პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ოფიცრის ნაამბობი - "ავღანელებს თავისი სიმართლე აქვთ - ჩვენ მათთვის ოკუპანტები ვართ!"
ქართველი ოფიცრის ნაამბობი - "ავღანელებს თავისი სიმართლე აქვთ - ჩვენ მათთვის ოკუპანტები ვართ!"

"ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უცხო­ე­ლე­ბი ფლო­ბენ სა­ა­თებს, მაგ­რამ დროს ვფლობთ ჩვენ."

ავ­ღა­ნუ­რი გა­მოთ­ქმა

"რთუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი სრულ­დე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, შე­უძ­ლე­ბე­ლი - ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით".

აშშ-ის სამ­ხედ­რო სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის დე­ვი­ზი

2013 წლის 13 მა­ისს ავ­ღა­ნეთ­ში, ქარ­თულ სამ­ხედ­რო ბა­ზა­ში ტე­რო­რის­ტთა იე­რიშს სამი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა, და­იჭ­რა 27 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე. ავ­ღა­ნეთ­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლომ 25 ჯა­რის­კა­ცი და­კარ­გა. სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის დღემ­დე უც­ნო­ბია ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი ჰილ­მენ­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში. მკი­თხველს ვთა­ვა­ზობთ სამ­ხედ­რო ოფიც­რის ნა­ამ­ბობს, რო­მე­ლიც 2011 წლის შე­მოდ­გო­მი­დან 2012 წლის ზა­ფხუ­ლამ­დე მსა­ხუ­რობ­და ავ­ღა­ნეთ­ში.

გი­ორ­გი: "2011 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ავ­ღა­ნეთ­ში ჩავფრინ­დით, ჰილ­მენ­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში. რო­დე­საც ჩემ თვალ­წინ ლე­ზერ­ნი­კის ბაზა გა­და­ი­შა­ლა, თავი ამე­რი­კულ სამ­ხედ­რო ბლო­კბას­ტერ­ში წარ­მო­ვიდ­გი­ნე. ამე­რი­კე­ლი სა­ზღვაო ქვე­ი­თე­ბი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გვას­წავ­ლიდ­ნენ თვით­ნა­კე­თი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა-გა­უვ­ნებ­ლე­ბას, საბ­რძო­ლო კონ­ვე­ი­რე­ბას, ხოლო ამე­რი­კის ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლის სამ­სა­ხუ­რის (დეა. - ავტ.) წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გვას­წავ­ლიდ­ნენ, რო­გორ გვე­პო­ვა ნარ­კო­ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, ამოგ­ვეც­ნო ნარ­კო­ტი­კე­ბის და­სამ­ზა­დე­ბე­ლი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და ა.შ. ლე­ზერ­ნიკ­ში დრო სწრა­ფად გა­დის, აქ საფრ­თხის შეგ­რძნე­ბა სა­ერ­თოდ არ გაქვს, თა­ვი­სუ­ფა­ლი დროც მე­ტია. ბაზა კომ­ფორ­ტუ­ლია, რაც მთა­ვა­რია, უკა­ბე­ლო ინ­ტერ­ნე­ტით არის აღ­ჭურ­ვი­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი ჯა­რის­კა­ცის­თვის კი იქ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ოჯახ­თან კავ­ში­რია, ამი­ტომ წას­ვლის წინ ლეპ­ტო­პე­ბი ყვე­ლას ნა­ყი­დი აქვს, 6-7 თვის სამ­ყო­ფი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი და ფილ­მე­ბი - ჩა­წე­რი­ლი. ორი კვი­რის შემ­დეგ ქვე­და­ნა­ყო­ფი, რო­მე­ლიც ჩვენ უნდა შევ­ცვა­ლოთ, ნელ-ნელა იწყებს ბა­ზა­ში შე­მოს­ვლას. რო­დე­საც შენ ახა­ლი, კრი­ა­ლა ფორ­მა გაც­ვია, ხოლო ბა­ზა­ში დაბ­რუ­ნე­ბულ ჯა­რის­კა­ცებს გა­ხუ­ნე­ბუ­ლი სა­მო­სი აქა-იქ ამოგ­ლე­ჯი­ლი აქვთ, ხვდე­ბი, რომ ავ­ღა­ნუ­რი მტვრის გემო ჯერ კი­დევ არ გა­გი­სინ­ჯავს. სუ­ლის მოთ­ქმას არ ვაც­ლი­დით ბი­ჭებს, ვე­კი­თხე­ბო­დით, რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ, რას ჭამ­დნენ, რო­გორ ეძი­ნათ. გვინ­დო­და, იქ გა­ტა­რე­ბულ ყო­ველ წუთ­ზე მო­ე­ყო­ლათ, მათ კი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მშვი­დი ძილი უნ­დო­დათ...

ჩვე­ნი და­ნა­ყო­ფი 100-კა­ცი­ან ჯგუ­ფე­ბად შვე­ულმფრე­ნე­ბით გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის რა­ი­ონ­ში. "შუკ­ვა­ნი" ასე­უ­ლის ბა­ზაა. მის გარ­შე­მო, ყო­ვე­ლი 5-6 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში, უდაბ­ნო­ში გან­ლა­გე­ბუ­ლია ფორ­ტე­ბი - მუ­ყა­ოს­გან ნა­შე­ნე­ბი პა­ტა­რა ბა­ზე­ბი, რო­მელ­თაც გარს ქვი­ში­ა­ნი ტომ­რე­ბის მა­ღა­ლი კე­დე­ლი არ­ტყია (მუ­ყა­ოს­გან არის აშე­ნე­ბუ­ლი თვი­თონ "შუკ­ვა­ნიც"). "ასეთ ფორ­ტებ­ში 20-25 ჯა­რის­კა­ცი იმ­ყო­ფე­ბა. მათი ფუნ­ქცია გზე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბა და თა­ლი­ბი დამ­ნაღმვე­ლე­ბის­გან დაც­ვაა. ბა­ზებს რამ­დე­ნი­მე სა­გუ­შა­გო იცავს. გარ­და ამი­სა, კედ­ლებ­თან სპე­ცი­ა­ლუ­რი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბია და­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო მოძ­რა­ო­ბა­საც კი აფიქ­სი­რე­ბენ. შუკ­ვან­ში, ისე­ვე, რო­გორც პა­ტა­რა ფორ­ტებ­ში, რამ­დე­ნი­მე ამე­რი­კელს ყო­ველ­თვის შეხ­ვდე­ბით, რომ­ლე­ბიც ჰა­ე­რი­დან ცე­ცხლის გახ­სნა­ზე და და­შა­ვე­ბულ­თა დრო­უ­ლად გა­დაყ­ვა­ნა­ზე ზრუ­ნა­ვენ. მათ "ან­გლი­კოჯ­გუ­ფი" ჰქვი­ათ. მათი ფუნ­ქცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ქარ­თვე­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვა­ხერ­ხებთ, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა ჰა­ე­რით, 9-ხა­ზი­ა­ნი სტან­დარ­ტუ­ლი კო­დი­რე­ბუ­ლი მოხ­სე­ნე­ბით ხდე­ბა. კო­ორ­დი­ნა­ტის და­სა­ხე­ლე­ბა, დაჭ­რილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ჭრი­ლო­ბე­ბის სა­ხე­ო­ბა, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნა - ამ მო­ნა­ცე­მე­ბის კო­დი­რე­ბუ­ლი გა­და­ცე­მა რამ­დე­ნი­მე წამ­ში უნდა მოხ­დეს, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლია, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ სა­ცე­ცხლე ავი­ა­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე.

გარ­და ამი­სა, ეს ჯგუ­ფი კუ­რი­რებს უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბის მუ­შა­ო­ბას, რომ­ლე­ბიც 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ცაში არი­ან და იქი­დან აკონ­ტრო­ლე­ბენ ტე­რი­ტო­რი­ას. ღა­მით ბა­ზა­ში შე­და­რე­ბით სიმ­შვი­დეა, რად­გან თა­ლი­ბე­ბი ღა­მით ბა­ზას­თან მო­ახ­ლო­ე­ბას ვერ ბე­და­ვენ, გუ­შა­გე­ბი ღა­მის ხედ­ვის მო­წყო­ბი­ლო­ბით არი­ან აღ­ჭურ­ვილ­ნი. სხვა საქ­მეა დღე - პა­ტა­რა ბა­ზე­ბი უმე­ტეს­წი­ლად გან­ლა­გე­ბუ­ლი არი­ან საკ­ვან­ძო გზებ­თან, სა­დაც დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა მი­მო­დის, მათ­ში ტე­რო­რის­ტე­ბის ამოც­ნო­ბა კი თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია - ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად აც­ვია. მახ­სოვს, ერთხელ, გზა­ზე დიდი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა გა­ჩერ­და. რამ­დე­ნი­მე წამ­ში მას უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვი "და­აჯ­და თავ­ზე","რო­მელ­საც მან­ქა­ნის ნომ­რის წა­კი­თხვაც კი შე­უძ­ლია, თუმ­ცა ვერ ხე­დავს, მან­ქა­ნის ქვეშ რა ხდე­ბა; ამა­სო­ბა­ში მძღო­ლის გვერ­დით მჯდომ­მა მო­ა­ხერ­ხა მან­ქა­ნის ქვეშ შეძ­რო­მა და გზის და­ნაღმვა, რო­დე­საც სა­მუ­შა­ოს მორ­ჩა, მან­ქა­ნამ გზა ისე გა­ნაგ­რძო, ვი­თომც არა­ფე­რი­აო... იმ სა­ღა­მოს გზა­ზე ქვე­ი­თი პატ­რუ­ლი გა­ვი­და. მა­შინ უბე­დუ­რე­ბას ღვთის წყა­ლო­ბით გა­და­ვურ­ჩით...

ქვე­ი­თი პატ­რუ­ლი­რე­ბა ნამ­დვი­ლი გა­მოც­დაა ჯა­რის­კა­ცის­თვის. რო­დე­საც გვი­თხრეს, რომ ქვე­ით პატ­რულ­ში უნდა გავ­სუ­ლი­ყა­ვით, სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად ფიქ­რობ, რომ შე­იძ­ლე­ბა გზა­ზე ნაღ­მის ან ტყვი­ის მსხვერ­პლი გახ­დე და შენი ცხე­და­რი, თუ, რა თქმა უნდა, ნა­წილ-ნა­წილ არ და­იფ­ლი­თა, შვე­ულმფრე­ნით ლე­ზერ­ნი­კის ბა­ზა­ში გა­და­ი­ტა­ნონ და იქი­დან სამ­შობ­ლო­ში გა­და­ას­ვე­ნონ, სა­დაც ღამე ჩუ­მად დაგ­მარ­ხა­ვენ, ან შე­იძ­ლე­ბა გა­დარ­ჩე კი­დეც, მაგ­რამ და­სა­ხიჩ­რდე - დარ­ჩე უფე­ხოდ, შე­იძ­ლე­ბა უხე­ლო­დაც, რა­საც ალ­ბათ ისევ სიკ­ვდი­ლი სჯობს. Mმაგ­რამ მერე აც­ნო­ბი­ე­რებ, რომ შენ ხარ ჯა­რის­კა­ცი, გაქვს ბრძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც უნდა შე­ას­რუ­ლო და შენ გვერ­დით შენ­ნა­ი­რი კი­დევ თხუთ­მე­ტი მო­ა­ბი­ჯებს. ეს მა­ნამ­დე, თო­რემ მერე ყვე­ლა­ფერს ეჩ­ვე­ვი... ქვე­ი­თი პატ­რუ­ლი­რე­ბის მარ­შრუ­ტი სხვა­დას­ხვა სიგ­რძი­საა - 2-დან 5 კი­ლო­მეტ­რამ­დე. ჯგუფს თან ერთი ამე­რი­კე­ლი და ერ­თიც ავ­ღა­ნე­ლი თარ­ჯი­მა­ნი დაჰ­ყვე­ბი­ან, ამე­რი­კე­ლი იმი­ტომ, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში "ჰა­ე­რი" გა­მო­ი­ძა­ხოს. 2010 წლამ­დე ამე­რი­კე­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ამ - გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ ყვე­ლა, ვი­საც მტრად იგუ­ლებ­დნენ, არ გა­ა­მარ­თლა, ამი­ტომ 2010 წელს სტრა­ტე­გია შეც­ვა­ლეს და ახლა ამე­რი­კე­ლე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას ცდი­ლო­ბენ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom

ქართველი ოფიცრის ნაამბობი - "ავღანელებს თავისი სიმართლე აქვთ - ჩვენ მათთვის ოკუპანტები ვართ!"

ქართველი ოფიცრის ნაამბობი - "ავღანელებს თავისი სიმართლე აქვთ - ჩვენ მათთვის ოკუპანტები ვართ!"

"ჩვენს ქვეყანაში უცხოელები ფლობენ საათებს, მაგრამ დროს ვფლობთ ჩვენ."

ავღანური გამოთქმა

"რთული დავალებები სრულდება დაუყოვნებლივ, შეუძლებელი - ოდნავ მოგვიანებით".

აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების დევიზი

2013 წლის 13 მაისს ავღანეთში, ქართულ სამხედრო ბაზაში ტერორისტთა იერიშს სამი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, დაიჭრა 27 სამხედრო მოსამსახურე. ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას საქართველომ 25 ჯარისკაცი დაკარგა. საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია ქართველი სამხედროების ცხოვრების დეტალები ჰილმენდის პროვინციაში. მკითხველს ვთავაზობთ სამხედრო ოფიცრის ნაამბობს, რომელიც 2011 წლის შემოდგომიდან 2012 წლის ზაფხულამდე მსახურობდა ავღანეთში.

გიორგი: "2011 წლის ოქტომბერში ავღანეთში ჩავფრინდით, ჰილმენდის პროვინციაში. როდესაც ჩემ თვალწინ ლეზერნიკის ბაზა გადაიშალა, თავი ამერიკულ სამხედრო ბლოკბასტერში წარმოვიდგინე. ამერიკელი საზღვაო ქვეითები ორი კვირის განმავლობაში გვასწავლიდნენ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენა-გაუვნებლებას, საბრძოლო კონვეირებას, ხოლო ამერიკის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახურის (დეა. - ავტ.) წარმომადგენლები გვასწავლიდნენ, როგორ გვეპოვა ნარკოლაბორატორიები, ამოგვეცნო ნარკოტიკების დასამზადებელი ქიმიური ნივთიერებები და ა.შ. ლეზერნიკში დრო სწრაფად გადის, აქ საფრთხის შეგრძნება საერთოდ არ გაქვს, თავისუფალი დროც მეტია. ბაზა კომფორტულია, რაც მთავარია, უკაბელო ინტერნეტით არის აღჭურვილი, ნებისმიერი ჯარისკაცისთვის კი იქ ყველაზე მთავარი ოჯახთან კავშირია, ამიტომ წასვლის წინ ლეპტოპები ყველას ნაყიდი აქვს, 6-7 თვის სამყოფი ქართული სიმღერები და ფილმები - ჩაწერილი. ორი კვირის შემდეგ ქვედანაყოფი, რომელიც ჩვენ უნდა შევცვალოთ, ნელ-ნელა იწყებს ბაზაში შემოსვლას. როდესაც შენ ახალი, კრიალა ფორმა გაცვია, ხოლო ბაზაში დაბრუნებულ ჯარისკაცებს გახუნებული სამოსი აქა-იქ ამოგლეჯილი აქვთ, ხვდები, რომ ავღანური მტვრის გემო ჯერ კიდევ არ გაგისინჯავს. სულის მოთქმას არ ვაცლიდით ბიჭებს, ვეკითხებოდით, როგორ ცხოვრობდნენ, რას ჭამდნენ, როგორ ეძინათ. გვინდოდა, იქ გატარებულ ყოველ წუთზე მოეყოლათ, მათ კი მხოლოდ რამდენიმესაათიანი მშვიდი ძილი უნდოდათ...

ჩვენი დანაყოფი 100-კაციან ჯგუფებად შვეულმფრენებით გადაგვიყვანეს საბრძოლო ოპერაციების რაიონში. "შუკვანი" ასეულის ბაზაა. მის გარშემო, ყოველი 5-6 კილომეტრის რადიუსში, უდაბნოში განლაგებულია ფორტები - მუყაოსგან ნაშენები პატარა ბაზები, რომელთაც გარს ქვიშიანი ტომრების მაღალი კედელი არტყია (მუყაოსგან არის აშენებული თვითონ "შუკვანიც"). "ასეთ ფორტებში 20-25 ჯარისკაცი იმყოფება. მათი ფუნქცია გზების კონტროლირება და თალიბი დამნაღმველებისგან დაცვაა. ბაზებს რამდენიმე საგუშაგო იცავს. გარდა ამისა, კედლებთან სპეციალური ვიდეოკამერებია დაყენებული, რომლებიც რამდენიმე კილომეტრის რადიუსში 24 საათის განმავლობაში უმნიშვნელო მოძრაობასაც კი აფიქსირებენ. შუკვანში, ისევე, როგორც პატარა ფორტებში, რამდენიმე ამერიკელს ყოველთვის შეხვდებით, რომლებიც ჰაერიდან ცეცხლის გახსნაზე და დაშავებულთა დროულად გადაყვანაზე ზრუნავენ. მათ "ანგლიკოჯგუფი" ჰქვიათ. მათი ფუნქციების შესრულებას ქართველები ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ, სამედიცინო დახმარების გამოძახება ჰაერით, 9-ხაზიანი სტანდარტული კოდირებული მოხსენებით ხდება. კოორდინატის დასახელება, დაჭრილთა რაოდენობა, ჭრილობების სახეობა, შემთხვევის ადგილზე მოწინააღმდეგის ყოფნა-არყოფნა - ამ მონაცემების კოდირებული გადაცემა რამდენიმე წამში უნდა მოხდეს, რაც ძალიან რთულია, რომ აღარაფერი ვთქვათ საცეცხლე ავიაციის გამოძახებაზე.

გარდა ამისა, ეს ჯგუფი კურირებს უპილოტო თვითმფრინავების მუშაობას, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ცაში არიან და იქიდან აკონტროლებენ ტერიტორიას. ღამით ბაზაში შედარებით სიმშვიდეა, რადგან თალიბები ღამით ბაზასთან მოახლოებას ვერ ბედავენ, გუშაგები ღამის ხედვის მოწყობილობით არიან აღჭურვილნი. სხვა საქმეა დღე - პატარა ბაზები უმეტესწილად განლაგებული არიან საკვანძო გზებთან, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი და სატრანსპორტო საშუალება მიმოდის, მათში ტერორისტების ამოცნობა კი თითქმის შეუძლებელია - ყველას ერთნაირად აცვია. მახსოვს, ერთხელ, გზაზე დიდი სატვირთო მანქანა გაჩერდა. რამდენიმე წამში მას უპილოტო თვითმფრინავი "დააჯდა თავზე",”რომელსაც მანქანის ნომრის წაკითხვაც კი შეუძლია, თუმცა ვერ ხედავს, მანქანის ქვეშ რა ხდება; ამასობაში მძღოლის გვერდით მჯდომმა მოახერხა მანქანის ქვეშ შეძრომა და გზის დანაღმვა, როდესაც სამუშაოს მორჩა, მანქანამ გზა ისე განაგრძო, ვითომც არაფერიაო... იმ საღამოს გზაზე ქვეითი პატრული გავიდა. მაშინ უბედურებას ღვთის წყალობით გადავურჩით...

ქვეითი პატრულირება ნამდვილი გამოცდაა ჯარისკაცისთვის. როდესაც გვითხრეს, რომ ქვეით პატრულში უნდა გავსულიყავით, საოცარი შეგრძნება დამეუფლა. თავდაპირველად ფიქრობ, რომ შეიძლება გზაზე ნაღმის ან ტყვიის მსხვერპლი გახდე და შენი ცხედარი, თუ, რა თქმა უნდა, ნაწილ-ნაწილ არ დაიფლითა, შვეულმფრენით ლეზერნიკის ბაზაში გადაიტანონ და იქიდან სამშობლოში გადაასვენონ, სადაც ღამე ჩუმად დაგმარხავენ, ან შეიძლება გადარჩე კიდეც, მაგრამ დასახიჩრდე - დარჩე უფეხოდ, შეიძლება უხელოდაც, რასაც ალბათ ისევ სიკვდილი სჯობს. Mმაგრამ მერე აცნობიერებ, რომ შენ ხარ ჯარისკაცი, გაქვს ბრძანება, რომელიც უნდა შეასრულო და შენ გვერდით შენნაირი კიდევ თხუთმეტი მოაბიჯებს. ეს მანამდე, თორემ მერე ყველაფერს ეჩვევი... ქვეითი პატრულირების მარშრუტი სხვადასხვა სიგრძისაა - 2-დან 5 კილომეტრამდე. ჯგუფს თან ერთი ამერიკელი და ერთიც ავღანელი თარჯიმანი დაჰყვებიან, ამერიკელი იმიტომ, რომ საჭიროების შემთხვევაში "ჰაერი" გამოიძახოს. 2010 წლამდე ამერიკელების სტრატეგიამ - გაენადგურებინათ ყველა, ვისაც მტრად იგულებდნენ, არ გაამართლა, ამიტომ 2010 წელს სტრატეგია შეცვალეს და ახლა ამერიკელები მოსახლეობასთან საერთო ენის გამონახვას ცდილობენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?