საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - "მთავრობა უნდა დაფიქრდეს, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ დაკავებებს ქვეყნისთვის"
მიხეილ სააკაშვილი - "მთავრობა უნდა დაფიქრდეს, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ დაკავებებს ქვეყნისთვის"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას არ სჭირ­დე­ბა წარ­დგე­ნა და ყვე­ლამ კარ­გად იცის მისი საქ­მი­ა­ნო­ბის და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი.

პრე­ზი­დენ­ტმა გა­იხ­სე­ნა უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, იუ­ლია ტი­მო­შენ­კოს და­კა­ვე­ბის ფაქ­ტიც.

სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ტი­მო­შენ­კო ბევ­რად უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, ვიდ­რე მე­რა­ბიშ­ვი­ლი, თუმ­ცა რა შე­დე­გიც მი­ი­ღო უკ­რა­ი­ნამ, ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია.

"გა­ყი­ნუ­ლია უკ­რა­ი­ნის ევ­რი­ონ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი. ორი წე­ლია არა­ნა­ი­რი წინსვლა არ აქვთ ნატო-ში და ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის კუ­თხით. შე­ექ­მნა ყვე­ლა წამ­ყვან ქვე­ყა­ნას­თან პრობ­ლე­მა, მათ შო­რის აშშ-სთან",-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, "ამ­ხე­ლა უკ­რა­ი­ნა", რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირს, ნატო-ს სჭირ­დე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით და­კა­ვე­ბის გამო აღ­მოჩ­ნდა სე­რი­ო­ზულ სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ა­ში.

"სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, ბევ­რად ნაკ­ლე­ბად ვჭირ­დე­ბით ყვე­ლას, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა, მაგ­რამ მე­ტად ვჭირ­დე­ბით რუ­სეთს. რუ­სე­თის სა­სი­ცო­ცხლო ინ­ტე­რე­სებ­შია სა­ქარ­თვე­ლოს იზო­ლა­ცია"-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, მთავ­რო­ბა და ხალ­ხი უნდა და­ფიქ­რდეს, რა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ამ და­კა­ვე­ბებს ქვეყ­ნის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილს, სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მის შემ­დეგ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი მე­ო­რე ადა­მი­ა­ნია, ვისი და­კა­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა უნ­დო­დეს პუ­ტინს.

"მან ევ­რო­პის საბ­ჭო­ში ტი­ტა­ნუ­რი მცდე­ლო­ბის შე­დე­გად შეძ­ლო ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის ახალ ეტაპ­ზე აყ­ვა­ნა, ასე­ვე ტერ­მინ "ოკუ­პა­ცი­ის" და­კა­ნო­ნე­ბა. ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი, ყვე­ლამ იცის ეს ადა­მი­ა­ნი, თბი­ლი­სის მერი იყო, წამ­ყვა­ნი ელჩი იყო, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ნის­ტრი იყო, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი პუბ­ლი­ცის­ტია",-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ უსა­მარ­თლო­ბაა მისი და­კა­ვე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

მიხეილ სააკაშვილი - "მთავრობა უნდა დაფიქრდეს, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ დაკავებებს ქვეყნისთვის"

მიხეილ სააკაშვილი - "მთავრობა უნდა დაფიქრდეს, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ დაკავებებს ქვეყნისთვის"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის და კახეთის გუბერნატორის, ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ვანო მერაბიშვილის საქმიანობას არ სჭირდება წარდგენა და ყველამ კარგად იცის მისი საქმიანობის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

პრეზიდენტმა გაიხსენა უკრაინის პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს დაკავების ფაქტიც.

სააკაშვილის განცხადებით, ტიმოშენკო ბევრად უფრო სერიოზული ბრალდებით დააკავეს, ვიდრე მერაბიშვილი, თუმცა რა შედეგიც მიიღო უკრაინამ, ყველასთვის ცნობილია.

"გაყინულია უკრაინის ევრიონტეგრაციის პროცესი. ორი წელია არანაირი წინსვლა არ აქვთ ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. შეექმნა ყველა წამყვან ქვეყანასთან პრობლემა, მათ შორის აშშ-სთან",-განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, "ამხელა უკრაინა", რომელიც ევროკავშირს, ნატო-ს სჭირდება, პოლიტიკური მოტივებით დაკავების გამო აღმოჩნდა სერიოზულ საერთაშორისო იზოლაციაში.

"საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრად ნაკლებად ვჭირდებით ყველას, ვიდრე უკრაინა, მაგრამ მეტად ვჭირდებით რუსეთს. რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებშია საქართველოს იზოლაცია"-განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობა და ხალხი უნდა დაფიქრდეს, რა პოლიტიკური შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ დაკავებებს ქვეყნისთვის.

რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილს, სააკაშვილის განცხადებით, მის შემდეგ ჭიაბერაშვილი მეორე ადამიანია, ვისი დაკავება შეიძლება უნდოდეს პუტინს.

"მან ევროპის საბჭოში ტიტანური მცდელობის შედეგად შეძლო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ახალ ეტაპზე აყვანა, ასევე ტერმინ "ოკუპაციის" დაკანონება. ზურაბ ჭიაბერაშვილი, ყველამ იცის ეს ადამიანი, თბილისის მერი იყო, წამყვანი ელჩი იყო, მნიშვნელოვანი მინისტრი იყო, ძალიან აქტიური პუბლიცისტია",-განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ უსამართლობაა მისი დაკავება.

იხილეთ ვიდეო: მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას ეხმაურება

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა