პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ აბაშიძე - "ჩიხიდან ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გამოვიდეთ, სხვა გზა არ არის"
ზურაბ აბაშიძე - "ჩიხიდან ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გამოვიდეთ, სხვა გზა არ არის"

სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის კონ­ფლიქ­ტე­ბი რჩე­ბა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა გა­მუდ­მე­ბით მსჯე­ლობს მათი მოგ­ვა­რე­ბის გზებ­ზე, ეძებს მო­დელს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს ქარ­თულ­მა მხა­რემ ოცწ­ლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. რამ­დე­ნი­მე დღის წინ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა "ევ­რო­ნი­უს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში კო­სო­ვოს მო­დელ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვალ­ში ამ მო­დე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა კო­სო­ვოს მო­დე­ლი მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა თუ არა რუ­სე­თის­თვის, ამა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფერს ამ­ბო­ბენ. რუ­სე­თის გავ­ლე­ბულ "წი­თელ" ხა­ზებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სეთ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძე.

- პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ფლიქ­ტე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თად კო­სო­ვო­სა და სერ­ბე­თის მო­დე­ლი და­ა­სა­ხე­ლა. რა იგუ­ლის­ხმა ივა­ნიშ­ვილ­მა?

- სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი­აო, არ უთ­ქვამს. მი­ე­სალ­მა სერ­ბეთ­სა და კო­სო­ვოს შო­რის პრობ­ლე­მის მშვი­დო­ბი­ა­ნად მოგ­ვა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას და აღ­ნიშ­ნა, რომ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით უნდა მოხ­დეს."კო­სო­ვოს მო­დე­ლი მარ­თლაც სა­ინ­ტე­რე­სოა. 1999 წელს, ნა­ტოს სამ­ხედ­რო აქ­ცი­ის შემ­დეგ, კო­სო­ვო­ში შე­იყ­ვა­ნეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბი. ამ აქ­ცი­ა­ში ბევ­რი ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და. თით­ქმის 10 წელი ამ ტე­რი­ტო­რი­ას გა­ე­როს მან­და­ტი იცავ­და. ამ ხნის მან­ძილ­ზე ყვე­ლა დევ­ნი­ლი დაბ­რუნ­და სა­კუ­თარ სახ­ლში. კო­სო­ვო­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­დნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვე­ბელ­თა მი­სი­ე­ბი. გან­ხორ­ცი­ელ­და არა­ერ­თი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრო­ექ­ტი... მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ჩა­ტარ­და რე­ფე­რენ­დუ­მი, რო­მელ­ზეც მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ... ასე­თი მო­დე­ლის მი­სა­და­გე­ბა აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნე­ბი­სათ­ვის, ჩემი აზ­რით, მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და. კო­სო­ვოს მო­დელ­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ თვალ­საზ­რი­სით სა­და­ვო ბევ­რი არა­ფე­რია. რა თქმა უნდა, არა­ვინ აყე­ნებს სა­კითხს აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, თუკი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი ამ რე­გი­ონ­შიც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მა­შინ რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბა მარ­თე­ბუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბო­და.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ რუ­სეთ­მა ასე აქ­ტი­უ­რად ჩარ­თოს სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში და, რაც მთა­ვა­რია, დევ­ნი­ლე­ბი და­აბ­რუ­ნოს?

- სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი პერ­სპექ­ტი­ვა დღეს არ ჩანს. რუ­სეთ­მა აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შეც­ვლას არ აპი­რებს. ეს თემა მოს­კოვ­მა"წი­თელ ხა­ზად გა­მო­ა­ცხა­და, რო­მელ­ზე სა­უ­ბა­რიც არ სურს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ზურაბ აბაშიძე - "ჩიხიდან ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გამოვიდეთ, სხვა გზა არ არის"

ზურაბ აბაშიძე - "ჩიხიდან ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გამოვიდეთ, სხვა გზა არ არის"

საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის მთავარ გამოწვევად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტები რჩება. ბიძინა ივანიშვილის მთავრობა გამუდმებით მსჯელობს მათი მოგვარების გზებზე, ეძებს მოდელს, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ქართულმა მხარემ ოცწლიანი დაპირისპირების მოსაგვარებლად. რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა "ევრონიუსთან" ინტერვიუში კოსოვოს მოდელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში ამ მოდელის გამოყენება შესაძლებელია. თუმცა კოსოვოს მოდელი მისაღები იქნება თუ არა რუსეთისთვის, ამაზე ჯერჯერობით არაფერს ამბობენ. რუსეთის გავლებულ "წითელ" ხაზებზე გვესაუბრება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში ზურაბ აბაშიძე.

- პრემიერ-მინისტრმა საქართველოში კონფლიქტების დარეგულირების საუკეთესო მაგალითად კოსოვოსა და სერბეთის მოდელი დაასახელა. რა იგულისხმა ივანიშვილმა?

- საუკეთესო მაგალითიაო, არ უთქვამს. მიესალმა სერბეთსა და კოსოვოს შორის პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების პერსპექტივას და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.„კოსოვოს მოდელი მართლაც საინტერესოა. 1999 წელს, ნატოს სამხედრო აქციის შემდეგ, კოსოვოში შეიყვანეს საერთაშორისო სამშვიდობო ძალები. ამ აქციაში ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა. თითქმის 10 წელი ამ ტერიტორიას გაეროს მანდატი იცავდა. ამ ხნის მანძილზე ყველა დევნილი დაბრუნდა საკუთარ სახლში. კოსოვოში აქტიურად მუშაობდნენ საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიები. განხორციელდა არაერთი ჰუმანიტარული პროექტი... მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის შესახებ... ასეთი მოდელის მისადაგება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისათვის, ჩემი აზრით, მისაღები იქნებოდა. კოსოვოს მოდელთან დაკავშირებით ამ თვალსაზრისით სადავო ბევრი არაფერია. რა თქმა უნდა, არავინ აყენებს საკითხს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. თუმცა, თუკი ზემოხსენებული ქმედებები ამ რეგიონშიც განხორციელდება, მაშინ რეფერენდუმის ჩატარება მართებული და დემოკრატიული პროცესი იქნებოდა.

- შესაძლებელია, რომ რუსეთმა ასე აქტიურად ჩართოს საერთაშორისო მისიები საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში და, რაც მთავარია, დევნილები დააბრუნოს?

- სამწუხაროდ, ასეთი პერსპექტივა დღეს არ ჩანს. რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა და ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ეს თემა მოსკოვმა„წითელ ხაზად გამოაცხადა, რომელზე საუბარიც არ სურს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია