სამწუხაროა, თუ ასეთი პრეზიდენტი დავკარგეთ, - ასეთი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ვანო მერაბიშვილის დაკავების კომენტირებისას გააკეთა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, უმჯობესია, ამ საქმზე დასკვნები სასამართლომ გააკეთოს. "კითხვები არსებობდა წინა ხელისუფლების წარმომადგენელების, მათ შორის ვანო მერაბიშვილის მიმართაც. თუმცა, ვიდრე სასამართლო არ იქნება, წინასწარ არაფერი უნდა ვამტკიცოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" მერაბიშვილის დაკავების პოლიტიკურად დევნად შეფასება გაუჭირდება, რადგან ეს არგუმენტი ძალიან სუსტია. ჟურნალისტების შეკითხვას, რომ შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილიყო, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ სამწუხაროა, "თუ ასეთი პრეზიდენტი დავკარგეთ".
"მაგრამ, ჩვენ კანონს უნდა ვუსმინოთ და სამართალს გავყვეთ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.