მსოფლიო
სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სამხედრო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი ვერ მიხვდა, 17 მაისმა როგორ ცუდ პროცესებს შეიძლება მისცეს დასაბამი"
"ბევრი ვერ მიხვდა, 17 მაისმა როგორ ცუდ პროცესებს შეიძლება მისცეს დასაბამი"

სა­ზო­გა­დო­ე­ბა

ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ბევ­რი ვერ მიხ­ვდა, 17 მა­ისს რა სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და. ვერ მიხ­ვდა, ამან რო­გორ ცუდ პრო­ცე­სებს შე­იძ­ლე­ბა მის­ცეს და­სა­ბა­მი. ზოგს ჰგო­ნია, აქ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, ვი­ღა­ცას მოს­წონს და იცავს ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლებს თუ - არა. ეს სა­კი­თხი დღეს მე­ა­სე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. 17 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლომ დიდი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის­კენ, იმ სიბ­ნე­ლის­კენ, რო­მე­ლიც მა­შინ ევ­რო­პა­ში სუ­ფევ­და და ჩვენ რო­გორ­ღაც მას ავ­ცდით. დღეს მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა 30 ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი კი არ არის, რო­მე­ლიც რა­ღა­ცის გაპ­რო­ტეს­ტე­ბას აპი­რებ­და, არა­მედ ის ათი­ა­თა­სო­ბით გა­ვე­შე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მზად იყო, ყვე­ლა ჩა­ე­ქო­ლა, ვინც წინ და­უდ­გე­ბო­და.

მე­ო­რე დღეს­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ათი­ო­დე მო­ზარ­დმა შუ­ა­ღა­მით რამ­დე­ნი­მე ბიჭს სცე­მა მხო­ლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთს გრძე­ლი თმა ჰქონ­და. თვალ­ში სა­ცე­მი იყო 17 მა­ი­სის ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ზარ­დე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რაც ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­როა, ამას აკე­თებ­დნენ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ხე­ლით.

რო­დე­საც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფუნ­და­მენ­ტა­ლის­ტუ­რი გან­წყო­ბა მძლავ­რობს, არ მჯე­რო­და, ვფიქ­რობ­დი, რომ ასე­თი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო, 17-ში კი და­ვი­ნა­ხე, რომ საქ­მე უფრო რთუ­ლა­დაა, რომ მათი რი­ცხვი, ვინც მზად არის, ქრის­ტეს სა­ხე­ლით ადა­მი­ა­ნებს სცე­მოს და ჩა­ქო­ლოს, იმა­ზე მე­ტია, ვიდ­რე კოშ­მარ­ში წარ­მო­ვიდ­გენ­დი. მა­შინ რითი გან­სხვავ­დე­ბი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ბრბოს­გან, რო­მე­ლიც ტაშს უკ­რავ­და ადა­მი­ა­ნე­ბის კო­ცონ­ზე დაწ­ვას? მა­ში­ნაც ფიქ­რობ­დნენ, რომ ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას რყვნიდ­ნენ და ამი­ტო­მაც სჯიდ­ნენ. დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ის, ვინც გუ­შინ ასე გა­ვე­შე­ბუ­ლი დარ­ბო­და, სი­ა­მოვ­ნე­ბით და­უ­ჭერ­და მხარს ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის კო­ცონ­ზე დაწ­ვას.

ეკ­ლე­სია

აქამ­დე ყო­ველ­თვის თავს ვა­რი­დებ­დი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის კრი­ტი­კას - მკი­თხვე­ლის რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებს ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი, მაგ­რამ 17 მა­ი­სის აქ­ცი­ის შემ­დეგ გა­ჩუ­მე­ბა და­ნა­შა­უ­ლი მგო­ნია. ეს არ ეხე­ბა მთელ ეკ­ლე­სი­ას, მაგ­რამ ის, რა­საც ზო­გი­ერ­თი სა­სუ­ლი­ე­რო პირი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აკე­თებ­და, სა­მარ­ცხვი­ნო­ზე მე­ტია. ჩვენ ვნა­ხეთ სა­სუ­ლი­ე­რო პირი, რო­მე­ლიც იგი­ნე­ბო­და, ვნა­ხეთ მე­ო­რე სა­სუ­ლი­ე­რო პირი, რო­მე­ლიც ტა­ბუ­რე­ტით მის­დევ­და ადა­მი­ა­ნებს და ვნა­ხეთ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რიც, ავ­ტო­ბუ­სის კა­რის მოგ­ლე­ჯას რომ ცდი­ლობ­და. მარ­თა­ლია, იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვინც ხალ­ხს ძა­ლა­დო­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბას ურ­ჩევ­და, მაგ­რამ მათ ხალ­ხის შე­ჩე­რე­ბა ვერ შეძ­ლეს სწო­რედ იმი­ტომ, რომ ასე­თი მო­წო­დე­ბე­ბი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. 17 მა­ი­სის ძა­ლა­დო­ბა, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მაც წა­ა­ხა­ლი­სეს. არ ვა­პი­რებ, მათ ქრის­ტი­ა­ნო­ბის არსზე ვე­სა­უბ­რო, მაგ­რამ მჯე­რა, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს ძა­ლა­დო­ბას.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"ბევრი ვერ მიხვდა, 17 მაისმა როგორ ცუდ პროცესებს შეიძლება მისცეს დასაბამი"

"ბევრი ვერ მიხვდა, 17 მაისმა როგორ ცუდ პროცესებს შეიძლება მისცეს დასაბამი"

საზოგადოება

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბევრი ვერ მიხვდა, 17 მაისს რა საშინელება მოხდა. ვერ მიხვდა, ამან როგორ ცუდ პროცესებს შეიძლება მისცეს დასაბამი. ზოგს ჰგონია, აქ საუბარია იმაზე, ვიღაცას მოსწონს და იცავს ჰომოსექსუალებს თუ - არა. ეს საკითხი დღეს მეასეხარისხოვანია. 17 მაისს საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა შუა საუკუნეებისკენ, იმ სიბნელისკენ, რომელიც მაშინ ევროპაში სუფევდა და ჩვენ როგორღაც მას ავცდით. დღეს მთავარი პრობლემა 30 ჰომოსექსუალი კი არ არის, რომელიც რაღაცის გაპროტესტებას აპირებდა, არამედ ის ათიათასობით გავეშებული ადამიანი, რომელიც მზად იყო, ყველა ჩაექოლა, ვინც წინ დაუდგებოდა.

მეორე დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათიოდე მოზარდმა შუაღამით რამდენიმე ბიჭს სცემა მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთს გრძელი თმა ჰქონდა. თვალში საცემი იყო 17 მაისის ძალადობაში მოზარდების მონაწილეობა და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამას აკეთებდნენ მართლმადიდებლობის სახელით.

როდესაც მეუბნებოდნენ, რომ საზოგადოებაში ფუნდამენტალისტური განწყობა მძლავრობს, არ მჯეროდა, ვფიქრობდი, რომ ასეთი მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო, 17-ში კი დავინახე, რომ საქმე უფრო რთულადაა, რომ მათი რიცხვი, ვინც მზად არის, ქრისტეს სახელით ადამიანებს სცემოს და ჩაქოლოს, იმაზე მეტია, ვიდრე კოშმარში წარმოვიდგენდი. მაშინ რითი განსხვავდები შუა საუკუნეების ბრბოსგან, რომელიც ტაშს უკრავდა ადამიანების კოცონზე დაწვას? მაშინაც ფიქრობდნენ, რომ ისინი საზოგადოებას რყვნიდნენ და ამიტომაც სჯიდნენ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის, ვინც გუშინ ასე გავეშებული დარბოდა, სიამოვნებით დაუჭერდა მხარს ჰომოსექსუალების კოცონზე დაწვას.

ეკლესია

აქამდე ყოველთვის თავს ვარიდებდი სასულიერო პირების კრიტიკას - მკითხველის რელიგიურ გრძნობებს ვუფრთხილდებოდი, მაგრამ 17 მაისის აქციის შემდეგ გაჩუმება დანაშაული მგონია. ეს არ ეხება მთელ ეკლესიას, მაგრამ ის, რასაც ზოგიერთი სასულიერო პირი რუსთაველის გამზირზე აკეთებდა, სამარცხვინოზე მეტია. ჩვენ ვნახეთ სასულიერო პირი, რომელიც იგინებოდა, ვნახეთ მეორე სასულიერო პირი, რომელიც ტაბურეტით მისდევდა ადამიანებს და ვნახეთ სასულიერო პირიც, ავტობუსის კარის მოგლეჯას რომ ცდილობდა. მართალია, იყვნენ ისეთებიც, ვინც ხალხს ძალადობისგან თავის შეკავებას ურჩევდა, მაგრამ მათ ხალხის შეჩერება ვერ შეძლეს სწორედ იმიტომ, რომ ასეთი მოწოდებები დაგვიანებული იყო. 17 მაისის ძალადობა, ნებსით თუ უნებლიეთ, სასულიერო პირებმაც წაახალისეს. არ ვაპირებ, მათ ქრისტიანობის არსზე ვესაუბრო, მაგრამ მჯერა, რომ ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს ძალადობას.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"