­გა­ლი­თად, კო­ლე­ჯი არ და­მიმ­თავ­რე­ბია. რო­გო­რი ბიჭი ვი­ყა­ვი მა­შინ? ბიჭი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ტო­ვებს ცოტა საჭ­მელს თეფ­შზე. უსახ­ლკა­როს ვგავ­დი. წლე­ბი უაზ­როდ დავ­ხარ­ჯე. შემ­დეგ კი ვიგ­რძე­ნი, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ვკარ­გავ­დი, სწო­რედ მა­შინ შე­იც­ვა­ლა ჩემი აზ­როვ­ნე­ბა. ეს და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წინ მოხ­და. თით­ქოს თვა­ლე­ბი ამე­ხი­ლა. გა­დავ­წყვი­ტე აღა­რას­დროს გა­მეშ­ვა ხე­ლი­დან შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ეს იყო აღ­ზე­ვე­ბის გრძნო­ბა", - გა­ნა­ცხა­და პიტ­მა ჟურ­ნა­ლის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, რომ თუ ოდეს­მე ოჯახს შევ­ქმნი­დი, ეს ოჯა­ხი დიდი იქ­ნე­ბო­და. მინ­დო­და, რომ სახ­ლში ქა­ო­სი ყო­ფი­ლი­ყო... ახლა ეს ჩვე­ნი სახ­ლის მუდ­მი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა. გა­მუდ­მე­ბით ვი­ღაც იცი­ნის, ტი­რის, ყვი­რის ან კი­დევ რა­ი­მე ხმას გა­მოს­ცემს. მაგ­რამ მე ეს ძა­ლი­ან მიყ­ვარს. შე­საძ­ლოა, სა­სი­ა­მოვ­ნოა სას­ტუმ­რო­ში ერთი დღის გა­ტა­რე­ბა და ფიქ­რი: "მშვე­ნი­ე­რია, ბო­ლოს და ბო­ლოს შე­მიძ­ლია გა­ზე­თის წა­კი­თხვა", მაგ­რამ მე­ო­რე დღეს მე­ნატ­რე­ბა მთე­ლი ეს კა­კა­ფო­ნია."

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Esquire-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ბრედ პიტი: "ყოველთვის მინდოდა, რომ სახლში ქაოსი ყოფილიყო"

ბრედ პიტი: "ყოველთვის მინდოდა, რომ სახლში ქაოსი ყოფილიყო"

ბრედი ჟურნალ Esquire-ის ახალი ნომრის მთვარი გმირი გახდა. მსახიობმა ჟურნალის ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა და გამოცემას ვრცელი ინტერვიუც მისცა.

"ძალიან ცოტა მეგობარი მყავს, მხოლოდ რამდენიმე ახლო მეგობარი და ჩემი ოჯახი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამაზე ბედნიერი ცხოვრება ჩემთვის წარმოუდგენელია. როდესაც რაღაცაში წინ მივიწევ, მაშინვე მინდა სხვა რამეზე გადავერთო. მაგალითად, კოლეჯი არ დამიმთავრებია. როგორი ბიჭი ვიყავი მაშინ? ბიჭი, რომელიც ყოველთვის ტოვებს ცოტა საჭმელს თეფშზე. უსახლკაროს ვგავდი. წლები უაზროდ დავხარჯე. შემდეგ კი ვიგრძენი, რომ შესაძლებლობებს ვკარგავდი, სწორედ მაშინ შეიცვალა ჩემი აზროვნება. ეს დაახლოებით 10 წლის წინ მოხდა. თითქოს თვალები ამეხილა. გადავწყვიტე აღარასდროს გამეშვა ხელიდან შესაძლებლობები. ეს იყო აღზევების გრძნობა", - განაცხადა პიტმა ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში.

"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ ოდესმე ოჯახს შევქმნიდი, ეს ოჯახი დიდი  იქნებოდა. მინდოდა, რომ სახლში ქაოსი ყოფილიყო... ახლა ეს ჩვენი სახლის მუდმივი მდგომარეობა. გამუდმებით ვიღაც იცინის, ტირის, ყვირის ან კიდევ რაიმე ხმას გამოსცემს. მაგრამ მე ეს ძალიან მიყვარს. შესაძლოა, სასიამოვნოა სასტუმროში ერთი დღის გატარება და ფიქრი: "მშვენიერია, ბოლოს და ბოლოს შემიძლია გაზეთის წაკითხვა", მაგრამ მეორე დღეს მენატრება მთელი ეს კაკაფონია."

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Esquire-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება